You are on page 1of 5

მუხლი 19 ევა გოცირიძე

Theory and Practice of Contemporary Intarnational law, Essaays in Honor of Professor Levan
Alexidze, Tbilisi, 2007.

1. შესავალი
სიტყვის, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება დემოკრატიული
საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. მას უდიდესი წვლილი შეაქვს
რელიგიური და, საერთოდ, კულტურული ფლურალიზმის დამკვიდრებაში, რომ-
ლის გარეშეც წარმოუდგენელია საზოგადოებრივი მშვიდობა და ჰარმონია. ერთი
მხრივ, პოლიტიკური თუ მსოფლმხედველობრივი დოქტრინების ადამიანებზე
იძულებითმა თავსმოხვევამ, იდეოლოგიურმა წნეხმა და თავისუფალი აზრის
ჩახშობამ, ხოლო მეორე მხრივ, ქსენოფობიამ და შეუწყნარებლობამ აუნაზღა-
ურებელი ზიანი მოუტანა ევროპას გასულ საუკუნეში. ამიტომ, მეორე მსოფლიო
ომის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ კურსი აიღო ადამიანის უფლებათა
დაცვის, ტოლერანტიზმის დამკვიდრებისა და ინტერკულტურული დიალოგის
გაღრმავებისაკენ. ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს თავისუფლებანი
გამორჩეულადაა დაცული. მას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანა-
მედროვე ეპოქაში, რამდენადაც აშკარად გამოიკვეთა რელიგიის გავლენა გლო-
ბალურ თუ რეგიონულ პოლიტიკაზე. რელიგიური დემოგრაფიის სერიოზულმა
ცვლილებებმა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კიდევ უფრო აქტუალური გახადა
რელიგიური შემწყნარებლობის სულისკვეთების კიდევ უფრო გაღვივება. ევრო-
პულ ქვეყნებში ამ თავისუფლებათა დაცულობის სტანდარტი ძალიან მაღალია
და იგი მნიშვნელოვნად აღემატება დანარჩენ მსოფლიოში არსებულ შესაბამის
სტანდარტებს.1 საქართველოში ამ თავისუფლებათა დაცულობა არ ჩამოუვარ-
დება საერთო-ევროპულ სტანდარტს. საქართველოს კონსტიტუციაში ისინი,
ერთი მხრივ, აღიარებულია მე-19 მუხლით, როგორც ადამიანის ძირითადი თა-
ვისუფლებანი, ხოლო მეორე მხრივ, განმტკიცებულია კონსტიტუციის სხვა მუხ-
ლებით, უწინარეს ყოვლისა, კონსტიტუციის მე-9 მუხლით, რომლის მიხედვითაც
„სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და რელიგიის სრულ თავისუფლებას,” რაც
იმის დადასტურებაა, რომ რწმენისა და რელიგიის თავისუფლება ერთ-ერთი ის
უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური პრინციპია, რასაც ქართული სახელმწიფო
ემყარება.2
1 
Harris, O’Boyle & Warbrick, Law of the European Convention on Human Rights, Second edition,
Oxford, 2009, გვ. 425.
2 
კონსტიტუციის მე-19 მუხლთან უშუალო კავშირშია კონსტიტუციის მე-14 მუხლიც, რომე-
ლიც ადამიანის ნებისმიერი, მათ შორის რელიგიური, კუთვნილების მიხედვით დისკრიმინა-
ციას კრძალავს; კონსტიტუციის 38‑ე მუხლი, რომელიც შეეხება საქართველოს მოქალაქეთა
თანასწორუფლებიანობას მათი რელიგიური თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად; 26‑ე მუხლი,
რომელიც დაუშვებლად აცხადებს ისეთი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური გაერთიანების
შექმნასა და მასში მონაწილეობას, რომლის მიზანიც რელიგიური შუღლის გაღვივებაა.

