You are on page 1of 9

თემა 5

ლექციის თეორიული და პრაქტიკული საკითხების დასახელება

პერიოდულ ფუნქციათა ფურიეს ანალიზი. ტრანსლაციის მიმართ ინვარიანტული

წრფივი ოპერატორები. ვინერის აპროქსიმაციული თეორემა. აპროქსიმაციული ერთეული

D -ით აღვნიშნოთ ერთეულოვან T : {  C C : |  | 1} (C-თი აღნიშნულია


კომპლექსურ რიცხვთა სიმრავლე)
წრეწირზე განაწილებათა (განზოგადებულ
ფუნქციათა) სივრცე (სიმარტივისათვის D -ს ვწერთ D (T ) -ს ნაცვლად. ანალოგიურად C
აღნიშვნას ვიხმართ T -ზე განსაზღვრულ უწყვეტ ფუნქციათა C (T ) სივრცის
აღსანიშნავად). D სივრცე შემდეგნაირად განიმარტება. ვთქვათ f არის T წრეწირზე
განსაზღვრული (კომპლექსურ მნიშვნელობებიანი) ფუნქცია. თუ ნამდვილ რიცხვთა R
სივრცეზე განსაზღვრული x  f (ei x ) ფუნქცია დიფერენცირებადია x0  R წერტილში,
მაშინ ვიტყვით, რომ f დიფერენცირებადია  0 ,  0  ei x0 წერტილში და დავწერთ
d
(df )( 0 )  ( f (e i x )) | x  x0 . თუ (df )( 0 ) არსებობს ყოველი  0 ,  0  T -სათვის და df  C ,
dx
მაშინ ამბობენ, რომ f ეკუთვნის C 1 კლასს. ანალოგიურად განიმარტება C p , p  2,3,
კლასები, ამასთან, f  C p  d p f  C; C 0 : C. დავუშვათ

|| f ||C  max{| f ( ) |:  T } ( f  C ), || f ||C p   || d


0 j  p
j
f ||C ( f  C p ), D  p 0 C p .

ვიტყვით, რომ D სივრცის { j }( j  N ) მიმდევრობა მიისწრაფვის ნულისაკენ D -ში, თუ


lim j  ||  j ||C p  0 ( p  0,1,) .

განსაზღვრა. განაწილება ანუ განზოგადებული ფუნქცია ( T წრეწირზე) ეწოდება D -


ზე განსაზღვრულ წრფივ  ფუნქციონალს, რომელიც არის უწყვეტი იმ აზრით, რომ D
კლასის ნებისმიერი D -ში ნულისაკენ კრებადი { j }( j  N ) მიმდევრობისათვის
სრულდება პირობა lim j  [ j ]  0 . ყველა განაწილებათა სიმრავლე აღნიშნულია D -
ით ( [ ] -თი აღნიშნულია მნიშვნელობა, რომელსაც  ,   D ფუნქციონალი
ღებულობს D სივრცის  ელემენტზე). თუ  გაიგივებულია ინტეგრებად
ფუნქციასთან, მაშინ  ( ) სიმბოლო აღნიშნავს  ფუნქციის მნიშვნელობას T წრეწირის
 წერტილში.

D -ის მნიშვნელოვან ქვესიმრავლეს წარმოადგენს T -ზე განსაზღვრულ ყველა


მუხტების (კომპლექსური ზომების) M სიმრავლე (მუხტი ჰქვია T წრეწირის ბორელის
1
ყველა ქვესიმრავლეთა B სისტემაზე მოცემულ თვლადად ადიციურ ფუნქციას). ყოველი
 ,   M , მუხტი წარმოშობს   განაწილებას, რომელიც მოიცემა ფორმულით:

