You are on page 1of 5

სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება მუხლი 19

ლია დააწესოს შეზღუდვები თუ რელიგიისა თუ რწმენის გაცხადების ესა თუ ის


ფორმა ხელყოფს სხვათა უფლებებს. ამგვარად, შეზღუდვებს ექვემდებარება
მხოლოდ თავისუფლების გარეგანი გამოვლინება – forum externum.

2.3. რელიგიისა და რწმენის გაცხადების თავისუფლება


(forum externum)
რელიგიისა და რწმენის გაცხადების თავისუფლება ყველაზე უფრო სისხლ-
ხორცეული ასპექტია კონსტიტუციის მე-19 მუხლით უზრუნველყოფილი უფლე-
ბებისა. მართალია, მე-19 მუხლი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას მის შესახებ,
მაგრამ მე-3 პუნქტში იგი მიუთითებს პირველ პუნქტში გათვალისწინებულ უფ-
ლებათა „გამოვლინებაზე.” უდავოა, რომ მასში სწორედ რელიგიისა და რწმენის
გაცხადების თავისუფლება იგულისხმება. ამდენად, სრული საფუძველი გვაქვს
ეს უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის საფუძ-
ველზე განვმარტოთ, რომელიც სახელდებით ითვალისწინებს მას და აღწერს, რო-
გორც „ადამიანის უფლებას, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებ-
ლობით, ქადაგებით, წესებისა და რიტუალების შესრულებით”. იგი გამოიხატება
ღვთისმსახურების განხორციელებით, წირვა-ლოცვაში მონაწილეობით, ქადაგე-
ბითა და რელიგიური ცოდნის გავრცელებით (მათ შორის საკუთარ რელიგიაზე
სხვათა მოქცევის მიზნით), რელიგიური წეს-ჩვეულებების, რიტუალებისა და სხვა
მოვალეობების შესრულებით (მარხვის დაცვა, აღსარების ჩაბარება, ზიარება),
რელიგიურ შეხვედრებში მონაწილეობითა და რელიგიური დღესასწაულების აღ-
ნიშვნით, რელიგიური კუთვნილების დამადასტურებელი სამოსის ან სიმბოლიკის
ტარებით, განდეგილი ცხოვრების წესის არჩევით და სხვ.; რელიგიისა და რწმენის
გაცხადების თავისუფლება დაცულია იმის მიუხედავად, ხორციელდება იგი ინ-
დივიდუალურად თუ სხვებთან ერთად, საქვეყნოდ თუ განკერძოებით. რელიგიის
თავისუფლება მოიცავს რელიგიურ გაერთიანებათა უფლებებსაც. „რელიგიურ
გაერთიანებებში” იგულისხმება იურიდიული პირები, რომელთა მიზანია თავიანთ
წევრთა რელიგიური ან მსოფლმხედველობრივი რწმენის ქადაგება, მხარდაჭერა
ან გავრცელება. იგი მოიცავს ამ გაერთიანებათა შიდაორგანიზაციულ საქმიანო-
ბასაც. საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს „რელიგიური ორგანიზა-
ციის (გაერთიანების)” ცნებას: „ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია რელიგიური
საქმიანობის განსახორციელებლად და ასეთად რეგისტრირებულია კანონმდებ-
ლობით დადგენილი წესით”.22 ზედმიწევნითაა განსაზღვრული აგრეთვე ორგანი-
ზაციის რელიგიური საქმიანობის შინაარსი.23 ამასთან, რელიგიურ საქმიანობას-

22 
იხ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 33‑ე მუხლი.
23 
ასეთად მიჩნეულია საქმიანობა, რომლის მიზანია აღმსარებლობისა და რწმენის გავრცელე-
ბა, კერძოდ: რელიგიური წეს-ჩვეულებების, ცერემონიების, ლოცვების, სხვა საკულტო მოქმე-

