You are on page 1of 2

ეტრუსკები.

არქეოლოგია, ხელოვნება და არქიტექტურა

ბრინჯაოს ხანის აპენინის ნახევარკუნძულის წინარე ეტრუსკული ტომების


მატერიალური კულტურის შესახებ ცოტა რამ ვიცით მონაცემების სიმცირის გამო.
თითქმის მხოლოდ სამარხებსი ნაპოვნი ნივთები იძლევიან ცოდნას მათ შესახებ.
ძირითადად გავრცელებული იყო ინჰუმაცია: უფრო გვიან კი, გვიანი ბრინჯაო-
ადრერკინის ხანაში, გვხვდება კრემაციაც. ამ დროის სამაროვანთაგან ყურადღებას
იქცევს მდ.პოს სამხრეთით, უშუალოდ ზღვასთან, კერძოდ ბოლონისთან ნაპოვნი,
ე.წ.ვილანოვოს კულტურის არქეოლოგიური ძეგლები. აქ, ეტრუსკების ქალაქ
ჩერვეტერთან, ძვ.წ. 9-8სს ინჰუმაციური სამარხები გაითხარა. ეს იყო მომცრო
სამარხი ორმოები ურნებისთვის, დამწვარი ძვლების (კრემაცია) ნაშთებით. ანდა
კიდევ, უფრო მოზრდილი, წაგრძელებული ორმოებში, ანდა კიდევ ტუფის ფენაში
ჩაჭრილი სამარხები. ნაპოვნი იყო უფრო რთული, ორ იარუსიანი სამარხებიც.

ვილანოვოს კულტურის ეს სამარხეული ჭურჭელი ხშირად გეომეტრიული


სახეებით (მეანდრები, სამკუთხედები და სხვ.) არის მოხატული. ინტერესს იწვევს
ჭურჭლების ის ეკზემპლარები, რომელთაც საცხოვრებელი ქოხის ფორმა აქვთ; არის
ამ ფორმების უფრო გართულებული ეგზემპლარებიც. ამა გარდა აღნიშნული
კულტურის ძეგლებს განეკუთვნება , აგრეთვე ბრინჯაოსა და რკინის სამაჯურები,
ბრინჯაოს ჩაფხუტები; დიდი ხელოვნებით ნაკეთი თიხისა და ბრინჯაოს ფიგურული
ჭურჭლები და სხვ.

მე-8 საუკუნის ბოლოსთვის აღნიშნულ რეგიონსა და რომის სამხრეთით


წინაურდებიან ვეტულონია, ტარკვინია და კაპუა. ეს უკანასკნელი, როგორც უკვე
ქალაქური დასახლება, უკვე ბერძული ყაიდის ცხოვრებას მისდევს. ადრეული
ეტრუსკული ქალაქები უკვე დაპირისპირებაში არიან; შედეგად ,ზოგი მათგანი
ქვეითდება, ხოლო სხვები მაგ. ჩერვეტერი (ძვ.ცარე), პოპულონია და სხვ
წინაურდებიან და აძლიერებენ კავშირებს ბერძნებთან. თვით ბერძნები უკვე
ნახევარკუნძულის აქტიურ კოლონიზაციას ეწვიან.

ამავე დროს ძვ. წ. 8ს. მე 2-ე ნახევარსა და 7ს. დასაწყისში მდ. ტიბრსა და არნოს
ორმდინარეთში მნიშვნელოვანი ძვრების შედეგად , ეტრუსკთა კომპაქტური
დასახლებანი და ქალაქები აღმოცენდა. ჩრდილო ტოსკანაში ვილანოვოს კულტურის
მცირე დასახლებანი შეცვალა ეტრუსკთა ქალაქურმა დასახლებებმა. ეტრუსკთა
გავლენა გავრცელდა კამპანიის ოლქზეც , ხოლო ძვ.წ. 616 წლიდან ეტრუსკების
მეფეებს დაექვემდებარა რომიც. ეტრუსკების გავლენა ვრცელდებოდა
ხმელთაშუაზღვისპირეთის ვრცელ მონაკვეთზე. ძვ.წ. 8-7სს მათ კონტაქტების აქვთ
აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებთანაც

ეტრუსკების ცხოვრებისა, ზოგადად, ქალაქების შესახებ ცოტა რამ იცის


მეცნიერებამ, იშვიათ შემთხვევაში ცნობილია ქალაქური დასახლებების გეგმარება
და საფორტიფიკაციო ნაგებობების ცალკეული მონაკვეთები.

