You are on page 1of 7

შუალედური გამოცდის ბილეთი

სასწავლო კურსი: მხარეთმცოდნეობა

სპეციალობა, კურსი: ტურიზმი, I კურსი

ლექტორი: ნ. მგელაძე

შეთანხმებულია დეპარტამენტის ხელმძღვანელთან

სტუდენტი: ....ბექა რიჟვაძე................................... (სახელი, გვარი, პირადი N .


61009030319...........................

III ვარიანტი

1. მოკლედ დაახასიათეთ აჭარის ფიზიკურ-გეოგრაფიული გარემო ………….... (5


ქ)
2. იმსჯელეთ ფიჭვნარის ნაქალაქარის შესახებ ……………………………………. (5
ქ)
3. ისაუბრეთ ხიხანის ციხეზე…………………………………………………………. (5
ქ)
4. რომელ მეფეს მიაწერს ხალხური ტრადიცია სხალთის ეკლესიის აგებას?........ (1
ქ)
5. ეგრისის სამეფოს რომელი ციხისათვის მიმდინარეობდა მთავარი ბრძოლები
ბიზანტიასა და ირანს შორის? .................................................................................... (1
ქ)
6. ქართული სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით გონიო-აფსაროსი
ნიშნავს? .................................................................................................................................
.........(1 ქ)
7. მეცნიერთა ნაწილის აზრით სახელწოდება გონიო უკავშირდება?......................(1
ქ)
8. ვის მიერ არის აგებული გონიოს ციხე? ....................................................................(1
ქ)
პასუხები
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მდებარეობს საქარველოს სამხრეთ-
დასავლეთ ნაწილში. აჭარას დასავლეთით აკრავს შავი ზღვა,
ჩრდილოეთით ესაზღვრება ოზურგეთის და ჩოხატაურის რაიონები,
აღმოსავლეთით-ადიგენის რაიონი, სამხრეთით, თურქეთი. აჭარის ავტ.
რესპუბლიკის ტერიტორიას უკავია 3,000 კვ.კმ., რაც მთლიანი ქვეყნის 4,3%
-ს შეადგენს. აჭარის ავტ. რესპუბლიკაში 5 ადმინისტრაციული რაიონია:
ქუბულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს; 1 რესპუბლიკური
(ბათუმი), 1 რაიონული დაქვემდებარების ქალაქი და 7 დაბა. აჭარა სამი
მხრიდან შემოსაზღვრულია მცირე კავკასიონის აჭარა-თრიალეთის
სისტემის მაღალი მთებით. აჭარა-თრიალეთის მთის სისტემა
დაყოფილია ორ მსხვილ ოროგრაფიულ ერთეულად: აჭარა-იმერეთის
და თრიალეთის მთები. აჭარა-იმერეთის მთა გაჭიმულია შავი ზღვის
სანაპიროდან მდ. მტკვრის ხეობამდე. იგი თავის მხრივ იყოფა აჭარა-
გურიის და ახალციხე-იმერეთის მთებად. აჭარის ფარგლებში ამ ქედის
ყველაზე მაღალი მწვერვალია საყორნიას მთა (2752 მ ზ.დ.). აჭარა-გურიის
ქედს ხინოს მთასთან გამოეყოფა ქობულეთ-ჩაქვის ქედი, რომელიც
გეოგრაფიულად აჭარას ყოფს ორ ნაწილად - ზღვისპირა ზოლად და
მთიან აჭარად. აჭარის სამხრეთით, თურქეთის საზღვართან, მდ.
აჭარისწყლის ზედა ნაწილსა და მდ. იმიერხევს შორის, წყალგამყოფია
შავშეთის ქედი. ამ ქედის ყველაზე მაღალი მწვერვალია ხევას მთა (2810 მ
ზ.დ.). არსიანის ქედი რომელის მხოლოდ ჩრდილოეთ ნაწილია
