You are on page 1of 14

საგანი: სერვისის მენეჯმენტი ტურიზმში

ხელმძღვანელი: ი.გობეჯიშვილი

სტუდენტი: თემური ხაჭაპურაძე

2022 წელი, 4
მარტი
კაიროს მეტროპოლია
კაირო- ეგვიპტის დედაქალაქი,(აგლომერაცია). ის მსოფლიოს ერთ-ერთი
უდიდესი ქალაქი, რიგით მე-16. უდიდესი მეტროპოლიტენი არაბულ სამყაროში,
ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მეტროპოლიაა. იგი ქვეყნის უმთავრესი
პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრია
კაიროს ოფიციალური სახელია "ალ-ქაჰირა", სახელი "ალ-ქაჰირა"
ითარგმნება, როგორც "გამარჯვებული" ან „ტრიუმფატორი“ . ისტორიულად ქალაქი
ს სახელი მისი ტიტულიდან - "მტერთა დამთრგუნველი“
- უნდა წარმოქმნილიყო. ეს ტიტული ქალაქს მიეცა მისი ძლევამოსილი სტატუსის გა
მო, ვინაიდან უცხოელთა ჯარების მიერ ქალაქის დაპყრობის მრავალი მცდელობა წ
არუმატებლად სრულდებოდა.
კაიროს მნიშვნელოვანი და საკვანძო ადგილი უჭირავს.
ის მდინარე ნილოსზეა გაშენებული. მდინარე ნილოსი უდიდეს
როლს თამაშობდა და თამაშობს კაიროს განვითარებაში.
კაიროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობა
პირამიდებია. ეგვიპტის პირამიდები მსოფლიოს საოც-
რებაა. ეს უზარმაზარი ქვის შენობებია, რომლე-
ბიც ეგვიპტელებმა ძალიან დიდი ხნის წინ ააგეს. ეგვიპტელები ამ უზარმაზარ შენობე
ბს მანქანებისა და ტრაქტორების გარეშე აშენებდნენ. ისინი უზარმაზარ ლოდებს ხე
ლით ზიდავდნენ. პირამიდებს ეგვიპტელები ფარაონებისათვის აგებდნენ.
პირამიდებს შორის ყველაზე დიდია გიზის პირამიდა. რომელიც აშენდა ეგვიპტის ფა
რაონის ხუფუს განსასვენებლად.
გიზის პირამიდა პირამიდები
კაირო ერთ-ერთი უძველესი, ეგვიპტური ცივილიზაციის აკვანია.
კაიროსთან ახლოს მდებარეობს სახელგანთქმული ხეოფსის პირამიდა. ხეოფსის პირა
მიდა 2 მილიონი ქვის ბლოკისგან არის აშენებული, მის აშენებას 20 წელიწადზე მეტი
დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ ხეოფსის პირამიდა ერთადერთია შვიდ საოცრებას
შორის, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია.
დღესდღეობით გიზას პირამიდას უამრავი ტურისტი სტუმრობს. თქვენც შეგიძლიათ ე
სტუმროთ და დაათვალიეროთ გიზას პირამიდა.
გიზას პირამიდაში შესვლა „ყაჩაღები გვირაბად“ წოდებული შესასვლელითაა
შესაძლებელი.
გიზის პირამიდის უძველესი სახელი ხუფუს ჰორიზონტი იყო.
ეს პირამიდა ერთადერთია ეგვიპტეში, რომელსაც აქვს გასასვლელები ზევით და ქვევით. თუ
გსურთ მოინახულოთ მეფის პალატა, ფეხით უნდა დაუყვეთ ქვემოთ და ბევრი იაროთ.
გიზის დიდებულ პირამიდას მოძრავი კარი ჰქონდა შესასვლელში. ის დაახლოებით 20 ტონას
იწონიდა და ხელის კვრით ადვილად შეიძლებოდა გაღებულიყო შიგნიდან. გარედან მისი პო
ვნა რთული იყო, რადგან კედელში მყარად იყო ჩასმული და არ ჩანდა.
გიზის პირამიდას გასაოცარი არქიტექტურა და სიმეტრია აქვს. პირამიდა ისეა აგებული, რომ
მისი ოთხივე მხარე ცოტათი ჩაზნექილია. განსაკუთრებული არქიტექტურისა და მათემატიკური
სიზუსტისა და სიმეტრიის გამო, გიზის პირამიდის ზუსტი ასლის აშენება შეუძლებელია.
