You are on page 1of 2

გვანცა ჩუბინიძე

შესავალი

ცდის პირის მიერ ჩატარდა ბურდონის ტესტი, სადაც 3 წუთის განმავლობაში უწევს
იპოვოს მოცემული ციფრის რაც შეიძლება მალე პოვნა. საქმე გართულებულია უფრო
მოცემულ მწკრივში ციფრების უხვი რაოდენობის გამო, რომელშიც მოცემული
ციფრი ერთხელ ან უფრო მეტჯერ გვხვდება. ამასთანავე, არის გარკვეული
ხელისშემშლელი ფაქტორები: ხმაური, განათება, ყურადღების დეფიციტი და ა .შ
ყურადღება ეს არის ცნობიერების მკაფიო კონცენტრაცია. ყველა ადამიანისთვის
მნიშვნელოვანია კარგი ყურადღების მიქცევა, კარგი ყურადღების პირობებში
უმჯობესდება მეხსიერება, აზროვნება და წარმოსახვა. თითოეული ადამიანის
ყურადღება განსხვავებულია, ვიღაც სწრაფად მოძრაობს, ვიღაცას კი დრო სჭირდება
ფიქრისთვის, კონცენტრირებისათვის, ზოგი იკარგება მარტივ სიტუაციებში. სწორედ
ამის გასაგებად ბურდონის ტესტი გვეხმარება გავიგოთ ზუსტი მონაცემები
ყურადღებასა და კონცენტრირების შესახებ.

ტესტის შედეგები

ჩემ მიერ შესრულებული ბურდონის ტესტის შედეგები ასეთია: ინდიკატორი


ყურადღების სიჩქარის (A) მივიღე 7.83 საბოლოო წამში, ტესტის შესრულების
საიმედო დონე (T) 0.77 ერთეული. ტესტზე დავხარჯე t=181 დრო და ამ დროში
მხოლოდ გამოვტოვე 34 ციფრი, ვიპოვე 117. არასწორად კი არ მომინიშნავს არცერთი
ციფრი.

კონცენტრირების შედეგს რაც შეეხება (K) რომელიც გამოვიდა 69 პროცენტი.


მიეკუთვნება 61-80%-ს რაც კარგი მაჩვენებელია, ვინაიდან და რადგანაც სამსახურში
შევასრულე მოცემული ტესტი სიჩქარეში და ხმაურში, რამაც ზეგავლენა მოახდინა
მიღებულ შედეგზე. ყურადღების სტაბილურობა, ე. წ (Ku) გამოვიდა 36. რომელიც
მიეკუთვნება 1 დონის დაბალ მაჩვენებელს.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ამ ტესტის შესასრულებლად ყურადღებას და


კონცენტრაციის უნარს ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება და ასევე
გარემო ფაქტორებსაც აქვთ გარკვეული გავლენა შედეგებზე.

You might also like