You are on page 1of 21

შესავალი

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აღიარებს რომ ნარკომანია წარმოადგენს


სერიოზულ ბოროტებას ცალკეული პიროვნებებისათვის და კაცობრიობას უქმნის
სოციალურ-ეკონომიკურ საფრთხეს.

ძირითადად არსებობს ორი სახის ნარკოტიკული საშუალებები, პირველი,


რომლებსაც გააჩნიათ სამედიცინო დანიშნულება (მორფინი, კოდეინი, პრომედოლი
და სხვა) და მეორე, ძლიერმოქმედი ნარკოტიკული ნივთიერებები, როგორიცაა -
ჰეროინი, კოკაინი, ამფეტამინი, დეზომორფინი და სხვა. მათი სისტემატიური
მიღებისას თანდათანობით იზრდება ამ ნივთიერებისადმი ტოლერანტობა, უფრო
მოგვიანებით ვითარდება აბსტინენცია ანუ ნარკოტიკული შიმშილი.

მსოფლიო ცივილიზაცია უძველესი დროიდან მოიხმარდა ძირითადად სამი


სახის ნარკოტიკულ საშუალებების შემცველ მცენარეს. ესენია - კანაფი, ყაყაჩო და
კოკა, რომლებიც დროსა და სივრცეში ყავისფერ თუ მწვანე ოქროს სახელით
მოინათლა.

ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშუალებები მსოფლიოში XIX საუკუნეს


ბოლოდან იღებს სათავეს. 1895 წელს მეცნიერების მიერ შეიქმნა ნარკოტიკული
საშუალება ჰეროინი, რასაც შემდგომში სხვა მსგავსი მომაკვდინებელი სინთეთიკური
ნივთიერებების დაბადება მოჰყვა. მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებასთან
ერთად იზრდება ნარკომომხმარებელთა რიცხვიც, რომლებიც არასამედიცინო
მიზნით (უკანონოდ) მოიხმარენ ნარკოტიკებს.

მსოფლიოში დღეის მდგომარეობით 270 მილიონზე მეტი


ნარკომომხმარებელია, მათ შორის 140 მილიონი ადამიანი ეწევა მარიხუანას, 13
მილიონზე მეტი მოიხმარს კოკაინს, 8 მილიონი ჰეროინს, ხოლო 30 მილიონზე მეტი
ამფეტამინის ჯგუფის სტიმულატორებს. ყოველწლიურად მსოფლიოში იღუპება 200
000-მდე ნარკომანი. გარდა იმ ზიანისა, რასაც ნარკომანები თავის თავს აყენებენ,
ისინი სერიოზულ საფრთხეს უქმნიან სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
დაახლოებით 3 000 000 დაავადებულია აივ ინფექციით, 8 000 000 C ჰეპატიტით და
ისინი წარმოადგენენ ამ ინფექციის წყაროს.

საყურადღბოა, რომ ნარკოტიკებისთვის არ არსებობს ტერიტორიული,


რელიგიური, ეროვნული, კლასობრივი, სქესობრივი ან სხვა სახის საზღვრები და იგი
აღწევს ყველგან, მათ შორის მცირეწლოვანთა წრეშიც.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე ნარკოტიკულმა დანაშაულმა


საერთაშორისო მაშტაბები მიიღო. ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად
ნარკომანიის პრობლემა გასცდა კონკრეტული ქვეყნების საზღვრებს და მთელი
მსოფლიო მოიცვა. მომხმარებელთა სიმრავლემ გაზარდა წარმოების მაშტაბები და
მისი გავრცელების არიალი, რის გამოც იგი ტრანსნაციონალურ დანაშაულად
ჩამოყალიბდა. ამ გამოწვევის დამარცხების მიზნით გაერთიანებული ერების
ორგანიზაციამ მიიღო არაერთი კონვენცია ნარკოტიკული საშუალებებისა და
ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ.

აქტუალურია ნარკოტიკული საშუალებებისგან მიღებული უკანონო


შემოსავლების მაშტაბების კვლევა. ძლიერმოქმედი საშუალებების რეალიზაციის
შედეგად მიღებული შემოსავლები არასდროს ყოფილა ქვეყნების ან მათი რომელიმე
რეგიონის ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი. პირიქით, ნარკოვაჭრობა ხელს
უწყობს კორუფციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების
ჩამოყალიბებას და განვითარებას. უკანონო მეთოდებით მიღებული შემოსავლები
ვერ აკუმულირდება ბიუჯეტში და ხმარდება არა სახელმწიფო ინსტიტუციების
ჩამოყალიბებას, არამედ კონკრეტულ პირთა პირად ინტერესებს და დანაშულებრივი
სამყაროს განვითარებას.

მსოფლიოში არსებობს ისეთი ქვეყნები, რომელთა ძირითადი საქმიანობა


ნარკოტიკების უკანონო წარმოებაა. ასეთ ქვეყნებს განეკუთვნება კოლუმბია, პერუ,
მექსიკა, ავღანეთი, ირანი და სხვა. სწორედ ამ ქვეყნებიდან მარაგდება მსოფლიო
ნარკოტიკული საშუალებებით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მსოფლიოს
ნარკომიწოდების ლიდერ ქვეყნებად არიან მიჩნეული, ჩამოთვლილი ქვეყნების
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარება არ გამოირჩევა მაღალი მაჩვენებლებით,
მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ნარკოტიკების რეალიზაციიდან მიღბული
ყოველწლიური ბრუნვა დაახლოებით სამასიდან ხუთას მილიარდ ამერიკულ
დოლარს შეადგენს, რაც მსოფლიოს მაშტაბით ნავთობის ლეგალური ბიზნესიდან
მიღბულ შემოსავლებს უტოლდება.

მწარმოებელი ქვეყნიდან ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლამდე


მისატანად, აუცილებელია სანდო პარტნიორების მოძიება, ტვირთის შენიღბვა,
სატრანსპორტო საშუალებების მოძიება, მათი უსაფრთხოდ სხვადასხვა ქვეყვების
საზღვრების და ტერიტორიების გადალახვა, დანიშნულების ადგილზე ჩატანა და
შემდგომ რეალიზაცია. ამდენად, წარმოების და პროდუქტის დამზადების შემდეგ,
ნარკობიზნესის უმთავრესი მიზანია, ნარკოტიკული საშუალებების
მომხმარებლამდე მიტანა, რაც „ნარკოტრაფიკის“ სახელწოდებითაა ცნობილი.

