You are on page 1of 1

ნარკომანია

ნარკომანია — ქრონიკული დაავადების


ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული
ნივთიერებების (ნარკოტიკების)
მოხმარებითაა გამოწვეული.
სოციოლოგების თვალსაზრისით,
ნარკომანია დევიანტური ქცევის ერთ-
ერთი ფორმაა, ანუ ქცევა, რომელიც
საყოველთაოდ მიღებული მორალურ-
ზნეობრივ ნორმებისგან იხრება.
ნარკომანიის წარმოშობის და
განვითარების მიზეზად, ყველაზე
ხშირად ხასიათის თავისებურებებს, ფსიქიკურ და ფიზიკურ
დარღვევევებს, ამა თუ იმ სოცილური ფაქტორის გავლენას ასახელებენ.
ბევრ მედიკამენტს, რომლებიც ოფიციალურ მედიცინაში გამოიყენება
(ხშირად საძილე, დამაწყნარებელი და ტკივილგამაყუჩებელი
საშუალებები), შეუძლიათ ნარკოტიკული დამოკიდებულების მძიმე
ფორმების გამოწვევა, რაც შეიძლება მათი მოხმარების დროს სერიოზული
პრობლემა აღმოჩნდეს. ზოგიერთ ქვეყანაში ნარკოტიკების გამოყენება
დაკავშირებულია კონკრეტულ რელიგიურ და კულტურულ
ტრადიციებთან. ევროპაში და ამერიკაში ნარკომანიამ ფართო გავრცელება
1960-იანი წლების ახალგაზრდული კულტურული რევოლუციის დროს
ჰპოვა. სწორედ ამ დროიდან, ეს მოვლენა სერიოზულ სოციალურ
პრობლემად იქცა. მსოფლიოში 11,3 მილიონი ადამიანი წელიწადში 340
ტონა ჰეროინს მოიხმარს. რომლის 90% ავღანური წარმოშობისაა.
ნარკომანია დღესდღეობით საქართველოში მწვავე პრობლემას
წარმოადგენს. საქართველოში წელიწადში მოძრაობს 9-10 ტონა ჰეროინი.
საქართველოში მრავალი ადამიანი იღუპება ქიმიურად აქტიურ
ნივთიერებებისაგან, რომელიც სპეციფიურ გავლენას ახდენს ადამიანის
ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და რაც ყველაზე სამწუხაროა,
დაღუპულთა შორის არიან მოზარდებიც. კერძოდ კი ჰეროინი
საქართველოსთვის მართლაც რომ რეალურ კატასტროფად იქცა. ყოველივე
ამასთან ერთად იზრდება ისეთი დაავადებების საშიშროება, როგორიცაა
შიდსი და სხვა... j26 ივნისი საქართველოში
ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული.

You might also like