You are on page 1of 1

სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება მუხლი 19

ე) სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ რეგულაციები, რომლებიც უკავ-


შირდება ამ ორგანიზაციებისათვის რელიგიური თაყვანისცემის ადგილების
(შენობები, საჯარო ადგილები და სხვა) გადაცემას ან გამოყენებას, შეესაბამე-
ბოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის პრინციპებს,
რომელთა მიხედვით, მართალია, რელიგიური შენობების, საჯარო მოედნებისა
და სხვა ადგილების გამოყენება საჯარო ინტერესებისათვის გადასწონის რე-
ლიგიისა თუ რწმენის საჯარო გაცხადების თავისუფლებას, მაგრამ ეს არ უნდა
იქნეს გამოყენებული თვითნებურად და რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფების
საწინააღმდეგოდ.39 სტრასბურგის სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-9
მუხლთან შეუსაბამოდ მიიჩნია ბერძნული კანონი, რომელიც პრაქტიკულად
კრძალავდა ყოველგვარი ეკლესიისა თუ ტაძრის გახსნას, თუ ის არ მიეკუთვნე-
ბოდა მართლმადიდებლურ ეკლესიას.40
ვ) სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას დისკრიმინაცია რელიგიური უმცირესო-
ბების წარმომადგენელთა მიმართ მათი სამოქალაქოსამართლებრივი თუ სხვა
ხასიათის უფლებრივი საკითხების გადაწყვეტისას.41
ზ) მოზარდი თაობისათვის ღვთისმეტყველების სწავლების დროს სახელმწი-
ფოს ეკისრება ვალდებულება, აღნიშნული განახორციელოს ყველა რელიგიას-
თან მიმართებაში ობიექტური, კრიტიკული და ფლურალისტული ფორმით და
არ დაუშვას ამა თუ იმ დოქტრინების თავსმოხვევა, რომელიც შეიძლება შეფა-
სებულ იქნეს, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი
ოქმის მე-2 მუხლით დაცული მშობლების უფლებების დარღვევა, თავიანთი შვი-
ლებისათვის უზრუნველყონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის
შესაბამისი განათლება და სწავლება.42 საჯარო სკოლებში ამა თუ იმ რელიგიის
სავალდებულო სწავლების დროს, დადგენილი უნდა იყოს განსხვავებული რელი-
გიის წარმომადგენელთა უფლება, გათავისუფლდნენ გაკვეთილზე დასწრების

წარმომადგენლები. მაგალითად, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო აღიარებს ეკ-


ლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით; რომ მართლმა-
დიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები თავისუფლდებიან სამხედრო ვალდებულებისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი ასევე ითვალისწინებს საქართველოს საპატრიარქოს
გათავისუფლებას მოგებისა და დღგ-ს გადასახადებისაგან.
39 
Manoussakis v Greece, 1996-IV; 23 EHRR 387.
40 
Manoussakis v Greece, judgment of 26 September, 1996.
41 
საქმეში Hoffmann c. l’Autriche ევროპულმა სასამართლომ ცნო კონვენციის მე-9 მუხლის
დარღვევა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში იმის გამო, რომ განქორწინების შემდეგ შვილებზე
მეურვეობის უფლება ეროვნულმა სასამართლოებმა მიაკუთვნეს მამას მხოლოდ იმიტომ, რომ
დედა გახდა იეჰოვას მოწმე. სასამართლომ არ გაიზიარა, რომ რისკი იმისა, რომ დედას, სისხ-
ლის გადასხმაზე უარის შესახებ იეჰოველთა მრწამსის გამო, შეეძლო საფრთხეში ჩაეყენებინა
ბავშვების ჯანმრთელობა, საკმარისი საფუძველი იყო მისთვის შვილებზე მეურვეობის უფლე-
ბის აღსაკვეთად. 23 juin 1993, Rec. 255-C.:
42 
Folgero v Notway, hudoc (2007) 46 EHRR 1147 para 84 GC.

165

You might also like