You are on page 1of 8

საგანი გულ–სისხლძარღვთა სისტემის ჰისტოლოგია

პედაგოგი ასოც. პროფესორი ნ. ღაჭავა


გამოცდის სახე დასკვნით

ტესტების კითხვები
1. მაკროცირკულაციური სისტემისთვის დამახასიათებელია
ის აერთიანებს არტერიებს,ვენებს ,ლიმფურ ძარღვებს
2. მიკროცირკულაციური სისტემისთვის დამახასიათებელია
არტერიოლებს,კაპილარებს,ვენულებს და ლიმფურ კაპილარებს აერთიანებს,სისხლძარღვებს რომელიც მხოლოდ შეიარაღებული
თვალით ჩანს.
3. სისხლძარღვების განვითარება – ანგიოგენეზი დამახასიათებელია
სისხლძარღვების ენდოთელიოციტები მიიღება სისხლის კუნძულების პერიფერიული უჯრედების დიფერენცირებით.

4. რომელი ტიპის ეპითელი ქმნის სისხლძარღვის კედლის გამომფენ ენდოთელურ შრეს? ერთშრიანი ბრტყელი.

5. სისხლძარღვის კედელში შიგნითა გარსისთვის დამახასიათებელია შიგნითა ელასტიურ მემბრანაში ფენესტრების არსებობა.

6. სისხლძაღრვის შიგნითა გარსში – ინთიმაში სუბენდოთელური შრისთვის დამახასიათებელია შედგება სიგრძივად განლაგებული ბოჭკოებისა
და გლუვი მიოციტებისგან.

7. სისხლძარღვის კედლის შუა გარსი – მედია წრიულად განლაგებული გლუვი კუნთოვანი ბოჭკოების კონებისგან შედგება.

8. სისხლძარღვის კედელში შიგნითა ელასტიური მემბრანა შედგება მცირე ზომის ნაპრალების,ფენესტრებისგან.

