You are on page 1of 7

სტიქიური კატასტროფები

წეროვნის N1 საჯარო
სკოლის მოსწავლე:
მერი გობოზოვი
სტიქიური უბედურება
სტიქიური უბედურება — ბუნებრივი
მოვლენა, რომელიც ატარებს
საგანგებო ხასიათს და რომელსაც
მოჰყვება მოსახლეობის ნორმალური
ცხოვრების დარღვევა, ადამიანთა
სიკვდილი, მატერიალურ
ღირებულებათა დანგრევა და
განადგურება. ხასიათდება
მნიშვნელოვანი მასშტაბებითა და
სხვადასხვაგვარი ხანგრძლივობით,
მაგალითად, მიწისძვრის
ხანგრძლივობა შეიძლება რამდენიმე
წამი გაგრძელდეს, ხოლო
წყალდიდობა თვეები.
მიწისძვრა
მიწისძვრა — ბუნებრივი მიზეზებით
გამოწვეული დედამიწის ზედაპირის
რხევა. მიწისძვრების უმრავლესობა
სუსტია, ხშირად შეუმჩნეველია
ადამიანებისათვის და არანაირ ზიანს არ
იწვევს. ზოგი მათგანი კი იწვევს დიდ
ნგრევას, რასაც ხანდახან თან ახლავს
მსხვერპლი. მიწისძვრის სიძლიერე
რიხტერის სკალით იზომება. მიწისძვრა
ძირითადად, ტექტონიკური პროცესებით
არის გამოწვეული.
ფაქტები
1556 წელს ჩინეთში მიწისძვრისგან დაიღუპა ასიათასობით ადამიანი.

1707 წელს იაპონიაში მიწისძვრებმა 200 ათასი კაცი იმსხვერპლა.

1797 წელს ქალაქ რიობამბაში მომხდარი მიწისძვრების დროს დაიღუპა 40


ათასამდე ადამიანი.

1923 წელს მიწისძვრის დროს დაინგრა 128 ათასზე მეტი სახლი. ტოკიოში
დაიღუპა 140 ათასი კაცი, იოკაჰამაში — 27 ათასი კაცი.

1960 წელს ჩილეში მიწისძვრამ დაანგრია 58 ათასი სახლი, დაიღუპა 1123


კაცი.

1988 წლის 7 დეკემბერს სომხეთის ჩრდილო-დასავლეთში, სპიტაკში, 10


ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად მთლიანად დაინგრა
ქალაქი სპიტაკი, 58 სოფელი ნაწილობრივ ქალაქები - ლენინაკანი,
სტეპანაკანი, კიროვაკანი და 300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი. დაიღუპა,
დაახლოებით, 25 ათასი კაცი, ხოლო 514 ათასი ადამიანი უსახლკაროდ
დარჩა. მიწისძვრამ სომხეთის ტერიტორიის თითქმის 40% მოიცვა.
მოსალოდნელი ავარიის რისკის გამო შეჩერდა სომხეთის ატომური
ელექტროსადგურის მუშაობა.
ვულკანი
ბუნებრივი კატასტროფებიდან ვულკანური მოვლენები ყველაზე საშინელი
შედეგებით გამოირჩევა. ვულკანური რელიეფი კარგად გამოხატული
რამდენიმე ნაწილისგან შედგება..

აფეთქების სიძლიერის მიხედვით ვულკანი სამი სახისაა: შედარებით მშვიდი,


ძლიერი და ძალიან ძლიერი.

ვულკანიდან ნივთიერება სამ მდგომარეობაში ამოიფრქვევა: თხევადია -


ლავა, მყარია - ვულკანური ფერფლი, მტვერი, ტალახი და ქვები, გაზობრივი -
წყლის ორთქლი, ნახშირორჟანგი და სხვა. გავარვარებული ლავა სწრაფად
მოძრაობს ვულკანის მთის ფერდობზე, ანადგურებს ყოველივე ცოცხალს,
ფარავს და ასწორებს ხმელეთის ზედაპირს.

დედამიწაზე ასეულობით მოქმედი ვულკანია. ხმელეთზე ვულკანების


რაოდენობით გამოირჩევა ინდონეზიის კუნძულები. აქ 200 ვულკანია,
რომელთა 2/3 მოქმედებს კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში.
ინდონეზიაში, ზონდის კუნძულებს სუმატრასა და იავას შორის, მდებარეობს
ვულკანური წარმოშობის კუნძული კრაკატუ. 1883 წელს კრაკატაუ ამოიფრქვა.
ვულკანის ხმა ავსტრალიაშიც კი ისმოდა, რომელიც კრაკატუდან 5 000 კმ-ით
არის დაშორებული. დღეს მის ადგილზე ახალი ვულკანია, რომელსაც
კრაკატუს შვილს ეძახიან.
ცუნამი

ცუნამი — ოკეანის ძალიან დიდი სიგრძის


გრავიტაციული ტალღები, რომლებიც
უმთავრესად წარმოიქმნება ფსკერზე ან
სანაპირო ზოლში მომხდარი მიწისძვრის
ვულკანური მოქმედებისა და სხვა
ტექტონიკური პროცესების შედეგად.
ცუნამის 1000-მდე ცნობილი შემთხვევიდან
100-ზე მეტი კატასტროფული იყო. ცუნამის
80% წყნარი ოკეანის პერიფერიაზე ჩნდება.

You might also like