You are on page 1of 14

¢ ID=00001 იღლიის ფოსოს სისლძარღვოვან-ნერვული კონის ელემენტებია:

//იღლიის არტერია, იღლიის ვენა და მხრის წნული


µ ლავიწქვეშა არტერია, ლავიწქვეშა ვენა და მხრის წნული
µ მხრის არტერია, მხრის ვენები და მხრის წნული
µ იღლიის არტერია, იღლიის ვენა და კისრის წნული
¢ ID=00005 რომელი ნერვის დაზიანებისას ვლინდება “ბრჭყალისმაგვარი მტევნის”
სიმპტომი?
µ საშუალო
µ კუნთ-კანის
µ სხივის
// იდაყვის
¢ ID=00010 რომელი ნერვის დაზიანებისას ვლინდება “დაკიდული მტევნის” სიმპტომი?
µ საშუალო
µ კუნთ_კანის
// სხივის
µ იდაყვის
¢ ID=00012 როგორ ყალიბდება საშუალო ნერვი იღლიის ფოსოში:
µ მხრის წნულის ლატერალური კონიდან
µ მხრის წნულის მედიალური კონიდან
// მხრის წნულის ლატერალური და მედიალური კონებიდან
µ ლატერალური და უკანა კონებიდან
¢ ID=00017 მხრის წნულის რომელი კონიდან ყალიბდება სხივის ნერვი:
µ ლატერალური
µ მედიალური
// უკანა
µ წინა
¢ ID=00021 რომელი ნერვის დაზიანებისას ვლინდება “მაიმუნის მტევნის სიმპტომი”:
µ კუნთ-კანის
// საშუალო
µ სხივის
µ იდაყვის
¢ ID=00026 კისრის წნული ყალიბდება:
µ ზურგის ტვინის ზედა 2 ნერვის წინა ტოტებით
µ ზურგის ტვინის ზედა 3 ნერვის წინა ტოტებით
// ზურგის ტვინის ზედა 4 ნერვის წინა ტოტებით
µ სახის ნერვის ტოტებით *
¢ ID=00033 კისრის წნულის ტოტებია:
µ ლავიწზედა, მკერდის მედიალური და ლატერალური ნერვები
µ კეფის დიდი და ნიკაპის ნერვები
µ კისრის განივი და მკერდის ლატერალური ნერვები
// კეფის მცირე, ყურის დიდი, კისრის განივი და ლავიწზედა ნერვები *
¢ ID=00035 სად პროეცირდება კისრის წნული:
µ ქვედაყბის კუთხეში
µ ლავიწის შუა წერტილში
µ მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის მედიალური კიდის შუა წერტილში
// მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის ლატერალური კიდის შუა წერტილში *
¢ ID=00044 ჩამოთვალეთ თავის ფორმები:
µენდოცეფალური, მორფოცეფალური, ბრაქიცეფალური
µ ექსტრაცეფალური, მეზოცეფალური, დოლიქოცეფალური
µდოლიქომორფული, მეზომორფული, ბრაქიმორფული
// დოლიქოცეფალი, მეზოცეფალი, ბრაქიცეფალი
¢ ID=00045 შუბლის მიდამოს სისხლით ამარაგებს:
µყურის წინა და უკანა არტერიები
µსახის და საფეთქლის არტერიები
// ჭაღზედა და თვალბუდის ზედა არტერიები
µჭაღქვედა და თვალბუდის ქვედა არტერიები
¢ ID=00046 რომელ ვენებს აკავშირებს ერთმანეთთან გამოსაშვები ვენები:
// ქალასარქველის რბილი საფარველის ვენებს და ტვინის მაგარი გარსის ვენურ სინუსებს
µჭაღზედა და თვალბუდის ზედა ვენებს
µყურის წინა და უკანა ვენებს
µსაფეთქლის ზედაპირულ და სახის ვენებს
¢ ID=00047 სად მდებარეობს ტვინის მაგარი გარსის განივი სინუსი?
// განივ ღარში
µსიგმოიდურ ღარში
µნათხემის კარავში
µთურქულ კეხზე
¢ ID=00048 დაასახელეთ შუბლ-თხემ-კეფის მიდამოს პირველი შემაერთებელქსოვილოვანი
შრე:
µმყესოვანი აბჯრის ქვეშ მდებარე შემაერთებელი ქსოვილი
// კანქვეშა ქსოვილი
µშუბლის კუნთის ქვეშ მდებარე შემაერთებელი ქსოვილი
µკეფის კუნთის ქვეშ მდებარე შემაერთებელი ქსოვილი
¢ ID=00049 შუბლ-თხემ-კეფის მიდამოში ძვლისაზრდელას ქვეშ ლოკალიზებული ჰემატომის ან
ჩირქგროვის გავრცელების ფარგლები:
µვრცელდება მთელ მიდამოში
µშუბლ-თხემ-კეფის მიდამოდან გადადის თვალბუდის მიდამოში
// შემოსაზღვრულია ერთი ძვლის ფარგლებით
µშემოსაზღვრულია ორი ძვლის ფარგლებით
¢ ID=00050 სიგმოიდური სინუსი მდებარეობს:
// სიგმოიდურ ღარში
µნათხემის კარავში
µგანივ ღარში
µდვრილისებრ მორჩში
¢ ID=00051 კრონლეინის სქემის მიხედვით ქვედა ჰორიზონტალურ ხაზს ავლებენ:
µთვალბუდის ქვედა კიდესა და დვრილისებრი მორჩის მწვერვალს შორის
µთვალბუდის ქვედა კიდესა და ყვრიმალის რკალზე
// თვალბუდის ქვედა კიდესა და გარეთა სასმენი ხვრელის ზედა კიდეზე
µთვალბუდის ზედა კიდეზე ჰორიზონტალურად
¢ ID=00052 ქალას ტვინისეულ ნაწილში არჩევენ:
µთვალბუდესა და სახის გარეთა ნაწილს
// ქალასარქველსა და ქალას ფუძეს
µქალას წინა და უკანა ნაწილებს
µჰემისფეროებსა და ნათხემს
¢ ID=00053 შუბლ-თხემ-კეფის მიდამოს მეორე შემაერთებელქსოვილოვანი შრე მდებარეობს:
// მყესოვანი აბჯრის ქვეშ
µშუბლის კუნთის ქვეშ
µკეფის კუნთის ქვეშ
µსაფეთქლის კუნთის ქვეშ
¢ ID=00054 საფეთქლის მიდამო ქვევიდან მოისაზღვრება:
µშუბლის ძვლის ყვრიმალის მორჩით ყვრიმალის რკალით
µყვრიმალის მორჩით
µყვრიმალის ძვლის შუბლის მორჩით
// ყვრიმალის რკალით *