9. სისხლძარღვის კედლის გარეთა გარსი – შედგება პირველი ტიპის კოლაგენისგან წარმოქმნილი კოლაგენური
ადვენტიცია
ბოჭკოებისგან,შედგება ძარღვთა ძარღვებისა და ნერვებისაგან.
10. სისხლძარღვის კედელში გარეთა ელასტიური მემბრანა მედიასა და ადვენტიციას შორისაა მოთავსებული
11. ელასტიური ტიპის არტერია მედიაში ელასტიური მემბრანები ერთმანეთს არასრულად და არათანაბრად გადაფარავს.
12. ელასტიური ტიპის არტერიის შიგნითა გარსისთვის დამახასიათებელია სუბენდოთელურ შრეში კოლაგენური და ელასტიური ბოჭკოები
სიგრძივადაა განლაგებული.
13. აორტის კედლისთვის დამახასიათებელია გარეთა ელასტიური მემბრანის არარსებობა
14. კუნთოვანი ტიპის არტერიის კედლის შუა გარსი – მედია გლუვ მიოციტებს შორის კოლაგენური,რეტიკულური და ელასტიური
ბოჭკოების ქსელი.
15. არტერიოლებისთვის დამახასიათებელია მედიაში გლუვკუნთოვანი უჯრედების 1 ან 2 ირგვლივი შრე.
16. კაპილარის კედლის აგებულება ენდოთელური უჯრედების ერთი შრისგან.
17. კაპილარის კედლის შემადგენელი ენდოთელური უჯრედებისთვის დამახასიათებელია უჯრედის განიერ და სისხლძარღვის სანათურისკენ
მიმართულ მხარეს ლოკალიზებული ბირთვი.
18. პერიციტისთვის დამახასიათებელია ხასიათდებიან შეკუმშვის უნარით ციტოპლაზმაში დიდი რაოდენობით აქტინის ,მიოზინის და
ტროპომიოზინის შემცველობის გამო.
19. ფენესტრებიანი ანუ ვისცერალური ტიპის კაპილარი ენდოთელურ უჯრედებში ფართო ფენესტრების არსებობით ხასიათდება
20. ფენესტრებიანი კაპილარი დიაფრაგმის გარეშე ენდოთელური უჯრედების განლაგებით სქელ ბაზალურ მემბრანაზე ხასიათდება.
21. სინუსოიდური ტიპის კაპილარი ენდოთელური უჯრედების კედელში მრავლობითი ფორების არსებობით.
22. სომატური ანუ უწყვეტი ტიპის კაპილარი ენდოთელიოციტების ციტოპლაზმაში პინოციტოზური ბუშტუკების არსებობით.
23. კაპილარების ერთმანეთთან დაკავშირების ფორმა ანასტომოზი.
24. რომელი ტიპის კაპილარებში გვხვდება მაკროფაგები? სინუსოიდური.
25. რომელი ტიპის კაპილარები გვხვდება იმ უბნებში, სადაც სისხლსა და ქსოვილებს შორის მიმდინარეობს ინტენსიური ნივთიერებათა ცვლა?
ფენესტრებიანი ანუ ვისცერალური კაპილარები.
26. არტერიოლო–ვენულური ანასტომოზებისთვის დამახასიათებელია სისხლის გადანაწილებისა და არტერიული წნევის რეგულაციას
ახორციელებს.
27. ნამდვილი ანასტომოზებისთვის დამახასიათებელია ნამდვილ ავაში ჩაედინება სუფთა არტერიული სისხლი;
28. ატიპიური ანასტომოზებისთვის დამახასიათებელია ატიპიურ ავაში მიედინება შერეული სისხლი.
29. გლომუსური ანასტომოზებისთვის დამახასიათებელია კედელში არის ეპითელური უჯრედების გროვები. ეს უჯრედები
პერიციტების მსგავსად აგროვებენ წყალს და იზრდებიან ზომაში, ხურავენ რა ამ დროს ანასტომოზის სანათურს. წყლის