გაეროს კონვენციების ზოგადი მიმოხილვა

გაეროში ფუნქციონირებს ნარკო კონტროლის საერთაშორისო შემდეგი


ორგანოები:

o ეკონომიური და სოციალური საბჭოს ნარკოტიკულ საშუალებათა (Commission on


Narcotic Drugs) - კომისია
o ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო (InternaTional Narkotikcs Control Board) -
კომიტეტი

კომისია უფლებამოსილია განიხილოს ყველა საკითხი, რომელსაც აქვს რაიმე


საერთო ამ კონვენციის მიზნებთან, კერძოდ:

 სიებში ცვლილებების შეტანა


 კომიტეტის ყურადღბის მიპყრობა იმ საკითხებზე, რომლებსაც შეხება აქვთ
კომიტეტის ფუნქციებთან
 რეკომენდაციების მიცემა მოცემული კონვენციის ფარგლებში მიღბული
დადგენილებების ცხოვრებაში გატარების გამო
 იმ სახელმწიფოების ყურადღების მიპყრობა კომიტეტის დადგენილებებსა და
რეკომენდაციებზე, რომლებიც არ არიან კონვენციის მხარეები, რათა მათ განიხილონ
ზომების მიღების შესაძლებლობა ამ დადგენილებებისა და რეკომენდაციების
მიხედვით.1

რაც შეეხება კომიტეტს, იგი შედგება 13 წევრისგან, რომელთაც საბჭო შემდეგი


პრინციპით ირჩევს: სამი წევრი სამედიცინო, ფარმაკოლოგიური და ფარმაცევთული
გამოცდილებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ წარდგენილი სიიდან,
რომელიც 5 კანდიდატზე ნაკლებს არ შეიცავს. 10 წევრი ქვეყნების და ამ კონვენციის
მხარეების მიერ წარდგენილი სიიდან. კომიტეტის წევრები უნდა იყვნენ ისეთი
პირები, რომლებიც საყოველთაო ნდობით სარგებლობენ. მათი არჩევა ხდება 5 წლის
ვადით. შესაძლებელია კანდიდატის ხელახლა არჩევაც.

კომიტეტი სახელმწიფოთა მთვრობებთან თანამშრომლობით და მოცემული


კონვენციის დადგენილებების გათვალისწინებით ცდილობს შეამციროს
ნარკოტიკულ საშუალებათა კულტივირება, დამზადება და გამოყენება მხოლოდ
სამედიცინო და სამეცნიერო მიზნებისთვის საჭირო რაოდენობამდე და აღკვეთოს
ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო კულტივირება, წარმოება, დამზადება
გამოყენება და უკანონო ბრუნვა.

კომიტეტი ირჩევს თავმჯდომარეს და სხვა თანამდებობის პირებს. კომიტეტი


იკრიბება ისე ხშირად, რამდენადაც იგი თვლის საჭიროდ კომიტეტის ფუნქციების
წარმატებით განხორციელების მიზნით, მაგრამ არანაკლებ ორი სესიისა ყოველი
კალენდარული წლის განმავლობაში.

1
მხარეები ყოველწლიურად წარუდგენენ კომიტეტს ინფორმაციას ცალკეული
ტერიტორიების მიხედვით, კომიტეტის მიერ დადგენილი წესით. ანგარიშები
შეეხება:

 სამედიცინო და სამეცნიერო მიზნებისთვის განკუთვნილ ნარკოტიკულ საშუალებათა


რაოდენობას
 ნარკოტიკულ საშუალებათა მარაგს
 ოპიუმის ხაშხაშის კულტივირებისთვის გამოყენებული მიწის გეოგრაფიულ
მდებარეობას და ფართობებს ჰექტრებში. საწარმოებელი ოპიუმის მიახლოებით
რაოდენობას
 იმ სამრეწველო საწარმოთა რიცხვს, რომლებიც სინთეზურ ნარკოტიკულ
საშუალებებს დაამზადებენ
 სინთეზური ნარკოტიკული საშუალებების რაოდენობას, რაც უნდა დამზადდეს
ხსენებულ საწარმოებში.

გარდა ანგარიშებისა მხარეები კომიტეტს წარუდგენენ სტატისტიკურ


მონაცემებს თითოეული თავისი ტერიტორიის შესახებ, რომლებიც უნდა შეიცავდნენ
შემდეგ ინფორმაციას:

 მონაცემებს ნარკოტიკული საშუალებების წარმოება დამზადებაზე


 მონაცემებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე
 მონაცემებს ნარკოტიკული საშუალებების და ხაშხაშის ნამჯის ექსპორტ-ინპორტზე
 მონაცმებს ნარკოტიკული საშუალებების კონფისკაციაზე
 მონაცემებს ნარკოტკული საშუალებების მარაგზე
 მონაცემებს ოპიუმის ხაშხაშის კულტივირებისთვის გამოყენებული ფართობების
შესახებ2

კონვენციამ დააწესა შეზღუდვები და განმარტა, რომ ნებისმიერი ქვეყნის ან


ტერიტორიის მიერ წლის განმავლობაში დამზადებული და ინპორტირებული
ნარკოტიკული საშუალებების ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს:

 კომიტეტში წამოდგენილი ანგარიშების ფარგლებში სამედიცინო და სამეცნიერო


მიზნებით მოხმარებული რაოდენობის ჯამს
 ესქპორტირებული ნარკოტიკული საშუალებების რაოდენობის ჯამს

იმ შემთხვევაში თუ კომიტეტი აღმოაჩნს, რომ მხარემ, რომელმაც


წარმოდგენილ ანგარიშში მითითებულ ოდენობაზე მეტი ნარკოტიკული
2
ნივთიერების შემცველი მცენარე აწარმოა ან უკანონოდ მოხდა მისი წარმოება, ამ
ფაქტის აღმოჩენის დღიდან ერთი თვის ვადაში კომიტეტი აღნიშნულის თაობაზე
ახსნა-განმარტებას იღებს ამ ქვეყნისგან და მისი განხილვის შემდეგ წყვიტავს
წარმოებული ნედლეულის შემდეგი წლის მარაგში ჩათვლის საკითხს. ამასთან
ერთად ამკაცრებს კონტროლის მექანიზმებს მოცემული ფაქტის რეციდივის
აღმოფხვრის კუთხით.

კომიტეტი ამზადებს ყოველწლიურ მოხსენებას თავისი მუშაობის შესახებ,


რომელშიც შედის მის ხელთ არსებული (მხარეების მიერ მოწოდებული ცნობების
საფუძველზე) ინფორმაციის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში იძლევა
განმარტებებს, თუკი ასეთი მოცემული იყო მხარეების მიერ ან მოთხოვნილი იყო
მათგან ნებისმიერ შენიშვნასა და რეკომენდაციასთან ერთად. კომიტეტს შეუძლია
შეადგინოს ისეთი დამატებითი მოხსენებები, რომელსაც აუცილებლად თვლის.
კომიტეტის მოხსენებები ეგზავნება მხარეებს და შემდგომ ქვეყნდება გენერალური
მდივნის მეშვეობით. მხარეები ნებას რთავენ გენერალურ მდივანს ანგარიშის
შეუზღუდავად გავრცელებაზე.