156
სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება მუხლი 19

2. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი


2.1. დაცული სფერო
2.1.1. საერთო ფარგლები
კონსტიტუციის მე-19 მუხლი იცავს ადამიანის უფლებას, სწამდეს ღმერთი,
აირჩიოს და აღიაროს ნებისმიერი რელიგია, რწმენა თუ მსოფლმხედველობრივი
მრწამსი, იქონიოს და სხვებს გაუზიაროს თავისი შეხედულებანი, იცხოვროს და
იმოქმედოს მათ შესაბამისად. იგი მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავი-
სუფლებას, აგრეთვე თავისუფლებას, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან
ერთად, განკერძოებით ან საქვეყნოდ, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა
აღმსარებლობით, სწავლებით, ქადაგებით, წესებისა და რიტუალების შესრულე-
ბით. იგი მოიცავს ნეგატიურ თავისუფლებასაც – იყოს ათეისტი და არ გახდეს
რომელიმე რელიგიის მიმდევარი, არ აღიაროს ესა თუ ის რწმენა თუ მსოფლმ-
ხედველობრივი მრწამსი, უარი თქვას საკუთარი რწმენისა თუ ფილოსოფიური
შეხედულებების გამჟღავნებაზე და ა.შ.; კონსტიტუციის მე-19 მუხლის შინაარსი,
ძირითადად, რელიგიის თავისუფლებას უკავშირდება, მაგრამ არ შემოიფარგლე-
ბა მისით. იგი იცავს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის
თავისუფლებას. მათგან რელიგიას პირდაპირ მხოლოდ „აღმსარებლობა” უკავ-
შირდება. სიტყვის, აზრისა და სინდისისა და რწმენის თავისუფლებებს ფართო
შინაარსი აქვთ და მხოლოდ რელიგიურ ასპექტებს არ მოიცავენ.
– „აღმსარებლობა” გულისხმობს ამა თუ იმ რელიგიის აღმსარებლობას, მიმ-
დევრობას, იმის მიუხედავად, ტრადიციულ რელიგიებს ეხება საქმე (როგორიცაა
ბუდიზმი,3 ქრისტიანობა,4 ჰინდუიზმი,5 ისლამი,6 იუდაიზმი,7 სიკხიზმი8) თუ შე-
დარებით ახალ რელიგიურ ორგანიზაციებს (მაგ. იეღოვას მოწმეები,9 სიენტო-
ლოგიური ეკლესია10). თუ სახელმწიფოს მიერ ესა თუ ის რწმენა ოფიციალურად
არის აღიარებული „რელიგიად”, იგი ავტომატურად მოიპოვებს დაცვას ევროპუ-
ლი კონვენციის მე-9 მუხლის საფუძველზეც.
– „რწმენა” გულისხმობს რაიმეს ჭეშმარიტებაში ან მცდარობაში ადამიანის
რწმენას, რომელიც შესაბამისი არგუმენტებით არის გამყარებული. იგი სუბიექ-
ტურია თავისი არსით, თუმცა ყალიბდება არა მარტო შესაბამისი ცოდნის ში-

3 
X v UK, No 5442/72, 1DR 41 (1995).
4 
Stedman v UK, No 29107/95 hudoc (1997) 23 EHRR CD 168.
5 
ISKCON v UK, No. 20490/92 hudoc (1994), 18 EHRR CD 133.
6 
X v UK, No. 8160/78, 22 DR 27 (1981).
7 
D v France, No. 10180/82, 35 DR 1993 (1983).
8 
X v UK, No. 8231/78, 28 DR 5 (1982).
9 
Manoussakis v Greece, 1996-IV; 23 EHRR 387.
10 
Church of Scientilogy Moscow v Russia, hudoc (2007) 46 EHRR para 64.