არქიტექტურა
სამწუხაროდ ეტრუსკების ამ დარგის მონაცემებიც ერთგვარად განსაზღვრულია.
მაინც, არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია, რომელთა მიხედვით
შესაძლებელი ხდება ქალაქების გეგმარების , ციხე-სიმაგრეების სისტემების, ხიდების
კონსტრუქციების, ხელოვნური კლდეკარების (გვირაბების), მრავალფეროვანი
სამარხების, სხვადასხვა ტიპის ტაძრებისა და საცხოვრებელი სახლების
კონსტრუქციებში გარკვევა.მაგრამ არ არის ცნობილი წინა რომაული ხანის
საზოგადოებრივი ნაგებობების (მაგ. ბერძნული ბულევთეირონისა და
პრიტანეიონის, ასევე, თეატრების, სტადიონების და სხვა ხასიათის ) შესახებ
მონაცემები, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ , უნდა არსებულიყო (ტარკვინიის
სამარხის ფრესკაზე გამოხატულია კიდეც თეატრში მსხდომი მაყურებელი ). ამასთან,
უნდა ვიფიქროთ, ცხოვრებისეული აუცილებლობა და ხასიათი ეტრუსკული
არქიტექტურისა აუცილებლად იქნებოდა გამოყენებული რესპუბლიკური რომის
მიერ.

ეტრუსკთა ქალაქები აპენინის ნახევარკუნძულის სხვადასხვა რელიეფის პირობებშია


ნაშენი. ზოგი მათგანის მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მთიანი
რელიეფისა და ცალკეული მდინარების არსებობა, ზოგიც დამრეც პლატოზეა ნაშენი.
მთიან რელიეფზეა არის აშენებული მაგ. პერუზია(პერუჯა) სხვა, რამდენიმე ქალაქი.
მდინარის დელტასთან ნაშენი ქალაქები საფარად წყლის სისტემას იყენებდნენ. ამის
მაგალითია ქ.სპინა მდ.პოს შესართავთან. ასეთ შემთხვევებში სასმელი წყლის
პრობლემაც არის გათვალისწინებული. გათვალისწინებულია, აგრეთვე, საკონტაქტო
ზონის სხვა ცენტრებსა და დასახლებებთან, აგრეთვე ძირითად ტოპოგრაფია (ანუ
ადგილმდებარეობა) აპენინის ნახევარკუნძულის ძირითად სავაჭრო გზებთან
მიმართების საკითხი. ამ უკანასკნელში იგულისხმება კონტაქტები
ხმელთაშუაზღვისპირეთის მთელ აუზთან. განაპირობა კიდეც სანაპიროს გასწვრივ
საპორტო ქალაქების აღმოცენება.

ძვ.წ.მე-7 ს. ნაგებობები, რომელთაც უნდა შეხებოდა აღმოსავლეთის გავლენები,


ცოტაა შემონახული; სწორედ ამ დროს ყალიბდება ქალაქების, კერძოდ, ქუჩებისა და
მოედნების, გზებისა და ხიდების გეგმარების პრინციპები. ეს გარემოება ახსნილია
სამშენებლო მასალების ხასიათით, კერძოდ ალიზის აგურების არამყარი
მდგრადობით. ჩანს ეს მასალა ფართოდ გამოიყენებოდა. ამავე დროს ადრეული
თავდაცვითი ნაგებობების კარგი ნიმუშია ქ. როზელას კედელი, ქვის საძირკვლითა
და მასზე ნაშენი ალიზის აგურების წყობით. მაგრამ ,როგორც ავტორი მიუთითებს, 3
კმ-ის სიგრძის ეს კედელი შეიძლება უკვე მე-6 ს-ით თარიღდებოდეს და ავტორი
(მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი) აქ რომაელთა დროის კვალს ხედავს.

You might also like