კონვენცია იმ მხარეებს, რომლებიც უშვებენ ოპიუმის წარმოების მიზნით


ხაშიშის კულტივირებას, უწესებს რამოდენიმე სახელმწიფო საანგენტოს შექმნის
ვალდებულებას. სააგენტო ადგენს რაიონებს და მიწის ნაკვეთბს, სადაც ოპიუმის
ხაშხაშის კულტივირება, ოპიუმის წარმოების მიზნით ნებადართული იქნება.
კულტივაცია ნებადართულია მხოლოდ იმ მიწათმომქმედთათვის, ვისაც აქვს
სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზია, სადაც მითითბული უნდა იყოს
კულტივირებისათვის ნებადართული ფართობის ოდენობა. ყველა მიწათმომქმედი,
რომელიც დაკავებულია ოპიუმის ხაშხაშის კულტივაციით ვალდებულნი არიან
ჩააბარონ ოპიუმის მთელი მოსავალი სააგენტოს. სააგენტო თავის მხრივ ყიდულობს
და ხდება ოპიუმის მოსავლის ფაქტიური მფლობელი მოსავლის აღების მომენტიდან
არაუგვიანეს ოთხი თვისა. ოპიუმთან დაკავშირებით სააგენტოს აქვს ინპორტირების,
ექსპორტირების, საბითუმო ვაჭრობის და საწყობებში შენახვის ექსკლუზიური
უფლება.

ანალოგიური დათქმაა კონვენციაში კოკაინის ბუჩქსა და მისი ფოთლების


წარმოებისთვის. აღნიშნული პროდუქტი გამოიყენება არომატიზირებული
ნივთიერებების დასამზადებლად, თუ ისინი არ შეიცავენ ალკოლოიდებს. (კოკაინი
შეიცავს ალკოლოიდ - ეკგონინს, ფიდროქლორიდს, რაც ფართოდ გამოიყენება
ოტოლარინგოლოგიურ, ოფთალმოლოგიურ და სტომატოლოგიურ პრაქტიკაში. მისი
ძლიერი სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედების გამო).3

კონვენცია სახელმწოფოთა მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე, ასევე


აკონრტოლებს უკვე აღებული მოსავლისგან საბოლოო პროდუქტის დამზადებას, მათ
შენახვას, რეალიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

რეპრესიების კუთხით კონცვენცია მოუწოდებს მხარეებს, რათა მათ


დანაშაულად აღიარონ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო წარმოება, დამზადება,
შენახვა, შეთავაზება გასაღების მიზნით, განაწილება, გასაღება, გარიგება, გაგზავნა,
ტრანზიტი, ტრანსპორტირება, ინპორტ-ექსპორტი. აღნიშნული ქმედებებები
აღიარებულია სერიოზულ დანაშაულად და ისჯება მძიმე სასჯელით, როგორიცაა
პატიმრობა და თვისუფლების აღკვეთა. ამასთან ერთდ სახელმწიფოებს ეძლევათ
უფლება, ნარკო დამოკიდებულ პირებს, სასჯელთან ერთად დაუწესონ ისეთი
ვალდებულებების შესრულება, როგორცაა იძულებითი მკურნალობა, ხოლო მისი
დასრულების შემდგომ განახორციელონ მასზე დაკვირვება, შემდგომში ამ პირთა
რესოციალიზაციის უზრუნველსაყოფად.

მხარეები ყურადღებას აქცევენ და ღებულობენ ყველა შესაძლო ზომებს,


რომლებიც მიმართულია ნარკოტიკულ საშუალებათა ბოროტად გამოყენების
თავიდან აცილების, დროულად გამოაშკარავების, მკურნალობის, აღზრდის,
შრომისუნარიანობის აღდგენის, შესაბამის საზოგადოებაში დაბრუნების და
მკურნალობის შემდეგ მათი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნის მიზნით; აგრეთვე
ახდენენ ძალის კოორდინირებას ამ მიზნების მისაღწევად. მხარეები ხელს უწყობენ,
რამდენადაც ეს შესაძლებელია კადრების მომზადებას მკურნალობის,
შრომისუნარიანობის აღდგენის და შესაბამის საზოგადოებაში დაბრუნების მიზნით
იმ პირთათვის, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს ბოროტად იყენებენ.

კონვენცია არ ზღუდავს მხარეებს, ეროვნულ დონეზე უფრო მკაცრი


პოლიტიკა განახორციელონ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის აღსაკვეთათ, ვიდრე ეს
კონვენციითაა დადგენილი. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ თვითონ განსაზღვრონ
რომელ ნარკოტიკულ საშუალებაზე რა დონის კონტროლი განხორციელდეს. მათ
შესაძლებლობა ეძლევათ, მაგალითად, კონვენციით გათვალისწინებული მესამე
სიაში ასახული ნარკოტიკული საშუალება გადაიტანონ პირველ სიაში და ამით უფრო
გაამკაცრონ კონკრეტულ საშუალებაზე კონტროლი.

3
ამდენად, აღნიშნული კონვენციით დარეგულირდა არაერთი პრობლება და
განისაზღვრა ძირითადი მიმართულებები. ერთიანი კონვენციის მთავარი
პოსტულატი გახდა ნარკოტიკული საშუალებების ექსპორტსა და ინპორტზე
ნებართვის (ლიცენზიიის) მიღება. ამ საქმიანობის შეფასების და მასზე
სტატისტიკური ანგარიშის სისტემა. გლობალური მეთვალყურეობისთვის
ფუნქციონირება დაიწყო ერთმა ძირითადმა ორგანომ - ნარკოტიკებზე კონტროლის
საერთაშორისო კომიტეტმა.

კონვენციით აიკრძალა ნარკოტიკების არასამედიცინო მოხმარება (რაც მანამდე


არ არსებობდა); შეიქმნა ნარკომანების მკურნალობისა და რეაბილიტაციის შესახებ
სპეციალური დებულებები; დაისახა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო
მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებები.

კონვენციის შემადგენელი ნაწილი გახდა მასზე თანდართული 4 სია,


პრეპარატების მავნებლობის კლასიფიკაციითა და არასამედიცინო მიზნით
გავრცელების აკრძალვის მიხედვით. განსაკუთრებით მკაცრ რეჟიმს მიეკუთვნება
პირველ სიაში - ჩამოთვლილი საშუალებები, როგორიცაა ოპიუმის ყაყაჩოდან, კოკას
ფოთლიდან და კანაფიდან მიღბული პრეპარატები.

მეორე სიაში - აისახა ის ნარკოტიკული სასუალებები, რომლებსაც ფართო


გამოყენება აქვს მედიცინაში და გაიცემა რეცეპტით, ხოლო მათ საწარმოებლად
აუცილებელია შესაბამისი ლიცენზიის არსებობა.