განლაგებული აჭარის ტერიტორიაზე, სადაც განლაგებულია
მწვერვალები: ყანლი (2987 მ), კაიაბაში (2432 მ), ზამბორი (2520 მ),გრმანი
(2541 მ),საყუელაფერდი (2450 მ) და სხვა. არსიანის ქედზე რამდენიმე
უღელტეხილია, რომელთა შორის ყველაზე მოხერხებულია-გოდერძის
(2025 მ), საჰარის (1600 მ) - შავშეთსა და არტაანს შორის
დამაკავშირებელი, ასევე არტანუჯსა და არტაანს შორის
დამაკავშირებელი და ა.შ. საინტერესოა მტირალას მთაც (1381მ), მასზე
მოდის ევროპაში ნალაქების მაქსიმუმი (4520 მმ), ამიტომაც შეერქვა ეს
სახელწოდებაც. აჭარის ვაკის ზონა ორი დაბლობითაა წარმოდგენილი:
1. ქობულეთის, რომელიც მდინარეებს კინტრიშსა და ჩოლოქის ქვემო
წელს შორისაა მოქცეული და 2. კახაბრის დაბლობი, რომელიც
მდ.ჭოროხისა და შავი ზღვის მოქმედების შედეგად წარმოიქმნა.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ტერიტორია, რომელიც აჭარას უჭირავს,
ზღვიდან ამოიწია და ხმელეთად იქცა მესამეული პერიოდის დასასრულს
და მეოთხეულის დასაწყისში. აჭარა, ისევე, როგორც მთელი დასავლეთი
საქართველო ხასიათდება ტენიანი სუბტროპუკული ჰავით. აჭარის ზღვის
სანაპიროს კლიმატი ძლიერ წააგავს სამხრეთ ჩინეთისა და სამხრეთ
იაპონიის ჰავას. მისი ანალოგი არ არსებობს ევროპაში და სხვა მასთან
მოსაზღვრე რეგიონებში. შავ ზღვასთან სიახლოვე და აჭარა-გურიის,
შავშეთის და არსიანის ქედების მთიანი სისტემა აჭარის ტერიტორიას
აღმოსავლეთ ამიერკავკასიიდან ცივი მასების შემოჭრისაგან იცავს .
ამასთან დასავლეთის თბილი და ტენიანი ჰაერის მასები, რომლებიც
ატლანტის ოკეანიდან მოედინება და შავ ზღვაზე გამოსვლისას ტენით
კიდევ უფრო მდიდრდება და მთების მისადგომებთან ნალექების დიდ
რაოდენობას ტოვებს. აჭარის ყველაზე დიდი მდინარეა ჭოროხი
რომლის მთლიანი სიგრძეა - 438 კმ, შემდეგი არის აჭარისწყალი. ტბები
აჭარაში წარმოდგენილია როგორც დაბლობზე, ისე შიდამთიან ნაწილში,
ამ უკანასლნელში არსებული ტბებია: მწვანე ტბა, შავი, ცივტბა, ბოძაური,
წიფლნარის და სხვა. ხოლო დაბლობის: ნურის, გონიოს, არდაგანის და
სხვა. ბევრია ჩანჩქერიც: მახუნცეთის, თხილნარის, ქვედა ჩხუტუნეთის,
ზედა ჩხუტუნეთის, ხალას, ჩაქვისწყლის და სხვა. აჭარაში უხვადაა
მინერალური წყლებიც. ისინი გამოიყენება როგორც სასმელად, ისე
სამკურნალოდ. მათგან აღსანიშნავია: მახინჯაურის, კაპნისთავის ,
ნამონასტრევის, გუნდაურის, კოკოტაურის და ა.შ. აჭარში წარმოდგენილი
ნიადაგები შემდეგნაირია: წითელმიწა; მთა-ტყის ნიადაგები; ტყე-
მდელოს და მთა-მდელოს კორდიანი ნიადაგები. აჭარაში უკეთესადაა
შემონახული მცენარეულობის უძველესი პერიოდის ნიშნები, მერქნიან და
ბალახოვან მცენარეთა ადრეული პერიოდის რელიქტური სახეობები. რა
შეეხება ცხოველთა სამყაროს ის გამოიყურება ასე: მგელი, მურა დათვი,
მელა, ტურა, მაჩვი, წავი, თეთრ და ყვითელყელა კვერნა, ღორი, შველი,
არჩვი, კურდღელი და ა.შ. ასევე აჭარაში გვხდება 118-ზე მეტი სახეობა
