You are on page 1of 1

სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება მუხლი 19

მებისაგან და უზრუნველყოს მათი მხრიდან რელიგიური უფლებებით მშვიდო-


ბიანი და დაუბრკოლებელი სარგებლობა. ამ პოზიტიურ ვალდებულებათა შეუს-
რულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო თავად იქნება მიჩნეული რელიგიურ
უფლებათა დამრღვევად.65 მაგალითად, სახელმწიფოს უფლება აქვს შეზღუდოს
რელიგიური თაყვანისცემის საგნების პროვოკაციული ფორმით გამოხატვის
საჯარო ჩვენება, იმგვარი კრიტიკა, რაც შეიძლება შეფასდეს „ღვთის გმობად,”
გამოხატავს სიწმინდის თემისადმი მიუღებელ დამოკიდებულებას და შეურაცხ-
ყოფს მორწმუნეთა გრძნობებს.66

65 
Otto- Preminger- Institut v Austria, (1994) 19 EHRR; 34 (para 47); Klein v Slovakia, App. No.
72208/08 Judgment of October 31, 2006.
66 
მაგალითად, საქმეში Otto- Preminger- Institut v Austria, ((1994) 19 EHRR; 34 (para 47)) ევრო-
პულმა სასამართლომ გამართლებულად მიიჩნია ფილმის კინოთეატრებში ჩვენების აკრძალ-
ვა და მისი დაპატიმრება, რადგან ფილმში რელიგიური კულტის პერსონაჟები – მამა ღმერთი,
იესო ქრისტე და მარიამ ღვთისმშობელი გამოხატული იყვნენ პროვოკაციული ფორმით. იგი
დაეთანხმა, რომ ფილმი წარმოადგენდა თავდასხმას ქრისტიანულ რელიგიაზე და გაითვალის-
წინა, რომ ავსტრიის მოსახლეობის დიდი ნაწილი – 88 % – სწორედ ამ რელიგიის მიმდევარი იყო.
შესაბამისად, მიიჩნია, რომ არსებობდა ფილმის აკრძალვის „მწვავე საზოგადოებრივი საჭირო-
ება” ქვეყანაში რელიგიური მშვიდობის შესანარჩუნებლად და საზოგადოებრივი წესრიგის და-
საცავად. საქმეში Wingrove v United Kingdom (judgment of 25 November, 1996) სასამართლომ
ასევე გამართლებულად მიიჩნია უარი სერტიფიკატების მიცემაზე ფილმისათვის, რომელშიც
გამოხატული იყო ჯვარცმულ ქრისტესთან სექსუალური მოქმედებების სცენები, რაც, ლორდ-
თა პალატის განმარტებების მიხედვით, შეიძლებოდა შეფასებულიყო „ღვთის გმობად”.

175

You might also like