157
მუხლი 19 ევა გოცირიძე

ნაგანი გააზრებისა და აღქმის, არამედ სხვათა არგუმენტების საფუძველზეც.11


„რწმენა” კონსტიტუციის მე-19 მუხლში მოიცავს როგორც რელიგიურ, ისე არა-
რელიგიურ რწმენას, მათ შორის ათეისტების, აგნოსტიკოსების, სკეპტიკოსები-
სა და განურჩევლობის კონცეფციებს, რამდენადაც ისინი სწორედ რელიგიასთან
მიმართებას გულისხმობს და რელიგიური განზომილებანი უდევთ საფუძვლად.12
„რწმენა” აგრეთვე მოიცავს ფილოსოფიური შეხედულებების ფართო წრეს, რო-
გორიცაა პაციფიზმი,13 ვეგანიზმი (რწმენა, რომელიც პრინციპულად უარყოფს
ცხოველური საკვების, ცხოველის ბეწვისა და ტყავის გამოყენებას),14 აბორტი-
სადმი წინააღმდეგობა15 და სხვ.; ამასთან, ყველანაირი რწმენა და შეხედულებები
არ არის დაცული. როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ
განმარტა, იმისათვის, რომ ამა თუ იმ რწმენამ ევროპული კონვენციის საფუძ-
ველზე დაცვა მოიპოვოს, იგი უნდა აღწევდეს დამაჯერებლობის, სერიოზუ-
ლობის, სიმყარისა და მნიშვნელობის განსაზღვრულ ხარისხს.16 რწმენისა და
აღმსარებლობის თავისუფლება მოიცავს ამ თავისუფლებებით სარგებლობის
შესაძლებლობას როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად, როგორც
განკერძოებით, ისე საქვეყნოდ.
– სინდისის თავისუფლება ადამიანის უფლებაა, გადაწყვეტილებები მიიღოს,
იცხოვროს და იმოქმედოს თავისი სინდისის შესაბამისად. იგი ეფუძნება ადა-
მიანის უნარს, იაზროვნოს ზნეობრივი კატეგორიებით, გაარჩიოს „კეთილი” და
„ბოროტი”, „კარგი” და „ცუდი”, „სწორი” და „მცდარი”. სინდისის თავისუფლება
იცავს ადამიანის უფლებას, იქონიოს თავისი კრედო, მიიღოს გადაწყვეტილება
იმის მიხედვით, რასაც კარნახობს საკუთარი სინდისი და რასაც კონკრეტულ ვი-
თარებაში მისთვის სავალდებულოდ მიიჩნევს. სინდისის თავისუფლება ზოგჯერ
გამოიყენება, როგორც რელიგიის თავისუფლების „ეკვივალენტური” ტერმინი.17
– აზრის თავისუფლება, ფართო გაგებით, გულისხმობს ადამიანის უფლებას,
იქონიოს საკუთარი აზრი ნებისმიერ საკითხზე. მაგრამ, უნდა ვივარაუდოთ, რომ
კონსტიტუციის მე-19 მუხლში მას შედარებით ვიწრო შინაარსი აქვს და მოიცავს
აზრის თავისუფლებას ძირითადად რელიგიისა და რწმენის საკითხებზე. ადა-

11 
იხ.Black’s Law Dictionary, sixth edition, St. Paul. Minn. West Publishing Co. 1991; გვ. 106.
12 
Kokkinakis v Greece, A 260-A (1993), 17 EHRR 397 para 31.
13 
Arrowsmith v UK, No. 7050/75, 19 DR 5 (1978), Com.Rep; CM Res DH (79) 4.
14 
H v UK, No. 18187/91 hudoc 16 EHRR CD 44
15 
Knudsen v Norway, No. 11045/84, 42 DR 247 (1985).
16 
Campbell and Cosans v UK, A 48 (1982) 4 EHRR 1 para 36. ადამიანის უფლებათა ევროპული
კომისიის პრეცედენტები არ უარყოფდა, რომ ისეთი პოლიტიკური და ფილოსოფიური შეხე-
დულებები, რომლებიც საფუძვლად ედო ფაშიზმს, კომუნიზმსა და ნეონაცისტურ პრინციპებს,
იყო „რწმენა” კონვენციის მე-9 მუხლის გაგებით(X v Italy, No 6741/74, 5 DR 83 (1976), Hazar
and AciK v Turkey, No 16311/90; X v Austria, No. 1747/62, 13 CD 42 (1963).) თუმცა, ევროპულ
სასამართლოს შემდგომში არ დაუდასტურებია კომისიის ზემოაღნიშნული პოზიცია.
17 
იხ.Black’s Law Dictionary, sixth edition, St. Paul. Minn. West Publishing Co. 1991. გვ. 209-210.

