You are on page 1of 14

Nino Chutkerashvili <chutkerashvili51@gmail.

com>

(no subject)
Nino Chutkerashvili <chutkerashvili51@gmail.com> Wed, 29 Nov at 10:23
To: <ninochutkerashvili8@gmail.com>

April 26, 2018


ᲔᲞᲘᲗᲔᲚᲣᲠᲘ ᲥᲡᲝᲕᲘᲚᲘ

ეპითელური ქსოვილი მოსაზღვრე ქსოვილია. ის


იცავს ორგანიზმს გარე გარემოსგან .ეპითელური
ქსოვილი ქმნის ორგანიზმის ჯირკვლების
უმეტესობას.მისი ძირითადი ფუნქციები
შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:
1.დამცველობითი
2.აბსორბცია
3.სეკრეცია

შესაბამისად არსებობს ეპითელური ქსოვილის


ორი სახე : მფარავი და ჯირკვლოვანი.

მფარავი– ფარავს ორგანიზმს გარედან და


ამოფენს ღრუ ორგანოებს.
ჯირკვლოვანი–ქმნის ორგანიზმის ჯირკვლებს და
ახორციელებს სეკრეციას.

! ეს დაყოფა არ არის აბსოლუტურად ზუსტი,


რადგან ვხვდებით ისეთ მაგალითებს სადაც
მფარავ ეპითელიუმში გვხვდება ჯირკვლოვანის
ნაწილიდა პირიქით.

საიდან ვითარდება ეპითელური ქსოვილი?


ეპითელური ქსოვილი ვითარდება სამივე
ჩანასახოვანი ფურცლისგან.

ექტოდერმული წარმოშობისაა– კანის, პირის და


ცხვირის ღრუს ეპითელიუმი
ენდოდერმული წარმოშობისაა–საჭმლის
მომნელებელი, სასუნთქი და მათთან
დაკავშირებული ჯირკვლების ეპითელიუმი
მეზოდერმული წარმოშობისაა–სისხლძარღვების
ამომფენი ეპითელიუმი, თირკმლის ეპითელიუმი
და სხვ.

ემბრიონული განვითარების პერიოდში ჯერ


ვითარდება მფარავი ეპითელიუმი და შემდგომ ის
აძლევს დასაბამს ჯირკვლოვან ეპითელიუმს.

ᲛᲤᲐᲠᲐᲕᲘ
ᲔᲞᲘᲗᲔᲚᲘᲣᲛᲘ
მფარავი ეპითელიუმი ეს არის მჭიდროდ
დაკავშირებული უჯრედების ერთობლიობა.
უჯრედშორისი ნივთიერება აქ მინიმალური
რაოდენობით გვხვდება. განარჩევენ მის ორ
ზედაპირს–აპიკალურს და ბაზალურს.

აპიკალური ზედაპირი შესაბამისად გარემოსკენ


არის მიქცეული და აქ ვხვდებით სპეციალურ
წარმონაქმნებს მიკროხაოების, სტერეოცილიების
და წამწამების სახით.
ხოლო რაც შეეხება ბაზალურ ზედაპირს აქ
უშუალოდ ბაზალური ნაოჭები და ინვაგინაციები
გვხვდება.

თავად უჯრედის შიგნით ორგანელების


გადანაწილებაც განსხვავებულია. ბაზალური
ინვაგინაციების მიდამოში მიტოქონდრიების
დიდი რაოდენობაა. ბაზალურ ზედაპირთან ახლოს
არის მარცვლოვანი ენდოპლაზმური ბადე. ხოლო
აპიკალურ ზედაპირთან გოლჯის კომპლექსს
ვხვდებით.