ფრინველების. აჭარა რეკიაციული რესურსებითაც მრავალფეროვანი
რეგიონია. ძირითადი რესურსია ზღვის სანაპირო, რომელზეც მოდის
აჭარაში შემოსულ დამსვენებელთა 80%-ზე მეტი.
2. ფიჭვნარის ნაქალაქარი ანტიკური პერიოდის ნაქალაქარია, რომელიც
მდებარეობს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭოროხის
სამხრეთით, ზღვის სანაპიროზე. ფიჭვნარის მიდამოები იმთავითვე
იქცევენ ყურადღებას კერამიკული ნაწარმის ნაშთებით, მათ შორის
შავლაქიანი ჭურჭლის ფრაგმენტებით. არქეოლოგთა ინტერესი
ფიჭვნარისადმი განსაკუთრებით გაიზარდა მიწის სამუშაოების დროს
მონეტების დიდი განძის - ფიჭვნარის განძის აღმოჩენის შემდეგ. ასე
მაგალითად, ანტიკური მონეტების მნიშვნელოვანი განძი აღმოჩნდა 1951
წელს. იგი შეიცავდა 127 სინოპურ ვერცხლის დრაქმას.
ამავე ადგილებში მონეტების დიდი განძი აღმოჩნდა აგრეთვე 1952 წელს.
იგი შედგებოდა 291 ცალი „კოლხური თეთრისაგან“, კიზიკის
ელექტრონის მონეტისა და სხვა ნისთებისგან.
1953 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის
არქეოლოგიური ექსპედიცია ეწვია ფიჭვნარს. ამჯერად ექსპედიცია
მხოლოდ სადაზვერვო სამუშაოებით იყო დაკავებული, გეგმაზომიერი
გათხრები კი იქ 1956 წელს დაიწყო და გაგრძელდა 1959-1961 წლების
არქეოლოგიურ ექსპედიციებშიც. დაგროვილი მასალების საფუძველზე
ირკვევა, რომ ფიჭვნარ-ჩოლოქის მიდამოების მოსახლეობას ძვ. წ.
პირველი ათასწლეულისათვის საკმაოდ დიდი სამეურნეო
დაწინაურებისთვის მიუღწევია. მკაფიოდ შესამჩნევია ხელოსნობის
დარგების გამოყოფა მიწათმოქმდებისაგან. განსაკუთრებით
საინტერესოა, რომ ფიჭვნარის მიდამოებში ამ დროს არსენულ მსხვილ
დაბურ სამოსახლოს გამოყოფია ერთ-ერთი ბორცვი, რომელიც
ადგილობრივ ნამჭედურის სახელითაა ცნობილი და მნიშვნელოვან
სახელოსნო უბნად ქცეულა.
მომდევნო ხანაში ფიჭვნარის დაბური ტიპის სამოსახლო სულ უფრო და
უფრო მეტ ტენდენციას ავლენს ქალაქად გადაქცევისკენ და
ადრეანტიკური ხანისთვის აქ უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი ქალაქი თუ
ქალაქური ტიპის დასახლებაა, განვითარებული სასაქონლო-ხელოსნური
წარმოებითა და მეურნეობით. იმდროინდელი ფიჭვნარელები ფართო
სააღებ-მიმცემო ურთიერთობაში ყოფილან როგორც წინა აზიის,
ბალკანეთის, ჩრდილო კავკასიის და ყირიმის ქვეყნებთან, ასევე
საქართველოს სხვადასხვა რაიონებთან და ქალაქებთან. ეს ცხოველი
სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა განაპირობა ამ საქმის
წარმოებისათვის მოწოდებულ ახალ სოციალურ წრის - ვაჭრების
წარმოშობას. ადრეანტიკურ ფიჭვნარში ვაჭართა საკმაოდ
მნიშვნელოვანი სოციალური ფენის არსებობას ადასტურებენ მონეტათა
დიდი განძების აღმოჩენები.
დღეს, როდესაც ცნობილია ამ რაიონში რკინის მეტალურგიის მძლავრი
კერის არსებობა, ნათელი ხდება ფიჭვნარში ადრეანტიკური ქალაქის
წარმოქმნის საფუძველიც - რკინის მეტალურგია.

