You are on page 1of 2

სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება მუხლი 19

ლია დააწესოს შეზღუდვები თუ რელიგიისა თუ რწმენის გაცხადების ესა თუ ის


ფორმა ხელყოფს სხვათა უფლებებს. ამგვარად, შეზღუდვებს ექვემდებარება
მხოლოდ თავისუფლების გარეგანი გამოვლინება – forum externum.

2.3. რელიგიისა და რწმენის გაცხადების თავისუფლება


(forum externum)
რელიგიისა და რწმენის გაცხადების თავისუფლება ყველაზე უფრო სისხლ-
ხორცეული ასპექტია კონსტიტუციის მე-19 მუხლით უზრუნველყოფილი უფლე-
ბებისა. მართალია, მე-19 მუხლი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას მის შესახებ,
მაგრამ მე-3 პუნქტში იგი მიუთითებს პირველ პუნქტში გათვალისწინებულ უფ-
ლებათა „გამოვლინებაზე.” უდავოა, რომ მასში სწორედ რელიგიისა და რწმენის
გაცხადების თავისუფლება იგულისხმება. ამდენად, სრული საფუძველი გვაქვს
ეს უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის საფუძ-
ველზე განვმარტოთ, რომელიც სახელდებით ითვალისწინებს მას და აღწერს, რო-
გორც „ადამიანის უფლებას, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებ-
ლობით, ქადაგებით, წესებისა და რიტუალების შესრულებით”. იგი გამოიხატება
ღვთისმსახურების განხორციელებით, წირვა-ლოცვაში მონაწილეობით, ქადაგე-
ბითა და რელიგიური ცოდნის გავრცელებით (მათ შორის საკუთარ რელიგიაზე
სხვათა მოქცევის მიზნით), რელიგიური წეს-ჩვეულებების, რიტუალებისა და სხვა
მოვალეობების შესრულებით (მარხვის დაცვა, აღსარების ჩაბარება, ზიარება),
რელიგიურ შეხვედრებში მონაწილეობითა და რელიგიური დღესასწაულების აღ-
ნიშვნით, რელიგიური კუთვნილების დამადასტურებელი სამოსის ან სიმბოლიკის
ტარებით, განდეგილი ცხოვრების წესის არჩევით და სხვ.; რელიგიისა და რწმენის
გაცხადების თავისუფლება დაცულია იმის მიუხედავად, ხორციელდება იგი ინ-
დივიდუალურად თუ სხვებთან ერთად, საქვეყნოდ თუ განკერძოებით. რელიგიის
თავისუფლება მოიცავს რელიგიურ გაერთიანებათა უფლებებსაც. „რელიგიურ
გაერთიანებებში” იგულისხმება იურიდიული პირები, რომელთა მიზანია თავიანთ
წევრთა რელიგიური ან მსოფლმხედველობრივი რწმენის ქადაგება, მხარდაჭერა
ან გავრცელება. იგი მოიცავს ამ გაერთიანებათა შიდაორგანიზაციულ საქმიანო-
ბასაც. საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს „რელიგიური ორგანიზა-
ციის (გაერთიანების)” ცნებას: „ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია რელიგიური
საქმიანობის განსახორციელებლად და ასეთად რეგისტრირებულია კანონმდებ-
ლობით დადგენილი წესით”.22 ზედმიწევნითაა განსაზღვრული აგრეთვე ორგანი-
ზაციის რელიგიური საქმიანობის შინაარსი.23 ამასთან, რელიგიურ საქმიანობას-

22 
იხ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 33‑ე მუხლი.
23 
ასეთად მიჩნეულია საქმიანობა, რომლის მიზანია აღმსარებლობისა და რწმენის გავრცელე-
ბა, კერძოდ: რელიგიური წეს-ჩვეულებების, ცერემონიების, ლოცვების, სხვა საკულტო მოქმე-

