You are on page 1of 10

§4

§7. საერთაშორისო ორგანიზაციების კლასიფიკაცია

ნათელია, რომ კლასიფიკაციას აქვს ცოდნის სისტემატიზაციის ფუნქცია,


კლასიფიკაცია შეიძლება იყოს საკმაოდ სასარგებლო. ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ, რომ
ორგანიზაციები არ არის მონოლითის ხანის დაწესებულებები, რომლებიც აგებულია
ერთი და იმავე გეგმის მიხედვით, არამედ ისინი არის დაწესებულებები რომლებიც
ეხება საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროს და საკმაოდ მრავალფეროვანია,
მათი კლასიფიკაცია კი - საკმაოდ ნაყოფიერი და ინფორმაციული.
კლასიფიკაციის ბევრი მცდელობიდან, წამოვიდა იდეა, რომ არსებობს
სამართლებრივი განსხვავებებიც სხვადასხვა კატეგორიებშიც, და ეს განსხვავებები
მეტწილად, გაუმართლებელია. ყველა იურისტისთვის თითოეული საერთაშორისო
ორგანიზაცია თავისი არსით უნიკალურია, რადგან ეყრდნობა სადამფუძნებლო
დოკუმენტს და განვითარდება თავისებური პოლიტიკური კონფიგურაციით.

 კლასიფიკაცია საქმიანობის მიზნების მიხედვით:

მეცნიერები ხშირად აღნიშნავენ, რომ ორგანიზაციათა კლასიფიკაცია შეიძლება


მოხდეს მათი ფუნქციების მიხედვით. ამდენად, ორგანიზაციების საკმაოდ დიდი
ნაწილი აქტიურობს ეკონომიკის სფეროში, სხვები მშვიდობასა და უსაფრთხოების
სფეროში, ასევე შესაძლებელია მათი, როგორც სამხედრო გაერთიანებათა
კლასიფიკაცია. სხვების საქმიანობა დაკავშირებულია კვების, საზოგადოებრივი
ჯანდაცვის, ტელეკომუნიკაციის საკითხებთან. და ეს მხოლოდ მცირედი მათგანია.
აქ უნდა გავაკეთოთ ერთგვარი დათქმა. ვფიქრობთ თუ არა ჩვენ, რომ ეს
ორგანიზაცია ეწევა აქტიურ მოღვაწეობას ეკონომიკის სფეროში, პირველ რიგში
1
დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩვენ თვითონ როგორ განვსაზღვრავთ სიტყვა
„ეკონომიკის“ მნიშვნელობას. ზოგი მასში მოიაზრებს ტელეკომუნიკაციასაც, როცა
სხვები მთელი ძალით ცდილობენ გამორიცხონ ეს.
გარდა ამისა, არსებობს შესაძლებლობა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ჩვენ
ვფიქრობთ, რომ ტელეკომუნიკაცია არ არის ეკონომიკური სფერო, ეკონომიკურად
ორიენტირებული ორგანიზაცია შეიძლება შეეხოს ისეთ საკითხებს, რომლებსაც
ეკონომიკური შედეგები აქვს. ამის მაგალითია ევროპული კომისია, რომელიც
გარდაიქმნა წმინდა ეკონომიკური ორგანიზაციიდან ისეთ დაწესებულებად,
რომელიც ეხება სხვადასხვა საკითხს, იმ პირობით თუ მათ აქვთ ეკონომიკური მხარე.
ზემოთ მოყვანილ მსჯელობის კარგი მაგალითი გვხვდება ევროპული
სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ბოსმანის საქმეზე.
1996 წელს ევრო-სასამართლომ განიხილა ბელგიელი ჟან-მარკ ბოსმანის საქმე,
რომელიც კლუბ „ლიეჟში“ თამაშობდა, თუმცა მისი კონტრაქტის ვადა გასული იყო,
ხოლო მოთამაშეს ფრანგულ „დიუნკერკში“ სურდა გადასვლა, ამას კი კლუბებს
შორის შეთანხმება ჭირდებოდა, რასაც იმ დროს მოქმედი სატრანსფერო წესები
ეწინააღმდეგებოდა. „ბოსმანის საქმემდე“ ევროპულ ფეხბურთში ტრანსფერების
მიმართ ორი ფაქტორი მოქმედებდა, რომელიც შემდგომში შეიცვალა:
1. ფეხბურთელი არ ხდებოდა ე.წ. „თავისუფალი აგენტი“ იმ შემთხვევაში, თუ მას
გუნდთან კონტრაქტი დაუმთავრდებოდა. ამ ფეხბურთელის გადასაყვანად სხვა
კლუბს მაინც მოუწევდა სატრანსფერო თანხის გადახდა;
2. ევროკავშირის ქვეყნების გუნდებში შეიძლებოდა ეთამაშა მხოლოდ სამ უცხოელ
ფეხბურთელს და კიდევ ორ „ასიმილირებულ“ ფეხბურთელს. ევრო-სასამართლომ
„ბოსმანის საქმე“ მოთამაშის მხარის სასარგებლოდ გადაწყვიტა და ამას გარდა,
ზემოთ ნახსენები 2 წესი შეცვალა: 1. ფეხბურთელი, რომელსაც კლუბთან
კონტრაქტის მოქმედების ვადა დაუმთავრდა, ხდება ე.წ.
„თავისუფალი აგენტი“, რომლის გადაყვანისათვის სხვა კლუბს სატრანსფერო თანხის
გადახდა არ ევალება; 2. ევროკავშირის ქვეყნების კლუბებში შეიძლება ითამაშოს
ნებისმიერი რაოდენობის უცხოელმა ასევე ევროკავშირის ქვეყნიდან. ამ
გადაწყვეტილებამ ევროპულ ფეხბურთში სატრანსფერო სისტემა ძირეულად
შეცვალა და შეიცვალა მიდგომაც ფინანსური ოპერაციების მიმართ - ამას გარდა,