¢ ID=00055 მღვიმოვანი სინუსის გარეთა კედელთან მდებარეობს:
// სამწვერა კვანძი
µსიმპათიკური კვანძი
µგულის კვანძი
µვარსკვლავისებრი კვანძი
¢ ID=00056 რას გამოხატავს ქალას მაჩვენებელი:
µქალას სიმაღლის პროცენტულ შეფარდებას მის სიგანესთან
// ქალას სიგანის პროცენტულ შეფარდებას მის სიგრძესთან
µქალას სიმაღლის პროცენტულ შეფარდებას მის სიგრძესთან
µქალას სიგრძის პროცენტულ შეფარდებას მის სიგანესთან
¢ ID=00057 ქალას რბილი საფარველის ჭრილობებს საკმაოდ ინტენსიური სისხლის დენა
ახასიათებთ, რადგანაც:
µტრავმის შედეგად გამოიყოფა ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს სისხლის დენას
// გადაკვეთილი სისხლძარღვების სანათურები არ ვიწროვდება
µსისხლის ძარღვები ჭრილობიდან გამოდიან გარეთ
µსისხლძარღვებს შორის უხვი ანასტომოზებია
¢ ID=00058 ქალას ტრავმის დროს შედარებით უფრო ადვილად, ხშირად და ფართო ფარგლებში
ზიანდება:
µძვლების ღრუბლისებრი ნივთიერება
µძვლების გარეთა ფირფიტა
// ძვლების შიგნითა ფირფიტა
µგარეთა და შიგნითა ფირფიტები ერთნაირად
¢ ID=00059 ქვედა საგიტალური სინუსი მდებარეობს:
µდიდი ტვინის ნამგლის ზედა კიდეში
// დიდი ტვინის ნამგლის ქვედა კიდეში
µდიდი ტვინის ნამგლის წინა ბოლოში
µდიდი ტვინის ნამგლის უკანა ბოლოში
¢ ID=00060 ქალასარქველზე ძირითადად ავლებენ:
µგასწვრივ განაკვეთებს
µგანივ განაკვეთებს
µირიბ განაკვეთებს
// რადიალურ განაკვეთებს
¢ ID=00061 სახის გვერდით მიდამოში ღრმა განაკვეთის მიმართულება უნდა
შეესაბამებოდეს:
µსამწვერა ნერვის ტოტების მსვლელობას
µსისხლძარღვების მსვლელობას
µლიმფური ძარღვების მსვლელობას
// სახის ნერვის ტოტების მსვლელობას
¢ ID=00062 შუბლ-თხემ-კეფის მიდამოს სისხლძარღვები მოთავსებულია:
µმყესოვანი აბჯრის ქვეშ განივად
µმყესოვანი აბჯრის ზევით გასწვრივად
// მყესოვანი აბჯრის ზევით რადიალურად
µმყესოვანი აბჯრის ზევით სპირალურად
¢ ID=00063 დვრილისებრი გამოსაშვები ვენა გაივლის:
µსაფეთქლის ძვლის ხვრელში
// დვრილისებრ ხვრელში
µსახის ნერვის არხში
µკეფის ხვრელში
¢ ID=00064 კეფის გამოსაშვები ვენა ერთმანეთთან აკავშირებს:
µკეფის ვენასა და სწორ სინუსს
// კეფის ვენას და განივ სინუსს
µსაფეთქლის ზედაპირულ ვენას და განივ სინუსს
µყურის უკანა ვენას და განივ სინუსს
¢ ID=00065 ყურ-საფეთქლის ნერვი გამოეყოფა:
µზედაყბის ნერვს
// ქვედაყბის ნერვს
µყვრიმალის ნერვს
µლოყის ნერვს
¢ ID=00066 შუა მენინგეალური არტერია ქალას ღრუში შედის:
// წვეტიანი ხვრელით
µმრგვალი ხვრელით
µოვალური ხვრელით
µ დიდი ხვრელით
¢ ID=00067 რა დანიშნულება აქვს ტვინისათვის მაგარი გარსის მორჩებს:
µიცავენ სისხლძარღვებს და ნერვებს
µიცავენ ლიმფურ ძარღვებს
µგამოყოფენ თავ-ზურგ-ტვინის სითხეს
// ასრულებენ ამორტიზატორის როლს
¢ ID=00068 ტვინის მაგარ გარსს კვებავს:
µშუა მენინგეალური, ხერხემლის და ტვინის შუა არტერიები
µწინა მენინგეალური და ხახის დასწვრივი არტერიები
µუკანა მენინგეალური, ხერხემლის და ტვინის უკანა არტერიები
// წინა, შუა და უკანა მენინგეალური არტერიები
¢ ID=00069 ზედა საგიტალური სინუსი ვრცელდება:
// ბრმა ხვრელიდან კეფის შიგნითა შემაღლებამდე
µნაზიონიდან თურქულ კეხამდე
µგლაბელადან ქედის ქვედა ხაზამდე
µბრმა ხვრელიდან მღვიმოვან სინუსამდე
¢ ID=00070 კეფის სინუსი გაივლის:
µმღვიმოვანი სინუსის ლატერალურად
µგანივი ღარის პარალელურად
µსიგმოიდური ღარის გასწვრივ
// ნათხემის ნამგლის ძირში
¢ ID=00071 ცენტრალური ღარი გამოყოფს:
µთხემის წილს კეფის წილისაგან
µშუბლის წილს საფეთქლის წილისაგან
µთავის თვინის ჰემისფეროებს ერთმანეთისაგან
// შუბლის წილს თხემის წილისაგან
¢ ID=00072 ქალა-ტვინის ტოპოგრაფიას შეისწავლიან:
µჩიქოვანის სქემით
// კრონლეინის სქემით
µბურდენკოს სქემით
µჯანელიძის სქემით *
¢ ID=00073 სახის ღრმა მიდამოში ზედა ყბის არტერიას გამოეყოფა:
// შუა მენინგეალური არტერია, კბილბუდეთა ქვედა არტერია, საღეჭი არეტრია, საფეთქლის
ღრმა არტერიები, ლოყის არტერია
µუკანა მენინგეალური არტერია, კბილბუდეთა ქვედა არტერია, საღეჭი არტერია, საფეთქლის
ღრმა არტერიები, ლოყის არტერია
µწინა და უკანა მენინგეალური არტერიები, საღეჭი არტერია
µშუა მენინგეალური არტერია, კბილბუდეთა ზედა უკანა არტერიები
¢ ID=00074 თავი იყოფა
µსახისა და პირის ნაწილებად
// ტვინისა და სახის ნაწილებად
µქალასარქველად და ქალას ფუძედ
µტვინისა და კისრის ნაწილებად
¢ ID=00075 რომელი ნერვია თხემის მიდამოში:
