You are on page 1of 6

მიწისძვრა

Მვტორები: ლიზი ვანაძე და მარია ქავთარაძე


Მა არის მიწისძვრა
მიწისძვრა ბუნებრივი მოვლენაა და ის დედამიწაზე ოდითგანვე ხდებოდა. ისტორიას
ბევრი ასეთი გამანადგურებელი შემთხვევა შემორჩა, თუმცა, ზოგადად მიწისძვრის
უმეტესი ნაწილი საერთოდ არ არის საშიში. ყოველწლიურად ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით
100 000-მდე მიწისძვრა აღირიცხება, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა იმდენად სუსტია, რომ მათ
მხოლოდ სპეციალური ინსტრუმენტები (სეისმოგრაფი) აფიქსირებენ. სპეციალური ინსტრუმენტების
გარეშე მიწისძვრის დაახლოებით ათი პროცენტის გრძნობაა შესაძლებელი. რაც შეეხება
ზიანს, ყოველწლიურად დედამიწაზე საშუალოდ 100 სახიფათო მიწისძვრა შეიძლება
დაფიქსირდეს.
რა იწვევს მიწისძვრას
მიწისძვრა ძირითადად, ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული.
მიწისძვრის კერა დედამიწის წიაღის იმ უბანს წარმოადგენს, სადაც ქანებში
დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება.
მიწისძვრა დედამიწის წიაღში, რამდენიმე კილომეტრის სიღრმეზე
ვითარდება — მას ჰიპოცენტრს ვუწოდებთ.შედარებისთვის, ფიზიკურად
მიწისძვრის არსი ისეთივეა, როგორიცაა ჭექა-ქუხილის. ჭექა-ქუხილისას
ერთმანეთს ეჯახება ღრუბლები და ხდება დაელექტროება. მიწისძვრისას
კი, სიღრმეში ხდება ბლოკების გადაადგილება, რომელსაც ჩვენ ვერ
ვხედავთ და ამ ძლიერი ბლოკების "შეჯახების" შედეგად წარმოიქმნება
ძვრები. ყოველი ეს "შეჯახება" თუ "ხახუნი" განსხვავებულ ენერგიას
წარმოქმნის, რასაც ზედაპირზე სხვადასხვა ეფექტი აქვს. მიწისძვრის კერა
დედამიწის წიაღის იმ უბანს წარმოადგენს, სადაც ქანებში დიდი ხნის განმავლობაში
დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება.შესაბამისად, რასაც ჩვენ მიწისძვრას
ვეძახით, ეს არის ძლიერი ვიბრაციები, რომელიც გამოწვეულია პლანეტის
ლითოსფეროში მიმდინარე პროცესებით
მოძრაობის მრავალფეროვნება — მიწისძვრის ტიპები

როგორც ზემოთ აღვნიშნე, დედამიწის ფილები მუდმივად მოძრაობენ. აქედან გამომდინარე, არსებობს
სამი ტიპის "მიწისძვრა" — საუბარია, გადაადგილების მიმართულების მიხედვით სამი სახის ფილების
კიდეებზე, იგივე საზღვარზე: დივერგენტული, კონვერგენტული და ტრანსფორმული.

დივერგენტული — ფილების დივერგენტული საზღვრების დროს ფილები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ


მოძრაობენ. დივერგენტული საზღვრები იყოფა ოკეანურ და კონტინენტურ დივერგენტიულ საზღვრებად.
ოკეანურ დივერგენტული საზღვარი მდებარეობს ოკეანური ლითოსფეროს ქვემოთ. კონტინენტურ-
დივერგენციული საზღვარი ჩნდება კონტინენტური ფილაქნის ქვემოთ. ორი ფილაქნის გაჭიმვით
მოძრაობისას ყალიბდება რღვევები და მიწისძვრები.

კონვერგენტული — კონვერგენტული ფილების საზღვრები ეწოდება საზღვრებს, სადაც ფილები


ერთმანეთის მიმართ მოძრაობენ. ფილაქანთა ასეთი ტიპის შეჯახებით მოძრაობა იწვევს ვულკანურ
აქტივობას და ქერქის დეფორმაციას.

ტრანსოფრმაციული — ტრანსფორმული საზღვრები ეწოდება ისეთ საზღვრებს, სადაც ორი ფილა


ერთმანეთის გასწვრივ ჰორიზონტალურად გადაადგილდება. ასეთი ტიპის რღვევები გვხვდება
შუაოკეანურ ქედებზე. სახელწოდება მომდინარეობს იქიდან რომ რღვევის გასწვრივ გადაადგილება
შესაძლოა უეცრად შეწყდეს ან ტრანსფორმირდეს სხვა სახის გადაადგილებაში
Მიწის ძვრის შედეგები
Მიწისძვრის ტიპები

You might also like