 [ ]   d   D .
T

   ასახვა ურთიერთ-ცალსახაა. ამიტომ  მუხტს  განაწილებისაგან არ


განვასხვავებთ და, ამრიგად, ჩავთვლით, რომ M  D . D -ის ელემენტის მაგალითად,
რომელიც არ არის მუხტი, შეიძლება დავასახელოთ დელტა-ფუნქცია  , რომელიც
წარმოადგენს 1 წერტილში თავმოყრილ წერტილოვან მასას (  [ ]   (1),   D ). M -თან
ერთად D შეიცავს მთელ L p ( L p (T , m)), p  [1,  ] სივრცეს, სადაც m არის ლებეგის
ნორმირებული ზომა T -ზე ( m (E ) არის T წრეწირის ლებეგის აზრით ზომადი E
ქვესიმრავლის ზომა გაყოფილი 2  ზე). ნებისმიერი f , f  L1 , ფუნქცია წარმოშობს
 f ,  f M :  f ( E )   fdm ( E  B) მუხტს, რომელთანაც ის შეგვიძლია გავაიგივოთ (იმ
E

აზრით, რომ  f   g ტოლობიდან გამომდინარეობს f და g ფუნქციათა დამთხვევა


თითქმის ყველგან).

ამბობენ, რომ განაწილებათა { j } ( j  N ) მიმდევრობა D -ში იკრიბება 

განაწილებისაკენ, თუ lim j   j [ ]  [ ] ყოველი  ,   D ფუნქციისათვის. L წრფივი


ოპერატორის უწყვეტობა, რომელიც თავის თავზე ასახავს D -ს, იმას ნიშნავს, რომ
lim j  L( j )  0 ნებისმიერი D -ში ნულისაკენ კრებადი { j } ( j  N ) მიმდევრობისათვის.
D სიმრავლე მკვრივია D -ში იმ აზრით, რომ ყოველი განაწილება არის D კლასის
ფუნქციათა რომელიღაც მიმდევრობის ზღვარი.

ჩვენ საქმე გვექნება n განზომილებიან T : T   T (


n
Cn ) ტორზე
განსაზღვრულ განაწილებებთან. ასეთ შემთხვევაში D სიმბოლოს ქვეშ ვიგულისხმებთ
ყველა  ფუნქციათა სივრცეს, რომლებიც უსასრულოდ დიფერენცირებადი არიან T
n

ტორზე (იმ აზრით, რომ n რაოდენობა ნამდვილი ცვლადის ( x1 ,, xn )  (e 1 ,, e )


ix i xn

ფუნქცია უსასრულოდ დიფერენცირებადია R -ში), ხოლო D არის D -ზე მოცემულ და


n

უწყვეტ ყველა წრფივ ფუნქციონალთა სივრცე.

ვთქვათ f h ( x) : f ( x  h) ( x, h  R n ) , სადაც f ეკუთვნის R n -ზე განსაზღვრულ


ფუნქციათა რომელიღაც წრფივ სივრცეს. ამ სივრცეში მოქმედ წრფივ L ოპერატორს ქვია
ტრანსლაციის მიმართ ინვარიანტული, თუ L( f h )  ( L( f ))h (h  R n ) . აღვნიშნავთ, რომ
2
ტრანსლაციის მიმართ ინვარიანტული (მოკლედ ტ.ი.) ოპერატორების მაგალითებია
მუდმივ კოეფიციენტებიანი წრფივი დიფერენციალური და სასრულ სხვაობიანი
ოპერატორები, წრფივი ინტეგრალური ოპერატორები. ჰარმონიული ანალიზის ობიექტს,
უმთავრესად, სწორედ ტ.ი. ოპერატორები წარმოადგენენ. განსაზღვრა ‘’ჰარმონიული’’
მიუთითებს არა ობიექტს, არამედ კვლევის მეთოდს. უხეშად რომ ვთქვათ, ეს მეთოდი
ნიშნავს ტ.ი. ოპერატორების გაშლას მათი საკუთრივი ფუნქციების, “ჰარმონიკების”,
მიმართ.