// ყურ-საფეთქლის ნერვი
µყურის წინა ნერვი
µყურის უკანა ნერვი
µსაფეთქლის ზედაპირული ნერვი
¢ ID=00076 საფეთქლის მიდამო წინიდან მოისაზღვრება:
µშუბლის ძვლის ყვრიმალის მორჩი და ყვრიმალის რკალი
µყვრიმალის ძვლის შუბლის მორჩი და ყვრიმალის რკალი
// შუბლის ძვლის ყვრიმალის მორჩი და ყვრიმალის ძვლის შუბლის მორჩი
µსაფეთქლის ზედა ხაზი და ყვრიმალის რკალი
¢ ID=00077 ქსელქვეშა სივრცე მდებარეობს:
µმაგარ გარსსა და ძვალს შორის
µმაგარ გარსსა და ქსელისებრ გარსებს შორის
// ქსელისებრ და რბილ გარსებს შორის
µრბილი გარსის ქვეშ
¢ ID=00078 თხემის მიდამოს სისხლით ამარაგებს:
µყურის წინა და უკანა არტერიები
// საფეთქლის ზედაპირული და ყურის უკანა არტერიები
µსაფეთქლის გარეთა და ყურის გარეთა არტერიები
µთხემის და შუბლის უკანა არტერიები
¢ ID=00079 საფეთქლის მიდამო ზევიდან და უკნიდან მოისაზღვრება:
µყვრიმალის ძვლის შუბლის მორჩით
µსაფეთქლის ქვედა ხაზით
µსაფეთქლის შუა ხაზით
// საფეთქლის ზედა ხაზით
¢ ID=00080 მღვიმოვანი სინუსის ზედა ლატერალური კედლის სისქეში განლაგებულია:
µცდომილი, ენის, ჭაღზედა ნერვები
// თვალის მამოძრავებელი, ჭაღისებრი და თვალბუდის ნერვები
µთვალის მამოძრავებელი, განმზიდველი და ცთომილი ნერვები
µჭაღისებრი, ჭაღზედა და საცრემლე ნერვი
¢ ID=00081 კრონლეინის სქემის მიხედვით სად გაავლებენ შუა ვერტიკალურ ხაზს?
µყვრიმალის რკალის შუა წერტილიდან
// საფეთქელ-ქვედაყბის სახსრიდან
µდვრილისებრი მორჩის წინა კიდიდან
µდვრილისებრი მორჩის უკანა კიდიდან
¢ ID=00082 შუბლ-თხემ-კეფის მიდამოს კანი არის:
µთხელი, მოძრავი, უთმო
µსქელი, მოძრავი, თმით შემოსილი
// სქელი, მკვრივი, მცირედ მოძრავი, თმით შემოსილი
µთხელი და უძრავი
¢ ID=00083 ოპერაციის დროს პერიკრანიუმი უნდა დაიზოგოს, რადგანაც:
µიგი იცავს ძვალს დაზიანებისაგან
µიგი ძალზე ფაშარია
// მასში გაივლის ძვლის მკვებავი სისხლძარღვები
µმასში დიდი რაოდენობითაა ნერვების დაბოლოებანი
¢ ID=00084 სად გაივლის საფეთქლის ღრმა სისხლძარღვები და ნერვები
µსაფეთქლის კუნთის გარეთა ზედაპირზე
// საფეთქლის კუნთსა და საფეთქლის ძვალს შორის
µსაკუთარი ფასციის ორ ფურცელს შორის
µსაფეთქლის ფასციასა და საფეთქლის კუნთს შორის
¢ ID=00085 კრონლეინის სქემის მიხედვით ზედა ჰორიზონტალური ხაზი გაივლება:
// თვალბუდის ზედა კიდეზე ქვედა ჰორიზონტალური ხაზის პარალელურად
µთვალბუდის ქვედა კიდეზე ჰორიზონტალურად
µწარბზედა რკალების დონეზე ჰორიზონტალურად
µცხვირის ფუძის დონეზე ჰორიზონტალურად
¢ ID=00086 ფრონტოპეტალური ქალას უმეტესი ნაწილი მოთავსებულია:
µყვრიმალის რკალების შემაერთებწლი ხაზის წინ
µგარეთა სასმენი ხვრელების შემაერთებელი ხაზის უკან
// გარეთა სასმენი ხვრელების შემაერთებელი ხაზის წინ
µყვრიმალის ბორცვების შემაერთებელი ხაზის უკან
¢ ID=00087 რომელი ნერვებია შუბლის მიდამოში:
µყურის წინა და უკანა ნერვები
µთვალბუდის ზედა და თვალბუდის ქვედა ნერვები
µჭაღზედა და თვალბუდის ქვედა ნერვები
// ჭაღზედა და თვალბუდის ზედა ნერვები
¢ ID=00088 საფეთქლის მიდამოს პირველი შემაერთებელქსოვილოვანი შრეა:
// კანქვეშა ქსოვილი
µაპონევროზის ქვეშ მდებარე ქსოვილი
µძვლისაზრდელას ქვეშ მდებარე ქსოვილი
µყურის ნიჟარის წინ მდებარე ქსოვილი
¢ ID=00089 მაგარ გარსსა და ქალას ძვლებს შორის ნაპრალია, რომელსაც ეწოდება:
// ეპიდურული სივრცე
µსუბდურული სივრცე
µსუბარაქნოიდული სივრცე
µსუბეპიდურული სივრცე
¢ ID=00090 კრონლეინის სქემის მიხედვით საგიტალურ ხაზს ავლებენ:
µნაზიონსა და ბრეგმას შორის
// ნაზიონსა და კეფის გარეთა შემაღლებას შორის
µნიკაპის შუა წერტილზე
µთვალბუდის ზედა კიდის შუაში
¢ ID=00091 ქალასარქველზე გამოიყოფა:
µშუბლის, კეფის, თვალბუდის მიდამოები
// შუბლ-თხემ-კეფის, საფეთქლისა და დვრილისებრი მორჩის მიდამოები
µცხვირის, პირის, ლოყის მიდამოები
µნიკაპის, ლოყის, ცხვირის მიდამოები
¢ ID=00092 ქალასარქველის გადაკვეთილი სისხლძარღვების სანათური არ ვიწროვდება,
რადგან:
µსისხლძარღვთა კედლები მტკიცედ არის დაკავშირებული კანთან
µსისხლძარღვთა კედლები მტკიცედ არის დაკავშირებული კუნთებთან
µსისხლძარღვთა კედლები მტკიცედ არის დაკავშირებული ძვლისაზრდელასთან
// სისხლძარღვთა კედლები მტიკიცედ არის დაკავშირებული კანქვეშა
შემაერთებელქსოვილოვან ფირფიტებსა და ხარიხებთან
¢ ID=00093 დვრილისებრი გამოსაშვები ვენა ერთმანეთთან აკავშირებს:
µკეფის ვენას და ზედა საგიტალურ სინუსს
