You are on page 1of 4

ხრტილოვანი ქსოვილი

ხრტილოვანი ქსოვილი შემაერთებელი ქსოვილის ერთ–ერთი სპეციალური სახეა.


ხრტილი აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია ძვლების განვითარებისთვის და
ზრდისთვის.მისი ძირითადი ფუნქციები შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ :

1.საყრდენს უქმნის რბილ ქსოვილებს

2.ქმნის სასახსრე ზედაპირებს

3.აადვილებს ძვლების მოძრაობას

ხრტილი უჯრედების და დიდი რაოდნეობით უჯრედშორისი ნივთიერებისგან შედგება .

უჯრედებს –ქონდროციტები ეწოდებათ, რომლებიც მდებარეობენ მატრიქსულ ღრუებში –


ლაკუნებში, და აქვთ უნარი დაასინთეზონ ბოჭკოები და ძირითადი ნივთირება .

მუდმივი კომპონენტები ყველა სახის ხრტილოვანი ქსოვილისთვის არის :კოლაგენი ,


ჰიალურონის მჟავა, პროტეოგლიკანები და ზოგიერთი გლიკოპროტეინი . და თუკი
ელასტიკურ ხრტილს განვიხილავთ, აქ დამატებით გვაქვს დიდი რაოდნეობით ცილა
ელასტინი.

ახლა ვიტყვი რატომ აქვს ხრტილს გელისმაგვარი კონსისტენცია ?

კოლაგენური ბოჭკოები დაკავშირებულია გლიკოზამინოგლიკანების გვერდით


ჯაჭვებთან, ხოლო მეორე მხრივ გლიკოზამინოგლიკანების უარყოფითად დამუხტულ
ჯაჭვებთან დიდი რაოდნეობით წყლის მოლეკულებია დაკავშირებული .

რა არის ხრილსაზრდელა?

ხრტილოვანი ქსოვილი გარედან ხრტილსაზრდელათია დაფარული . ეს არის მკვრივი


შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც განსხვავებით ხრტილისა შეიცავს სისხლძარღვებს
და სწორედ ამის საშუალებით ხდება ხრტილის კვება. ის გარშემოკრულია ხრტილზე
გარდა სასახსრე ზედაპირის უბნებისა. აქ კი ხრტილის კვება სინოვიალური სითხით
ხორციელდება. თავად ხრტილოვანი ქსოვილი არც ლიმფურ ძარღვებს და არც ნერვებს
არ შეიცავს.

ხრტილსაზრდელა დიდი რაოდნეობით I ტიპის კოლაგენურ ბოჭკოებს და


ფიბრობლასტებს შეიცავს. მის შგნითა შრეში, რომელიც უშუალოდ ეხება ხრტილს ,
მდებარეობენ ქონდრობლასტები, რომლეთა შემდგომი დიფერენციაციით ყალიბდებიან
ქონდროციტები.

ჰიალინური ხრტილი

ჰიალინური ხრტილი მოლურჯო–მოთეთრო ფერისაა. ის გამჭირვალეა. ჩანასახში


დროებით ჩონჩხს ქმნის, რომელიც შემდგომ ძვლოვანი ქსოვილით ნაცვლდება .
მოზრდილ ადამიანში ის გვხვდება სხეულის სხვადასხვა მიდამოში . კერძოდ :
1.სასუნტქი გზების კედლებში( ცხვირი, ხორხი, ტრაქეა, ბრონქები)

2.ნეკნების მკერდის ძვალთან დაკავშირების ადგილას

3.ეპიფიზურ ფირფიტებში

ჰიალინური ხრტილის მშრალი მასის 40%–ს შეადგენს კოლაგენი. ის მოთავსებულია


გლიკოპროტეინების და პროტეოგლიკანების გელში. აქ მეორე ტიპის კოლაგენი
ფიბრილების ფორმით გვხვდება. რაც შეეხება პროტეოგლიკანებს, აქ ვხვდებით :

ქონდროიტინ–4–სულფაი

ქონდროიტინ–6–სულფატი

კერატან სულფატი

ელასტიკური ხრტილი

ის ძალიან გავს ჰიალინურ ხრტილს და ისიც შეიცავს მეორე ტიპის კოლაგენს, თუმცა აქ
დამატებით ელასტიკურ ბოჭკოებს ვხვდებით.ხშირად ელასტიკური ხრტილი უშუალო
გაგრძელებას წარმოდგენს ჰიალინური ხრტილისა. ელასტიკური ხრტილიც გარედან
ხრილსაზრდელათი უფარება.

