You are on page 1of 13

შინაურ ცხოველთა ანატომია

ლექცია 5
თემა:სინდესმოლოგია-სწავლება ძვალთა შეერთების შესახებ. ძვალთა
შეერთების ზოგადი დახასიათება. განუწყვეტელი და წყვეტილი
შეერთება. სახსარი, ანუ წყვეტილი შეერთება. სახსრის ზოგადი
დახასიათება. ტორსის ძვლების შეერთება. წინა და უკანა კიდურის
სახსრები.

როგორც ცნობილია, ჩონჩხი მოძრაობის სისიტემის ორგანოთა


ბერკეტების კომპლექსია და ამავე დროს ორგანიზმის რბილი ნაწილების
საყრდენი და დამცველია, ამიტომ მისი ცალკეული სეგმენტი სხეულის
გარკვეულ ნაწილებში ერთიმეორესთან შეერთებული უნდა იყოს ან
მოძრავად, ან უძრავად რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია სხეულის
მიდამოების ფუნქციასთან.

1
ანატომიურად ჩონჩხის ძვლების შეერთება იყოფა განუწყვეტელ და
გაწყვეტილ შეერთებად, ანუ სახსრად.

ძვლების განუწყვეტელი შეერთება

იმის მიხედვით,თუ ძვლები რომელი ქსოვილით არიან


ერთიმეორესთან შეერთებული, არსებობს: 1.შემაერთებელქსოვილოვანი
შეერთება, 2.ხრტილოვანი შეერთება, 3. ძვლოვანი შეერთება, 4.ძვლების
ელასტიკური შეერთება, 4. კუნთოვანი შეერთება.

2
1.შემაერთებელქსოვილოვანი შეერთების დროს ძვლები შეერთებულია
მკრივი შემაერთებელი ქსოვილით, რომელიც წარმოდგენილია იოგების,
აპკებისა და ნაკერების სახით.

ა)იოგები-წარმოიქმნება კოლაგენური ბოჭკოებისაგან, რომლებიც


გადადიან ერთი ძვლიდან მეორეზე ( მაგ, ცხენის წინა მხრის ძვლების
იოგი).

ბ)აპკები აგებულია აგრეთვე კოლაგენური ქსოვილით და აქვთ


თხელი, ფირფიტების ფორმა ( მაგ. გავა-საჯდომი იოგი)

ნაკერები-განუწყვეტელი შეერთების განსაკუთღებული სახეა. ამ გზით


უკავშირდება ერთმანეთს ქალას უმრავლესი ძვალი.

გლუვი ნაკერი- აერთებს ძვლების სწორ ნაპირებს ერთმანეთთან (მაგ.


ცხვირის ძვლების შეერთება).

დაკბილული ნაკერის დროს ერთი ძვლის კბილები შეჭრილია


მოპირდაპირე ძვლის კბილებს შორის ნაჭდევებში ( მაგ შუბლისა და
ცხვირის , საცრემლე და ყვრიმალის და სხვა).

ქიცვისებრი ნაკერის დროს ერთი ძვლის გათხელებული ნაპირი


ქიცვებიანია და ზემოდან ედება მეორე ძვლის ნაპირს. (მაგ საფეთქლის
ძვლის ქიცვი და თხემის ძვალი).

3
2.ხრტილოვანი შეერთება- ამ სახის შეერთებისას ორი მეზობელი ძვალი
ერთმანებთ უკავშირდება ბოჭკოვანი ან ჰიალინური ხრტილით
(მალების სხეულების შეერთება, ძვლოვანი და ხრტილოვანი ნეკნის
ერთმანეთთან დაკავშირება და სხვა).

3.ძვლოვანი შეერთება ვითარდება ან შემაერთებელქსოვილივანი, ან


ძვლოვანი ქსოვილით შეცვლის გზით.

4. ელასტიკური შეერთება, როდესაც ორ ძვალს ერთმანეთთან აკავშირებს


ელასტიკური ქსოვილი . ასეთი შეერთების მაგალითია ქედისა და
წვეტზედა იოგის მიერ წვეტიანი მორჩების დაკავშირება.