161
მუხლი 19 ევა გოცირიძე

თან გათანაბრებულია იმ რელიგიური ორგანიზაციების საწარმოთა საქმიანობა,


რომლებიც გამოსცემენ საღვთისმსახურო ლიტერატურას, ან აწარმოებენ რელი-
გიური დანიშნულების საგნებს, ან ახორციელებენ მათ რეალიზაციას.24 რელიგი-
ისა და რწმენის გაცხადების თავისუფლება მოიცავს აღსარებისა და საეკლესიო
საიდუმლოების დაცვას. სახელმწიფოს არა აქვს უფლება, დაავალდებულოს მოძ-
ღვარი, გასცეს აღსარების დროს მიღებული ინფორმაცია, ან მოთხოვოს ეკლე-
სიას საეკლესიო საიდუმლოების მისთვის გადაცემა.25 რელიგიისა და რწმენის
გაცხადების თავისუფლება ბუნებრივად გულისხმობს მათ შესახებ შეხედულებე-
ბის გამოთქმასაც. მაგრამ, იგი დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. ამიტომ,
მათი გაუმართლებელი შეზღუდვისას მომარჯვებულ უნდა იქნეს საქართველოს
კონსტიტუციის 24‑ე მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას იცავს. ამას-
თან, შეხედულებების გამოთქმა რწმენისა და რელიგიის საკითხებზე უნდა გან-
ვასხვაოთ რელიგიური ქადაგებისაგან, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის
მე-19 მუხლის მოქმედების სფეროშია მოქცეული.
განსჯა იმისა, თუ რა ჩაითვლება რელიგიის ქადაგებად, წეს-ჩვეულებების
დაცვად ან რიტუალების შესრულებად, ხშირად მოითხოვს სათანადო თეოლოგი-
ური ცოდნას და იმის შეფასებას, იყო თუ არა შესაბამისი აქტის განხორციელე-
ბა „რელიგიური ვალდებულება,” თუმცა, ზოგჯერ გადამწყვეტია საკუთრივ სუ-
ბიექტის მოტივაცია თუ დამოკიდებულება. მთავარია, შესაბამისი „გაცხადება”
წარმოადგენდეს ადამიანის ამა თუ იმ რწმენის გამოხატულებას და უშუალოდ
იყოს ამ რწმენასთან დაკავშირებული.26 მაგალითად, საქმეში Leyla sahin v Turkey
ევროპულმა სასამართლომ უყოყმანოდ გაიზიარა მომჩივნის მოსაზრება, რომ
ისლამური თავსაბურავის ტარება წარმოადგენდა რელიგიის გაცხადებას.27 მომ-
წიფებულია აზრი, აღიარებულ იქნეს პრეზუმფცია იმისა, რომ აღმსარებლობით,
ქადაგებით, წესების დაცვითა და რიტუალების შესრულებით ნებისმიერი bona
fide გაცხადება რელიგიისა დაცულია კონვენციით.28 რწმენის გაცხადების თავი-
სუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, დაიკრძალოს მისი რელიგიური რწმენის

დებათა ორგანიზება და ჩატარება; სამლოცველო შენობებისა და სარიტუალო ნაგებობების გა-


მოყენება, სემინარების მოწყობა, რელიგიური დელეგაციების მიღება, სასულიერო-სასწავლო
დაწესებულებების მოსწავლეთა და მსმენელთა სწავლება და სხვა.
24 
იხ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 მუხლი.
25 
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლ-
მადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების მე-2 მუხლის თანახ-
მად, „სახელმწიფო მხარს უჭერს აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოების დაცვას”. სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 50‑ე მუხლი კი ითვალისწინებს, რომ სასულიერო პირი არ
არის ვალდებული, იყოს მოწმე იმ გარემოებისა, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების
ან სხვაგვარად განდობის შედეგად.
26 
Hasan and Chaush v Bulgary (20020 34 EHRR. 55.
27 
2005-XI, 44 EHRR 99 para 78 GC.
28 
Harris, O’Boyle & Warbrick, Law of the European Convention on Human Rights, Oxford, 2009,
გვ. 434.