µსაფეთქლის ზედაპირულ ვენასა და სიგმოიდურ სინუსს
µსაფეთქლის ზედაპირულ ვენასა და განივ სინუსს
// კეფის ვენასა და სიგმოიდურ სინუსს
¢ ID=00094 საფეთქლის ზედაპირული ფასცია წარმოადგენს:
µკისრის შიგნითა ფასციის პარიესული ფურცლის გაგრძელებას
µკისრის შიგნითა ფასციის ვისცერული ფურცლის გაგრძელებას
µკისრის მესამე ფასციის გაგრძელებას
// მყესოვანი აბჯრის გაგრძელებას
¢ ID=00095 საფეთქლის ფასცია იყოფა:
µპარიესულ და ვისცერალ ფურცლებად
µზედა და ქვედა ფურცლებად
// ზედაპირულ და ღრმა ფურცლებად
µკომპაქტურ და დაცხრილულ ფირფიტებად
¢ ID=00096 შუა მენინგეალური არტერია იყოფა:
µზედა და შუა ტოტებად
// წინა და უკანა ტოტებად
µზედა და ქვედა ტოტებად
µგარეთა და შიგნითა ტოტებად
¢ ID=00097 დიდი ტვინის ნამგალი გადაჭიმულია:
// მამლის ბიბილოდან კეფის შიგნითა შემაღლებამდე
µნაზიონიდან კეფის შიგნითა შემაღლებამდე
µგლაბელადან კეფის გარეთა შემაღლებამდე
µმამლის ბიბილოდან თურქულ კეხამდე
¢ ID=00098 წინა მენინგელური არტერია გამოეყოფა:
µზედაყბის არტერიას
µსასის დასწვრივ არტერიას
µფრთისებრი არხის არტერიას
// ტვინის წინა არტერიას
¢ ID=00099 ზედა საგიტალური სინუსის სანათური:
µოთხკუთხედის ფორმისაა
// სამკუთხა ფორმისაა
µრომბისებრი ფორმისაა
µქვიშის საათის ფორმისაა
¢ ID=00100 სინუსთა შერთული იქმნება:
// ზედა საგიტალური, სწორი, კეფისა და განივი სინუსების შეერთებით
µქვედა საგიტალური და სწორი სინუსების შეერთებით
µზედა საგიტალური და ქვედა საგიტალური სინუსების შეერთებით
µგანივი და სიგმოიდური სინუსების შეერთებით
¢ ID=00101 ლატერალური ღარი გამოყოფს:
µთავის ტვინის ჰემისფეროებს ერთმანეთისაგან
µნათხემის ჰემისფეროებს ერთმანეთისაგან
µშუბლის წილს თხემის წილისაგან
// საფეთქლის წილს შუბლის წილისაგან, ნაწილობრივ აგრეთვე თხემის წილისაგან
¢ ID=00102 ტვინის მაგარი გარსის ზედა საგიტალური სინუსი კრონლეინის სქემის მიხედვით
პროეცირდება:
µზედა ჰორიზონტალურ ხაზზე
µქვედა ჰორიზონტალურ ხაზზე
µწინა ვერტიკალური ხაზის ზედა მესამედში
// საგიტალურ ხაზზე გლაბელლას შუა წერტილიდან კეფის გარეთა შემაღლებამდე
¢ ID=00103 სახის ნერვი გამოდის:
µმრგვალი ხვრელით
µოვალური ხვრელით
µწვეტიანი ხვრელით
// სადგის-დვრილისებრი ხვრელიდან
¢ ID=00104 შუბლ-თხემ-კეფის მიდამოს უკანა საზღვარია:
µქედის ზედა და ქვედა ხაზები
µკეფის დიდი ხვრელის უკანა კიდე
// კეფის გარეთა შემაღლება და ქედის ზედა ხაზი
µკეფის გარეთა შემაღლება და გარეთა სასმენ ხვრელზე გავლებული ხაზი
¢ ID=00105 რომელი შრეები შედის სკალპის შემადგენლობაში?
// კანი, კანქვეშა ქსოვილი და მყესოვანი აბჯარი
µკანი, კანქვეშა ქსოვილი და ქალასარქველის ძვლები
µშუბლისა და კეფის კუნთები ძვლისაზრდელა
µქალასარქველის ძვლები ძვლისაზრდელასთან ერთად
¢ ID=00106 სად არის მოთავსებული საფეთქლის მიდამოს მეორე შემაერთებელქსოვილოვანი
შრე?
// საფეთქლის ფასციის ზედაპირული და ღრმა ფურცლებს შორის
µსაფეთქლის ზედაპირულ და საკუთარ ფასციებს შორის
µზედაპირული ფასციის ორ ფურცელს შორის
µსაფეთქლის კუნთსა და საკუთარ ფასციას შორის
¢ ID=00107 კრონლეინის სქემით სად გაავლებენ წინა ვერტიკალურ ხაზს.
// ყვრიმალის რკალის შუა წერტილიდან
µყვრიმალის რკალის ბოლო წერტილიდან
µსაფეთქელ-ქვედაყბის სახსრიდან
µდვრილისებრი მორჩის უკანა კიდიდან
¢ ID=00108 რომელი ნერვებია კეფის მიდამოში?
µკეფის წინა და უკანა ნერვები
µკეფის მცირე და საშუალო ნერვები
// კეფის მცირე და დიდი ნერვები
µკეფის გარეთა და შიგნითა ნერვები
¢ ID=00109 სად მდებარეობს საფეთქლის მიდამოს მესამე შემაერთებელქსოვილოვანი სივრცე:
// საფეთქლის კუნთსა და საფეთქლის ფასციას შორის
µსაფეთქლის ფასციის ორ ფურცელს შორის
µსაფეთქლის ძვლის ძვლისაზრდელას ქვეშ
µზედაპირულ და საკუთარ ფასციებს შორის
¢ ID=00110 თავის სიგრძეა:
// მანძილი გლაბელადან კეფის ძვლის ყველაზე დაშორებულ წერტილამდე
µმანძილი ნაზიონიდან ბრეგმამდე
µმანძილი წარბზედა რკალებს შორის
µმანძილი ყვრიმალის რკალებს შორის
¢ ID=00111 ქალასარქველის რბილი ქსოვილების სისხლძარღვები და ნერვები თითოეულ
მხარეზე ქმნიან:
µ 7 კონას, რომელთაგან 3 ამარაგებს შუბლის მიდამოს, 2-თხემის მიდამოს და 2-კეფის
მიდამოს.
µ 6 კონას, რომელთაგან 2 ამარაგებს შუბლის მიდამოს, 2-თხემის მიდამოს და 2-კეფის
მიდამოს.
//5 კონას, რომელთაგან 2 ამარაგებს შუბლის მიდამოს, 1-თხემის მიდამოს და 2-კეფის
მიდამოს.