ვთქვათ, f არის T წრეწირზე განსაზღვრული ფუნქცია. დავუშვათ

 a ( f ) ( )  f (a ) (a,  T ) (1) თუ a  ei h , h [0, 2 ) , შეგვიძლია


ვთქვათ, რომ  a ( f ) ფუნქცია მიღებულია f ფუნქციისაგან  h კუთხით მობრუნებით
(ხოლო R -ზე განსაზღვრული 2 პერიოდული ფუნქცია x   h ( f ) (ei x ) მიიღება
x  f (ei x ) ფუნქციისაგან h -ით მარცხენა წანაცვლებით).  a ( ) სიმბოლოს შეიძლება
მიეცეს აზრი (რომელიც შეთანხმებულია (1) განმარტებასთან) მაშინაც, როცა   D :

 a ( ) [ ]   [ a ( )] ( D, a  ei h , h [0, 2 ))

ტოლობა, ცხადია, განსაზღვრავს  a ( ) განაწილებას (  განაწილების მობრუნება h


კუთხით). ჩვენ განვიხილავთ  a -ს, როგორც წრფივ უწყვეტ ოპერატორს, რომელის D
სივრცეს ასახავს თავის თავში.

განსაზღვრა. L წრფივ ოპერატორს, რომელიც D სივრცეს უწყვეტად ასახავს თავის


თავში, ქვია ტ.ი. ოპერატორი, თუ ნებისმიერი a, a T -სათვის,  a L  L a .

არსებობს გარკვეული ბუნებრივი წრფივი იზომორფიზმი ყველა ტ.ი. ოპერატორებსა და


თვით D სივრცეს შორის. ეს იზომორფიზმი ხორციელდება განაწილებათა ნახვევის
საშუალებით, რომლის შესწავლას ახლა შევუდგებით.

ნახვევი. ყოველ ( ,  ) წყვილს, სადაც   D ,   D , დავუკავშიროთ T წრეწირზე


განსაზღვრული D კლასის ფუნქცია   , რომელიც განსაზღვრულია
(  )( )   [  ( )] ( T ) ტოლობით.  [ ]  1[2   ] 1 , 2  D ტოლობით
განსაზღვრულ  განაწილებას ქვია 1  2 განაწილებათა ნახვევი და ის აღინიშნება
1 2 სიმბოლოთი. მოვიყვანოთ ნახვევის ოპერაციის ზოგიერთი თვისება.

1. თუ f1 , f 2  C , მაშინ f1  f 2  C და

3
( f1  f 2 )( )   f1 ( ) f 2 ( /  )dm( ) (  T ). (2)
T

თუ დავუშვებთ, რომ f j (ei t )  F j (t ), ( f1  f 2 )(ei t )  F (t ) (t  R), მაშინ (2) ტოლობა შეიძლება


გადავწეროთ

2
1
F ( x) 
2  F ( x  y) F ( y)dy
0
1 2 ( x  R)

სახით, რომელიც გამოსადეგი არის 2 -პერიოდული უწყვეტი ფუნქციების ნახვევის


განსაზღვრისათვის. თუ (2) ინტეგრალში შემოვიღებთ ახალ   ცვლადს, მივიღებთ

f1  f 2  f 2  f1 ( f1 , f 2  C ). (3)

2. თუ  არის ზემოთ განსაზღვრული დელტა ფუნქცია, მაშინ

 a ( )     a ( ),     (a  T ,   D).

3.   განაწილება უწყვეტადაა დამოკიდებული  და  თანამამრავლებზე:

lim j   j     ,
lim j    j    (4)

D -ში, თუ განაწილებათა { j } მიმდევრობა კრებადია  -საკენ D -ში. ((4)-ის მეორე


ტოლობის შემოწმებისას საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ D -ში lim j   j     ,
რადგან {  ( ) :  T } სიმრავლე, ყოველი  ,   D -სათვის კომპაქტურია D -ში.

4. (a ) თუ 1  D , 2  D , მაშინ 1  2  D .

მართლაც, (a ) ( 1 2 ) [ ] 1 [ 2 (   (t ))] 1 [2 (  (  t ))] . რადგან 𝜑2 რეგულარული


განზოგადებული ფუნქციაა, ამიტომ 2 ( ( t ))   2 (t ) ( t ) d t   2 (t /  ) ( t ) d t . ე.ი.
T T

( 1 2 ) [ ]   1[ 2 ( t /  )] (t ) dt , ეს კი ნიშნავს, რომ სამართლიანია დებულება (a).


T

(b) თუ   M , ხოლო f  Lp , მაშინ   f  Lp ; თუ f  C p , მაშინ   f  C p .