მესამე სია - შედგება იმ პრეპარატებისგან, რომლებიც ინგრედიეტების სახით


შეიცავს მეორე სიაში შემავალ ნარკოტიკულ საშუალებებს უფრო დაბალი
კონცენტრაციით.

მეოთხე სია - მოიცავს იმ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა მცირე


ოდენობაც ხასიათდება განსაკუთრებულად საშიში თვისებებით, მაგრამ გამოიყენება
თერაპიული მიზნებითვის შეზღუდული მაშტაბით. მხარეებს უფლება აქვთ სრულად
აკრძალონ მათი წარმოება, დამზადება ექსპორტი, იმპორტი, რეალიზაცია, ფლობა და
ასე შემდეგ. (დეზომორფინი, ჰეროინი, ფენტალინი).

როგორც უკვე აღინიშნა, ერთიანმა კონვენციამ მხარეები დაავალდებულა


ყოველწლიურად კომიტეტში გააგზავნო მათ ტერიტორიაზე საერთო
მოთხოვნილების (სამედიცინო, სამეცნიერო) სავარაუდო წინასწარი მონაცემები
ყველა კონტროლირებად ნივთიერებაზე. ოპიუმის ყაყაჩოს კულტურების ადგილები
და ფართობები, ოპიუმის სავარაუდო რაოდენობა, სინთეზური ნარკოტიკული
საშუალებების დამზადებით დაკავებული სამრეწველო საწამოთა რიცხვი და
დამზადებული პროდუქციის რაოდენობა. მათი ერთ სივრცეში აკუმულირება ხელს
უწყობდა გაეროს მოემზადებინა ყოველწლიური ანგარიშები მსოფლიოში
ნარკოვითარების შესახებ და მხარეებისთვის მიეცა რეკომენდაციები ნარკოტიკების
უკანონო ბრუნვის შესამცირებლად.

კონვენცია აყალიბებს დებულებას, რომელიც შეეხება ნარკომანთა მკუნალობას


და ამ მიზნით საჭირო სახსრების გამოძებნას, აგრეთვე ნარკოტიკებთან
დაკავშირებით მართლსაწინააღმდგო ქმედების ჩამდენ პირთა მიმართ მკაცრი
პოლიტიკის გატარების მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ზომების მიღბას.

გაეროს 1988 წლის კონვენცია - ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული


ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

„ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივიერებების უკანონო


ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კონვენცია ერთხმად იქნა მიღებული
გაეროს 1988 წლის სპეციალურ კონფერენციაზე ვენაში. კონვენცია შემუშვებული
იქნა 1961 და 1971 წლის კონვენციების გამაგრებისა და დამატების მიზნით, რათა
ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლისათვის გარანტირებული იქნას
მონაწილე მხარეთა მიერ კანონის აღსრულებისათვის დროული და ეფექტური
ზომების მიღება. ახალი კონვენციის განსაკუთრებულ აქცენტს წარმოადგენს
საერთაშორისო სფეროში, იურიდიული მომენტების ეფექტური მექანიზმების
ჩამოყალიბება.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კონვენციამ ნარკო ტრანზიტის ტვირთების


კონტროლის და მათ უკან მდგომი ორგანიზებული დანაშაულის წევრების
გამოვლენის მიზნით ახალი მექანიზმი დანერგა, სამართლებრივად მას -
კონტროლირებადი მიწოდება ეწოდა.

კონტროლირებადი მიწოდება წარმოადგენს მეთოდს, რომლის დროსაც


სამართალდარღვევაში მონაწილე პირების გამოვლენის მიზნით, კომპეტენტური
ორგანოების მეთვალყურეობის ქვეშ უშვებენ ნარკოტიკული საშუალებების ან
ფსიქოტროპული ნივთიერებების პარტიების გატანას, შემოტანას, ტრანზიტს, რათა
ტვირთი ჩავიდეს დანიშნულების ადგილზე და მოხდეს მისი მიმღები პირების
იდენტიფიკაცია და დაკავება. კონტროლირებადი მიწოდების ფარგლებში ასევე
შესაძლებელია ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე, (გზაში, ან
ტრანზიტულ ქვეყანაში თუ ეს შესაძლებელია) მოხდეს ტვირთის ამოღება ან
ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების სხვა არააკრძალული
ნივთიერებით შეცვლა და მისი დანიშნულის ადგილზე ისე ჩატანა. ამ მეთოდის
გამოყენებით სამართლადამცავი ორანოს თანამშრომლები გზაშივე ახდენენ უკანონო
ნივთიერებეიბის ამოღბას, მათ ჩანაცვლებას იგივე ვიზუალობის მქონე
არააკრძალულ ნივთიერებით (რათა არ მოხდეს ტვითში ეჭვის შეტანა) და მის მიმღებ
ქვეყანაში გაგზავნას, სადაც უკვე ხდება ტვირთის მესაკუთრის გამოვლენა და მის
მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.

ხელშეკრულებაში მკაფიოთ არის ხაზგასმული მხარეთა მიერ საერთაშორისო


იურიდიული და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის ვალდებულების თაობაზე
და მითითებულია კონკრეტული ასეთი დახმარებების გაწევის ფორმები და
მექანიზმები. ამასთან ერთად დაინერგა ახალი დანაშაულის სახეები, როგორიცაა 1.
ნარკოტიკების ორგანიზება და ფინანსირება; 2. კონვერსია (ერთი სახის ვალუტის
გადაცვლა სხვა სახის ვალუტაში მოქმედი კურსით) ან საკუთრების შეძენა
დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხებით ან ასეთი ქონების გადამალვის
მიზნით მათი სხვა პირზე გადაცემის რეგისტრაციის მოხდენა, უკანონო
შემოსავლების ლეგალიზაცია - ფულის გათეთრება, რაც ექვემდებარება ჩამორთმევა
კონფისკაციას.

1989 წლის ეკონომიკურ სამიტზე პარიზში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა


ჩამოაყალიბეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი, საფინანსო მოქმედების
ჯგუფი FATF - (Financial Action Task Forse on money Laundering), მას ასევე
მოიხსენიებენ, როგორც საერთაშორისო სავალუტო ინსპექციის სახელით. მისი
დაარსება უკავშირდება დანაშაულებრივი შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ
ბრძლის პოლიტიკის ფორმირებას და დღეისათვის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის
და აზიის ოცდაცხრა უდიდესი საფინანსო ცენტრის, ავსტრალიის, ავსტრიის,
არგენტინის, ახალი ზელანდიის, აშშ-ს, ბელგიის, ბრაზილიის, გერმანიის, დანიის,
დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, თურქეთის, ირლანდიის,
ისლანდიის, იტალიის, იაპონიის, კანადის, ლუქსემბურგის, მექსიკის,
ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, პორტუგალიის, სინგაპურის, საბერძნეთის,
საფრანგეთის, ფინეთის, შვეიცარიის, შვეციის და ჩინეთის სახელმწიფოთა
წარმომადგენლებს, და ორ საერთაშრისო ორგანიზაციას (ევროპული კომისია და
სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო) აერთიანებს, მაგრამ
მოქმედებს მთელს მსოფლიოში. მის წევრმა სახელმწიფოებმა განიზრახეს ისეთი
დისციპლინის მიღება, რომელიც მოაქცევდა მათ მრავალმხრივი და თანაბარი
ზედამხედველობის ქვეშ. ყველა სახელმწიფო თავისებურად ახორციელებს
რეკომენდაციების შესრულებას ორი ძირითადი ხერხით: ყოველწლიური
თვითშეფასებით და უფრო ვრცელი, საერთო შემფასებლობითი პროცესით, რომლის
განმავლობაშიც თითოეული ქვეყანა გვევლინება, როგორც შემოწმების სუბიექტი.