გაცემის დროს უჯრედები ზომაში იკლებენ და ანასტომოზის სანათური იხსნება.
30. ჩამკეტი ანასტომოზებისთვის დამახასიათებელია ჩაკეტილი არტერიის ტიპის ანასტომოზებში შიგნითა გარსში არის სიგრძივად
განლაგებული გლუვი მიოციტების გროვები. მათი შეკუმშვა იწვევს კედლის ამობურცვას ბალიშის სახით ანასტომოზის
სანათურში და მის დაკეტვას.
31. პოსტკაპილარული ვენულებისთვის დამახასიათებელია პოსტკაპილარები (პოსტკაპილარული ვენულები) – სისხლძარღვები
დიამეტრით 12–30მკმ, წარმოქმნილი რამდენიმე კაპილარის შერწყმის შედეგად. აქვთ ისეთივე აგებულება, როგორც
კაპილარებს. ენდოთელური უჯრედები შეიძლება იყოს ფენესტრირებული. პერიციტები გვხვდება დიდი რაოდენობით,
ვიდრე კაპილარებში, კუნთოვანი უჯრედები არ არის.
32. შემკრები ტიპის ვენულებისთვის დამახასიათებელია შემკრები ვენულები დიამტრით 30–50მკმ წარმოიქმნება პოსტკაპილარული
ვენულების შეერთებით. როცა ისინი აღწევენ დიამეტრს 50მკმ, მათ კედელში ჩნდება გლუვკუნთოვანი უჯრედები. ასევე
გამოხატულია ორი გარსი: შიგნითა (ენდოთელური და სუბენდოთელური შრე) და გარეთა – ფაშარი ბოჭკოვანი
შემაერთებელი ქსოვილი.
33. კუნთოვანი ტიპის ვენულებისთვის დამახასიათებელია კუნთოვანი ვენულები (დიამეტრი 100მკმ–მდე) ხასიათდებიან კარგად
განვითარებული შუა გარსით, რომელშიც ერთ რიგად განლაგებულია გლუვი კუნთოვანი უჯრედები. უკანასკნელები
გამოირჩევიან კუმშვადი ელემენტების სუსტი განვითარებით და მკაცრი ორიენტაციის არ არსებობით. ისინი ქმნიან ერთ
შრეს.
34. ვენებისთვის დამახასიათებელია მცირე რაოდენობით კუნთოვანი და ელასტიური კომპონენტები ,დიდი რაოდენობით
შემაერთებელქსოვილოვანი ელემენტები.
35. ვენის კედლის აგებულების თავისებურებაა ძლიერ განვითარებული ადვენტიცია და შედარებით სუსტად განვითარებული ინთიმა და
მედია.
36. უკუნთო ტიპის ვენებისთვის დამახასიათებელია კედელში არ არის განვითარებული კუნთოვანი გარსი,შინაგანი და გარეგანი
ელასტიური მემბრანები.
37. ვენებისთვის საშუალოდ განვითარებული კუნთოვანი ელემენტებით დამახასიათებელია გროვების სახით განლაგებული გლუვი მიოციტები
მედიაში.
38. ვენებისთვის ძლიერ განვითარებული კუნთოვანი ელემენტებით დამახასიათებელია გარეთა და შიგნითა გარსში სიგრძივად ,შუაში კი
სპირალურად განლაგებული მიოციტები.
39. ვენებისთვის სუსტად განვითარებული კუნთოვანი ელემენტებით დამახასიათებელია შიგნითა გარსში გამოყოფენ ენდოთელურ და
სუბენდოთელურ შრეებს. შუა გარსი წარმოდგენილია მოცულობით უმნიშვნელო კუნთოვანი ელემენტებით, განლაგებული
რამდენიმე შრედ, ზოგჯერ კი განლაგებული ჯგუფებად, და ელასტიური ბოჭკოებით. გარეთა გარსი წარმოქმნილია ფაშარი
ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილით და ერთეული გლუვი მიოციტებით(ზედა ღრუ ვენის მაგალითი)