158
სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება მუხლი 19

მიანს აქვს უფლება, შეიმუშაოს და გააჩნდეს საკუთარი აზრი და შეხედულება


როგორც საკუთარი რელიგიისა თუ რწმენის, ისე სხვა რელიგიებისა და რწმენის,
ცალკეული რელიგიური დოგმებისა თუ წესების, ეკლესიის როლის, ეკლესიისა
და სახელმწიფოს ურთიერთობისა და სხვა საკითხებზე. „აზრის თავისუფლება”
კონსტიტუციის მე-19 მუხლში არ გულისხმობს აზრის გამოხატვის თავისუფლე-
ბას, რომელიც კონსტიტუციის 24‑ე მუხლითაა დაცული.
– სიტყვის თავისუფლება, რომელიც კონსტიტუციის მე-19 მუხლშია მოხსე-
ნიებული, გულისხმობს აზრების, შეხედულებების, იდეების, მათ შორის კრიტი-
კისა და პროტესტის გამოხატვის უფლებას. „აზრის თავისუფლებისაგან” განსხ-
ვავებით, იგი გულისხმობს სწორედ ამ შეხედულებათა გამოთქმას, გამოხატვას.
არსებითად, იგი არაფრით განსხვავდება აზრის გამოხატვის თავისუფლებისა-
გან, რომელსაც კონსტიტუციის 24‑ე მუხლი იცავს. განსხვავება მხოლოდ ისაა,
რომ 24‑ე მუხლით დაცული უფლება გულისხმობს აზრის გამოხატვას არა მარტო
სიტყვით, არამედ ნებისმიერი სხვა საშუალებით (მაგალითად, ხელოვნების ნა-
წარმოებით). ამის გათვალისწინებით, გამართლებული იქნებოდა „სიტყვის თავი-
სუფლების” კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან ამოღება.

2.1.2. სუბიექტი
კონსტიტუციის მე-19 მუხლი იცავს „ყოველი ადამიანის” სიტყვის, აზრის,
სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას. თუმცა, ეს დებულება
უნდა განიმარტოს ფართოდ და ზოგიერთ შემთხვევაში ამ უფლების მატარებელ
სუბიექტებში ვიგულვოთ არა მარტო ფიზიკური, არამედ იურიდიული პირებიც.
მაგალითად, ეკლესიებსა და ასოციაციებს, რომლებსაც გააჩნიათ რელიგიური
თუ ფილოსოფიური მიზნები, შეუძლიათ დაეყრდნონ კონსტიტუციის მე-19
მუხლს როგორც საკუთარი თავის, როგორც იურიდიული პირის, უფლებების,
ისე მათი წევრების ინდივიდუალური უფლებების დასაცავად. მათგან განსხვა-
ვებით, აზრისა და სინდისის თავისუფლება მხოლოდ ფიზიკურ პირებს გააჩნიათ.

2.2. შინაგანი და გარეგანი განზომილებანი


კონსტიტუციის მე-19 მუხლით გათვალისწინებული უფლებები მოიცავს ორ
მნიშვნელოვან ელემენტს:
ა) შინაგან განზომილებას (forum internum). იგი გულისხმობს შინაგან თავი-
სუფლებას, რომელიც ხორციელდება თითოეული ინდივიდის შინაგან სამყაროში,
მის გულსა და გონებაში; შესაბამისად, იგი სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგ-
ლებს მიღმაა და არ უნდა იქნეს შეზღუდული სახელმწიფოს ჩარევით; აზრისა და
სინდისის თავისუფლება მთლიანად მიეკუთვნება შინაგანი თავისუფლების სფე-