FATF-ის შტაბბინა განთავსებულია პარიზში და ფინანსდება ეკონომიკური


თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის მიერ. მის ძირითად ამოცანებს
წარმოადგენს:

 ფულის „გათეთრების“ წინააღმდეგ ბრძოლის და საერთაშორისო


ინფორმაციების გაცვლის სფეროში რეკომენდაციების შემუშავებისას, მისი
წევრების მონიტორინგის პროგრესი;
 ფულის „გათეთრების“ ტენდენციების, მეთოდების და პრობლემის წინააღმდეგ
ბრძოლის მონიტორინგი;
 FATF-ის არაწევრ ქვეყნებში, მისი რეკომენდაციების განვითარება და
შესრულება.

FATF-ი სახელმწიფოთაშორისი ორგანოა, მისი მიზანია განავითაროს და ხელი


შეუწყოს იმ ღონისძებებს, რომლებიც მიმართულია ფულის გათეთრების წინააღმდეგ,
თავიდან აიცილოს უკანონო შემოსავლების გამოყენება შემდგომ დანაშაულებრივ
საქმიანობაში და დაიცვას მათი ზემოქმედებისაგან კანონიერი ეკონომიკური
საქმიანობის სფერო. ახორციელებს ბრძოლას ფულის გათეთრების წინააღმდეგ და
მოიცავს საკანონმდებლო, საფინანსო და სამართალდამცავ ექსპერტთა საქმიანობას.
მის რეკომენდაციებში ჩამოყალიბებულია იმ ღონისძიებების ძირითადი
სტრუქტურა, რომელნიც მიმართულია ფულის გათეთრების წინააღმდეგ და მოიცავს
სისხლის სამართლებრივი მართლმსაჯულების, სამართალდამცავ ორგანოთა და
საფინანსო სისტემის რეგულირებას და საერთაშრისო თანამშრომლობას.

FATF-ის მიერ გათვალისწინებულია ის გარემოებაც, რომ ქვეყნებს გააჩნიათ


განსხვავებული სამართლებრივ-საფინანსო სისტემები და მათ არ შეუძლიათ
იდენტური ზომები მიიღონ. შესაბამისად რეკომენდაციები, ეს ის სახელმძღვანელო
პრინციპებია, რომლებსაც სახელმწიფოები გამოიყენებენ არსებული პირობების
შესაბამისად, მათი შესრულება დამოკიდებულია თავად სახელმწიფოთა ნებაზე და
მიზნად არ ისახავს კანონიერი გარიგებების ან ეკონომიკური ურთიერთობების
შეზღუდვას.

FATF-ის და აშშ-ს ძალისხმევით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის


წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე, რომელიც 1997 წლის
თებერვალში ტაილანდში მიმდინარეობდა, შეიქმნა აზიის სამშვიდობო ჯგუფი
ფულის „გათეთრების“ წინააღმდეგ (APG), რომელშიც გაერთიანდნენ: ავსტრალია,
ახალი ზელანდია, ბანგლადეში, იაპონია, ტაილანდი, ჩინეთი, ჰონკონგი და სხვა
აზიის სახელმწიფოები.

APG „შავი ფულის გათეთრების“ წინააღმდეგ მიმართული რეგიონალური


ძალისხმევის ეფექტურობის გაძლიერების მიზნით, წელიწადში ორჯერ გეგმავს
თავისი წევრების შეხვედრებს FATF-თან მჭიდრო თანამშრომლობით.

დღეისათვის FATF-ის ყურადღება კონცენტრირებულია ფულის „გათეთრების“


ახალი ტექნოლოგიების გამოვლენაზე და დანაშაულებრივი ორგანიზაციების
უკანონო ქმედებების გამოძიების მეთოდების გაუმჯობესებაზე.

2.4. გაეროს ზოგადი მიდგომა ნარკოდამოკიდებული პირების მიმართ

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს წევრ სახელმწოფოებს უარი თქვან


ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ გატარებულ არაეფექტურ სადამსჯელო
ზომებზე და დანერგონ ადამიანის უფლებებისა და სამეცნიერო მტკიცებულებებზე
დაფუძნებული მკურნალობისა და დახმარების ახალი მიდგომები. ქვემოთ
მოყვანილია გაეროს ორგანიზაციების ანგარიშებიდან რამდენიმე თვალსაჩინო
მაგალითი:

WHO,UNFPA, UNHCH, THE WORLD BANK, UNDP, UNESCO, UNAIDS, ILO, UNICEF
(2015) technical brif: HIV and young people who injegs. Geneva, (2015)

„საჭიროა მუშაობა ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციისათვის,


საჭიროა შემუშვდეს და აღსრულდეს ანტი-დისკრიმინაციულრი და დამცველობითი
კანონები, რათა აღმოიფხვრას სტიგმა, დისკრიმინაცია, სოციალური გარიყულობა და
ძალადობა იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ...“

„კანონი, რომლის თანახმად, პირები ისჯებიან ნარკოტიკების ან საინექციო


აღჭურვილობის შენახვა მოხმარებისათვის, ხელს უწყობს, რომ ადამიანები თავს
იკავებენ მომსახურების მიღებისგან იმის შიშით, რომ მათ დააპატიმრებენ ან სისხლის
სამართლის ბრალდება წარედგინებათ. ეს კანონები ხელს უშლიან ზიანის
შემცირების სერვისების მიმწოდებლებს, დახმარება გაუწიონ ნარკოტიკების
მომხმარებლებს, რადგან თავად მომსახურების მიმწოდებლები ხდებიან
სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე. ნარკოტიკული საშუალებების
კრიმინალიზაცია მსჯავრდებული პირების დასაქმების პერსპექტივებს ამცირებს, რაც
იწვევს მათი ფინასური მდგომარეობის არასტაბილურობას“.