40. საშუალო და დიდი ვენების უმეტესობაში არსებული სარქველებისთვის დამახასიათებელია უზრუნველყოფენ სისხლის ერთი
მიმართულებით დინებას,შიგნითა გარსის წარმონაქმნია,დაფარულია ენდოთელიუმით და მის ქვეშ გლუვი კუნთოვანი
უჯრედების შრეა.
41. რას უწოდებენ გულის კედელში შიგნითა გარსს? ენდოკარდიუმი.
42. დაასახელეთ ენდოკარდიუმის შემადგენელი შრეები შედგება 4 შრისგან: ენდოთელიუმი, სუბენდოთელური შრე, კუნთოვან–
ელასტიური და გარეთა შემაერთებელქსოვილოვანი.ენდოთელური შრე სქელ ბაზალურ მემბრანაზეა განთავსებული და
წარმოდგენილია ერთშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით – ენდოთელიუმით.ენდოთელიუმის ქვეშ სუნებდოთელიური შრეა,
რომელიც ფაშარი ბოჭკოვანი უფორმო შემაერთებელი ქსოვილით არის წარმოდგენილი. დიდი რაოდენობით ელასტიურ
ბოჭკოებს და ცვალებადი რაოდენობით გლუვკუნთოვან უჯრედებს – მიოციტებს შეიცავს-კუნთოვან–ელასტიურ შრე .
ენდოკარდიუმში სისხლძარღვები არიან მხოლოდ გარეთა შემაერთებელქსოვილოვან შრეში
43. რას უწოდებენ გულის კედელში ყველაზე სქელ გარსს? მიოკარდიუმი.
44. სად გვხვდება კუმშვადი კარდიომიოციტები? მიოკარდიუმში.
45. სად გვხვდება პეისმეიკერული უჯრედები, გარდამავალი უჯრედები, პურკინიეს უჯრედები? გულის გამტარ სისტემაში.
46. გულის კედლის რომელი გარსის წარმონაქმნია გულში სარქველები? ენდოკარდიუმი.
47. გულში სარქველებისთვის დამახასიათებელია ენდოთელით დაფარული ფიბროზული ფირფიტა,სისხლძარღვები არ არის
ენდოთელური უჯრედები ნაწილობრივ ფარავენ ერთმანეთს.
48. კუმშვადი კარდიომიოციტებისთვის დამახასიათებელია ერთმანეთს უკავშირდებიან ჩართული დისკებით,გლიკოგენისა და ლიპიდების
ჩანართები
49. P–უჯრედებისთვის დამახასიათებელია ფუნქციურად ნერვული უჯრედია
ხასიათდება თვითნებური შეკუმშვის უნარით
ციტოლუმის გასწვრივ პინოციტოზური ბუშტუკები და ვაკუოლებია.
50. პურკინიეს უჯრედებისთვის დამახასიათებელია ქმნის ჰისის კონას
ერთმანეთს უკავშირდებიან დესმოსომებით და ნექსუსებით
ატარებს აგზნებას კუმშვადი კარდიომიოციტებისკენ.
51. სეკრეტორული კარდიომიოციტებისთვის დამახასიათებელია სეკრეტორული გრანულები ნატრიურეთრული ფაქტორით,
მცირე რაოდენობით მიტოქონდრიები და მიოფიბრილები , განლაგებულია წინაგულებში.
52. რომელი ქსოვილები ქმნიან პერიკარდიუმის ფურცლებს ეპიკარდი – გულის გარეთა გარსი წარმოადგენს პერიკარდის ვისცერალურ
ფურცელს. ის ორი, შიგნითა შემაერთებელქსოვილოვანი და გარეთა ეპითელური შრისგან შედგება.
შემაერთებელქსოვილოვანი შრე წარმოდგენილია ფაშარი ბოჭკოვანი უფორმო შემაერთებელი ქსოვილით.ეპითელური შრე
მეზოთელიუმით ერთშრიანი ბრტყელი ეპითელიუმიით იქმნება.
53. რამდენი და რომელი შრეები გვხვდება ეპიკარდიუმის შემაერთებელქსოვილოვან ნაწილში? ეპიკარდის შემაერთებელქსოვილოვან