ეპითელური ქსოვილის მოსაზღვრე მდებარეობის


გამო , ნებისმიერი სახის ცვლა ორგანიზმს და
გარემოს შორის ხორციელდება მისი
მონაწილეობით. ფორმის მიხედვით ეპითელური
უჯრედების ფორმა და ზომები საკმაოდ მერყეობს.
არსებობს ბრტყელი, კუბური და
ცილინდრული ფორმის უჯრედები და
შესაბამისად ცვალებადია მათი ბირთვის
ფორმებიც. კერძოდ ბრტყელი ფორმის ურჯედში
ბირთვიც ბრტყელია. კუბურში მრგვალი, ხოლო
ცილინდრულში ოვალური. ბირთვი ძირითად
შემთხვევებში უფრო მეტად ბაზალური
ზედაპირისკენ არის გადაწეული.

ეპითელური ქსოვილი მოსაზღვრე ქსოვილია და


იგი ერთი მხრივ გარემოს, ხოლო მეორე მხრივ
სხვა ქსოვილს ეხება. ეს ქსოვილი ძირითადად
შემაერთებელი ქსოვილია. ამ ორ ქსოვილს
ერთმანეთისგან გამოყოფს სპეციალური
სტრუქტურა ბაზალური ფირფიტა.

რისგან შედგება ბაზალური ფირფიტა?


IV ტიპის კოლაგენი
გლიკოპროტეინები( ლამინინი და ენტაქტინი)
სხვადასხვა სახის პროტეოგლიკანები

ამას გარდა ბაზალური ფირფიტა შემაერთებელ


ქსოვილთან დაკავშირებულია ე.წ ღუზა
ფიბრილებით, რომელიც სპეციალურად, VII ტიპის
კოლაგენისგან არის აგებული. ამ კავშირის
შექმნაში ელასტიკური მემბრანების სისტემის
მიკრომიოფიბრილების კონებიც მონაწილეობენ.

!ბაზალური მემბრანა გვხვდება ყველგან, სადაც


ვხვდებით შემაერთებელ ქსოვილს.

ერთი მხრივ ბაზალური მემბრანა შემაერთებელი


ქსოვილისკენ ქმნის ღუზა ფიბრილებს. ამას
აგრდა შემაერთებელი ქსოვილის მხრიდან
ვხვდებით რეტიკულური ბოჭკოების კარგად
განვიტარებულ ბადეს, რომელსაც ეწოდება
რეტიკულური ფირფიტა.

რეტიკულური და ბაზალური ფირფიტების


ერთობლიობა ქმნის ბაზალურ მემრანას.
ის საკმაოდ ბევრ და მნიშვნელოვან ფუნქციას
ასრულებს:
1.ქსოვილთა შრის სტრუქტურული და
ფილტრაციული ბარიერია
2.მონაწილეობს უჯრედის პოლარობის
ჩამოყალიბებაში
3.მონაწილეობას იღებს უჯრედების
პროლიფერაციის და დიფერენციაციის
პროცესების რეგულაციაში.
4.გავლენას ახდენს უჯრედთა მეტაბოლიზმზე.
5.პლაზმურ მემბრანაში ცილების სპეციალურ
განლაგებას უწყობს ხელს.
6.არეგულირებს უჯრედთა მიგრაციის პროცესს.

ᲣᲯᲠᲔᲓᲨᲝᲠᲘᲡᲘ
ᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘ
ეპითელური ქსოვილის ურჯედები ერთმანეთთან
საკმაოდ მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. მათ
ლატერალურ ზედაპირზე რამდენიმე ტიპის
კავშირს ვხვდებით, რომლებიც ერთმანეთის
მიმდევრობით არის მოცემული აპიკალური
ზედაპირიდან ბაზალურ ზედაპირამდე.

1.მკვრივი კონტაქტი ან ბრმა სარტყელი


Zonula occludens

მდებარეობს ყველაზე ახლოს აპიკალურ


ზედაპირთან. უჯრედს აკრავს სარტყელივით.
კავშირის მიდამოში დაშორება 0,1–0,3მკმ არის.
მემბრანის მთელ სიგრძეზე მეზობელი უჯრედების
მემბრანები 2–4 ჯერ ადგილობრივად ერწყმიან
ერთმანეთს. მისი საშუალებით ხდება სრული
ჰერმეტიზაცია.
მემბრანის ციტოპლაზმისმხრივ ზედაპირზე
განლაგებულია მოანასტომოზე ფიბრილების
ბადე, რომელიც ციტოჩონჩხის ელემენტებს
უკავშირდება.