კაიროს ეროვნულ მუზეუმში დაცულია ძველი ეგვიპტის
ფარაონების, ასევე ბერძნულ რომაული პერიოდის
საგანძური. 155 ათას ექსპონატს შორის არის ფარაონ
ტუტანხამონის აკლდამის საგანძური.
კაიროს ციტადელი
კაიროს ციტადელი 1176-1183 წლებში აშენდა ეგვიპტის სულთნის სალადინის მიერ.
ამბობენ, რომ ციხე-სიმაგრესთან სუფთა ჰაერი იყო და ეს გახდა ერთ-
ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ სალადინმა სწორედ ეს ადგილი შეარჩია ციხე-
სიმაგრის მშენებლობისთვის. ლეგენდის მიხედვით, სალადინმა საქონლის ხორცის ნაჭრები
კაიროს სხვადასხვა უბანში ჩამოკიდა.
ხორცის ნაჭერი ყველგან გაფუჭდა, მხოლოდ კაიროს ციტადელის ტერიტორიაზე შემოინახა უვნებლა
დ.
უამრავი საინტერესო ფაქტი არსებობს ამ ციტადელის შესახებ. ალბათ,
დაგაინტერესათ ამ ფაქტებმა. რამდენიმე მათგანის შესახებ მოგითხრობთ:კაიროს ციტადელი
ეგვიპტის მთავრობის რეზიდენციას წარმოადგენდა 1860 წლამდე, 1860
წლიდან კი ეგვიპტის მმართველები სხვა სასახლეში გადავიდნენ.
კაიროს ციტადელთან სამი მეჩეთია განთავსებული. ესენია: ალ-ნასირ
მუჰამედის მეჩეთი - ადრეული მამლუქების პერიოდიდან; სულეიმან ფაშას მე-
16 საუკუნის მეჩეთი, რომელიც პირველი ოსმალური სტილის მეჩეთია
ციტადელში; მესამე მეჩეთი კი მუჰამედ ალის
მეჩეთია, რომელიც კაიროს ციტადელის წვერზე მდებარეობს. ის 1828-1848 წლებში აშენდა.
კაიროს
ციტადელში უამრავი საინტერესო შენობა და დაწესებულებაა განთავსებული. ასე, მაგალითა
დ,
კაიროს ციტადელის ნაწილია ეგვიპტის ეროვნული სამხედრო მუზეუმი და ეგვიპტის პოლიციის
მუზეუმი.
კაიროს ციტადელის არქიტექტურა უნიკალურია და ის ერთ-
ერთი ცნობილი ნაგებობაა მსოფლიოში შუა საუკუნეების ნაგებობათა შორის. ციტადელის არქ
იტექტურა აიუბიდურ, მამლუქურ და ოსმალურ სტილშია.
გიერთი მეცნიერი და ეგვიპტელები უძველეს უნივერსიტეტად მიიჩნევენ მსოფ
ლიოში. ეს უნივერსიტეტი მეათე საუკუნის ბოლოს დაფუძნდა და უკვე 988 წელ
ს აქ განათლებას იღებდნენ. ამ უნივერსიტეტში თავდაპირველად განათლების
მიღება არაფორმალურად ხდებოდა, მაგრამ თანდათან უნივერსიტეტში ჩამოყ
ალიბდა ფორმალური განათლება, რაც გულისხმობდა სტუდენტების
მიღებას, სასწავლო გეგმის შემუშავებას, დიპლომის
გაცემას და ა.შ. ამ უნივერსიტეტში დასაწყისიდანვე ისლამური სამართალი, არ
აბული ენა და თეოლოგია ისწავლებოდა. უნივერსიტეტი ისლამური და არაბუ
ლი სამყაროს განათლების აღიარებული ცენტრია. ალ-აზარა ერთდროულად
მეჩეთიცაა და უნივერსიტეტიც.
ამრიგად, როგორც ნახეთ,
კაირო ძალიან საინტერესო, ლამაზი, მნიშვნელოვანი და ისტორიული ქალაქია. ამ ქ
ალაქის შესახებ, უამრავი შეიძლება ილაპარაკო,
წაიკითხო და დაწერო. ის იდუმალი, ამოუცნობი და ამოუწურავი ქალაქია. თუ დაგაი
ნ-ტერესა, შეგიძლია ძალიან ბევრი საინტერესო წიგნი ნახო კაიროს
შესახებ- ის ხომ მსოფლიოს ერთ-
ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია, იქ ხომ მსოფლიოს პირველი საოცრება დაგხვდე
ბათ...
ხეოფსის პირამიდა
სფინქსი ლომის ტანითა და ფარაონის თავით აბუ სიმბელის
ტაძარი

You might also like