You are on page 1of 1

მიუხედავად იმისა, რომ იყო ბნელი დრო, მეოცე საუკუნის თეატრალური ცხოვრება

გემანიაში,კერძოდ კი ბერლინში სავსე იყო შემოქმედებითა და მღელვარებით.მე-17


საუკუნეში გერმანულენოვან სამყაროში უცხოური თეატრალური კულტურის საპასუხოდ
ჩამოყალიბდა გერმანული პროფესიული თეატრი . ეს განვითარება დაიწყო გერმანელი
მსახიობების ინგლისური დასების ანსამბლებში ჩართვით, რამაც თანდათან ჩამოაყალიბა
წმინდა გერმანულენოვანი თეატრალური წარმოდგენები.აღსანიშნავია,რომ აღმოსავლეთ
გერმანიაში ყველა თეატრი სახელმწიფო საკუთრებაში იყო. გერმანიის ერთ-ერთი უძველესი
ეატრია - კონსტანცის თეატრი,რომელიც 1607 წლიდან ფუნქციონირებს. მასში გარდა მაღალი
საზოგადოებისთვის გამართული თეატრალური წარმოდგენებისა, იმართებოდა საბავშვო
თეატრებიც 3 წიდან ზევით ბავშვებისთვის.

ბერლინი იმ პერიოდში ითვლებოდა "მსოფლიოს თეატრის დედაქალაქად" ამ მხარეში ახალი


თეატრების მუდმივი გახსნის გამო. დაიწყო ეპოქა, რომელიც ასევე ხასიათდებოდა
მხატვრული თავისუფლების ახლად აღმოჩენილი გრძნობით. სამწუხაროდ, ეს ოქროს
პერიოდი მოულოდნელად დასრულდა 1933 წელს, როდესაც ნაცისტური პარტია მოვიდა
ხელისუფლებაში.ეს იყო რთული პერიოდი ხელოვნებისთვის, მაგრამ ზოგიერთი მამაცი
ადამიანი აგრძელებდა ბრძოლას.

ვაიმარის რესპუბლიკის წლები კი იყო ოქროს პერიოდი ბერლინის თეატრისთვის და ამ


დროის განმავლობაში ქალაქმა მოიპოვა რეპუტაცია, როგორც პროგრესული აზროვნებისა და
შემოქმედების ცენტრი.ეს იყო დრო, როდესაც იყო დიდი შემოქმედებითი დუღილი და
თეატრი უხსნიდა გზას პროგრესულ იდეებს.მიუხედავად მრავალი არეულობისა და ომისა,
გერმანელ ხალხს და დრამატურგებს უნდა ვუმადლოდეთ ამ კულტურის შენარჩუნებასა და
განვითრებას.დღეს ბერლინში განთავსებულია თეატრების ფართო სპექტრი, რომელთაგან
თითოეულში იდგმება სხვადასხვა პიესა თუ სპექტაკლი.

You might also like