µ 4 კონას, რომელთაგან 2 ამარაგებს შუბლის მიდამოს 1-თხემის მიდამოს და 1-კეფის
მიდამოს.
¢ ID=00112 ქალასარქველის ძვალი შედგება:
µგარეთა და შიგნითა კომპაქტური ფირფიტებისაგან, რომელთა შორის მდებარეობს ფაშარი
ცხიმოვანი ქსოვილი
// გარეთა და შიგნითა კომპაქტური ფირფიტებისაგან, რომელთა შორის მდებარეობს დიპლოე
µგარეთა და შიგნითა კომაქტური ფირფიტებისაგან, რომელთა შორის მდებარეობს ლიმფოიდური
ქსოვილი
µგარეთა და შიგნითა კომპაქტური ფირფიტებისაგან, რომელთა შორისაა მყესოვანი აბჯარი
¢ ID=00113 ზედა საგიტალური სინუსი მოთავსებულია:
µდიდი ტვინის ნამგლის დასაწყისში
// დიდი ტვინის ნამგლის ზედა კიდეში
µდიდი ტვინის ნამგლის ბოლოში
µნათხემის კარავში
¢ ID=00114 კრონლეინის მიხედვით სად გაავლებენ უკანა ვერტიკალურ ხაზს:
µყვრიმალის რკალის შუა წერტილიდან
µსაფეთქელ-ქვედა ყბის სახსრიდან
// დვრილისებრი მორჩის უკანა კიდიდან
µდვრილისებრი მორჩის წინა კიდიდან
¢ ID=00115 შუბლ-თხემ-კეფის მიდამოს წინა საზღვარია:
µთვალბუდის ქვედა კიდე
µთვალბუდის ლატერალური კუთხე
µთვალბუდის მედიალური კუთხე
// თვალბუდის ზედა კიდე
¢ ID=00116 რა განაპირობებს ქალასარქველის არეში სკალპირებული ჭრილობის განვითარების
შესაძლებლობას:
µმყესოვანი აბჯრის მტკიცე კავშირი ძვლისაზრდელასთან და სუსტი კავშირი კანთან
// მყესოვანი აბჯრის მტკიცე კავშირი კანთან და სუსტი კავშირი ძვლისაზრდელასთან
µკანქვეშა ქსოვილში ცხიმოვანი ჯირკვლების დიდი რაოდენობა
µთავის ინდივიდუალური ფორმა
¢ ID=00117 რომელ ჯირკვალში გაივლის საფეთქლის ზედაპირული არტერია და ყურ- საფეთქლის
ნერვი:
µქვედაყბისქვეშა ჯირკვალში
µენისქვეშა ჯირკვალში
// ყბა-ყურის ჯირკვალში
µნუშისებრ ჯირკვალში
¢ ID=00118 მღვიმოვან სინუსს წინიდან ერთვის:
µშიგნითა საძილე არტერია და ვენა
// თვალბუდის ზედა და ქვედა ვენები
µგარეთა საუღლე ვენა და კუთხის არტერია
µსახის ვენა და არტერია
¢ ID=00119 კრონლეინის სქემის მიხედვით შუა მენინგეალური არტერიის მთავარი ღერო
გაივლის:
// ქვედა ჰორიზონტალურ და წინა ვერტიკალური ხაზების გადაკვეთის წერტილში
µწინა ვერტიკალური და საგიტალური ხაზების გადაკვეთის წერტილში
µშუა ვერტიკალურ და საგიტალური ხაზების გადაკვეთის წერტილებში
µუკანა ვერტიკალურ და საგიტალური ხაზების გადაკვეთის წერტილში
¢ ID=00120 შუბლ-თხემ-კეფის მიდამოს ძვლოვანი საფუძველია:
// შუბლისა და კეფის ქიცვები და თხემის ძვლის ნაწილი
µშუბლის ძვლის უკანა მესამედი, თხემისა და კეფის ძვლების ნაწილები
µთვალბუდის ძვლოვანი კიდეები და საფეთქლის ძვლის ზედა ნახევარი
µთხემის ძვალი მთლიანად და საფეთქლის ძვლის ზედა ნაწილი
¢ ID=00121 შუბლ-თხემ-კეფის მიდამოს შრეებია:
// კანი, კანქვეშა ქსოვილი, მყესოვანი აბჯარი, ფაშარი შემაერთებელქსოვილოვანი
ჩანაფენი, ძვლისაზრდელა, ფაშარი შემაერთებელქსოვილოვანი ჩანაფენი, ძვალი
µკანი, კანქვეშა ქსოვილი, მყესოვანი აბჯარი, ძვლისაზრდელა, ძვალი
µკანი, კანქვეშა ქსოვილი, კანქვეშა ფასცია, საკუთარი ფასცია, ძვლისაზრდელა, ძვალი
µკანი, კანქვეშა ქსოვილი, კუნთოვანი ქსოვილი, ძვლისაზრდელა, ძვალი
¢ ID=00122 თხემის გამოსაშვები ვენა გაივლის:
µწვეტიან ხვრელში
µსაუღლე ხვრელში
µდაცხრილულ ფირფიტაში
// თხემის ხვრელში
¢ ID=00123 საფეთქლის ზედაპირული არტერია გამოეყოფა:
µსახის არტერიას
µზედაყბის არტერიას
µკბილბუდეთა ზედა უკანა არტერიას
// გარეთა საძილე არტერიას
¢ ID=00124 საფეთქლის ფორაკის შემქმნელი ძვლების შიგნითა ზედაპირზე გაივლის:
µზედაყბის არტერია
µყურ-საფეთქლის ნერვი
µწინა მენინგეალური არტერია
// შუა მენინგეალური არტერია
¢ ID=00125 თავის ტვინი დაფარულია:
µსეროზული, ლორწოვანი და ლორწქვეშა გარსებით
µსეროზული, ბადისებრი და მკვრივი გარსებით
// მაგარი, ქსელისებრი და რბილი გარსებით
µუშუალოდ ძვლებით
¢ ID=00126 თავის ტვინის რომელ ნაწილებს შორის მდებარეობს ნათხემის კარავი:
µშუბლისა და თხემის წილებს შორის
// კეფის წილსა და ნათხემს შორის
µთხემის წილსა და კეფის წილს შორის
µშუბლის და საფეთქლის წილებს შორის
¢ ID=00127 უკანა მენინგელური არტერია გამოეყოფა:
µზედა ყბის არტერიას
µსასის დასწვრივ არტერიას
// ხახის ასწვრივ არტერიას
µტვინის შუა არტერიას
¢ ID=00128 ზედა საგიტალური სინუსის დიამეტრი:
µმთელ სიგრძეზე თანაბარია
µწინისაკენ თანდათან მატულობს
// უკნისაკენ თანდათან მატულობს
µშუა მესამედში მკვეთრად განიერია
¢ ID=00129 სად მდებარეობს სინუსთა შერთული:
µკეფის გარეთა შემაღლებასთან
// კეფის შიგნითა შემაღლებასთან
µთურქულ კეხთან
µმამლის ბიბილოსთან
¢ ID=00130 თავის ტვინი სისხლით მარაგდება:
// შიგნითა საძილე და ხერხემლის არტერიებით
µგარეთა და შიგნითა საძილე არტერიებით
µგარეთა საძილე და ხერხემლის არტერიებით
µკეფის უკანა და ტვინის წინა არტერიებით