4
5.კუნთოვანი შეერთება. ძვალი ძვალს უკავშირდება კუნთების
საშუალებით ( მაგ. ბეჭის შეერთება ტორსთან).

წყვეტილი შეერთება, ანუ სახსარი

წარმოადგენს შეერთების დასრულებულ სახეს. ამ დროს ძვლებს შორის


მოძრაობა ფართო ფარგლებში წარმოებს.

სახსარი ვითარდება განუწყვეტელი შეერთებიდან ჩანასახოვანი


განვითარების პერიოდში.

ყოველი სახსარი ხასიათდება შემდეგი სავალდებულო ელემენტებით:

1.სახსარში ერთმანეთს ენაწევრება არა ნაკლებ ორი ძვლისა.

2.ყოველ შენაწევრებულ ძვალს აქვს სადა სასახსრე ზედაპირი,


რომელიც დაფარულია ჰილინური ხრტილით.

3.ერთი ძვლის სასახსრე ზედაპირიდან მოპირდაპირე მეორე ძვლის


ნაპირისაკენ გადადის ძვლისსაზრდელას გაგრძელება, რომელიც ქმნის
სასახსრე პარკს, ანუ ჩანთას. სასახსრე ჩანთა შედგება ორი შრისაგან:
გარეთა ფიბროზული და შოგნითა სონოვიალური. ეს უკანასკნელი
გამოიმუშავებს სინოვიალურ სითხეს,რომელიც სქელი კონსისტენციის,
მოყვითლო ფერის წევადი სითხეა. სინოვიალური სითხე ძვლების
სასახსრე ზედეპირების საცხია, რაც ამცირებს და მინიმუმამდე დაჰყავს
ხახუნი სახსარში.

4.სასახსრე ღრუ შეიქმნება სასახსრე ჩანთის შიგნით.

ამ სავალდებულო ელემენტების გარდა, სახსრის შექმნაში შეიძლება


მონაწილეობდეს ყველა სახსრისთვის ისეთი ელემენტები, როგორიცაა;

5
დამხმარე იოგები, ხრტილოვანი ჩანართები, მოკლე ძვლები,
სესამოიდური ძვლები.

6
აგებულების მიხედვით სახსრები არის მარტივი და რთული. სახსარი
მარტივია, თუ ორი ძვლით არის შექმნილი. სასარი რთულია, თუ
ძირითადი შესაერთებელი ძვლების ბოლოებს შორის ძვლოვამი ან
ხრტილოვანი ჩანართებია ( მაჯის, საჭენებელი მუხლის, ქვედა ყბის
სახსრები).

შესახსრებული ძვლების თავებისა და მისი შესაბამისი ფოსოების


გეომეტრიული ფორმის მიხედვით, სახსრები იყოფა სამ მთავარ ტიპად:
ერთღერძიან, ორღერძია და მრავალღერძიან სახსრებად.

1. ერთღერძიან სახსარში მოძრაობა ხდება ერთი-ფრონტალური ღერძის


გარშემო: მოხრა და გაშლა. ერთღერძიან სახსარს სამი სხვადასხვა სახე

7
შეიძლება ჰქონდეს: ჭაღისებრი ( ჩლიქიანი ცხოველების იდაყვის
სახსარი, თითის და სხვა), ბრუნველი ( მაგ. ძაღლის იდაყვის ძვალი
ნაწილობრივ სხივის ძვლის მიმართ ბრუნავს) და სპირალური ( ძაღლი
და ცხენის წვივ-კოჭის სახსარი).

ერთღერძიან სახსარში მოძრაობა ხდება საგიტალურ სიბრტყეში ერთი


ღერძის ირგვლივ და მასში ხდება მოხრა და გაშლა.

2.ორღერძიანი ტიპის სახსარი სასახსრე ზედაპირების მიხედვით,


შეიძლება იყოს:ელიფსური და უნაგირა.

ელიფსურ სახსარში ერთი ძვლის სასახსრე ბოლო წარმოადგენს


ელიფსის ნაწილს, მეორესი კი- მის ანაბეჭდს ( ატლანტ-კეფის სახსარი და
ძაღლის სხივ-მაჯის სახსარი).