2, 3 და 4 თვისებათა კომბინირებით შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ D სიმრავლე მკვრივია D


-ში. მართლაც, ვთქვათ { j } მიმდევრობა ისეთია, რომ  j D ( j  1,2,) და lim j   j  
( D -ში) (ამის საჩვენებლად, წრეწირზე ავიღოთ 1-ის მიდამოთა V j მიმდევრობა, რომელთა

4
| V j | ზომები მიისწრაფვიან ნულისაკენ. ვთქვათ  j (t )  1/ |V j | , თუ t V j , ხოლო ის ნულია,
1
თუ t V j . lim   j (t )  (t )dt  lim
| V j | Vj
 (t )dt   (1) , თუ   D და j   ) მაშინ ნებისმიერი
T

  D -სათვის   j ფუნქციები მიეკუთვნებიან D -ს და lim j    j   .

5. 1 2  2 1 1 , 2  D (5)

( (3) შეიცავს (5)-ს D -დან აღებული 1 , 2 -სათვის; (4) შეიცავს (5)-ს ჯერ D -დან
არებული 1 და D -დან აღებული  2 -სათვის, შემდეგ კი ზოგადი შემთხვევისათვის).

6. 1  ( 2  3 )  (1   2 )  3 (1 ,  2 , 3  D).

7.   z n   [ z  n ] z n   D, n  Z . (6)

z z ( )  
აქ აღნიშნავს ფორმულით მოცემულ ფუნქციას. (6) არის ნახვევის
განმარტების უშუალო შედეგი.

ვთქვათ   D  . L -თი აღვნიშნოთ

L ( )    ( D)

ტოლობით განსაზღვრული ოპერატორი. L ოპერატორი უწყვეტად და წრფივად ასახავს


D სივრცეს თავის თავში.   L შესაბამისობა არის D სივრცის იზომორფიზმი ყველა
ტ.ი. ოპერატორთა სიმრავლეზე, რომელზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი.

თეორემა 1. 1) თუ
  D , მაშინ L არის ტ.ი. ოპერატორი. 2) ყოველ ტ.ი. L ოპერატორს

ეთანადება ერთადერთი ისეთი განაწილება, რომ


L  L .

დამტკიცება. 1)

( a L ( )   a ( )  (  )   ( a ( )  )  L ( a ( )).

L b ,  D L (  b)    L(b)
2) თუ არის ტ.ი. ოპერატორი, ხოლო , მაშინ .

ეს იმიტომ, რომ   b არის  ( ) b ( /  ) d m( ) ინტეგრალისათვის ინტეგრალური


ჯამების ზღვარი D -ში, ხოლო ეს ჯამები კი   (b) ფუნქციათა წრფივი კომბინაციებია.
ვთქვათ D კლასის ფუნქციათა {b j } მიმდევრობა კრებადია  -საკენ D -ში; მაშინ

5
L( )  L(   )  lim j  L(  bj )  lim j    L (b j )  L ( ),

სადაც  : L( ) , ხოლო  კი D კლასის ნებისმიერი ფუნქციაა. ამრიგად, L | D  L  | D ,


ხოლო L და L ოპერატორთა D -ში უწყვეტობის გამო, L  L . □

(6) ფორმულისა და თეორემა 1-ის გამოყენებით ადვილად ვრწმუნდებით, რომ


სამართლიანია შემდეგი

თეორემა 2. ყოველი მთელი n -სათვის z n ფუნქცია არის ნებისმიერი ტ.ი.


ოპერატორის საკუთრივი ვექტორი. უფრო ზუსტად, L ოპერატორისათვის z n არის
 [ z  n ] საკუთრივი რიცხვის შესაბამისი საკუთრივი ვექტორი.

შეიძლება აგრეთვე იმაში დარწმუნება, რომ სამართლიანია შებრუნებული დებულებაც:


თუ v, v  D არის ყოველი ტ.ი. ოპერატორის (ან თუნდაც ყოველი  a , a T , ოპერატორის,
ან თუნდაც ერთი დიფერენცირების D ოპერატორის) საკუთრივი ვექტორი, მაშინ
v  C (v) z n ( v ) , სადაც C (v) C, n(v ) Z .

