You are on page 1of 1

… ძიება

Photograph your local culture, help Wikipedia and win!

მორის რაველი

… … …

ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით,


სტატიას „მორის რაველი“ მინიჭებული აქვს
რჩეული სტატიის სტატუსი. მორის რაველი
ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

მორის ჟოზეფ რაველი (ფრანგ. Joseph Maurice


Ravel [ʒɔzɛf mɔʁis ʁavɛl]; დ. 7 მარტი, 1875,
სიბური, ატლანტური პირენეები — გ. 28
დეკემბერი, 1937, პარიზი) — ფრანგი
კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი. თავის
უფროს თანამედროვესთან, კლოდ დებიუსისთან
ერთად, ხშირად ასოცირდება იმპრესიონისტულ
მოძრაობასთან, თუმცა, ამ ტერმინს ორივე
კომპოზიტორი უარყოფდა. 1920-იან და 30-იან
წლებში რაველი საერთაშორისოდ იყო
აღიარებული, როგორც უდიდესი ცოცხალი ფრანგი
კომპოზიტორი.

მორის რაველი

მორის რაველი, 1912

ბიოგრაფია

ნამდვილი სახელი Joseph Maurice Ravel

დაბ. თარიღი 7 მარტი, 1875

დაბ. ადგილი სიბური, ატლანტური


პირენეები

გარდ. თარიღი 28 დეკემბერი, 1937


(62 წლის)

გარდ. ადგილი პარიზი

დასაფლავებულია ლევალუა-პერეს
სასაფლაო

ჟანრ(ებ)ი იმპრესიონიზმი,
მოდერნიზმი

საქმიანობა კომპოზიტორი,
პიანისტი, დირიჟორი

აქტიური 1887 - 1933

ჯილდოები რომის პრემია, საპატიო


ლეგიონის ორდენის
კავალერი და გრემის
დიდების დარბაზის
ჯილდო

მორის რაველი ვიკისაწყობში

დაიბადა მუსიკის მოყვარულ ოჯახში და


სწავლობდა საფრანგეთის უპირველეს მუსიკალურ
სასწავლებელში, პარიზის კონსერვატორიაში.
დაწესებულების კონსერვატიული
ხელმძღვანელობა მას არ სწყალობდა, იმდენად,
რომ მათი მიკერძოებული მიდგომა რაველის
მიმართ სკანდალის მიზეზიც კი გახდა.
კონსერვატორიის დატოვების შემდეგ მან,
როგორც კომპოზიტორმა, საკუთარი გზა იპოვა,
განავითარა ცხადი და ნათელი სტილი, რომელიც
მოიცავდა მოდერნიზმის, ბაროკოს,
ნეოკლასიციზმის და ბოლო პერიოდის
ნაწარმოებებში, ჯაზის ელემენტებსაც.
იზიდავდა ექსპერიმენტები ფორმასთან
დაკავშირებით, რაც კარგად ჩანს მის ყველაზე
ფართოდ ცნობილ ნაწარმოებში „ბოლერო“ (1928),
სადაც განვითარების ადგილი განმეორებას
უჭირავს. რაველი, რომელიც გაორკესტრების
აღიარებული დიდოსტატი იყო, ხშირად აკეთებდა
სხვა კომპოზიტორების მუსიკის საორკესტრო
არანჟირებებს, რომელთაგანაც ყველაზე
ცნობილია მისი ვერსია მოდესტ მუსორგსკის
ნაწარმოებისა „სურათები გამოფენაზე“ (1922).

რაველი ნელა და სკრუპულოზურად მუშაობდა, რის


გამოც უფრო ნაკლები ოდენობის ნაწარმოებები
აქვს, ვიდრე მის თანამედროვეებს. სტანდარტულ
რეპერტუარში შესულია მისი საფორტეპიანო და
კამერული მუსიკა, ორი საფორტეპიანო
კონცერტი, ბალეტები, ორი ოპერა და რვა
ვოკალური ციკლი; სიმფონიები და საეკლესიო
მუსიკა მას არ დაუწერია. მისი ბევრი
ნაწარმოები არსებობს ორი ფორმით:
საფორტეპიანო ვერსია და მოგვიანებით
გაკეთებული გაორკესტრება. მისი ზოგიერთი
საფორტეპიანო ნაწარმოები, მაგალითად, „ღამის
გასპარი“ (1908), ურთულესი შესასრულებელია და
მისი კომპლექსური საორკესტრო ნაწარმოებები,
როგორიცაა „დაფნისი და ქლოე“ (1912) ოსტატურ
საშემსრულებლო ბალანსს მოითხოვს.

რაველი ერთ-ერთი პირველი კომპოზიტორი იყო,


რომელმაც თავიდანვე დაინახა ხმის ჩამწერი
ტექნოლოგიის პოტენციალი მუსიკის ფართო
პუბლიკასთან მიტანის საქმეში. მიუხედავად
იმისა, რომ როგორც პიანისტი და დირიჟორი
სრულყოფილი ტექნიკით არ გამოირჩეოდა, 1920-
იანი წლებიდან მაინც მონაწილეობდა თავისი
რამდენიმე ნაწარმოების ჩანაწერის შექმნაში,
ხოლო ზოგიერთი მათგანი მისი
ზედამხედველობის ქვეშ ჩაიწერა.

ცხოვრება და კარიერა

მუსიკა

ჯილდოები და
მემკვიდრეობა

იხილეთ აგრეთვე

შენიშვნები

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

ბოლოს დარედაქტირდა 17 დღის წინ მომხ…

შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ


სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 3.0 .
კონფიდენციალურობის პოლიტიკა • დესკტოპი
გამოყენების პირობები •

You might also like