3. ხიხანის ციხე მდებარეობს სხალთა-ხიხანის წყლის სათავეებში,


ბათუმიდან 125 კმ-ის მოშორებით, არსიანის მთის ერთ-ერთ განშტოებაზე,
აჭარა-შავშეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 2236 მეტრზე. ეჭვს არ იწვევს,
რომ აბუსერისძეთა გვარეულობას უკავშირდება ერთ-ერთი შესანიშნავი
საფორტიფიკაციო ნაგებობის ხიხანის ციხის აგება. იგი XI-XIII საუკუნეებში
ერისთავთ-ერისთავების სარეზიდენციო ციხე ქალაქს წარმოადგენდა
სწორედ XI საუკუნეშია აგებული ხიხანის ციხე. ციხის ტერიტორია სიგანეში
საკმაოდ ვიწროა და 15-25 მ-ს შორის მერყეობს, ციხის ფართობი თითქმის
ორ ჰექტარამდეა. კედლების სიმაღლე 5-6 მ-ს აღწევს, სისქე 90-95 სმ-ია.
ციხე ყველა მხრიდან მიუდგომელია, რადგან გარშემო აკრავს მაღალი
და ციცაბო კლდეები. ერთადერთი, ისიც საკმაოდ რთული მისადგომი
თავის დროზე ჰქონდა სამხრეთ-აღმოსავლეთი მხრიდან. ხიხანი,
ვარციხე, ციხისყელი, წაბლანა, ჩანჩხალო, კავიანი, ჭვანა,
დანდალოსციხე, ზესოფელი, საღორეთი და სხვა ციხეები ქმნიდნენ
აჭარისწყლის ხეობის ერთიანი თავდაცვითი სისტემის უწყვეტ ჯაჭვს. ამათ
გვირგვინს, მეთაურ ციხეს, ბუნებრივია, ხეობის სათავეში აღმართული
ხიხანი წარმოადგენდა. ასე რომ მომხდურის პირველ დარტყმას იგი
თავის თავზე იღებდა. ციხეზე არსებული ნაგებობედიან აღსანიშნავია:
აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ოვალური მოყვანილობის ზღუდის
კედლები; კვადრატული გეგმის რამდენიმესართულიანი ოთხი კოშკი;
ასევე არსებული ნაგებობედიან საურადღებოა 2013 წელს დაწყებული
ეკსპედიიც დროს აღმოჩენილი სასახლე რომელიც XI საუკუნით
თარიღდება, ასევე 2013 წელს გათხრების შედეგად აღმოაჩინე წმ.
გიორგის ეკლესია რომელზე ტბელ აბუსელიძე საუბრიბდა, და მის
შენებაში იღებდა მონაწილეობას, რომლის შენენის თარიღი არის 1230-
იანი წლები. 2014-15 ჭლებში კი ციხის ტერიტორიაზე არმოაჩინეს 2 მარანი
ერთი 28 ქვევრისაგან შედგებოდა ხოლო მეორე 43-გან. ასევე ცნობილია
რომ აქ აღასრულა თავისი სიცოცხლე სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილმა.

4. სხალთის მცირე ეკლესია X-XI საუკუნეების მიჯნაზე უნდა იყოს აშენებული.


თავდაპირველად იგი წარმოადგენდა ერთნავიან ნაგებობას სამხრეთის
მინაშენით. სხალთის დიდი დარბაზული ტაძარი ღვთისმშობლის
სახელობისაა. მისი აშენების შესახებ ისტორიულ წყაროებსა და
ფრესკებზე დაცულ წარწერებში ცნობები არ მოიპოვება. ხალხში
დარჩენილი ზეპირთქმულებები სხალთის აგებას თამარ მეფის სახელს
უკავშირებს. მხატვრულსტილისტური ნიშნები მოწმობს, რომ ტაძარი XIII
საუკუნის შუა ხანებშია აგებული.
5. ეგრისის დიდი ომი, ასევე, ლაზური ომი - ომი, რომელიც ბიზანტიასა და
სასანიდთა იმპერიას შორის ეგრისის (ლაზიკის) ტერიტორიაზე
მიმდინარეობდა ეგრისში გაბატონებისათვის. აგრისის დიდი ომი 20
წელს გაგრძელდა ( 542-562 წწ. ) და ბიზანტიელთა გამარჯვებით
დასრულდა. ეგრისს, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა,
კავკასიონის მთებზე მნიშვნელოვან გადასასვლელებს აკონტროლებდა,
რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ორივე იმპერიისთვის.
ბიზანტიელთათვის ეს იყო ბარიერი სპარსელთა მიერ იბერიის გავლით
შავ ზღვაზე გავლისთვის ხელის შესაშლელად. მრავალწლიანი ომის
შედეგად, აგათაი სქოლასტიკოსის მიხედვით, ხოსრო I მიხვდა, რომ
ეგრისში ფეხს ვერ მოიკიდებდა. ეგრისისთვის ბრძოლამ შეიწირა მისი
საუკეთესო მეომრები. გაჭიანურებული ომი, მძიმე ტვირთად აწვა
სახელმწიფო ხაზინას. სპარსთა ჯარები ეგრისში თანდათანობით
მცირდებოდა. საბოლოოდ, 562 წელს დაიდო 50 წლიანი ზავი, რომლის
მიხედვითაც ეგრისი თავისუფლდებოდა სპარსელთა ჯარისაგან და
ბიზანტიელებს უბრუნდებოდა, სამაგიეროდ ამ უკანასკნელთ დიდძალი
ფული უნდა გადაეხადათ. სპარსელებმა ეგრისი დატოვეს, მაგრამ
სვანეთი კიდევ დიდი ხნით შეინარჩუნეს. ცალკეული შეტაკებები კი ორ
იმპერიას შორის დასავლეთ საქართველოშო VI საუკუნის
დასასრულამდე გრძელდებოდა.