წანაცვლების ოპერაციასთან დაკავშირებით აღსანიშნავია შემდეგი დებულება,


რომელიც კლასიკაში ცნობილია ვინერის აპროქსიმაციული თეორემის სახელწოდებით.

თეორემა 3 (ვინერი). ვთქვათ 𝑓 ∈ 𝐿1 (𝑅 𝑛 ). 𝑓-ის წანაცვლებათა წრფივი კომბინაციები

∑𝑚 𝜆𝑚 𝑓(𝑥 − 𝑎𝑚 ) , 𝜆𝑚 ∈ 𝐶, 𝑎𝑚 ∈ 𝑅 𝑛 (7)

მკვრივი არიან 𝐿1 (𝑅 𝑛 )-ში (სხვა სიტყვებით, ყოველი 𝑔 ∈ 𝐿1 (𝑅 𝑛 ) და 𝜀 > 0-სათვის,


არსებობს (7) სახის ისეთი წრფივი კომბინაცია, რომ

∫𝑅𝑛 |𝑔(𝑥) − ∑𝑚 𝜆𝑚 𝑓(𝑥 − 𝑎𝑚 )|𝑑𝑥 < 𝜀 ) (8)

მაშინ და მხოლოდ მაშინ, თუ 𝑓 -ის ფურიეს გარდაქმნას არ გააჩნია ნულები, ე.ი.

𝑓̂(𝑡) ≠ 0 ყოველი 𝑡 ∈ 𝑅 𝑛 -სათვის. (9)

დამტკიცება. (9)-ის აუცილებლობა მარტივი საჩვენებელია. მართლაც, (8)-დან


გამომდინარეობს, რომ

|𝑔̂(𝑡) − ∑𝑚 𝜆𝑚 ̅̅̅̅̅̅̅̅̅
(𝑎𝑚 , 𝑡) 𝑓̂(𝑡)| < 𝜀, (𝑥, 𝑡) = 𝑒 2𝜋𝑖𝑥∙𝑡 .

თუ დავუშვებთ, რომ 𝑓̂(𝑡0 ) = 0 რომელიმე 𝑡0 𝜖𝑅 𝑚 -ში და ავიღებთ ისეთ 𝑔𝜖𝐿1 (𝑅 𝑛 )-ს, რომ
𝑔̂(𝑡0 ) ≠ 0, მაშინ (8) სამართლიანი არ იქნებოდა 𝜀 ≤ |𝑔̂(𝑡0 )|-სათვის.

6
საკმარისობის დამტკიცება შემდეგ სამ ეტაპად ჩავატაროთ:

(i) დავუშვათ 𝑔0 არის 𝐿1 (𝑅 𝑛 ) -ის ისეთი ფუნქცია, რომ მის 𝑔


̂0 ფურიეს გარდაქმნას აქვს
კომპაქტური მატარებელი (სუპორტი). მაშინ არსებობს ისეთი ℎ ∈ 𝐿1 (𝑅 𝑛 ), რომ 𝑔0 = ℎ ∗
𝑓, თუ 𝑓̂ აკმაყოფილებს (7)-ს. გამოვიყენოთ ვინერ-ლევის შემდეგი თეორემა: ვთქვათ
𝑓̂ ∈ 𝐹1 (𝑅 𝑛 ), სადაც 𝐹1 არის 𝑅 𝑛 -ზე განსაზღვრული 𝐿1 (𝑅 𝑛 ) კლასის ფუნქციების ფურიეს
გარდაქმნებისაგან შედგენილი სივრცე, ხოლო 𝐾 არის 𝑅 𝑛 -ის კომპაქტური
სიმრავლე. ̂𝑓(𝐾) -ით აღვნიშნოთ 𝐾-ს სახე, განხორციელებული 𝑧 = 𝑓̂(𝑡), 𝑡 ∈ 𝐾 ასახვით.
ვთქვათ 𝑧 → 𝐴(𝑧) არის ცალსახა ანალიზური ფუნქცია 𝑓̂(𝐾) -ს რაიმე ღია მიდამოზე.
მაშინ არსებობს ფუნქცია 𝑔̂ ∈ 𝐹1 (𝑅 𝑛 ), ისეთი, რომ 𝑔̂(𝑡) = 𝐴(𝑓̂(𝑡)), ყოველი 𝑡 ∈ 𝐾 -
სათვის. ვინერ-ლევის თეორემა გამოვიყენოთ 𝐴(𝑧) = 𝑧 −1 ფუნქციისათვის და
დავრწმუნდებით ისეთი 𝑓1 ∈ 𝐿1 (𝑅 𝑛 ) ფუნქციის არსებობაში, რომლის ფურიეს გარდაქმნა
𝑓̂1 ემთხვევა 1⁄ ̂ -ს 𝑔
̂0 -ის სუპორტზე. ახლა ℎ-ის ასაგებად ვუშვებთ ℎ = 𝑔0 ∗ 𝑓1
𝑓
̂0 ∙ 𝑓̂1 ∙ 𝑓̂ = 𝑔
(შევნიშნოთ, რომ (𝑔0 ∗ 𝑓1 ∗ 𝑓)ᶺ = 𝑔 ̂0 ).

