You are on page 1of 17

გენეტიკა – შესავალი და ძირითადი ასპექტები

ადამიანის გენომი და ქრომოსომა

ადამიანის გენომი მოიცავს ∼ 3.2 მილიონ ნუკლეოტიდურ წყვილს (base pairs - bp)
• ადამიანის გენომი მოიცავს ბირთვულ გენომს (nuclear genome), და მიტოქონდრიულ
გენომს (mitochondrial genome)

ქრომოსომა
• ქრომატინის კომპაქტურად ორგანიზებული სტრუქტურა (A denser packaging of
chromatin) , ჩანს მიკროსკოპში უჯრედული დაყოფის დროს (განსაკუთრებით
მეტაფაზაში)
• ადამიანის სომატური უჯრედები შეიცავს 46 ქრომოსომას, 23 ქრომოსომულ წყვილს.
• სასქესო უჯრედები შეიცავს 23, ერთი დნმ მოლეკულისაგან ჩამოყალიბებულ,
ქრომოსომას.
• ქრომოსომის სტრუქტურა: ქრომოსომა შედგება 2 იდენტური ქრომატიდისაგან
რომლებიც ერთმანეთს ცენტრომერით უკავშირდება.
ბირთვული გენომი

∼ 10% შეიცავს გენებს და გენებთან ასოცირებულ თანმიმდევრობებს


∼ 3% აკოდირებს ცილებს (მოიცავს ეგზონს და ინტრონს) და რნმ-ს.
∼ 1% აკოდირებს მხოლოდ ეგზონებს.
∼ 90% არ შეიცავს გენებს

• დნმ-ის ∼ 50% მნიშვნელობა/ფუნქცია უცნობია.


∼ 45% ჩამოყალიბებულია განმეორებადი თანამიმდევრობებით
( repetitive sequences - repetitive genetic elements).
∼ გენომის 24% ინტრონების ფორმით არის წარმოდგენილი.
მიტოქონდრიული დნმ (mitochondrial DNA, mtDNA)

• რგოლური გენომი ∼ 16,500 bp


• მიტოქონდრიული დნმ-ის 90% აკოდირებს სქტრუქტურულ გენებს,
of mtDNA codes for structural genes, მათ შორის ი-რნმ (mRNA), ტ-რნმ
(tRNA), და რ-რნმ (rRNA).
გენები
• გენი: გენეტიკური ინფორმაციის უმცირესი ერთეული; კონკრეტული ნუკლეოტიდური
თანმიმდევრობის მქონე დნმ ფრაგმენტი, რომელიც აკოდირებს რნმ პროდუქტს. ეს უკანასკნელი
შეიძლება იყოს რნმ-ის ფუნქციურად მნიშვნელოვანი მოლეკულა ან შეიძლება აკოდირებდეს ცილას.

• ლოკუსი: ქრომოსომის ფრაგმენტი, სადაც განლაგებულია გენი

• ალელი: გარკვეულ ლოკუსში განლაგებული გენის ორი შესაძლო ვარიანტიდან ერთ-ერთი. ალელი
შეიძლება იყოს ნორმალური ( wild-type) და ფართოდ გავრცელებული, ან მუტანტური
(მაგალითად, პოლიმორფიზმი) და იშვიათი.
დიპლოიდური უჯრედი ჰომოზიგოტურია თუკი სპეციფიურ ლოკუსში ერთი და იგივე ალელი
აღინიშნება. დიპლოიდური უჯრედი ჰეტეროზიგოტურია თუკი სპეციფიურ ლოკუსში სხვადასხვა ალელი
აღინიშნება.