2
ფეხბურთში შემოსულმა დიდმა ფულმა 90-იანებში უსწრაფესი ცვლილებები
გამოიწვია: ახლა მოგების ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე ადრე, რადგან
გამარჯვებაზე გუნდის ფინანსური მდგომარეობაა დამოკიდებული, ხოლო
ტრანსფერების ასტრონომიული ციფრების გამო ხშირად გუნდი, რომელმაც ამდენი
ფული გადაიხადა ძვირი ფეხბურთელის ყიდვაში, რომელმაც საბოლოოდ ვერ
გაამართლა, ვალებში ვარდება.
მკვლევართა ნაწილი ხაზს უსვამს პოლიტიკურ და ფუნქციურ საერთაშორისო
ორგანიზაციებს შორის არსებულ განსხვავებებზე. აღნიშნული მოსაზრება ე. წ.
„ინტეგრაციის თეორიას“ ეყრდნობა. ამ თეორიის მომხრენი მიიჩნევენ, რომ
საერთაშორისო ინტეგრაციის და, უფრო მეტიც, უბრალო თანამშრომლობის
შესაძლებლობა გაცილებით მაღალია, თუკი თანამშრომლობის მიზანი დაყვანილია
ტექნიკურ საკითხებამდე. ხსენებული იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ტექნიკური
ფუნქციები, როგორიცაა მაგალითად, ტელეკომუნიკაციის რეგულირება, თავის თავში
აღარ მოიცავს პოლიტიკური საკითხების მოწესრიგებას. „ინტეგრაციის თეორიის“
თანახმად, შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ ორგანიზაციები თავიდან შეიქმნა
ისეთი პრაქიკული პრობლემების მოსაგვარებლად, როგორებიცაა, ტრანსპორტი და
კომუნიკაცია და არც ის არის უბრალო შემთხვევითობა, რომ ასეთ ორგანიზაციებში
თანამშრომლობის და ურთიერთგაგების უფრო მაღალი ხარისხია ვიდრე იმ
დაწესებულებებში, რომელთა საქმიანობაც პოლიტიკურ საკითხებს ეხება.
სამწუხაროდ, ნამდვილი სხვაობა ემყარება ზედაპირულ გაგებას და არა ღრმა
განსაზღვრებებსა და აღწერებს. თუკი ტერმინ „პოლიტიკის“ ქვეშ ჩვენ მოვიაზრებთ
ძირითადად, მშვიდობასა და უსაფრთხოებას, მაშინ არსებობს მხოლოდ ერთი
უნივერსალური პოლიტიკური ორგანიზაცია - გაერო და რამდენიმე რეგიონალური
პოლიტიკური ორგანიზაცია, მათ შორის, ეუთო. ასეთ შემთხვევაში, განსხვავება ვერ
იქნებოდა საკმარისად ეფექტური.
უფრო მეტიც, მხოლოდ მცირე სხვაობა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ
როგორ თვლის საერთაშორისო ორგანიზაციას ზოგი პოლიტიკურად, ზოგიც -
ფუნქციურად. ასეთი კლასიფიკაცია მათსავე პოზიციაზეა დამოკიდებული.
მაგალითად, საერთაშორისო სასამართლომ ადრეულ 1970-იან წლებში ჩათვალა, რომ
ისეთი სახელმწიფო, როგორიცაა ისლანდია არაპროპორციულად იყო