(ii) ლემის თანახმად, იმ 𝑔0 ∈ 𝐿1 (𝑅 𝑛 )


ფუნქციათა სიმრავლე, რომელთა ფურიეს
გარდაქმნებს აქვთ კომპაქტური სუპორტი, მკვრივია 𝐿1 (𝑅 𝑛 )-ში. ამაში დასარწმუნებლად,
თეორემა 2-ში ავიღოთ ისეთი 𝜑 ∈ 𝐿1 (𝑅 𝑛 ), რომლის ფურიეს გარდაქმნას აქვს კომპაქტური
̂𝜀 ყოველი 𝜀 > 0 -სათვის არის კომპაქტი და ‖𝑔 − 𝜑𝜀 ∗ 𝑔‖1 < 𝜀,
სუპორტი. მაშინ supp 𝜑
ამასთან, (𝜑𝜀 ∗ 𝑔)^ -ის სუპორტი კომპაქტია.

(iii) დამტკიცება ტარდება ზემოთ მოყვანილი დებულებების გამოყენებით.

დავუშვათ ℎ, 𝑓 ∈ 𝐿1 (𝑅 𝑛 ) . ვაჩვენოთ, რომ ℎ ∗ 𝑓 ნახვევი შეიძლება აპროქსიმირებული


იქნას 𝐿1 (𝑅 𝑛 ) -ში (7) წრფივი კომბინაციებით. ეს ნიშნავს, რომ 𝜀 > 0-სათვის არსებობს
სასრულო ჯამი ∑𝑛 𝜆𝑛 𝐿𝑎𝑛 𝑓 ისეთი, რომ ‖ℎ ∗ 𝑓 − ∑𝑛 𝜆𝑛 𝐿𝑎𝑛 𝑓 ‖ < 𝜀 . დამტკიცება მარტივად
1
დაიყვანება იმ შემთხვევაზე, როცა ℎ-ს აქვს კომპაქტური სუპორტი 𝐾. მოცემული 𝜀 > 0-
სათვის ვარჩევთ 𝛿 > 0-ს ისეთს, რომ ‖𝐿𝑦 𝑓 − 𝑓‖1 < 𝜀, როცა |𝑦| < 𝛿. არსებობს ისეთ 𝑎𝑛 ∈
𝐾 წერტილთა სასრული რაოდენობა, რომ ღია 𝑈𝑛 ბირთვები ცენტრით 𝑎𝑛 -ებში და
რადიუსით 𝛿 ფარავენ 𝐾(1 ≤ 𝑛 ≤ 𝑁) -ს. დავუშვათ 𝐴1 = 𝐾 ∩ 𝑈1 და 𝐴𝑛 = (𝐾 −∪𝑛−1
𝑟=1 ) ∩ 𝑈𝑛
თუ 2 ≤ 𝑛 ≤ 𝑁, 𝑁 > 1. დავუშვათ 𝜆𝑛 = ∫𝐴 ℎ(𝑥)𝑑𝑥. მაშინ
𝑛