საფუძველში გამოყოფენ 4 შრეს: 1) კოლაგენური ბოჭკოების ზედაპირული შრე; 2) ელასტიური ბოჭკოების შრე; 3)
კოლაგენური ბოჭკოების ღრმა შრე; 4) ღრმა კოლაგენურ– ელასტიური შრე
54. რას უწოდებენ პოიკილოციტოზს? სისხლში სხვადასხვა ფორმის ერითროციტების მაღალ შემცველობას
55. რას უწოდებენ ანიზოციტოზს? სისხლში სხვადასხვა ზომის ერითროციტების მაღალი პროცენტული შემცველობა.
56. დაასახელეთ მარცვლოვანი ლეიკოციტები ანუ გრანულოციტები ნეიტროფილები,ეოზინოფილები,ბაზოფილები
57. მიელოიდური რიგის ლეიკოციტებისთვის დამახასიათებელია ძვლის ტვინის არადიფერენცირებული უჯრედებისგან
წარმოქმნა,დიფერენცირება და მომწიფება
58. ლიმფოიდური რიგის ლეიკოციტებისთვის დამახასიათებელია დიფერენცირება ძვლის ტვინში და მომწიფება
თიმუსში,ელენთაში,ლიმფურ კვანძებში
59. ერითროციტებისთვის დამახასიათებელია ეს მაღალდიფერენცირებული უჯრედები არ იყოფიან.ერითროციტების რიცხვის
მდგრადი შემცირება – ერითროპენია ან მათი რიცხვის მომატება – ერითროციტოზი.ერითროციტების რაოდენობა ჯანმრთელ
ზრდასრულ მამაკაცში 4,1–6 მლნ, ქალში კი 3,9–5,5მლნ. ერითროციტები დაფარულია თხელის გარსით –
პლაზმოლემით.ერითროციტის ციტოჩონჩხის ერთ–ერთ უმთავრეს კომპონენტს ფიბრილარული ცილა სპექტრინი
წარმოადგენს.ჰემოგლობინი ფილტვებში იკავშირებს ჟანგბადს და წარმოიქმნება ოქსიჰემოგლობინი,ქსოვილებში
გამოყოფილი ნახშირორჟანგი ხვდება ერითროციტებში და უკავშირდება ჰემოგლობინს დეზოქსიჰემოგლობინის
წარმოქმნით.ერითროციტების დაბერების პროცესი მიმდინარეობს 2 გზით: 1) პლაზმალემის უბნების ინვაგინაცია; 2)
ჰემოლიზი – ერითროციტის გარსის გახსნა და ჰემოგლობინის გამოსვლა.ერითროციტის ენერგიის წყარო გლუკოზაა,
რმელიც ანაერობული გზით რძის მჟავამდე იშლება.
60. რა ანიჭებს ერითროციტებს მოქნილობას? დეფორმაბელობის უნარის არსებობას და შენარჩუნებას მემბრანისა და ციტოჩონჩხის
სპეციფიური შენება და ურთიერთქმედება განაპირობებს
61. დაასახელეთ ერითროციტის ციტოჩონჩხის შემადგენელი ცილები სპექტრინი(ერთ-ერთი უმთავრესია)ხოლო მისი მოლეკულების
ერთმანეთთან დაკავშირებას აქტინი, ადდუსინი, ტროპომიოზინი და ტროპომოდულინი უზრუნველყოფს.
62. ნეიტროფილებისთვის დამახასიათებელია ცოტოპლაზმის მარცვლოვანება და სეგმენტირებული ბირთვი
63. ბაზოფილებისთვის დამახასიათებელია ალერგიულ რეაქციებში მონაწილეობა
64. ეოზინოფილებისთვის დამახასიათებელია სპეციფიკური მარცვლოვანება მთავარი ბაზისური ცილების შემცველობით
65. რამდენი დღე გრძელდება და სად მიმდინარეობს ნეიტროფილების სასიცოცხლო ციკლი? ნეიტროფილების სასიცოცხლო ციკლი 15 დღე
გრძელდება და ის მიმდინარეობს ძვლის ტვინში,სისხლსა და შემაერთებელ ქსოვილში