ელასტიკური ხრტილი გვხვდება:

1.ყურის ნიჟარაში

2.გარეთა სასმენი მილის კედლებში

3.ევსტაქის ლულებში

4.ხორხსარქველში

5.ხორხის სოლისებრი ხრტილის ნაწილში

კოლაგენურბოჭკოვანი ხრტილი

ამ ტიპის ხრტილი არის შემაერთებელი ქსოვილის და ჰიალინური ხრტილის ქსოვილს


შორის გარდამავალი ფორმა. ის გვხვდება მალთაშუა დისკოებში , ზოგიერთი იოგის
ძვლის ხრტილოვან ზედაპირზე მიმაგრების ადგილას და ბოქვენის სიმფიზში.

ის ყოველთვის დაკავშირებულია შემაერთებელ ქსოვილთან. აქ ქონდროციტები


ხასიათდებიან სპეციფიკურობით.

ქონდროციტების მოქმედება

ქონდროციტების მოქმედებას ჰორმონული ბალანსი არეგულირებს.


როგორ იზრდება ხრტილი?

ხრტილის ზრდის ორი მექანიზმი არსებობს.

1.ინტერსტიციული ზრდა– არსებული ქონდროციტების მიტოზური გამრავლების შედეგია .

ამ ტიპის ზრდას ადგილი აქვს გრძელი ძვლების ეპიფიზურ ფირფიტებში და სასახსრე


ხრტილში. სასახსრე ზედაპირის მახლობლად მუდმივად მიმდინაროებს უჯრედების და
მატრიქსის ცვეთა, ამის გამო უნდა მოხდეს ხრტილის აღდგენა და სწორედ ამ ტიპის
ზრდით არის ეს შესალებელი, რადგან აქ არ გვაქვს ხრილსაზრდელა.

2.აპოზიციური ზრდა– პერიქონდრიული უჯრედების ქონდროციტებად დიფერენციაციის


შედეგია.

– რა არის მუხლის სახსრის ოსტეოართრიტი?

ტკივილის თანდათანობითი მატება, შებოჭილობა და შეშუპება მუხლის სახსარში არის


ოსტეოართრიტის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები . მუხლის სახსრის ართრიტი
შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, თუმცა ოსტეოართრიტი მათ შორის არის ყველაზე
გავრცელებული ფორმა. იგი მოიცავს ორ ძირითად პროცესს:

-სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის დაშლა.

-ანომალური ძვლოვანი წარმონაქმნების განვითარება სახსარში , ეგრეთწოდებული


ოსტეოფიტები.

ამ დეგენერაციულმა პროცესმა შეიძლება საბოლოოდ გამოიწვიოს სახსრის ფუნქციის


მოშლა, ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა სახსარში.

ეს სიმპტომებია:

ტკივილი შეიძლება დროდადრო ქრებოდეს ან და იყოს მუდმივი ხასიათის , რომელიც


გამოვლინდება პერიოდული მატებით. ჩეულებრივ ეს დამოკიდებულია დაავადების
ხარისხზე და ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაზე.

სახსრის შებოჭილობა (მოძრაობის შეზღუდვა) ოსტეოართრიტის დასაწყის ეტაპზე


შებოჭილობა შეიძლება გამოხატული იყოს დილით როდესაც გაღვიძებიდან გარკვეული
პერიოდი შეზღუდულია მოძრაობები სახსარში. მოძრაობის შეზღუდვა სახსარში
დაავადების პროგრესირებასთან ერთად იზრდება.

შეშუპება ვითარდება როდესაც სასახსრე ხრტილი განილევა და სახსარში შემავალ


ძვლებს შორის ხახუნი იზრდება, ეს კი იწვევს გაღიზიანებას და შესაბამისად შეშუპებას
(ვითარდება სითხის დაგროვება სახსარში) რაც შეიძლება იყოს გამოხატული
სიმხურვალის შეგრძნებით და სიწითლით.

სახსრის ტკაცუნი და ხრაშუნი გამოხატულია იმ შემთხვევაში როდესაც სახსრის


ხრტილოვანი ნაწილი აღარ ასრულებს თავის ფუნქციას და არ იცავს ძვლებს ხახუნისგან ,
ამ სიმპტომს სამედიცინო ენაზე ეწოდება კრეპიტაცია .

You might also like