162
სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება მუხლი 19

შესაბამისად.29 რწმენის გაცხადების თავისუფლების შემადგენელი ნაწილია აგ-


რეთვე ადამიანის უფლება, თავისი რელიგიური თუ ფილოსოფიური შეხედულე-
ბების მიხედვით გადაწყვიტოს მის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირე-
ბული საკითხები, უარი თქვას ამა თუ იმ სამედიცინო ჩარევაზე, სარეანიმაციო,
სიცოცხლის შემანარჩუნებელ ან პალიატიურ მკურნალობაზე.30 რწმენის გაც-
ხადების თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და არ იცავს რწმენის
გაცხადების ნებისმიერი გამოვლინებას. საკუთრივ რწმენა, ისევე როგორც მისი
გაცხადების ფორმები, შეთავსებადი უნდა იყოს ადამიანის ღირსებისა და ხელ-
შეუხებლობის ფუნდამენტურ პრინციპებთან. მაგალითად, ისეთი რელიგიური
რწმენის გაცხადება, რომელიც გულისხმობს ადამიანის წამებას, არაადამიანურ
ან დამამცირებელ მოპყრობასა ან სასჯელს, ვერ იქნება დაცული აღმსარებლო-
ბისა თუ რწმენის გაცხადების თავისუფლებით.31

2.4. უფლებათა დაცულობა და სახელმწიფოს ვალდებულებები


კონსტიტუციის მე-19 მუხლით გაცხადებული უფლებების დაცულობა გუ-
ლისხმობს, რომ სახელმწიფო უშვებს ამ უფლებათა მშვიდობიან განხორციელე-
ბას და არ ერევა თვითნებურად. ჩარევა რომ თვითნებურად არ იქნეს შეფასებუ-
ლი, სულ მცირე, შემდეგი 8 პირობა უნდა დაკმაყოფილდეს:
ა) ეკლესია დამოუკიდებელი უნდა იყოს სახელმწიფოსაგან. რომელიმე რე-
ლიგიის სახელმწიფოს ოფიციალურ რელიგიად გამოცხადება შეუთავსებელია
რესპუბლიკურ მმართველობასთან, ხელისუფლების განაწილების,32 თანასწო-
რუფლებიანობისა და ფლურალიზმის პრინციპებთან, ისევე როგორც, საკუთრივ,
რელიგიურ გაერთიანებათა უფლებასთან, სახელმწიფოსაგან ჩარევის გარეშე
განსაზღვრონ თავიანთი საქმიანობის მიზნები. სეკულარიზმის (ანუ სახელმწიფო-
საგან ეკლესიის გამოყოფის) გარეშე სახელმწიფო ვერ შეძლებს იყოს ნეიტრალუ-
რი და მიუკერძოებელი ქვეყანაში განსხვავებულ რელიგიურ ორგანიზაციებთან
მიმართებაში. უფრო მეტიც: კლასიკური გაგებით, „რელიგიის თავისუფლება” იმ-

29 
მაგალითად, ინგლისურმა სასამართლოებმა აღიარეს, რომ ადამიანის დამარხვა უკურთ-
ხებელ მიწაზე, მაშინ როდესაც ეს შეუთავსებელი იყო პირადად გარდაცვალებულის და მისი
ოჯახის წევრების რელიგიურ რწმენასთან, წარმოშობდა გარდაცვალებულის ოჯახის წევრების
უფლებას, მოეთხოვათ მიცვალებულის გადასვენება ნაკურთხ მიწაზე. Durrington Cemetery, Re
(2001) Fam. 33 (2000) 3 WLR, 1322. Grawley Green Road Cemetery, Luton, Re (2001) Fam. 308
(2001) 2 WLR. 1175.
30 
„პაციენტის უფლებების შესახებ” საქართველოს 2005 წლის 5 მაისის კანონის მე-15 მუხლის
მიხედვით, „პაციენტს უფლება აქვს...მოითხოვოს მისი...აღმსარებლობის... პატივისცემა”.
31 
იხ. ლორდთა პალატის განმარტება საქმეში R. (Williamson) v Secretary of State for Education
and Employment, (2005) UKHL 15 (2005) 2 AC, 246.
32 
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30‑ე მუხლის მიხედვით, სასუ-
ლიერო პირი ვერ მიიღებს სასამართლო პროცესში მონაწილეობას, ვერც როგორც „ნაფიცი
მსაჯული”.