159
მუხლი 19 ევა გოცირიძე

როს, ხოლო რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება – ნაწილობრივ. forum


internum ირღვევა, მაგალითად, მაშინ, როდესაც ფიზიკური მუქარის ან ამა თუ
იმ სანქციის გამოყენებით სახელმწიფო აიძულებს ინდივიდს, უარყოს ესა თუ ის
აზრი, ფილოსოფიური მრწამსი, სინდისის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტი-
ლება, თავისი რელიგია ან სხვაგვარი რწმენა, ანდა გახდეს რაიმე სხვა რელიგიის
ან რწმენის მიმდევარი. ადამიანი უნდა იყოს სრულიად თავისუფალი ჰქონდეს
ესა თუ ის რწმენა, რჩებოდეს მისი ერთგული, ანდა შეცვალოს იგი თავისი ნება-
სურვილის შესაბამისად.18 სახელმწიფოს აგრეთვე არა აქვს უფლება, უკარნახოს
ადამიანს, თუ რომელი რწმენა გააჩნდეს, ანდა მოსთხოვოს მას, გაამჟღავნოს
მისი შეხედულებები თუ რელიგიური კუთვნილება.19 მაგალითად, როდესაც ამა
თუ იმ პროცედურის დროს (კერძოდ, სასამართლოში ჩვენების მიცემისას, მოსა-
მართლის ან პარლამენტის წევრის თანამდებობის დაკავებისას) ადამიანს, მისი
რელიგიისა თუ რწმენის მიუხედავად, მოეთხოვება ბიბლიაზე, ყურანზე, თორა-
ზე ან სხვა პრინციპულ რელიგიურ ტექსტებზე დაფიცება, ეს რელიგიის თავი-
სუფლების დარღვევაა. აღნიშნული, ფაქტობრივად, შესაბამისი რელიგიისადმი
კუთვნილების დადასტურების მოთხოვნაა, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის თა-
ვისუფლებას, არ იყოს ამა თუ იმ რელიგიის მიმდევარი, ან არ გაამჟღავნოს იგი
საჯაროდ.20 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედ-
ვით, მოწმეს, სასამართლოში ჩვენების მიცემისას, უფლება აქვს დადოს როგორც
რელიგიური, ისე არარელიგიური ფიცი, ანდა საერთოდ უარი თქვას ფიცის და-
დებზე თავისი რწმენის გამო. ასეთ შემთხვევაში, მას მხოლოდ ის მოეთხოვება,
რომ „სასამართლოს წინაშე პასუხისმგებლობის მთელი შეგნებით დაადასტუ-
როს, რომ იტყვის მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავს”.21 შინაგან თა-
ვისუფლებაში ჩარევასთან გვექნება საქმე მაშინაც, თუ ადამიანს მოეთხოვება
სამხედრო სამსახური, როდესაც იგი ეწინააღმდეგება მის რწმენას.
ბ) გარეგან განზომილებას (forum externum). ეს არის გარეგანი თავისუფლე-
ბის სფერო და მოიცავს აღმსარებლობისა და რწმენის გამჟღავნებასთან, მათ გა-
მოვლინებასთან დაკავშირებულ თავისუფლებას. ეს არის ადამიანის თავისუფ-
ლება, ინდივიდუალურად თუ სხვებთან ერთად, განკერძოებით ან საქვეყნოდ,
გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, ქადაგე-
ბით, წესებისა და რიტუალების შესრულებით. შესაბამისად, სახელმწიფოს შეუძ-

18 
იხ. Tahzib, „Freedom of Religion or Belief: Ensuring Effective International Protection”, 1996,
გვ. 26.
19 
Folgero v Norway, hudoc (2007); 46 EHRR 1147, para 98 GC.
20 
საქმეში Bascarini and others v San Marino, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პარ-
ლამენტის წევრის ვალდებულება, პარლამენტში თავისი ადგილის დაკავებამდე დაეფიცებინა
ქრისტიანულ ბიბლიაზე, შეთავსებადი არ იყო კონვენციის მე-9 მუხლთან; 1999‑1, 30 EHRR
208, para 39 GC.
21 
იხ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 48‑ე მუხლი.

160

You might also like