You are on page 1of 2

კაზუსის ამოხსნა

დაცული სფერო: მოსარჩელის შეზღუდულ უფლებას იცავს საქ. კონსტ. მე-16 მუხლის

პირველი პუნქტი, ,,ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის


თავისუფლება’’, რომლითაც დაცულია რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება-
Forum externum ანუ მისი გარეგანი გამოხატულება, მოქმედება.

ჩარევა დაცულ სფეროში: სახელმწიფოს მიღებული კანონით მოხდა დაცულ სფეროში


ჩარევა, რადგან ადამიანებს და იურიდიულ პირებს აეკრძალათ თავიანთი რწმენის
გარეგანი გამოხატულება, ანუ სახელმწიფო ჩაერია რწმენის შესაბამისად მოქმედების
სფეროში, შეზღუდა რწმენის თავისუფლება,კერძოდ, ლოცვის ხმამაღალი
შესრულების და ზარების რეკვის აკრძალვით.

შეზღუდვა იყო კანონით გათვალისწინებული.

ხელმისაწვდომობა: კანონი იყო ხელმისაწვდომი.

განჭვრეტადობა: კანონი იყო ნათელი.

ლეგიტიმური საჯარო მიზანი: კანონს აქვს ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რადგან ის


აწესრიგებს ტურისტულ უბნებში ხმაურს, და ემსახურება ტურიზმის განვითარებას.

გამოსადეგობა: კანონი არ არის გამოსადეგი რადგან აკუსტიკური ხმაურის


აკრძალვით გაიზრდებოდა იმ ტურისტების რაოდენობა, რომელთაც სურთ მშვიდ
გარემოში დასვენება და ამავე დროს არ არიან მორწმუნენი, მაგრამ ტურისტებში
იქნებიან ისეთებიც რომლისთვისაც ლოცვას დიდი მნიშვნელობა აქვს და შესაძლოა
სულაც არ დაისვენონ ისეთ ადგილას სადაც ის რაიმე გზით შეზღუდულია. ამ
შემთხვევაში ერთმანეთთან კოლიზიაში იქნება იმ ტურისტების თავისუფლება
რომელთაც არ სურთ ლოცვისა და ზარების მოსმენა და იმათი რომლისთვისაც ეს
მნიშვნელოვანია.

აუცილებლობა: კანონი არ იყო აუცილებელი მიზნის მისაღწევად, სახელმწიფოს


შეეძლო გამოეყო თანხა რითიც, კონკეტულ უბნებში დაამონტაჟებდნენ აკუსტიკური
ხმაურის საიზოლაციო მოწყობილობებს, რითაც შეძლებდნენ ტურისტებისთვის
მშვიდი გარემოს შექმნას, ამით არც რწმენით მოქმედების თავისუფლება
შეზღუდებოდა.

თანაზომიერება, პროპორციულობა: სახელმწიფოს მიერ მირებული კანონი ნაკლებად


მნიშვნელოვანია ვიდრე რწმენის თავისუფლება, განსახილველ საქმეში ხდება
კოლიზია რწმენის თავისუფლებასა და ტურიზმის განვითარებას შორის, თუ
გავაკეთებთ შედარებას დავინახავთ რომ რწმენის თავისუფლება უფრო
მნიშვნელოვანია რადგან ის დაკავშირებულია ადამიანის ღრმა შინაგან განცდებთან
და გრძნობებთან, სახელმწიფოს არ აქვს მისი შეზრუდვის უფლება თუ ის არ არღვევს
სხვათა უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, ზარების რეკვით და ლოცვით კი
ნამდვილად არ ირღვევა ხალხის უსაფრთხოება, მითუმეტეს თუ ტურისტების
ნაწილი ღრმად მორწმუნეა და პირიქით სურს ლოცვის მოსმენა. ტურიზმის
განვითარების მიღწევა კი სახელმწიფოს სხვა გზებითაც შეუძლია, რწმენის
თავისუფლების შეზღუდვის გარეშე. ჩარევის ინტენსიურობა არ არის
გამართლებული. ამდენად კანონი არ არის მიზნის თანაზომიერი. შესაბამისად
სახელმწიფოს ჩარევა კონსტიტუციურსამართლებრივად გაუმართლებელია.

You might also like