UNAIDS (2016) do no harm – health, human rights and people Who use drugs UNAIDS,
Geneva, (2016)

„ქვეყნებმა, რომლებმაც შეწყვიტეს ადამიანის დაპატიმრება ნარკოტიკების


მოხმარებისთვის და მისცეს მათ სამკურნალო პროგრამებში ჩართვის საშუალება,
აჩვენეს საუკეთსო შედეგი. ქვეყნები უნდა ზრუნავდნენ ადამიანების
კეთილდღეობაზე და მათ მკურნალობაზე და არა მათ დასჯაზე. გაეროს შიდსის
პროგრამის რეკომენდაცია დეკრიმინალიზაციაა და რჩევა, შეწყდეს ნარკოტიკების
მოხმარებისათვის და პირადი მოხმარების მიზნით ფლობისათვის ადამიანების
დევნა“.

UNODC (2015) briefing paper: decriminalization of drug use and prossession for personal
consumption UNODC, Vienna, (2015)

„ნარკოტიკების კონტროლის საერთშორისო კონვენციები არ ავალდებულებენ წევრი


ქვეყნების მთავრობებს, მოახდინონ ნარკოტიკების მოხმარების და პირადი
მოხმარების მიზნით ფლობის კრიმინალიზაცია. წევრმა ქვეყნებმა უნდა იზრუნონ
ისეთი ზომების გატარებაზე, რომლებიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის უფლების
დაცვას და საპატიმროების გადატვირთულობის შემცირებას, მათ შორის ზომებისა,
როგორიცაა ნარკოტიკების მოხმარების და პირადი მოხმარების მიზნით ფლობის
დეკრიმინალიზაცია“....

UNODC, investing in drug abuse treatment, a discussion paper for policy makers, in drug
abuse treatment Toolkit. (2003)

„განვიხილავთ რა წამალდამოკიდებულებას, როგორც ქრონიკულ მდგომარეობას, არ


უნდა გაგვიკვირდეს, თუ წამალდამოკიდებული პირის თავისუფლების აღკვეთის
ადგილებში მოხვედრა და ამასთან დაკავშირებული თავშეკავება (თუნდაც
ხანგრძლივი დროის განმავლობაში) ან სტაბილიზაციის ხანმოკლე პერიოდში არ
იძლევა სასურველ შედეგს დამოკიდებული ადამიანების გამოჯანმრთლების
თვალსაზრისით“.
ყველაზე ლიბერალური ქვეყნები ნარკომომხმარებლებთან მიმართებაში

2011 წელს გაერო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა ყველასთვის


მოულოდნელი განცხადება გააკეთა.

ანანმა მკაცრი ნარკოპოლიტიკა დაგმო და აღნიშნა, რომ მსოფლიო ნარკოტიკებთან


ბრძოლაში დამარცხდა, რადგან არალიბერალურმა პოლიტიკამ ვერ გაამართლა.

„აკრძალვამ არ შეამცირა არც მოთხოვნა და არც მიწოდება, მსოფლიომ


ნარკოტიკებთან ომი წააგო“, – განაცხადა კოფი ანანმა.

გაერო-ს ყოფილი გენერალური მდივნის სიტყვებმა მსოფლიო ლიდერებში აზრთა


სხვაობა გამოიწვია, თუმცა მალევე რამდენიმე ქვეყანამ, გაერო-სგან მიღებული
რეკომენდაციების საფუძველზე, ნარკოპოლიტიკა შეცვალა.

გაერო-ს გენერალური მდივნის ამ განცხადებიდან ერთი წლის თავზე ხორვატიაში


მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, ურუგვაიში კი ლეგალიაზაცია მოხდა.

ურუგვაი ის ქვეყანაა, სადაც 12-წლიანი დიქტატურის


პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის მკაცრი სასჯელი დღემდე კარგად ახსოვთ.

მსოფლიოში ყველაზე ღარიბი პრეზიდენტის სახელით ცნობილმა ხოსე მუხიკამ,


რომელიც სახელმწიფოს ლიდერად 2010 წელს აირჩიეს, ურუგვაის ნარკოპოლიტიკა
რადიკალურად შეცვალა. სტატისტიკის მიხედვით, ლიბერალურმა მიდგომამ
ნარკოდილერების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა, შესაბამისად იკლო
გადაჭარბებული დოზის მიღებით გამოწვეული ფატალური შემთხვევების რიცხვმაც.

მსოფლიოს პირველი ქვეყანა, სადაც ნარკოდამოკიდებულთათვის სპეციალური


თავშესაფრები გაიხსნა, შვეიცარიაა

1986 წლიდან დემოკრატიული სამყაროს ერთ-ერთმა ყველაზე განვითარებულმა


სახელმწიფომ ნარკოდანაშაულთან საბრძოლველად იმ ეპოქისთვის სრულიად ახალი
სტრატეგია დასახა – ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, რომელმაც ზუსტად 20
წლის შემდეგ მოულოდნელი შედეგი გამოიღო.

სწორედ ამ ახალი პოლიტიკის შედეგად, სტატისტიკის მიხედვით,


შვეიცარიაში ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა სამჯერ შემცირდა.

2013 წელს შვეიცარიამ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია მოახდინა.


მაშინ ქვეყნის პრეზიდენტმა რუთ დრეიფუსმა განაცხადა, როგორც ჯანდაცვის, ასევე
სამართლებრივ სფეროში ნარკომანიის მიმართ შეცვლილ პოლიტიკას შვეიცარიაში
იმდენად დადებითი შედეგი ახლავს თან, რომ ეს მოდელი მთელი მსოფლიოსთვის
სამაგალითო უნდა იყოს.

ლიბერალურ ნარკოპოლიტიკასთან ევროპელების ცნობიერებაში მაინც


ნიდერლანდების სამეფო და ამსტერდამის ხიდებიანი ქუჩები ასოცირდება.

ტოლერანტობის მექად ქცეულ ნიდერლანდებში მსუბუქი ნარკოტიკული


საშუალებების (როგორიცაა ჰაშიში, მარიხუანა, ტრანკვილიზატორები)
შეძენა სრულწლოვნებისთვის კანონის ფარგლებშია შესაძლებელი, თუმცა მძიმე
ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის სასჯელი 12-დან 16 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ მარიხუანის მოწევა ამსტერდამის მხოლოდ იმ ნაწილშია


შესაძლებელი, სადაც გამაფრთხილებელი წითელი აბრა არ კიდია. აკრძალულ
ადგილას მსუბუქი ნარკოტიკის საჯაროდ მიღება სულ მცირე 50 ევროს ოდენობის
ჯარიმას ითვალისწინებს.

2017 წლის მონაცემებით, მსუბუქ ნარკოტიკებს ნიდერლანდების მოსახლეობის 16%


მოიხმარს, კოკაინს და სხვა მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს – 3,1%.