¢ ID=00131 კრონლეინის სქემის მიხედვით შუა მენინგეალური არტერიის წინა ტოტი
გაივლის:
µწინა ვერტიკალური და საგიტალური ხაზების გადაკვეთის წერტილში
µშუა ვერტიკალური და საგიტალური ხაზების გადაკვეთის წერტილში
µუკანა ვერტიკალური და ზედა ჰორიზონტალური ხაზების გადაკვეთის წერტილში
// ზედა ჰორიზონტალური და წინა ვერტიკალური ხაზების გადაკვეთის წერტილში
¢ ID=00132 სახის ნერვს გამოეყოფა შემდეგი ტოტები:
µსაფეთქლის, შუბლის, თვალბუდის, ცხვირის, ყურის
µსაფეთქლის, ყურ-საფეთქლის, კეფის, საღეჭი, ლოყის
µყურ-საფეთქლის, შუბლის, ლოყის, ტუჩების, კისრის
// საფეთქლის, ყვრიმალის, ლოყის, ქვედა ყბის სანაპირო, კისრის
¢ ID=00133 შუბლ-თხემ-კეფის მიდამოს კანი დიდი რაოდენობით შეიცავს:
µსანერწყვე და ოფლის ჯირკვლებს
µსანერწყვე ჯირკვლებს
// ცხიმისა და ოფლის ჯირკვლებს
µსეროზულ და ცხიმის ჯირკვლებს
¢ ID=00134 როგორია მყესოვანი აბჯრის ქვეშ განვითარებული სისხლჩაქცევის ანდა
ჩირქოვანი კერის გავრცელების ფარგლები:
µშემოსაზღვრულია
// ვრცელდება თითქმის მთელ შუბლ-თხემ-კეფის მიდამოში
µვრცელდება ერთი ძვლის ფარგლებში
µვრცელდება მხოლოდ გვერდებზე
¢ ID=00135 შუბლ-თხემ-კეფის მიდამო გვერდიდან მოისაზღვრება:
µსაფეთქლის ქვედა ხაზით
µსაფეთქლის შუა ხაზით
// საფეთქლის ზედა ხაზით
µყვრიმალის რკალით
¢ ID=00136 ქალასარქველის მესამე შემაერთებელქსოვილოვანი შრე მდებარეობს:
// პერიკრანიუმის ქვეშ
µმყესოვანი აბჯრის ქვეშ
µკანქვეშ
µქალასარქველის ძვალსა და მაგარ გარსს შორის
¢ ID=00137 საიდან აგროვებენ სისხლს ტვინის მაგარი გარსის ვენური სინუსები?
µსახიდან და ცხვირის ღრუდან
// ტვინიდან და ქალას ძვლებიდან
µსახის რბილი ქსოვილებიდან
µქალასარქველის რბილი ქსოვილებიდან
¢ ID=00138 როგორია ბრაქიცეფალური თავის ქალას მაჩენებელი:
µ95 და მეტი
µ90 და მეტი
µ91 და მეტი
// 81 და მეტი
¢ ID=00139 კეფის მიდამოს სისხლით ამარაგებს:
µსაფეთქლის ზედაპირული და ყურის უკანა არტერიები
µყურის უკანა და საფეთქლის უკანა არტერიები
µკეფის უკანა და შუა არტერიები
// კეფისა და ყურის უკანა არტერიები
¢ ID=00140 რომელი სისხლძარღვები და ნერვი გაივლის ყურის ნიჟარის წინ კანქვეშა
ქსოვილში:
// საფეთქლის ზედაპირული არტერია, ვენა და ყურ-საფეთქლის ნერვი
µსაფეთქლის ზედაპირული არტერია, ვენა და ქვედაყბის ნერვი
µსაფეთქლის ზედაპირული არტერია, ვენა და ყურის წინა ნერვი
µგარეთა საძილე არტერია, ვენა და სახის ნერვი
¢ ID=00141 სად მდებარეობს მღვიმოვანი სინუსი:
// თურქული კეხის გვერდებზე
µკეფის შიგნითა შემაღლების ირგვლივ
µკეფის გარეთა შემაღლების ირგვლივ
µდიდი ტვინის ნამგალში
¢ ID=00142 შუბლ-თხემ-კეფის მიდამოს კანი მცირედ მოძრავია, რადგანაც:
// მტკიცედ არის დაკავშირებული კანქვეშა ქსოვილთან და მყესოვან აბჯართან ხარიხებით
µშეზრდილია შუბლის კუნთთან
µშეზრდილია კეფის კუნთთან
µმტკიცედ არის დაკავშირებული ძვალთან
¢ ID=00143 როგორია ქალასარქველის კანქვეშა ქსოვილში განვითარებული სისხლჩაქცევის ან
ჩირქოვანი კერის გავრცელების ფარგლები:
// ჩვეულებრივ შემოსაზღვრულია
µგავრცელებულია მთელს ქალასარქველზე
µგავრცელებულია ერთი ძვლის ფარგლებში
µჩვეულებრივ ვრცელდება თვალბუდის მიდამოში
¢ ID=00144 შუბლ-თხემ-კეფის მიდამოს კანქვეშა ქსოვილში დიდი რაოდენობითაა:
µლორწოვანი ჯირკვლები
µსეროზული, ცხიმის, ოფლის ჯირკვლვები
// მკვრივბოჭკოვანი ხარიხები და კონები
µმყესოვანი სიმები
¢ ID=00145 რა გაივლის დიპლოეს არხებში:
µვენური სინუსები
// დიპლოეს ვენები
µვენულები და არტერიოლები
µარტერიულ-ვენური შუნტები
¢ ID=00146 თხემის გამოსაშვები ვენა ერთმანეთთან აკავშირებს:
// საფეთქლის ზედაპირულ ვენასა და ზედა საგიტალურ სინუსს
µყურის უკანა ვენას და ზედა საგიტალურ სინუსს
µსაფეთქლის ზედაპირულ ვენას და ქვედა საგიტალურ სინუსს
µყურის უკანა ვენას და ქვედა საგიტალურ სინუსს
¢ ID=00147 ყურის ნიჟარის უკან, კანქვეშა ქსოვილში, გაივლის:
// ყურის უკანა არტერია
µყურის გარეთა არტერია
µყურის წინა არტერია
µყურის შიგნითა არტერია
¢ ID=00148 შუა მენინგეალური არტერია გამოეყოფა:
µხერხემლის არტერიას
µლავიწქვეშა არტერიას
µსახის არტერიას
// ზედა ყბის არტერიას
¢ ID=00149 როგორია კავშირი მაგარ გარსსა და ძვლებს შორის ქალასარქველის არეში და
ქალას ფუძეზე:
µორივე ადგილზე სუსტია
µორივე ადგილზე მტკიცეა
µქალასარქველზე მტკიცეა, ქალას ფუძეზე – სუსტი
// ქალასარქველზე სუსტია, ქალას ფუძეზე – მტკიცე
¢ ID=00150 ნათხემის ჰემისფეროებს შორის მდებარეობს:
// ნათხემის ნამგალი
µდიდი ტვინის ნამგალი
µკეხის შუასაძგიდი
µნათხემის კარავი
¢ ID=00151 მაგარ გარსს ანერვებს:
µსახის და ენა-ხახის ნერვები
// სამწვერა და ცთომილი ნერვები
µდამატებითი და განმზიდველი ნერვები
µჭაღისებრი და თვალის მამოძრავებელი ნერვები
¢ ID=00152 ქვედა საგიტალური სინუსი უკანა ბოლოთი უერთდება:
µზედა საგიტალურ სინუსს
µგანივ სინუსს
µსიგმოიდურ სინუსს
// სწორ სინუსს
¢ ID=00153 სუბდურული სივრცე მდებარეობს:
µმაგარ გარსსა და ქალას ძვლებს შორის
µსაფეთქლისა და შუბლის ძვლებს შორის
// მაგარ გარსსა და ქსელისებრ გარსს შორის
µკეფის ძვალსა და მაგარ გარსს შორის
¢ ID=00154 თავის ტვინის ვენებში არჩევენ:
µპარიესულ და ვისცერალ ვენებს
// ზედაპირულ და ღრმა ვენებს
µგარეთა და შიგნითა ვენებს
µზედა და ქვედა სართულის ვენებს
¢ ID=00155 კრონლეინის სქემის მიხედვით შუა მენინგეალური არტერიის უკანა ტოტი
გაივლის:
// ზედა ჰორიზონტალური და უკანა ვერტიკალური ხაზების გადაკვეთის წერტილში
µწინა ვერტიკალური და საგიტალური ხაზების გადაკვეთის წერტილში
µშუა ვერტიკალური და საგიტალური ხაზების გადაკვეთის წერტილში
µუკანა ვერტიკალური და ქვედა ჰორიზონტალური ხაზების გადაკვეთის წერტილში
¢ ID=00156 საჯდომი ნერვი მენჯის ღრუდან გამოდის:
µდამხრუავი ხვრელით
//ქვედა მსხილისებრი ხვრელით
µზედა მსხლისებრი ხვრელით
µწინა მსხლისებრი ხვრელით
¢ ID=00157 რა ახასიათებს შუბლ-თხემ-კეფის მიდამოს ძვლისსაზრდელას ქვეშ მდებარე
ჰემატომას?
µ კოპის ფორმა აქვს
//ვრცელდება ერთი ძვლის ფარგლებში
µ თავისუფლად ვრცელდება შუბლ-თხემ-კეფის მიდამოს ფარგლებში
µ თავისუფლად ვრცელდება სახეზე
¢ ID=00158 ტვინის ცენტრალური ღარი პროექცირდება:
µ ქვედა ჰორიზონტალური და წინა ვერტიკალური ხაზების გადაკვეთის წერტილიდან საგიტალური
და უკანა ვერტიკალური ხაზების გადაკვეთის წერტილამდე
//ზედა ჰორიზონტალური და წინა ვერტიკალური ხაზების გადაკვეთის წერტილიდან საგიტალური
და უკანა ვერტიკალური ხაზების გადაკვეთის იმ მონაკვეთზე, რომელიც შუა და უკანა
ვერტიკალურ ხაზებს შორის მდებარეობს
µ ზედა ჰორიზონტალური და წინა ვერტიკალური ხაზების გადაკვეთის წერტილიდან საგიტალური
და ვერტიკალური ხაზების გადაკვეთის წერტილამდე.
µ ზედა ჰორიზონტალური და შუა ვერტიკალური ხაზების გადაკვეთის წერტილიდან საგიტალური
და უკანა ვერტიკალური ხაზების გადაკვეთის წერტილამდე
¢ ID=00159 რა ახასითებს შუბლ-თხემ-კეფის მიდამოს მყესოვანი აბჯრის ქვეშა ჰემატომას?
µ ახასიათებს პულსაცია
µ ოვალის ფორმა აქვს, გასწვრივი მდებარეობით
//თავისუფლად გადადის მთელ შუბლ-თხემ-კეფის მიდამოში
µ ზუსტი დახასიათება შეუძლებელია
¢ ID=00160 საფეთქლის ფორაკის შემაერთებელი ძვლების შიგნითა ზედაპირზე გაივლის:
//შუა მენინგეალური არტერია
µ უკანა მენინგეალური არტერია
µ წინა მენინგეალური არტერია
µ საფეთქლის ღრმა არტერია
¢ ID=00161 ზედა საგიტალური სინუსი გამოსაშვები ვენებით დაკავშირებულია:
µ საფეთქლის მიდამოს კანქვეშა ვენებთან
µ კეფის მიდამოს კანქვეშა ვენებთან
//თხემის მიდამოს კანქვეშა ვენებთან
µ მღვიმოვან სინუსთან
¢ ID=00162 იდაყვის ნერვი იქმნება:
µ ლატერალური კონიდან
//მედიალური კონიდან
µ უკანა კონიდან
µ ქვედა კონიდან
¢ ID=00163 სმენის დაზიანება ვლინდება:
µ სახის ნერვის დაზიანებისას
µ ზედაყბის ნერვის დაზიანებისას
//კარიბჭე-ლოკოკინა ნერვის დაზიანებისას
µ ქვედაყბის ნერვის დაზიანებისას
¢ ID=00164 მიმიკური კუნთების დამბლა ვლინდება:
µ განმზიდველი ნერვის დაზიანებისას
//სახის ნერვის დაზიანებისას
µ ჭაღისებრი ნერვის დაზიანებისას
µ ქვედაყბის ნერვის დაზიანებისას
¢ ID=00165 ხმის ჩახლეჩის სიმპტომი ვლინდება:
µ ხორხის ზედა ნერვის დაზინებისას
µ ენისქვეშა ნერვის დაზიანებისას
//ხორხის შებრუნებული ნერვის დაზიანებისას
µ ენის ნერვის დაზიანებისას
¢ ID=00166 მხრის წნული იყოფა შემდეგ კონებად:
//ლატერალური, მედიალურ და უკანა
µ ზემო, ქვემო და წინა
µ ლატერალურ, მედიალურ და წინა
µ ზემო, ქვემო და უკანა
¢ ID=00167 იღლიის ნერვი იქმნება:
µ წინა კონიდან
µ ლატერალური კონიდან
µ მედიალური კონიდნ
//უკანა კონიდან
¢ ID=00168 ანოსმია ვითარდება:
µ ჭაღისებრი ნერვის დაზიანებისას
µ ცხვირ-წამწამოვანი ნერვის დაზიანებისას
µ ცხვირ-სასის ნერვის დაზიანებისას
//საყნოსავი ნერვის დაზიანებისას
¢ ID=00169 როგორ მოისაზღვრება დვრილისებრი მიდამო წინიდან და უკნიდან:
//დვრილისებრი მორჩის შესაბამისი კიდეებით
µ ყვრიმალის მორჩით და ქედის ზედა ხაზით
µ კეფის გარეთა შემაღლებით და ქედის ქვედა ხაზით
µ გარეთა სასმენი ხვრელის კიდეებით
¢ ID=00170 სად მდებარეობს შიპოს სამკუთხედი:
µ დვრილისებრი მორჩის წინა კედელზე
µ დვრილისებრი მორჩის უკანა კედელზე
µ დვრილისებრი მორჩის მედიალურ ზედაპირზე
//დვრილისებრი მორჩის ლატერალურ ზედაპირზე
¢ ID=00171 კრონლეინის სქემის შემადგენელი შუა ვერტიკალური ხაზი აღიმართება:
// საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ზევით
µ ყვრიმალის რკალის შუა წერტილიდან
µ გარეთა სასმენი ხვრელიდან
µ ყვრიმალის რკალის ბოლოდან
¢ ID=00172 რა ახასიათებს კანქვეშა შუბლ-თხემ-კეფის ჰემატომას?