66. სად ხდება მომწიფებული ნეიტროფილების დაგროვება სისხლში გადასვლამდე? ძვლის ტვინში სამარაგო განყოფილებაში
67. სად ხდება ნეიტროფილების გამრავლება, დიფერენცირება და მომწიფება? ძვლის ტვინში
68. გრანულოციტებიდან რომელ უჯრედებშია დიდი რაოდენობით გლიკოგენის გრანულები? ეოზინოფილები
69. სპეციფიური ეოზინოფილური გრანულებისთვის დამახასიათებელია კრისტალოიდის გული ფუძე ცილის შემცველობით
70. გრანულოციტებიდან რომელი უჯრედის გრანულები ხასიათდება მეტაქრომაზიის უნარით? ბაზოფილები
71. დაასახელეთ უმარცვლო ლეიკოციტები ანუ აგრანულოციტები ლიმფოციტები,მონოციტები
72. უმარცვლო ლეიკოციტებისთვის დამახასიათებელია მრავალი არასეგმენტირებული ბირთვი
73. ლიმფოციტებისთვის დამახასიათებელია ძვლის წითელი ტვინი და თიმუსში ფირფიტები
74. მონოციტებისთვის დამახასიათებელია მაკროფაგებად დიფერენცირება
75. მიუთითეთ უჯრედი, რომელიც მაკროფაგად დიფერენცირდება მონოციტი
76. დაასახელეთ ლეიკოციტი, რომელსაც ახასიათებს რეცირკულაციის უნარი ლიმფოციტები
77. თრომბოციტებისათვის დამახასიათებელია წარმოიქმნებიან ძვლის ტვინში არსებული მეგაკარიოციტებისგან, გამოყოფენ
პერიფერიულ და ცენტრალურ უბნებს,უზრუნველყოფს სისხლდენის შეჩერებას
78. რით განსხვავდება თრომბოციტებში ჰიალომერი გრანულომერისგან? შეიცავს ირგვლივ განლაგებულ მიკრომილაკებსა და აქტინის
ფილამენტებს
79. რა არის გრანულომერი? თრომბოციტის ცენტრალური ზონა
80. რა არის ჰიალომერი? პერიფერიული ზონა,შეიცავს ირგვლივ განლაგებული მიკრომილაკების და აქტინის ფილამენტების ბადეს
81. ერითროპოეზის რომელი გზაა მართებული პროერითრობლასტი-ბაზოფილური ერითრობლასტი-პოლიქსომატოფილური
ერითრობლასტი
82. ჰემოპოეზის ჩამოთვლილ გზათაგან გამოყავით არასწორი თანმიმდევრობა პრომონოციტი-მონობლასტი-მონოციტი(ეს არის არასწორი
თანმიმდევრობა)
83. ძვლის ტვინში რეტიკულური უჯრედებისთვის დამახასიათებელია ისინი სისხლის განვითარებად უჯრედებთან უშუალო კონტაქტს
ამყარებს,რეტიკულური უჯრედები ერთმანეთს უკავშირდებიან და ქმნის სამგანზომილებიან ბადეს,რომელიც განვითარებად
სისხლის უჯრედებს საყრდენს უქმნის,რეტიკულური უჯრედები პირველი და მესამე ტიპის კოლაგენურ
ბოჭკოებს,გლიკოზამინოგლიკანებს,გლიკოპროტეინებს გამოიმუშავებს და სისხლის უჯრედებისთვის ხელსაყრელ გარემოს
ქმნის.
84. რომელი ტიპის კაპილარები გვხვდება ძვლის ტვინში? სინუსოიდური
85. რა არის ძვლის ტვინში არსებული მაკროფაგების ფუნქცია? მაკროფაგები დაბერებულ ერითროციტებს შლის და რკინის შემცველი
კომპლექსი ფერიტინი ახალგაზრდა ერითრობლასტებთან გადააქვს.ასევე გამოიმუშავებს ზრდის ფაქტორებს,რომელიც
ჰემოპოეზს ასტიმულირებს.
86. ერითროიდული რიგის რომელი უჯრედი აძევებს ბირთვს ციტოპლაზმის ვიწრო ზოლთან ერთად? ნორმობლასტები
87. გრანულოციტებიდან რომელი უჯრედებისთვისაა დამახასიათებელი დიფერენცირების დროს ჩხირბირთვიანი ფორმის განვითარება?
ნეიტროფილი,ეოზინოფილი,ბაზოფილი
88. რომელი უჯრედის დაშლის შედეგად მიიღება თრომბოციტები?
89. რომელი პროცესები უზრუნველყოფენ სისხლში ფორმიანი ელემენტების რაოდენობის შენარჩუნებას?
90. სისხლის რომელი ფორმიანი ელემენტი მიიღება ძვლის ტვინში უჯრედის დაშლით?
91. თიმუსისთვის დამახასიათებელია შემაერთებელქსოვილოვანი
კაფსულა და ტრაბეკულები,წილაკოვანი შემადგენლობა
თითოეულ წილაკში ქერქოვანი და ტვინოვანი ნივთიერებები