• პოლიმორფიზმი: იშვიათი ალელი, რომელიც პოპულაციაში გარკვეული სიხშირით არის


გავრცელებული

• გენის სიხშირე (Gene frequency): პოპულაციაში გენის კონკრეტული ალელის არსებული


თანაფარდობა (მაგალითად, 1/5 - ყოველი მე5)
ქრომოსომები
• ქრომოსომები მხოლოდ უჯრედული გაყოფის დროს (განსაკუთრებით მეტაფაზაში) ჩანს
• ადამიანის ყოველი უჯრედი მოიცავს ჰოლოგიური (მსგავსი) ქრომოსომების 23 წყვილს.
• ქრომოსომული წყვილის ერთი ქრომოსომა მამისეულია, ხოლო მეორე - დედისეული.

ქრომოსომების კლასიფიკაცია:
• კლასიფიკაცია აუტოსომების და ალოსომების (სასქესო ქრომოსომების) საფუძველზე
აუტოსომების 22 წყვილი, თითოეული წყვილი 2 ჰომოლოგიური ქრომოსომითაა
ჩამოყალიბებული
1 ალოსომური (სასქესო ქრომოსომების) წყვილი, რომელიც შედგება 2 X ქრომოსომისგან
(მდედრობითი გენოტიპი) ან X და Y ქრომოსომებისგან (მამრობითი გენოტიპი)

• კლადიფიკაცია ქრომოსომების რაოდენობის (პლოიდობის) საფუძველზე


დიპლოიდური (ქრომოსომების გაორმაგებული ნაკრები): ადამიანის სომატური უჯრედი
შეიცავს 46 ქრომოსომას, ანუ 46 დნმ მოლეკულას, რომელიც აყალიბებს ჰოლოგიური
ქრომოსომების 23 წყვილს.
ჰაპლოიდური: მეიოზის შემდეგ სასქესო უჯრედი შეიცავს მხოლოდ 23 ქრომოსომას (და არა
ქრომოსომულ წყვილს!), ქრომოსომული წყვილიდან მხოლოდ ერთ ქრომოსომას.
ქრომოსომა და უჯრედული ციკლი

• უჯრედული ციკლის ფაზის


შესაბამისად ქრომოსომა
შეიძლება შეიცავდეს დნმ-ის ერთ
ან ორ იდენტურ მოლეკულას,
ქრომატიდას
• ქრომატიდა: ქრომოსომის ორი
იდენტური ასლიდან ერთ-ერთი
• შვილეული ქრომატიდები:
ქრომოსომის ორი იდენტური
ასლი, რომელიც ერთმანეთს
ცენტრომერით უკავშირდება
(ე.ი. გაორმაგებული ქრომოსომა)
• ქრომოსომის ორ ქრომატიდაში
წარმოდგენილი გენეტიკური
ინფორმაცია იდენტურია
!!!!! გამონაკლისი -
ინდივიდუალური მუტაციები
რომლებიც შეიძლება მოხდეს
უჯრედული ციკლის პროცესში
ქრომოსომის სტრუქტურა
ცენტრომერა: ქრომოსომის
უბანი, რომელიც აკავშირებს
შვილეულ ქრომატიდებს
• ერთმანეთისგან გამოყოფს
ქრომოსომის მცირე p მხარს
და გრძელ q მხარს

კინეტოქორი: ცილოვანი
კომპლექსი ცენტრომერას
დონეზე, უზრუნველყოფს
მიტოზის დროს გაყოფის
თითისტარას შეკავშირებას
ქრომოსომასთან

ტელომერა: დნმ
არამაკოდირებელი
თანამიმდევრობა
ქრომოსომის ბოლოებზე
გენოტიპი
გენოტიპი: კონკრეტული ინდივიდის გენების ერთობლიობა
• განმარტება გენოტიპი ხშირად გამოიყენება ერთი ან რამოდენიმე
ლოკუსის ალელების ნაკრების აღნიშვნისთვის.