6. ციხის პირველი სახელი - აფსაროსი, სწორედ აფსირტეს სახელიდან


წარმოსდგა. ქართულ ისტორიოგრაფიაში აფსაროსის ეტიმოლოგია
წყლით მდიდარ უბანს, ჭაობიან ადგილს უკავშირდება. ეს სახელი
წყაროების, წყაროების თანახმად, ციხეს VIII საუკუნის ბოლომდე შემორჩა,
ხოლო XIX სს-ში ჩნდება ახალი სახელწოდება აკამფსისი. XII ს-დან
მკვიდრდება ახალი სახელი - გონიო/გონია, რასაც გენუელთა მოძრაობას
უკავშირებენ. თუმცა გამოთქმულია მოსაზრებაც, რომ გონია
მომდინარეობს ზანური გამოთქმიდან „წყარი გონიას ორთუ“-ს, რაც
ნიშნავს მდინარე ადიდებულა, ბრუნავს, მორებს აკეთებს.

7. ციხის პირველი სახელი - აფსაროსი, სწორედ აფსირტეს სახელიდან


წარმოსდგა. ქართულ ისტორიოგრაფიაში აფსაროსის ეტიმოლოგია
წყლით მდიდარ უბანს, ჭაობიან ადგილს უკავშირდება. ეს სახელი
წყაროების, წყაროების თანახმად, ციხეს VIII საუკუნის ბოლომდე შემორჩა,
ხოლო XIX სს-ში ჩნდება ახალი სახელწოდება აკამფსისი. XII ს-დან
მკვიდრდება ახალი სახელი - გონიო/გონია, რასაც გენუელთა მოძრაობას
უკავშირებენ. თუმცა გამოთქმულია მოსაზრებაც, რომ გონია
მომდინარეობს ზანური გამოთქმიდან „წყარი გონიას ორთუ“-ს, რაც
ნიშნავს მდინარე ადიდებულა, ბრუნავს, მორებს აკეთებს. ანტიკური
წყაროების მიხედვით გონიოში ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული მატათაცაა
დაკრძალული.

8. გონიო-აფსაროსი მდებარეობს ჭოროხის დელტის მარცხენა სანაპიროზე,


ქ. ბათუმიდან 12 კმ-ის მოშორებით. ციხე-სიმაგრე ზღვასთან ახლოს,
სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილასაა აგებული. სწორედ აქ
გადიოდა ტრაპეზუნტიდან სებასტოპოლისაკენ მიმავალი გზა. ჭოროხისა
და აჭარისწყლის ხეობებით კი მესხებით დასახლებულ რეგიონთან, მცირე
არმენიასთან და აღოსავლეთ საქართველოსთან შეიძლებოდა
დაკავშირება. ანტიკური წყაროების მიხედვით აფსაროსოს, როგორც
დასახლებული პუნქტის წარმოშობა უკავშირდება არგონავტების აია-
კოლხეთში ლაშქრობას. თქმულების თანახმად, როცა იაზონის რაზმმა
მედეას დახმარებით ოქროს საწმისის არესის წმინდა ჭალიდან გატაცება
მოახერხა და მედეასთან ერთად გემ „არგოთი“ გეზი ელადისაკენ აიღო,
მეფე აიეტმა მზის ღვთაება ელიოსის ძემ, მათ საკუთარი ფლოტი
დაადევნა, რომელსაც ტახტის მემკვიდრე აფსირტე სარდლობდა.
კოლხები „არგოს“ მდ. აფსაროსის შესართავთან წამოეწივნენ. მედეას
რჩევით იაზონმა აფსირტე გემზე მიიპატიჟა, სიცოცხლეს გამოასალმა და
ნაწილ-ნაწილ აკეპა. არგონავტებმა იალქნები აწიეს და აფსირტეს გვამის
ნაწილებს მდევართა შეყოვნების მიზნით ზღვაში თანდათანობით
ყრიდნენ. ძველი ავტორების მიხედვით, კოლხებმა აფსირტეს სხეულის
ნაწილები შეკრიბეს, ხმელეთზე გადაიტანეს და დაასაფლავეს, სადაც
ახლა გონიოს ციხე დგას.

You might also like