2.შეწებების სარტყელი
Zonula adherens

წრიულად აკრავს უჯრედს. მდებარეობას მკვრივი


კონტაქტის დაბლა. კავშირის პირობებშ სივრცე
ორ უჯრედს შორის 15–20ნმ–ია. კავშირის
მიდამოში მემბრანის შიგნითა ზედაპირზე
ციტოპლაზმის უბანი არის გამკვრივებული. ეს
უბანი ფილამენტების ბადით წარმოიქმნება,
რომელიც შემდეგ ციტოპლაზმის აქტინით მდიდარ
მონაკვეთში გადადის. ეს ნაწილი არის ე.წ
ტერმინალური ბადე. ამ უბნებში აქტინი და
მასთან დაკავშირბეული ცილები, ანუ ალფა–
აქტინინი და ვინკულინი მდებარეობემ.
შეწებებისსარტყლის მიდამოში მემბრანა
კადჰერინის მოლეკულის დიმერებს შეიცავს.
3.1 დესმოსომა ან შეწებების ხალი
Macula adherens

უჯრედის ზედაპირზე უწყვეტ სარტყელს არ ქმნის.


ის უჯრედის გვერდითი ზედაპირის სხვადასხვა
უბნებში განცალკევებული ფოლაქების სახით, ანუ
ხალების სახით გვხვდება.
შედგება ორი ნახევრისგან, რომელთაგანაც
თითოეული უკავშირდება მეზობელი უჯრედის
მემბრანას ქმნის. დესმოსომის მიდამოში,
უჯრედებს შორის არის სივრცე 15–20ნმ. ამ
სივრცის ცენტალურ ნაწილში განირჩევა
ცენტრალური ფირფიტა. დესმოსომის თითოეული
ნახევრის მემბრანის შგნითა ზედაპირს
უკავშირდება “ფოლაქი” , რომელსაც უმაგრდებიან
შუალედური ფილამენტები.
დესმოსომების მთლიანობაარის
კალციუმდამოკიდებული, რადგან აქ კავშირს
კადჰერინები განაპირობბენ. დესმოსომის
შემადგენლობა შეგვიძლია შემდეგნაირად
ჩამოვაყალიბოთ. ის შეიცავს შემდეგ
გლიკოპროტეინებს :
1.დესმოგლეინი
2.დესმოკოლინი
3.დესმოპლაკინი

დესმოკოლინი ყოველთვის გვხვდება უჯრედის


ნაპრალისმხრივ ზედაპირზე.
ცენტრალური ფირფიტის შექმნაში მონაწილეობენ
დესმოგლეინი და დესმოკოლინი.
დესმოპლაკინი მხოლოდ დესმოსომის
ციტოპლაზმისმხრივ უბანში, მკვრივი ფოლაქის
შემადგენლობაში გვხვდება.
3.2 ჰემიდესმოსომა

პრინციპულად იგივე კავშირია , რაც დესმოსომის


შემთხვევაში, თუმცა აქ უკვე კავშირი მხოლოდ
ერთ ნახევარს შეიცავს დესმოსომისას. გარდა
ამისა ის უკვე ლატერალურ ზედაპირზე კიარა,
ბაზალურ ზედაპირზე გვხვდება.
4.ნაპრალისებრი კავშირი ან ნექსუსი

უჯრედებს შორის სივრცე3ნმ. მიუხედავად ამისა


არ ხდება მემბრანათა შერწყმა.
ამ კავშირის მიდამოში ორი მემბრანის არხი
ერთმანეთის პირდაპირ მდებაროებს. ამ არხების
შემქმნელი ცილაა კონექსონია. მათ განიკვეთზე
აქვთ ექვსკუთხა ფორმა.
ჯამში მათგან ცილინდრისმაგვარი სტრუქტურა
იქმნება, რომელებიც ერთმაენთის პარალელურად
განლაგდებიან და დიამეტრის შესაბამისად
სხვდასხვა სახის ნივთიერებბეის გატარებას
უზრუნველყოფენ. მათ განვალობაზე გავლენას
ახდენს როგორც კალციუმის კონცენტრაცია, ისე
PH.