გენოტიპის საფუძველზე შეიძლება განვასხვავოთ:


• ჰომოზიგოტა: ორი ჰომოლოგიური ქრომოსომა კონკრეტულ
ლოკუსში იდენტურ ალელებს შეიცავს
• ჰეტეროზიგოტა: ორი ჰომოლოგიური ქრომოსომიდან
თითოეული კონკრეტულ ლოკუსში სხვადასხვა ალელს შეიცავს
• ჰემიზიგოტა: ქრომოსომების ნაკრებში მხოლოდ ერთი ალელია
წარმოდგენილი (X ან Y ქრომოსომებში განაწილებული გენები,
მამრობითი გენოტიპის შემთხვევაში).
ფენოტიპი

• ფენოტიპი: ინდივიდის გამოვლენილი თვისებები, მათი „დანახვა“


შესაძლებელია
ფენოტიპი გენოტიპისა და გარემოს კომბინაციით არის განპირობებული.
თვისებები მოიცავს ფიზიკურს (თვალის ან თმის ფერი) და თავისებურებებს
(ქცევა)

დამემკვიდრებული თვისება შეიძლება სხვადასხვანაირად გამოვლინდეს


ფენოტიპურად.
დომინანტი და რეცესივი: თუკი ფენოტიპურად ორი ალელიდან მხოლოდ
ერთი ვლინდება, მაშინ ალელი დომინანტურია. თუკი ალელი ფენოტიპურად არ
ვლინცება, ის რეცესიულია.
კოდომინირება (თანადომინირება): ფენოტიპურად ვლინდება ორივე
ალელი. ჰეტეროზიგოტების ფენოტოპი განსხვავდება ჰომოზიტგოტების
ფენოტიპისაგან. .
! ABO სისხლის ჯგუფების სისტემის შემთხვევაში, A და B სისხლის ჯგუფები
კოდომინანტურია (თუმცა ორივე O ჯგუფის სისხლზე დომინირებს).
მნიშვნელოვანი ასპექტები – მრავლობითი ალელები

• მრავლობითი ალელი: პოპულაციაში ორზე მეტი ალელის


გავრცელება

კონკრეტული გენის შემთხვევაში რამოდენიმე მდგრადი


მუტაცია შეიძლება აკუმულირდეს ევოლუციის პროცესში.

გავრცელება: ადამიანის პრაქტიკულად ყველა გენის


შემთხვევაში
მაგალითი: ABO სისხლის ჯგუფების სისტემა
გენეტიკურ დაავადებათა მნიშვნელოვანი ასპექტები -
პენეტრირება (Penetrance)

პენეტრირება: ალბათობა, რომელიც აღწერს კონკრეტული


გენოტიპის მქონე ინდივიდის შემთხვევაში დაავადების
გამოვლენას (მანიფესტაციას)
სპეციფიური ფენოტიპის გამოვლენის რისკი = (გენოტიპის
დამემკვიდრების ალბათობა) x (გენოტიპის პენეტრირებაზე)

!!!!! პენეტრირება ახასიათებს თუ რამდენად მოხდება დაავადების


ფენოტიპური მანიფესტაცია დაზიანებული გენის მქონე ინდივიდის
შემთხვევაში. მაგალითად, ლინჩის სინდრომის მხოლოდ 80%-ში ვითარდება
კოლორექტული კიბო.
გენეტიკურ დაავადებათა მნიშვნელოვანი ასპექტები -
ექსპრესირება (გამოვლენა -Expressivity)