161
მუხლი 19 ევა გოცირიძე

თან გათანაბრებულია იმ რელიგიური ორგანიზაციების საწარმოთა საქმიანობა,


რომლებიც გამოსცემენ საღვთისმსახურო ლიტერატურას, ან აწარმოებენ რელი-
გიური დანიშნულების საგნებს, ან ახორციელებენ მათ რეალიზაციას.24 რელიგი-
ისა და რწმენის გაცხადების თავისუფლება მოიცავს აღსარებისა და საეკლესიო
საიდუმლოების დაცვას. სახელმწიფოს არა აქვს უფლება, დაავალდებულოს მოძ-
ღვარი, გასცეს აღსარების დროს მიღებული ინფორმაცია, ან მოთხოვოს ეკლე-
სიას საეკლესიო საიდუმლოების მისთვის გადაცემა.25 რელიგიისა და რწმენის
გაცხადების თავისუფლება ბუნებრივად გულისხმობს მათ შესახებ შეხედულებე-
ბის გამოთქმასაც. მაგრამ, იგი დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. ამიტომ,
მათი გაუმართლებელი შეზღუდვისას მომარჯვებულ უნდა იქნეს საქართველოს
კონსტიტუციის 24‑ე მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას იცავს. ამას-
თან, შეხედულებების გამოთქმა რწმენისა და რელიგიის საკითხებზე უნდა გან-
ვასხვაოთ რელიგიური ქადაგებისაგან, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის
მე-19 მუხლის მოქმედების სფეროშია მოქცეული.
განსჯა იმისა, თუ რა ჩაითვლება რელიგიის ქადაგებად, წეს-ჩვეულებების
დაცვად ან რიტუალების შესრულებად, ხშირად მოითხოვს სათანადო თეოლოგი-
ური ცოდნას და იმის შეფასებას, იყო თუ არა შესაბამისი აქტის განხორციელე-
ბა „რელიგიური ვალდებულება,” თუმცა, ზოგჯერ გადამწყვეტია საკუთრივ სუ-
ბიექტის მოტივაცია თუ დამოკიდებულება. მთავარია, შესაბამისი „გაცხადება”
წარმოადგენდეს ადამიანის ამა თუ იმ რწმენის გამოხატულებას და უშუალოდ
იყოს ამ რწმენასთან დაკავშირებული.26 მაგალითად, საქმეში Leyla sahin v Turkey
ევროპულმა სასამართლომ უყოყმანოდ გაიზიარა მომჩივნის მოსაზრება, რომ
ისლამური თავსაბურავის ტარება წარმოადგენდა რელიგიის გაცხადებას.27 მომ-
წიფებულია აზრი, აღიარებულ იქნეს პრეზუმფცია იმისა, რომ აღმსარებლობით,
ქადაგებით, წესების დაცვითა და რიტუალების შესრულებით ნებისმიერი bona
fide გაცხადება რელიგიისა დაცულია კონვენციით.28 რწმენის გაცხადების თავი-
სუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, დაიკრძალოს მისი რელიგიური რწმენის

დებათა ორგანიზება და ჩატარება; სამლოცველო შენობებისა და სარიტუალო ნაგებობების გა-


მოყენება, სემინარების მოწყობა, რელიგიური დელეგაციების მიღება, სასულიერო-სასწავლო
დაწესებულებების მოსწავლეთა და მსმენელთა სწავლება და სხვა.
24 
იხ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 მუხლი.
25 
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლ-
მადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების მე-2 მუხლის თანახ-
მად, „სახელმწიფო მხარს უჭერს აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოების დაცვას”. სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 50‑ე მუხლი კი ითვალისწინებს, რომ სასულიერო პირი არ
არის ვალდებული, იყოს მოწმე იმ გარემოებისა, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების
ან სხვაგვარად განდობის შედეგად.
26 
Hasan and Chaush v Bulgary (20020 34 EHRR. 55.
27 
2005-XI, 44 EHRR 99 para 78 GC.
28 
Harris, O’Boyle & Warbrick, Law of the European Convention on Human Rights, Oxford, 2009,
გვ. 434.

162

You might also like