163
მუხლი 19 ევა გოცირიძე

თავითვე გულისხმობს ორ კომპონენტს ერთდროულად: არც საჯარო ხელისუფ-


ლება ერევა ეკლესიის საქმეებში და არც ეკლესია საჯარო ხელისუფლებაში.33
ეკლესიის დამოუკიდებლობა სახელმწიფოსაგან, საქართველოს კონსტიტუციის
მე-9 მუხლით არის დადგენილი, რაც საფუძვლად დაედო 2002 წლის ოქტომბერ-
ში საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ
მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების დადებას.34
ბ) სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს რელიგიურ ორგანიზაციათა რეალური
ავტონომიურობა, მათ შორის თავიანთი ლიდერის არჩევის საკითხში.35
გ) ქვეყანაში მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციებს სახელმწიფომ უნდა მიანი-
ჭოს ოფიციალური აღიარება და ამ სფეროში ყველა მათგანის მიმართ დაიცვას
ნეიტრალიტეტი და მიუკერძოებლობა. მისასალმებელია, რომ 2011 წელს, კანონ-
მდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ყველა რელიგიურმა
მიმდინარეობამ, რომელსაც გააჩნია საქართველოსთან ისტორიული კავშირი,
ანდა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში მიჩნეულია რელიგიად, მიიღო უფლება,
მოიპოვოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი.36 სახელმწიფომ
ხელი უნდა შეუწყოს რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციას, გახდნენ
სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების სუბიექტი და სრულყოფილად
განახორციელონ თავიანთი რელიგიური მიზნებიდან გამომდინარე საქმიანობა
(შეიძინონ ან იჯარით აიღონ უძრავი ქონება, განახორციელონ რელიგიური ლი-
ტერატურის ექსპორტი და სხვ.).
დ) სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში მოქმედ რელიგიურ ორგანი-
ზაციათა თანასწორუფლებიანობა და დაიცვას ნეიტრალიტეტი და მიუკერძოებ-
ლობა. აღსანიშნავია, რომ ეს პრინციპი ჯერ კიდევ ვერ ხორციელდება სრულად
ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში, ტრადიციული და უმრავლესობის რელიგიები
ჯერ კიდევ ინარჩუნებენ პრიორიტეტულ მდგომარეობას. შეინიშნება ტრადიცი-
ული, წამყვანი რელიგიის, ზოგჯერ კი ცალკეული ეკლესიების დომინანტური
პოზიციის სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა.37 ამგვარი ინერცია შენარჩუნე-
ბულია საქართველოშიც.38

33 
იხ. Black’s Law Dictionary, sixth edition, St. Paul. Minn. West Publishing Co. 1991; გვ. 459.
34 
იხ. კონსტიტუციური შეთანხმების პრეამბულა.
35 
Metropolitan Church of Bessarabia v Moldova, 2001-XII; 35 EHRR 306 para 117.
36 
იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის № 15091 მუხლი.
37 
ეს განსაკუთრებით ითქმის საბერძნეთზე, სადაც სახელმწიფო ქრისტიანული მართლმადი-
დებლური ეკლესიის მსახურებს ბიუჯეტიდან უხდის ხელფასს, პენსიებსა თუ სხვაგვარ დახმა-
რებებს. გაერთიანებული სამეფო კი ევროპაში ერთადერთი დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც
სასულიერო პირები იმავდროულად არიან საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის წევრები;
თანაც ეს პრივილეგია გააჩნია მხოლოდ ერთ კონკრეტულ – ინგლისის საეპისკოპოსო ეკლე-
სიას (Church od England of Bishops).
38 
საკუთრივ კონსტიტუციური შეთანხმება მართლაც ანიჭებს მართლმადიდებლურ ეკლესიას
ზოგიერთ ისეთ უფლებასა თუ პრივილეგიას, როგორითაც არ სარგებლობენ სხვა კონფესიების