ℎ ∗ 𝑓 − ∑ 𝜆𝑛 𝐿𝑎𝑛 𝑓 = ∑ ∫𝐴 ℎ(𝑥){𝐿𝑥 𝑓 − 𝐿𝑎𝑛 𝑓}𝑑𝑥


𝑛
𝑛 𝑛

და

‖ℎ ∗ 𝑓 − ∑𝑛 𝜆𝑛 𝐿𝑎𝑛 𝑓 ‖ ≤ ∑𝑛 ∫𝐴 |ℎ(𝑥)| ∙ ‖𝐿𝑥 𝑓 − 𝐿𝑎𝑛 𝑓‖ 𝑑𝑥 < ‖ℎ‖1 ∙ 𝜀,


1 𝑛 1
7
რადგან ‖𝐿𝑥 𝑓 − 𝐿𝑎𝑛 𝑓‖ < 𝜀, თუ 𝑥 ∈ 𝐴𝑛 . ეს ასრულებს დამტკიცებას, რადგან 𝜀 > 0
1
ნებისმიერია.

აპროქსიმაციული ერთეული. რომელიღაც 𝜇-ზომიან სივრცეზე (მაგალითად, 𝑅 ან 𝑇-ზე)


განსაზღვრული აპროქსიმაციული ერთეული არის ნამდვილ მნიშვნელობებიან
ფუნქციათა ისეთი {Φ𝑠 } ოჯახი, რომ

1) Φ𝑠 ≥ 0 ;
2) ∫𝐺 Φ𝑠 (𝑥)𝑑𝜇(𝑥) = 1;
3) ყოველი 𝛿 > 0-სათვის lim ∫|𝑥|>𝛿 Φ𝑠 (𝑥)𝑑𝜇(𝑥) = 0 .
𝑠→0

თეორემა 4. თუ {Ф𝑠 } არის აპროქსიმაციული ერთეული 𝐺-ზე, მაშინ:

1.თუ 𝑓 ∈ 𝐶𝑏 (ე.ი. 𝑓 არის შემოსაზღვრული უწყვეტი ფუნქცია), მაშინ 𝑓 ∗ Ф𝑠 ∈ 𝐶𝑢 (არის


შემოსაზღვრული და თანაბრად უწყვეტი ფუნქცია), 𝑓 ∗ Ф𝑠 → 𝑓 წერტილოვნად.

2. თუ 𝑓 ∈ 𝐶𝑢 , მაშინ 𝑓 ∗ Ф𝑠 ∈ 𝐶𝑢 და 𝑓 ∗ Ф𝑠 → 𝑓 თანაბრად;

3. თუ 1 ≤ 𝑝 < ∞ და 𝑓 ∈ 𝐿𝑝 (𝐺), მაშინ 𝑓 ∗ Ф𝑠 ∈ 𝐿𝑝 (𝐺) და 𝑓 ∗ Ф𝑠 → 𝑓 𝐿𝑝 (𝐺)-ში.

სავარჯიშოები (საშინაო დავალებისათვის)

1.რას ნიშნავს, რომ ძირითად ფუნქციათა სივრცეზე განსაზღვრული განზოგადებული


ფუნქცია არ არის რეგულარული.

2. განზოგადებულ ფუნქციათა თეორიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ე.წ. დირაკის


ფუნქცია. ერთეულოვან წრეწირზე განსაზღვრულ 𝜑 ძირითად ფუნქციათა სივრცეზე
დირაკის ფუნქცია მოიცემა ტოლობით

𝛿(𝜑) = 𝜑(1).

რატომ არის 𝛿 განზოგადებული ფუნქცია?

3.ვთქვათ 𝑓 არის ერთეულოვან 𝑇 წრეწირზე განსაზღვრული ინტეგრებადი ფუნქცია,


ხოლო 𝛼 არის 𝑇 -ზე განსაზღვრული ნებისმიერი ძირითადი ფუნქცია. აჩვენეთ, რომ

𝐹(𝑓)(𝛼) = ∫𝑇 𝑓(𝑡)𝛼(𝑡)𝑑𝑡

ტოლობით განსაზღვრული ფუნქცია არის განზოგადებული ფუნქცია.

8
4. ერთეულოვანი წრეწირის შემთხვევისათვის მოიყვანეთ ტრანსლაციის მიმართ
ინვარიანტული ოპერატორის და განაწილებათა ნახვევის განსაზღვრებები.

You might also like