92. თიმუსში ქერქოვანი ნივთიერებისთვის დამახასიათებელია დიდი რაოდენობით მოუმწიფებელ ლიმფოციტებს და მცირე
რაოდენობით მაკროფაგებს შეიცავს.ლიმფოციტების დიდი რაოდენობა და კომფაქტური განლაგება ქერქის მუქ
შეფერილობას განაპირობებს
93. თიმუსში ტვინოვანი ნივთიერებისთვის დამახასიათებელია თითოეული წილაკის ტვინოვან ნივთიერებაში ჰასალის სხეულაკები
მდებარეობს. ეპითელურ სტრომაში ქერქთან შედარებით მცირე რაოდენობით მწიფე ლიმფოციტები,დიდი რაოდენობით
დენდრიტული უჯრედები და მაკროფაგებია.
94. რა ხდება თიმუსში? T ლიმფოციტების დიფერენცირება,გამრავლება და მომწიფება
95. რა ქმნის თიმუსის სტრომას? ეპითელურ-რეტიკულური უჯრედები
96. რისგან შედგება ჰემა-თიმუსური ბარიერი? ენდოთელური უჯრედები,კაპილარის ბაზალური მემბრანა,პერიციტები,ეპითელურ-
რეტიკულური უჯრედის ბაზალური მემბრანა და თავად ეპითელურ-რეტიკულური უჯრედი.
97. რა არის ჰემა-თიმუსური ბარიერის ფუნქცია? ეს ბარიერი განვითარების პროცესში მყოფ ტ ლიმფოციტებს სისხლში ცირკულაციაში
მყოფ ანტიგენთან შეხვედრისაგან იცავს.
98. თიმუსში თითოეული წილაკის ტვინოვან ნივთიერებაში არის ჰასალის სხეულაკისთვის დამახასიათებელია შედგება ერთმანეთზე
დაშრევებული ბრტყელი ეპითელური უჯრედებისგან
99. თიმუსის სტრომის წარმომქმნელი ეპითელურ-რეტიკულური უჯრედებისთვის დამახასიათებელია ციტოპლაზმაში ტონოფიბრილების
კონები
100. როგორი თანმიმდევრობით მიმდინარეობს თიმუსის ქერქოვან ნივთიერებაში T-უჯრედების განვითარება ორმად უარყოფითი-ორმაგად
დადებითი-დადებითი სელექცია-უარყოფითი სელექცია
101. რა იცავს თიმუსში განვითარების პროცესში მყოფ T-ლიმფოციტს სისხლში ცირკულაციაში მყოფ ანტიგენთან შეხვედრისგან? ჰემა-თიმუსური
ბარიერი
102. რას უწოდებენ ლიმფური კვანძის ჩაზნექილ ზედაპირს? ლიმფური კვანძის კარი
103. ლიმფური კვანძებისთვის დამახასიათებელია წარმოადგენს ლიმფის ფილტრს
მდებარეობს ლიმფური სადინარების გზებზე და ორგანიზმის თითქმის ყველა უბანშია
შედგება ლიმფოიდური ქსოვილისგან
104. ლიმფური კვანძის ქერქოვანი ნივთიერების გარეთა შრისთვის დამახასიათებელია რეტიკულური უჯრედების და ელასტიური ბოჭკოების
ნაზი ბადე
105. ლიმფური კვანძის ქერქოვანი ნივთირრების შიგნითა შრისთვის დამახასიათებელია არის მრავალრიცხოვანი ბაგირაკები
106. რა არის განლაგებული ლიმფური კვანძებში ლიმფური ფოლიკულის გამრავლების ზონაში? ლიმფობლასტები
107. რას უწოდებენ კიდის სინუსს? ლიმფურ კვანძში თაღისებურ სივრცეს გარეთა შრესა და კაფსულას შორის უწოდებენ კიდის სინუსს
108. რა უზრუნველყოფს სინუსებში ლიმფის ერთი მიმართულებით მოძრაობას? როგორც მომტან ასევე გამომტან სადინრებში სარქველების
არსებობა
109. რომელი უჯრედები არიან ჩართული ლიმფის გასუფთავების პროცესში?
110. ლიმფური კვანძის ტვინოვანი ნივთიერებისთვის დამახასიათებელია წარმოდგენილია ტვინოვანი ბაგირაკებით
111. სად მდებარეობს ელენთის თეთრ პულპაში T–ლიმფოციტები? პერიარტერიულ მუფტებში
112. რა ქმნის ელენთაში თეთრ პულპას? ლიმფოიდური ქსოვილი
113. ელენთაში წითელი პულპა ხასიათდება ელენთის ბაგირაკებსა და სინუსოიდებს შეიცავს .
მაკროფაგებს,ლიმფოციტებს,პლაზმურ უჯრედებს და დიდი რაოდენობით სისხლის ფორმიან ელემენტებს შეიცავენ
114. რისგან შედგება ელენთაში თეთრი და წითელი პულპის საზღვარზე მდებარე კიდურა ანუ მარგინალური ზონა? მცირე რაოდენობით
ლიმფოციტებისა და დიდი რაოდენობით მაკროფაგებისგან შედგება
115. თეთრ პულპაში სად მდებარეობს T ლიმფოციტები? პერიარტერიულ მუფტებში
116. როგორი ტიპის არტერიებს წარმოადგენენ ელენთაში ტრაბეკულური არტერიები? კუნთოვანი ტიპის არტერიებია
117. როგორი ტიპის ვენებია ელენთაში ტრაბეკულური ვენები? უკუნთო ტიპის ვენებია
118. რა არის დამახასიათებელი ელენთაში არსებული სინუსოიდებისთვის?
119. რომელი უჯრედები გვხვდება თეთრ პულპაში? ძირითადად მცირე
ლიმფოციტები,მცირე რაოდენობით საშუალო და დიდი
ლიმფოციტები,მაკროფაგები და პლაზმური უჯრედები შედის
120. ნუშის ლიმფოიდურ ქსოვილს ირგვლივ მდებარე ქსოვილებისგან გამოყოფს მკვრივი შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულა. რა არის მისი ფუნქცია?
კაფსულა ნუშიდან ინფექციის გავრცელებას უშლის ხელს
121. რას წარმოადგენენ ნუშები? ნუშები ნაწილობრივ ინკაფსულირებული ლიმფური ფოლიკულების ერთიბლიობაა
122. სასის ნუშისთვის დამახასიათებელია მათი უმრავლესობა გამრავლების ცენტრს შეიცავს.
123. ენის ნუშისთვის დამახასიათებელია თითოეულ ნუშს ერთი კრიპტა აქვს
124. ხახის ნუშისთვის დამახასიათებელია კენტია.შეიცავს დიფუზიურად განლაგებულ ლიმფოიდურ ქსოვილს და ფოლიკულებს
125. რას უწოდებენ ნუშებში კრიპტას? ნუშის ეპითელიუმი 10-20 ინვაგინაციას ქმნის,რომლებიც საკმაოდ ღრმაა და კრიპტები ეწოდება.

You might also like