164
სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება მუხლი 19

ე) სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ რეგულაციები, რომლებიც უკავ-


შირდება ამ ორგანიზაციებისათვის რელიგიური თაყვანისცემის ადგილების
(შენობები, საჯარო ადგილები და სხვა) გადაცემას ან გამოყენებას, შეესაბამე-
ბოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის პრინციპებს,
რომელთა მიხედვით, მართალია, რელიგიური შენობების, საჯარო მოედნებისა
და სხვა ადგილების გამოყენება საჯარო ინტერესებისათვის გადასწონის რე-
ლიგიისა თუ რწმენის საჯარო გაცხადების თავისუფლებას, მაგრამ ეს არ უნდა
იქნეს გამოყენებული თვითნებურად და რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფების
საწინააღმდეგოდ.39 სტრასბურგის სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-9
მუხლთან შეუსაბამოდ მიიჩნია ბერძნული კანონი, რომელიც პრაქტიკულად
კრძალავდა ყოველგვარი ეკლესიისა თუ ტაძრის გახსნას, თუ ის არ მიეკუთვნე-
ბოდა მართლმადიდებლურ ეკლესიას.40
ვ) სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას დისკრიმინაცია რელიგიური უმცირესო-
ბების წარმომადგენელთა მიმართ მათი სამოქალაქოსამართლებრივი თუ სხვა
ხასიათის უფლებრივი საკითხების გადაწყვეტისას.41
ზ) მოზარდი თაობისათვის ღვთისმეტყველების სწავლების დროს სახელმწი-
ფოს ეკისრება ვალდებულება, აღნიშნული განახორციელოს ყველა რელიგიას-
თან მიმართებაში ობიექტური, კრიტიკული და ფლურალისტული ფორმით და
არ დაუშვას ამა თუ იმ დოქტრინების თავსმოხვევა, რომელიც შეიძლება შეფა-
სებულ იქნეს, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი
ოქმის მე-2 მუხლით დაცული მშობლების უფლებების დარღვევა, თავიანთი შვი-
ლებისათვის უზრუნველყონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის
შესაბამისი განათლება და სწავლება.42 საჯარო სკოლებში ამა თუ იმ რელიგიის
სავალდებულო სწავლების დროს, დადგენილი უნდა იყოს განსხვავებული რელი-
გიის წარმომადგენელთა უფლება, გათავისუფლდნენ გაკვეთილზე დასწრების

წარმომადგენლები. მაგალითად, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო აღიარებს ეკ-


ლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით; რომ მართლმა-
დიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები თავისუფლდებიან სამხედრო ვალდებულებისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი ასევე ითვალისწინებს საქართველოს საპატრიარქოს
გათავისუფლებას მოგებისა და დღგ-ს გადასახადებისაგან.
39 
Manoussakis v Greece, 1996-IV; 23 EHRR 387.
40 
Manoussakis v Greece, judgment of 26 September, 1996.
41 
საქმეში Hoffmann c. l’Autriche ევროპულმა სასამართლომ ცნო კონვენციის მე-9 მუხლის
დარღვევა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში იმის გამო, რომ განქორწინების შემდეგ შვილებზე
მეურვეობის უფლება ეროვნულმა სასამართლოებმა მიაკუთვნეს მამას მხოლოდ იმიტომ, რომ
დედა გახდა იეჰოვას მოწმე. სასამართლომ არ გაიზიარა, რომ რისკი იმისა, რომ დედას, სისხ-
ლის გადასხმაზე უარის შესახებ იეჰოველთა მრწამსის გამო, შეეძლო საფრთხეში ჩაეყენებინა
ბავშვების ჯანმრთელობა, საკმარისი საფუძველი იყო მისთვის შვილებზე მეურვეობის უფლე-
ბის აღსაკვეთად. 23 juin 1993, Rec. 255-C.:
42 
Folgero v Notway, hudoc (2007) 46 EHRR 1147 para 84 GC.

165

You might also like