//კოპის ფორმა აქვს
µ ვრცელდება ერთი ძვლის ფარგლებში
µ თავისუფლად ვრცელდება შუბლ-თხემ-კეფის მიდამოს ფარგლებში
µ თავიუსფლად ვრცელდება საფეთქლის მიდამოს და სახის კანქვეშა ქსოვილში
¢ ID=00173 თხემის მიდამოს ამარაგებს:
µ საფეთქლის არტერია და ნერვი
µ ყურის წინა არტერია და ნერვი
µ თხემის არტერია და ყურ-საფეთქლის ნერვი
// საფეთქლის ზედაპირული არტერია და ყურ-საფეთქლის ნერვი.
¢ ID=00174 კეფის მიდამოს ამარაგებს:
µ თხემის უკანა და კეფის არტერიები, კეფის მცირე ნერვი, ყურ-საფეთქლის ნერვი.
// ყურის უკანა და კეფის არტერიები, კეფის მცირე და კეფის დიდი ნერვები.
µ საფეთქლის ზედაპირული არტერია და ყურ-საფეთქლის ნერვი
µ კეფისა და ხახის ასწვრივი არტერია და კისრის წნულის ტოტები
¢ ID=00175 შუბლის მიდამოს ამარაგებს შემდეგი სისხლძარღვები და ნერვები:
µ ზედა ყბის არტერია და ნერვი
// ჭაღზედა და თვალბუდის ზედა არტერიები და ნერვები
µ შუბლისა და ჭაღზედა არტერიები და ნერვები
µ სახის არტერია და ნერვი
¢ ID=00176 კირის წნული იქმნება:
µ C3-C7
// C1-C4
µ C5-T1
µ C2-C6
¢ ID=00177 ბარძაყის ნერვი მეჯის ღრუდან გამოდის?
// კუნთოვანი შუალედით
µ სისხლძარღვოვანი შუალედით
µ დამხურავი შუალედით
µ მსხლისებრი შუალედით
¢ ID=00178 კუნთ-კანის ნერვი იქმნება?
// ლატერალური კონიდან
µ მედიალური კონიდან
µ უკანა კონიდან
µ ქვედა კონიდან
¢ ID=00179 "მამლის ნაბიჯის" სიმპტომი ვლინდება:
// მცირე წვივის საერთო ნერვის დაზიანებისას
µ საჯდომი ნერვის დაზიანებისას
µ ბარძაყის ნერვის დაზიანებისას
µ საჩინო ნერვის დაზიანებისას
¢ ID=00180 საფეთქლის მიდამოს საზღვრები:
µ თვალბუდის ზედა კიდე, საფეთქლის ზემო ხაზი, ქედის ზემო ხაზი და ყვრიმალის რკალი
µ შუბლის ძვლის ყვრიმალის მორჩი და ყვრიმალის ძვლის შუბლის მორჩი, ქედის ზემო ხაზი და
ყვრიმალის რკალი
µ შუბლის ძვლის ყვრიმალის მორჩი და ყვრიმალის ძვლის შუბლის მორჩი, ქედის ქვემო ხაზი
და ყვრიმალის რკალი
//შუბლის ძვლის ყვრიმალის მორჩი და ყვრიმალის ძვლის შუბლის მორჩი, საფეთქლის ზემო
ხაზი, ყვრიმალის რკალი
¢ ID=00181 შუბლ-თხემ-კეფის მოდამოს საზღვრები:
µ თვალბუდის ქვედა კიდე, კეფის გარეთა შემაღლება და ქედის ზემო ხაზი, საფეთქლის ქვემო
ხაზი
µ თვალბუდის ზედა კიდე, ყვრიმალის რკალი, კეფის გარეთა შემაღლება და ქედის ზემო ხაზი
//თვალბუდის ზედა კიდე, კეფის გარეთა შემაღლება, ქედის ზემო ხაზი, საფეთქლის ზემო
ხაზი
µ თვალბუდის ქვედა კიდე, გარეთა სასმენი ხვრელი, დვრილისებრი მორჩი და საფეთქლის ზემო
ხაზი
¢ ID=00182 კისრის წნული პროეცირდება:
µ მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის ზედა კიდესთან
µ მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის ქვედა კიდესთან
//მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის ლატერალური კიდის შუა წერტილში
µ მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის მედიალური კიდის შუა წერტილში
¢ ID=00183 მხრის წნული იქმნება:
µ C2-C6
µ C1-C5
µ C3-C7
//C5-T1
¢ ID=00184 კისერმრუდობა ვლინდება:
µ ცთომილი ნერვის დაზიანებისას
//დამატებითი ნერვის დაზიანებისას
µ ენისქვეშა ნერვის დაზიანებისას
µ ქვედაყბის ნერვის დაზიანებისას
¢ ID=00185 კუნთ-კანის ნერვი იქმნება:
//ლატერალური კონიდან
µ მედიალური კონიდან
µ უკანა კონიდან
µ ქვედა კონიდან

You might also like