ევროპის ქვეყნებს შორის


ლიბერალური ნარკოპოლიტიკით გამოირჩევა პორტუგალიაც.

მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის შემდეგ, ჰეროინზე


დამოკიდებულთა მაღალი მაჩვენებელი წარსულს ჩაბარდა.

პორტუგალიის მთავრობამ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია 2001 წელს მოახდინა,


რამაც ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით გამოწვეული სიკვდილიანობის
შემცირებაც გამოიწვია.

თუ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, გოთიკურ ნაგებობებს შორის სეირნობისას


ტურისტი ან ადგილობრივი მცხოვრები მარიხუანას მოწევს, მას არავინ დაიჭერს.
უფრო მეტიც, თუ კანონს არ დაარღვევს, მისით პოლიცია არც დაინტერესდება.

მსუბუქი ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობით ევროკავშირის ქვეყნებს


შორის, საფრანგეთისა და ესპანეთის შემდეგ, ჩეხეთი მესამე ადგილზეა.

სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის მოხმარება ნებადართულია ამერიკის 23


შტატში, სადაც კანაბისის შეძენა აფთიაქშიც შესაძლებელია.

2016 წლის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 მილიონი ადამიანი


მარიხუანას მომხმარებელია.
აღსანიშნავია ისიც, რომ 5 გრამზე მეტი LSD-ს ან კოკაინის შეძენა-
შენახვა ფედერალური კანონით ისჯება და ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას
ითვალისწინებს.

აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც


სწორედ ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაა.

ყველაზე ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მქონე ქვეყნების ათეული ასე


გამოიყურება:

1. ნიდერლანდები

2. პორტუგალია

3. ურუგვაი

4. ჩეხეთი

5. შვეიცარია

6. აშშ

7. არგენტინა

8. მექსიკა

9. ეკვადორი

10. ხორვატია

კოკაინის ტრანზიტის მარშუტები:


ჰეროინის ტრანზიტული მარშუტები

პორტუგალიის ნარკოპოლიტიკა - გადარწმუნების კომისია

პორტუგალიის თვრამეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში მოქმედებს


მინიმუმ ერთი ესეთი კომისია (ლისაბონში და დიდ ქალაქებში უფრო მეტი).
თოთოეული მათგანი შედგება სამი პირისგან: ერთ პირს ნიშნავს იუსტიციის
სამინისტრო, ხოლო ორ პირს ჯანდაცვის სამინისტრო. შესაბამისად კომისიის ერთი
წევრი აუცილებლად უნდა იყოს იურისტი, ხოლო დანარჩენი ორი ექიმი, ფსიქოლოგი
ან სოციალური მუშაკი.

პოლიციელის მიერ ნარკომომხმარებლის ან ნარკოტიკების მფლობელის


გამოვლენის შემთხვევაში, ამ პირს არ აკავებენ. მას ამისამართებენ კომისიაში, სადაც
72 საათის განმავლობაში მოწმდება ამ პირის მონაცემები და მისი კავშირები ისეთ
ქმედებებთან, რაც დეკრიმინალიზებული არ არის (რეალიზატორია, ნარკოტიკების
მწარმოებელია და სხვა). ასეთის დადგენის შემთხვევაში ეს პირი გადაეცემა კვლავ
სამართალდამცავებს, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის
განხორციელების მიზნით.

საყურადღებოა პოლიციის ოფიცრების შეხედულება, რომლებიც


რადიკალურად განსხვავებულია. გარკვეულ ჯგუფს მიაჩნიათ, რომ
ნარკომომხმარებელთა გამოვლენა აზრს კარგავს, ვინაიდან მათი ქმედებების
სისხლის სამართლებრივი სივრციდან გამოსვლით, მათი გამოსწორება
შეუძლებელია. მეორე ჯგუფი დარწმუნებულია, რომ მათ მიერ გადარწმუნების
კომისიაში გადამისამართებული პირები დაადგებიან გამოსწორების გზას, ხოლო
მანამდე არსებული ნარკომომხმაერებელთა დევნის მექანიზმები არაეფექტური იყო
და მხოლოდ ამ პირების ციხეში მოხვედრით კრიმინალებად ჩამოყალიბებას
უწყობდა ხელს.

თავდაპირველ ეტაპზე კომისია სწავლობს გამოვლენილ პიროვნებას, მის


დამოკიდებულებას ნარკოტიკებთან მიმართბაში, რა ვითარებაში იყო იგი პოლიციის
მიერ გამოვლენილი, სად და ვისთან ერთად მიიღო ეს ნივთიერება და კონკრეტულად
რომელი ნარკოტიკი. ამ გარემოებების შესწავლის შემდგომ იმართება სხდომა, სადაც
უნდა გადაწყდეს რა სახის ადმინისტრაციული სახდელები და აკრძალვები დაედება
პირს. საქმის განხილვა, განსხვავებით სასამართლო სხლომებისგან მიმდინარეობს
არაფორმალურ გარემოში. კომისიის წევრების ჩაცმულობიდან დაწყებული კანონთან
კონფლიქტში მყოფ პირთან კომუნიკაციით. სხდომა ნარკომომხმარებლის თხოვნით
ტარდება კონფიდენციალურად და ამის შესახებ არც მის ოჯახის წევრებს
ატყობინებენ.

წლის განმავლობაში კომისია დაახლოებით 3000-მდე საქმეს განიხილავს, რაც


ყოველწლიურად მცირდება, თუმცა არ იკლებს რეციდივის ფაქტები.
გადაწყვეტილების 80%-ში შეჩერებულია აღსრულება და გადაყვანილია ლოდინის
რეჟიმში (მკურნალობის კურსის დამთავრებამდე). საქმეთა უმრავლესობა
განიხილება მარიხუანის მომხმარებელთა მიმართ, თუმცა აქტუალობას არ კარგავს
სხვა მძიმე ნარკოტიკული საშუალებებიც.

დეკრიმინალიზაციის კანონის მიღებამდე, მისი მოწინააღმდეგეები


ფიქრობდნენ, რომ პორტუგალია გახდებოდა ნარკოტურიზმის ცენტრი. სახალხო
კონსერვატიული პარტიის ლიდერის - პაულო პორშატის განცხადებით
„ პორტუგალიაში მოემართბიან სტუდენტებით სავსე თვითმფრინავები, რომლებსაც
სურთ მარიხუანის და სხვა უფრო მძიმე ნარკოტიკების მოხმარება. მათ იციან, რომ
ჩვენს ქვეყანას არ აქვს ბერკეტი ჩასვან ისინი ციხეში. ჩვენ ვპირდებით მზეს, პლაჟებს
და ნებისმიერი სახის ნარკოტიკს.“ ესეთი მოლოდინები არ გამართლდა, რაც აისახა
სტატისტიკის ანალიზშიც. გამოვლენილი და კომისიაში გადამისამართებული
პირებიდან 95% პორტუგალიის მოქალაქე აღმოჩნდა.