!!! მკვირივი კონტაქტი და შეწებების სარტყელი


დამახასიათებელია მხოლოდ ეპითელური
ქსოვილისთვის.
დესმოსომები გულის განივზოლიან და გლუვ
კუნთოვან უჯრედებს შორისაც გვხვდება.
ნექსუსები კი კუნთოვან , ნერვულ და ეპითელურ
ქსოვილშიც გვხვდება.

ᲔᲞᲘᲗᲔᲚᲣᲠᲘ
ᲥᲡᲝᲕᲘᲚᲘᲡ ᲢᲘᲞᲔᲑᲘ
მფარავი ეპითელიუმის კლასიფიკაცია შეიძლება
მოვახდინოთ შემდეგნაირად . არსებობს
ერთშრიანი და მრავალშრიანი ეპითელიუმი,
რომლებიც თავის მხრივ კიდევ იყოფიან
სახეობებად. თავდაპირველად განვიხილოთ
ერთშრიანი ეპითელიუმის სახეები.

ერთშრიანია ეპითელიუმი იმ შემთხვევაში, თუკი


ყველა ეპითელური უჯრედის ბაზალური ნაწილი
უშუალოდ ბაზალურ მემბრანას ეხება.არსებობს
ერთშრიანი ეპითელიუმის შემდეგი სახეები :
1.ერთშრიანი ბრტყელი ეპითელიუმი
(ენდოთელიუმი და მეზოთელიუმი )
ენდოთელიუმი არის მეზენქიმიური წარმოშობის
და ამოფენს სიხლძარღვების შიგნითა ზედაპირს.
მეზოთელიუმი ცელომის ღრუს მფარავი
ლატერალური მეზოდერმისგან წარმოიქმნება და
ორგანიზმის სხვადასხვა ღრუებს ამოფენს
(მუცლის, პერიკარდიუმს და ა.შ)
2.ერთშრიანი კუბური ეპითელიუმი – კუბისებრი
უჯრედებისგან შედგება. გვხვდება თირკმლის
მილაკებში , ფარისებრი ჯირკვლის და სხვადასხვა
ჯირკვლების სადინრებში.

3.ერთშრიანი ცილინდრული–აგებულია
ცილინდრული ფორმის უჯრედებისგან.
ძირითადად გვხვდება კუჭის და ნაწლავების
ეპითელურ საფარველში.

4.მრავალრიგიანი მოციმციმე ეპითელიუმი ან ცრუ


მრავალშრიანი ეპითელიუმი . ეს ერთშრიანი
ეპითელიუმის განსაკუთრებული ფორმაა. მას
მრავლშრიანი ქსოვილის შეხედულება აქვს
ვინაიდან და რადგანაც სხვადასხვა სიმაღლის
უჯრედები და მათი ბირთვების სხვადასხვა
სიმაღლეზე განაწილება ქმნის ასეთ ვიზუალურ
ეფექტს. რეალურად იგი შედგება ცილინდრული,
ფიალისებრი და ბაზალური უჯრედებისგან.
ბაზალური ურჯედები ბაზალური მემბრანის
მახლობლად მდებაროებს . მოკლეა და ვერ
აღწევს ეპითელიუმის ზედა ზედაპირს.
ფიალისებრი უჯრედები ეპითელური ფენის
აპიკალურ ზედაპირამდე აღწევენ მაგრამ არ აქვთ
წამწამები. ისნი გამოიმუშავებენ ლორწოს. ხოლო
ცილინდრული უჯრედები აღწევენ აპიკალურ
ზედაპირამდე და აქვთ წამწამები.

