You are on page 1of 4

ოსრეოპოროზი

ოსტეოპოროზი არის ჩონჩხის სისტემური დაზიანება, რომელიც ხასიათდება


ძვლოვანი ქსოვილის მინერალური და ორგანული შემადგენლობების
რაოდენობის ერთდროული შემცირებით. ამ დროს მცირდება ძვლოვანი
ქსოვილის სიმტკიცე და სიმკვრივე, თუმცა ძვლის სტრუქტურა, ფორმა და ზომა
გარკვეული დროის მანძილზე შეიძლება უცვლელი დარჩეს.
ეტიოლოგია
ოსტეოპოროზი, ძირითადად, გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით:
კვების ხასიათით, ზოგიერთი ჰორმონის, კერძოდ ესტროგენების, აქტივობით,
ფოსფორ-კალციუმის ცვლის დარღვევით.
– – ჰიპოთირეოზი;
– – ჰიპერპარათირეოზი;
– – სომატოტროპული ჰორმონის დეფიციტი.
– სამკურნალო საშუალებების მიღება (გლუკოკორტიკოიდები, არა–
ფრაქციული ჰეპარინი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები)
– ხანგრძლივი იმობილიზაცია.
– ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება.
– ძვლის ტვინის დაზიანება
– შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები:
– – მემკვიდრეობითი დაავადებები
– – რევმატოიდული ართრიტი.
– თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.
არსებობს ოსტეოპოროზით განპირობებული მოტეხილობების რისკ-
ფაქტორები.
– განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხანდაზმულ და მოხუცებულ
ასაკს, მდედრობით სქესს (მათ შორის ნაადრევად განვითარებულ მენო-
პაუზას).
Ცხრილი
პათოგენეზი
ოსტეოპოროზის სუბსტრატი არის ძვლოვანი ქსოვილის მინერალური
სიმკვრივის შემცირება. ოსტეოპოროზის პათოგენეზი განპირობებულია
ორი მთავარი ფაქტორით:
– ძვლოვანი ქსოვილის დაჩქარებული რეზორბციით ძვალწარმოქმნის
არასაკმარისი პროცესის დროს.
– უცვლელი რეზორბციის დროს ძვლოვანი ქსოვილის კომპონენტების
პროდუქციის ინტენსივობის მნიშვნელოვანი შემცირებით.
დიაგნოსტიკა
სტ ეოპოროზ თან დაკავშირებული მოტ ეხილობების ალბათობის შეფასების მიზ ნით
იყენებენ ბარძაყის ძვლის მინერალური სიმკვრივის სიდიდეს .
პაციენტის ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის ინდივიდუალურ
მნიშვნელობას ადარებენ აღნიშნული მაჩვენებლის ნორმალურ მნიშვნელობებს
ასაკის და სქესის (7 ინდექსი) გათვალისწინებით და/ან იგივე სქესის ზრდასრული
ადამიანების იდეალურ მაჩვენებლებს (L ინდექსი).
ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრის მთავარი მეთოდია
ორმაგი რენტგენული აბსორბციომეტრია.

Სკრინინგი-რენტგენოგრაფია

Აგრეთვე ინფორმატიული კტ, აგრეთვე ზოგჯერ საზღვრავენ თირეოტროპულ და


პარათირეოიდულ ჰორმონებს.
მკურნალობა
ოსტეოპოროზის მკურნალობას ყოფენ მედიკამენტურად და არამედიკამენტურად:
არამედიკამენტური
ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის შესანარჩუნებლად აუცილებელია
საკვებ რაციონში საკმარისი რაოდენობის კალციუმის იონების და დ ვიტამინის
არსებობა.
ოსტეოპოროზის პირველადი პროფილაქტიკისთვის მიზანშეწონილია
რეგულარული ფიზიკური დატვირთვები.
მედიკამენტური თერაპია
ოსტეოპოროზის მედიკამენტურ:მკურნალობა იწყებენ თუ: ძვლოვანი ქსოვილის
მინერალური სიმკვრივე შემცირებულია 2 80-ით და მეტად ნორმასთან შედარებით
და არ არსებობს რისკის ფაქტორები, ან ნორმაზე ნაკლებია 1,5 50-ით და არსებობს
რისკის ფაქტორები. Მრავლობითი რისკ-ფაქტორების მქონე 70 წელზე და უფროსი
ასაკის ქალების მკურნალობა მიზანშეწონილია განხორციელდეს ძვლოვანი
ქსოვილის მინერალური სიმკვრივის გაზომვის გარეშეც.
– ქალებში ოსტეოპოროზით განპირობებული მოტეხილობების თავიდან აცილების
ყველაზე ეფექტური საშუალებაა ჰორმონული ჩანაცვლებითი თერაპია
ესტროგენებისა და პროგესტინების გამოყენებით.
– ესტროგენების რეცეპტორების სელექციური მოდულატორები (რალოქსიფენი)
ამუხრუჭებენ ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას.

You might also like