უნაგირა სახსარში ყოველ შესაწევრებელ ძვალს ამოზნექილი და


ჩაზნექილი სასახსრე ზედაპირი ელიფსის ფორმისაა.

ორღერძიან სახსარში მოძრაობა ხდება ორი ღერძის ირგვლივ: მოცრა,


გაშლა, განზიდვა და მოზიდვა.

3.სამ და მრავალღერძიან სახსარში მოძრაობა წარმოებს მრავალი


ღერძის ირგვლივ:მოხრა, გაშლა, გაზიდვა, მოზიდვა და ბრუნვითი
მოძრაობები.

ასეტი სახსრი ძვლების ფორმები სფეროს ფორმისაა ( მხრის, მენჯ-


ბარძაყის).

8
წინა კიდურის სახსრები

წინა კიდურზე შემდეგი სახსრებია: მხრის, იდაყვის, მაჯის, და თითების


ფალანგების.

9
1. მხრის, ანუ მხარ-ბეჭის სახსარი- შეიქმნება მხრის ძვლის თავისა
და ბეჭის ძვლის სათანადო ფოსოს შენაწევრებით. იგი მარტივი,
სფერული ფორმის, მრავალღერძიანი სახსარია.
2. იდაყვის სახსარი-მარტივი, ერთღერძიანი სახსარია.იგი
შექმნილია მხრის სასახსრე ჭაღისა და უდაყვის ზემო ბოლოებს
შორის.
3. მაჯის სახსარი იქმნება წინა მხრის ძვლების, მაჯის ორ რიგსა და
ნების ძვლებს შორის. იგი ერთღერძიანი რთული სახსარია და
იყოფა სამ მარტივ სახსრად: მაჯა-წინამხრის,მაჯა-რიგთაშუა და
მაჯა-ნების სახსრად.
4. პირველი ფალანგის სახსარი, ანუ სწაბორკილ სახსარი შექმნილია
ნების დისტალურ ბოლოს ჭაღსა და პირველი ფალანგის
პროქსიმალურ ბოლოს შორის. ეკუთვნის მარტივ ერთღერძიან
სახსრებს.
5. მეორე ფალანგის, ანუ გვირგვინოვანი სახსარი შექმნილია პირველ
და მეორე ფალანგებს შორის. იგი მარტივი, ჭაღისებრი
ერთღერძიანი სახსარია.
6. მესამე ფალანგის, ანუ ჩლიქის სახსარი შეიქმნება მეორე და მესამე
ფალანგებს შორის.იგი მარტივი, ჭაღისებრი ერთღერძიანი
სახსარია.

უკანა კიდურის სახსრები

უკანა კიდურზე შემდეგი სახსრებია: მანჯ-მარძაყის, მუხლის,


უკანა ტერფისა და თითების ფალანგების.

10
1.მენჯ-ბარძაყის სახსარი შექმნილია ბარძაყის თავის შენაწევრებით
ტაბუხის ბუდესთან. აგებულქბით მარტივი, სფერული, მრავალღერძიანი
სახსარია.

2.მუხლის სახსარი, რთული, ერთღერძიანი სახსარია და შედგება ორი


სახსრისაგან: ბარძაყ-წვივისა და კვირისტავის სახსრებისაგან.

3. საჭენებელი (უკანა ტერრფის) სახსარი. რთული, ერთღერძიანი


სახსარია . შექმნილია კანჭიის, უკანა ტერფის სამ რიგად დალაგებული
ძვლებისა და წინა ტერფის ძვლების შეერთებით.

11
იყოფა ოთხ მარტივ სახსრად: ა) კანჭ-კოჭის ; ბ) უკანა ტერფის რიგთაშუა
პროქსიმალური; გ)უკანა ტერფის რიგთაშუა დისტალური და დ)
ტერფტაშუა სახსრები.

უკანა კიდურის თითის სახსრების აგებულება და მოძრაობის


სახეები ამ სახსრებში წინა კიდურის თითის სახსრების მსგავსია.

12
13

You might also like