მრავალშრიანი ეპითელიუმი ისეთია, როდესაც


ყველა ეპითელური უჯრედის ბაზალური ნაწილი
არ ეხება ბაზალურ მემბრანას, მათი მხოლოდ
გარკვეული რაოდენობაა მოტავსებული ბაზალური
მემბრანის ნაწილში, დანარჩენები კი აპიკალური
და ბაზალური ზედაპირების ურთიერთშეხებით
ქმნიან ფენებს.

1.მრავალშრიანი ბრტყელი გარქოვანებული


ეპითელიუმი
შედგება უჯრედების რამდენიმე ფენისგან.
უჯრედები რომლებიც ეხებიან ბაზალურ
ფირფიტას, ცილინდრული ფორმის არიან. ამ შრეს
ეწოდება ბაზალური შრე. მათ აქვთ მაღალი
პროლიფერაციული აქტიბა. მათ ზემოთ მდებარე
უჯრედებს შორის არის დიდი რაოდენობით
დესმოსომები. ამ უჯრედებს აქვთ სპეციფიკური
შესახედაობა და მათ წვეტიანი უჯრედების შრე
ეწოდება. მათ ზემოთ კი უკვე მარცვლოვანი შრეა.
აქ უჯრედები ბრტყელ ფორმას იღებენ და მათში
მარცვლოვანებაჩნდება კერატოჰიალინის
მარცვლების ხარჯზე, რომლებიც შემდეგ კერატინს
აძელევნ დასაბამს. მარცვლოვანი შრის ზემოთ
პრიალა შრეა, რომელიც ნელ–ნელა რქოვანაში
გადადის. რქოვანა უჯრედების თანდათანობით
კვდომით წარმოიქმნება.

2.მრავალშრიანი ბრტყელი გაურქოვანებელი


ამოფენს პირის ღრუს, საყლაპავს, საშოს და ა.შ.
კანისგან განსხვავებით მისი ზედაპირი
ყოველთვის დაფარულია ლორწოთი. მასში
განარჩევენ ბაზალურ, წვეტიან და მარცვლოვან
უჯრედების შრეს. მაგრამ გარქოვანებული და
გაუროქოვანებელი ეპითელიუმების აგრჩევა
შესაძლებელია. კერძოდ გაურქოვანებელში ვერ
ვხედავთ მარცვლებს.
3.მრავალშრიანი ცილინდრული
გვხვდება ზოგიერთი ჯირკვლის სადინარში

4.მრავალშრიანი გარდამავალი
შარდის გამომტან გზებში, შარდსაწვეთში,
საღდის ბუშტსა და შარდსადენში გვხვდება. ამ
ტიპის ეპითელიუმის ზედაპირული უჯრედები
ფორმას იმის მიხედვით იცლიან, თუ როგორ არის
ავსებული გამომტანი გზები.

ᲯᲘᲠᲙᲕᲚᲝᲕᲐᲜᲘ
ᲔᲞᲘᲗᲔᲚᲘᲣᲛᲘ
ჯირკვლოვანი ეპითელიუმი წარმოქმნის
ჯირკვლებს. ამ ტიპის ეპითელიუმს გააჩნია
სეკრეციის უნარი. სეკრეცია ეს არის უჯრედის
მიერ ბიოსინთეზის გზით მარტივი ნივთიერებების
რთულ კომპლექსურ ნივთიერებად გარდაქმნის და
მათი გარეთ გამოყოფის პროცესი. ასეთ ურჯედებს
ეწოდებათ გლანდულოციტები.

სეკრეტის გამოყოფის თავისებურებების


მიხედვით არჩევენ ენდო და ეგზოკრიულ
ჯირკვლებს.

You might also like