პორტუგალიაში დეკრიმინალიზაციის საკითხი დადებითად გადაწყდა მას


შემდეგ, როდესაც ქვეყანამ დაიწყო ანტინარკოტიკულ სტრატეგიაზე მუშაობა.
მანამდე ჩატარდა არაერთი კვლება და ანალიზი, რამაც გამოავლინა ნარკოვითერების
სავალალო შედეგები. სტრატეგიის შემუშვებაში მონაწილე სპეციალისტები და
პოლიტიკოსები 1998 წელს მივიდნენ დასკვნამდე, რომ ფაქტიურად ერთადერთი გზა
მომხმარებელთა შესამცირებლად იყო დეკრიმინალიზაცია, რომლის
განსახორციელებლად აუცილებელი იყო რადიკალური რეფორმების
განხორციელება. რეკომენდაციები მიმართული იყო:

 პირველადი პრევენციის მიმართ რეორგანიზაცია


 ყველა ნარკოტიკზე პირთა მკურნალობის ხელმისაწვდომობა
 კომპეტენტური ორგანოს ჩამოყალიბება ალტერნატიული, არასაპატიმრო
სანქციების გამოსაყენებლად

რეფორმატორთა ჯგუფმა ასევე გაითვალისწინა გაეროს საყოველთაო მიდგომა -


„წევრმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ნარკოტიკების მოხმარების აკრძალვა“ და
ამის გათვალისწინებით მიღებული იქნა ნარკოტიკების მოხმარების არა
ლეგალიზაცია, არამედ დეკრიმინალიზაცია, რითაც მოხმარება აკრძალვის
ჩარჩოებში დარჩა, თუმცა გამოვიდა სისხლის სამართლის სფეროდან და იგი
გადაყვანილ იქნა ადმინისტრაციულ პლატფორმაზე.

პორტუგალიის ანტინარკოტიკული სტრატეგიის ძირითად მიზანს წარმოადგენდა


ნარკომომხმარებელთა გამოვლენა და მათთვის სამედიცინო სერვისების შეთავაზება.
კანონის მიღებამდე პირებს, რომლებსაც სურდათ ამ მავნე ჩვევის გადაგდება არ
მიმართავდნენ სამკურნალო დაწესებულებებს, ვინაიდან ისინი მიცემულნი
იქნებოდნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რაც იწვევდა ყველაზე მინიმუმ
ნასამართლობას და შინაგან სირცხვილს. დეკრიმინალიზაციის შემდგომ თავად
სახელმწიფო სთავაზობდა ნარკომომხმარებელს ნაცვლად მის მიმართ
სამართლებრივი დევნის განხორციელებისა, ჩაეტარებინათ სრულყოფილი
მკურნალობა.

იმ შემთხვევაში თუ მსოფლიო ყველა ხერხით იბრძვის ამ ბოროტების


დასამარცხებლად, მაშინ რატომ ხდება ყოველწლიურად ნარკომანიისა და
ნარკოდანაშაულის ზრდა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შეიძლება მოვიყვანოთ
არაერთი ფაქტი, რომლებიც უშუალოდ კავშირშია ნეგატიურ სტატისტიკურ
მაჩვენებლებთან. ამდენად ძირითად გავლენებს ახდენს შემდეგი ფაქტორები:

 ბაზარზე ნარკოტიკების მიწოდებას და მაღალ ფასს განაპირობებს ამ


ნივთიერებებისადმი მზარდი მოთხოვნა
 ნარკომწარმოებელ ქვეყნებში დაბალი სოციალური დონე და პოლიტიკური
არასტაბილურობა
 ნარკოტიკების უკანონო წარმოება-რეალიზაციით სწრაფი და დიდი
ოდენობით შემოსავლების მიღება, რომელიც ხმარდება არა ქვეყანაში
სახელმწიფო სტრუქტურების განვითარებას, არამედ ორგანიზებულ
დანაშაულის გაძლიერებას.
 მსოფლიო ქვეყნების (როგორც მწარმოებელ და მიმღებ, ისე ტრანზიტულ
ქვეყნებში) იმ სახემწიფო სტრუქტურებში, რომელთა საქმიანობაც
მიმართულია ნარკოდანაშაულის აღსაკვეთათ და ზიანის შესამცირებლად
(მებაჟეები, მესაზღრეები, პოლიციელები და სხვა) კორუფციის არსებობა ან
ამ სტრუქტურათა მოხელეების მიერ დაკისრებული ვალდებულების
არაჯეროვნად შესრულება.
 სხვადასხვა ქვეყნებში ნარკოდანაშაულის ბრძოლის კუთხით
არაერთგვაროვანი სამართლებრივი მიდგომები, რაც გამოიხატება ამ
მიმართებით ლიბერალურ თუ რეპრესიულ დამოკიდებულებაში.
 სავიზო რეჟიმის და სახემწიფოთა შორის საზღვრების უკონტროლობა.
 ბაზარზე ახალი ნარკოტიკული საშუალებების შემოსვლით, რომლებიც
თავიანთი ქიმიური შემადგენლობით არ განეკუთვნებიან მკაცრად
კონტროლირებად ნივთიერებებს, რის გამოც მათ მიმართ ბრუნვაზე
სახელმწიფოები ვერ აწესებენ სამართლებრივ შეზღუდვებს.
 მომხმარებელთა შემცირების მიზნით არასაკმარისი პრევენციული
ღონისძიებების გატარება, მაგალითად როგორიცაა, მოზარდ
ახალგაზრდობაში განათლების და ცნობიერების ამაღლება, მათი
ანტინარკოტიკულ, გამაჯანსაღბელ ღონისძიებებში ჩართვა და სხვა
 ზიანის შემცირების მიზნით შესაბამისი პროგრამების (ჯანდაცვის და
სარეაბილიტაციო სერვისების) არარსებობა, რაც პირდაპირ კავშირშია
როგორც ნარკოდამოკიდებულ პირთა, ისე მავნე ნივთიერებების
მოთხოვნის ბაზარზე შემცირებასთან.
 სახელმწიფოთა შორის არაეფექტური ურთიერთანამშრომლობა და
ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა

ჩამოთვლილი ინდიკატორების ანალიზით შეიძლება ითქვას, რომ ეს არის


ძირითადი პრობლემების ჯაჭვი, რომლებიც ერთმანეთში მჭიდროდ არიან
დაკავშირებულნი და საერთო ჯამში მსოფლიო კაცობრიობას უქმნის უდიდეს
საფრთხეს.
ნარკომანიის დასამარცხებლად თითოეული ქვეყნის მიერ უნდა იქნეს
გატარებული ისეთი სახის რეფორმები, რომლებიც აღმოფხვრის ზემოაღნიშნულ
ხარვეზებს.

You might also like