You are on page 1of 1

შავი ჭირი

შავი სიკვდილი (დღეისათვის ცნობილია, როგორც შავი ჭირი, ლათ. atra mors-დან) —
ჭირის პანდემია, რომელსაც ძირითადად ჰქონდა ბუბონური ფორმა და რომელიც XIV
საუკუნეში მოდებული იყო აზიას, ევროპას (1346-1353), ჩრდილოეთ აფრიკასა და
კუნძულ გრენლანდიას[⇨]. ცნობილია აგრეთვე სახელწოდებით „მეორე
პანდემია“[⇨]. როგორც ჩანს, გავრცელდა ბუნებრივი კერიდან გობის უდაბნოს
ტერიტორიაზე ევრაზიაში კლიმატის მკვეთრი ცვლილების შედეგად, რაც
გამოწვეული იყო მცირე გამყინვარების პერიოდით. თავიდან მოიცვა ჩინეთი და
ინდოეთი, შემდეგ კი მონღოლთა ჯარებსა და სავაჭრო ქარავნებთან ერთად შეიჭრა
ევროპაში[⇨]. ეს საშინელი დაავადება ევროპას სწრაფად მოედო და დიდი განგაშის
მიზეზი გახდა. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იყო: თავის ტკივილი,
ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება. მაგრამ მთავარი დამახასიათებელი
ნიშანი, რომლითაც შავი ჭირით დაავადებულები გამოირჩეოდნენ სხვა
ავადმყოფებისაგან, იყო ჩირქიანი წყლულები, ე.წ. „ბუბონები“. ბუბონი ჩნდებოდა
იღლიის, კისრისა და ბარძაყის მიდამოებში. თავდაპირველად გამონაყარი
ვარდისფერი შეფერილობის იყო, შემდეგ მეწამული ფერის ხდებოდა, ბოლოს კი
შავდებოდა. „შავმა სიკვდილმა“ რამდენიმე წელიწადში ევროპის მოსახლეობის
მეოთხედი გაანადგურა. საერთო ჯამში შავმა ჭირმა ორი ათწლეულის განმავლობაში
იმსხვერპლა არანაკლებ 60 მილიონი ადამიანი (ბევრ რეგიონში — მოსახლეობის
მესამედიდან ნახევრამდე)[⇨]. უფრო მცირე მასშტაბებით პანდემია განმეორდა 1361
წელს („მეორე შავი ჭირი“), 1369 წელს („მესამე შავი ჭირი“) და კიდევ
რამდენიმეჯერ[⇨].

პანდემიამ ნათელჰყო შუა საუკუნეების მედიცინის უმწეობა და რელიგიური


ინსტიტუტების უძლურება ჭირთან ბრძოლაში, რის შედეგადაც დაიწყო
კერპთაყვანისმცემლობის კულტებისა და ცრურწმენების აღორძინება , პოტენციური
„მომწამვლელებისა“ და „ჭირის საწამლავის გამავრცელებლების“ დევნა, აგრეთვე
რელიგიური ფანატიზმისა და რელიგიური შეუწყნარებლობის მოზღვავება[⇨]. შავმა
ჭირმა კოლოსალური კვალი დატოვა ევროპის ისტორიაში და დაღი დაასვა
ეკონომიკას, ფსიქოლოგიას, კულტურასა და მოსახლეობის გენეტიკურ
შემადგენლობასაც კი[⇨].

ეპიდემიის ინფექციური აგენტი იყო ჭირის ბაცილა Yersinia pestis, რაც დაამტკიცა შავი
ჭირით დაღუპულთა ნარჩენების გენეტიკურმა გამოკვლევებმა, რომელთა შესახებაც
ცნობები გამოქვეყნდა 1998 წელს. ძველად არსებობდა სხვა ჰიპოთეზებიც
დაავადების გამომწვევი მიზეზის შესახებ[⇨].

You might also like