ექსპრესირება: კონკრეტული გენოტიპის ფენოტიპურად გამოვლენის


სიდიდე, დაავადების მანიფესტაციის სიდიდე/სიმძლავრე

მაგალითები
• მარფანის სინდრომის (Marfan syndrome) სიმპტომები ვარირებს
საშუალოდან (არაქნოდაქტილია - arachnodactyly) მძიმემდე (აორტული
ანევრიზმა - aortic aneurysm).
• პირველი ტიპის ნეიროფიბრომატოზის შემთხვევაში ასევე ადგილი აქვს
დაავადების სხვადასხვა სიმძიმით გამოვლენას (ცვალებადია
ნეიროფიბრომების რაოდენობა, ყველა პაციენტს არ უვითარდება
პერიფერიული ნერვების გარსების მალიგნანტური სიმსივნე).
გენეტიკურ დაავადებათა მნიშვნელოვანი ასპექტები –
პლეიოტროპია (Pleiotropy) , გართულებული ჰეტეროზიგოტურობა
( Compound Heterozygosity) და ანტიციპაცია (Anticipation)
პლეიოტროპია: ერთი გენი მრავალი ფენოტიპური ეფექტის გამოვლენას
განაპირობებს, აზიანებს/გავლენა აქვს სხვადასხვა ორგანოთა სისტემებზე
• მაგალითები: ფენილკეტონურია, მარფანის სინდრომი, ნამგლისებურ-უჯრედოვანი
დაავადება

გართულებული ჰეტეროზიგოტურობა: თუკი გასხვავებულად მუტირებული ალელების


მიზეზით ერთი და იგივე გენი ორივე ქროსომოაში დაზიანებულია, დაზიანებულმა გენმა
შეიძლება დაკარგოს ფუნქცია იმის მიუხედავად რომ მუტაცია არ არის ჰომოზიგოტური.

ანტიციპაცია: თუკი დაავადების გამოვლენა შემდგომ თაობებში უფრო აგრესიულია ან


უფრო ადრეული
• ხშირად აღინიშნება ტრინუკლეოტიდური განმეორებების დაავადებებში
• მაგალითი: Huntington disease
გენეტიკურ დაავადებათა მნიშვნელოვანი ასპექტები– ალელური
ჰეტეროგენურობა (Allelic Heterogeneity) , ლოკუსური ჰეტეროგენურობა
( Locus heterogeneity) და კავშირის დისბალანსი (Linkage Disequilibrium)

ალელური ჰეტეროგენურობა: ერთი და იგივე ალელის სხვადასხვა


მუტაციები ერთსა და იმავე ფენოტიპს განაპირობებს.
• მაგალითი: ერთი გენის დარღვევების უმეტესობა - G6PD ნაკლებობა,
ჰიპერქოლესტეროლემია, β-თალასემია

ლოკუსური ჰეტეროგენურობა: სხვადასხვა ლოკუსის გენების


მუტაციები ერთსა და იმავე ფენოტიპს განაპირობებს
• მაგალითი: osteogenesis imperfecta, ალბინიზმი

კავშირის დისბალანსი: მოცემულ პოპულაციაში სხვადასხვა ლოკუსის


ალელები არაკანონზომიერი ფორმით არის ასოცირებული
საგვარეულო ანალიზი (Pedigree Analysis)
• საგვარეულო ანალიზი იძლევა კონკრეტული თვისებების
დამემკვიდრების ფორმების გამოვლენის შესაძლებლობას. ამ გზით
შეიძლება გამოვლინდეს აუტოსომურ დომინანტური დაავადებები.

• განმარტება: ოჯახის ურთიერთობების გამოსახვა, განსაკუთრებული აქცენტით


ოჯახის ცალკეული წევრების გარკვეულ ფენოტიპურ თვისებებზე
• მიზანი: ფენოტიპიდან ოჯახის წევრების გენოტიპამდე დასკვნების გაკეთება და
მემკვიდრეობის ფორმების დადგენა
ფორმა:
სიმბოლოები მიუთითებს ოჯახის ცალკეულ წევრებზე.
სიმბოლოებს შორის ხაზები აჩვენებს ურთიერთობის ხარისხს.
თაობები მითითებულია რომაული ციფრებით.
თაობებში შვილებს არაბული ციფრებით აქვთ მითითებული მათი რიგითობა.
„პრობლემური“ ოჯახის წევრები, ანუ მტარებლები წარმოდგენილია ფერადი
სიმბოლოებით.

You might also like