3
დამოკიდებული მეთევზეობაზე. ეს განაცხადი, რა თქმა უნდა, მოსვენებას არ
დაუკარგავდა შვეიცარიასა თუ ავსტრიას, მაშინ, ამ გადაწყვეტილებას თავად
ისლანდიისათვის დიდი პოლიტიკური ზეგავლენა შეიძლება ჰქონოდა. პირიქით თუ
ავიღებთ, ისლანდია ნაკლებად დაინტერესდებოდა ისეთი საკითხებით, რომლებიც
საინტერესოა ეთიოპიისათვის, მაგალითად, როგორიცაა საზიარო წყლებთან
დაკავშირებული თანამშრომლობა.
და ბოლოს, საერთაშორისო სამართალში ჯერ კიდევ არსებობს პრობლება, რომ
არგუმენტები, რომლებიც ხაზს უსვამს ტექნიკური თანამშრომლობის საშუალებებს,
ეფუძნება არამყარ და არასწორ წარმოდგენას, თითქის ტექნიკური გამოწვევები
პოლიტიკის მიღმა არსებობს. უკეთესი მიდგომა მდგომარეობს შემდეგში, რომ თავად
ერთი შეხედვით ტექნიკურ და არა პოლიტიკურ საკითხებსაც კი, როგორიცაა
ტელეკომუნიკაციის რეგულაცია, შეიძლება ქონდეს ღრმა პოლიტიკური ასპექტები
და შედეგები, მაგალითად, როდესაც საქმე ეხება ინფორმაციული საზოგადოების
ორგანიზებას.

 კლასიფიკაცია მონაწილეთა წრის მიხედვით:

კლასიფიკაციის მეორე სახე მიუთითებს ორგანიზაციის მონაწილეთა წრეზე. ამ


ნიშნით ზოგიერთი ორგანიზაცია მიისწრაფვის უნივერსალური, ან თითქმის
უნივერსალური წევრობისკენ, იწვევს რა ყველა სახელმწიფოს წევრად.
უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაცია არის სამთავრობათაშორისო
საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოთა საერთაშორისო
თანამეგრობობის ყველა ან თითქმის ყველა წევრს მოიცავს და მიზნად ისახავს მასში
გაერთიანებული ყველა ან თითქმის ყველა სახელმწიფოს ინტერესების დაცვას
თანამშრომლობის ფართო (მაგალითად, გაერო) ან ვიწრო (მაგალითად, იუნესკო,
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია) მასშტაბით.
თუმცა, სხვა ორგანიზაციებს შეიძლება აკმაყოფილებდნენ თავიანთი
შეზღუდული წევრობა და ხშირ შემთხვევაში ასეთი სახის შეზღუდვა თავად მათი
საერთო მიზნებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, ბევრი რეგიონალური
ორგანიზაცია, რომლის მიზანი მხოლოდ გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში
მოღვაწეობაა, წევრ სახელმწიფოდ მხოლოდ, იმ რეგიონში წარმოდგენილ

4
სახელმწიფოებს იწვევს. ევროკავშირი ღიაა მხოლოდ ევროპის ქვეყნებისთვის. ასევე,
ვერც ერთი აზიური ქვეყანა ვერ შეძლებს აფრიკის ერთობის ორგანიზაციის წევრი
გახდეს და ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციას მხოლოდ ამერიკაში შემავალი
არსებული სახელმწიფოები თუ შეუერთდებიან.
მსგავსი სახის შეზღუდვები ყოველთვის მხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობას
არ ეფუძნება. შეზღუდღვები შეიძლება განაპირობოს სპეციალურმა პირობებმაც.
მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა
ორგანიზაციის (OPEC) წევრობა შეზღუდულია, ის მაინც მთელ მსოფლიოს ფარავს,
გააჩნია რა წევრი სახელმწიფოები ლათინო ამერიკიდან, აფრიკასა და აზიის
ქვეყნებიდან. ამ შემთხვევაში, საუბარი ეკონომიკურ კავშირზეა. მსგავსად,
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას (OECD)
დასავლეთ ევროპის უამრავი წევრი სახელმწიფოს გარდა, გააჩნია წევრი
სახელმწიფოები ამერიკიდან აზიასა და წყნარი კუნძულების სახელმწიფოებიდან.
ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას (NATO) წევრები
დასავლეთ და სამხრეთ ევროპიდან, ასევე ამერიკიდან და კანადიდან გააჩნია, მაშინ
როდესაც ფრანგულად მოსაუბრე სახელმწიფოები გაერთიანებული არიან
ორგანიზაციაში, რომელიც ფრანკოფონიის ერთგულია.
მაშასადამე, რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია არის
სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ცალკეული გეოგრაფიული
რეგიონების სახელმწიფოებს მოიცავს. აუცილებელი არ არის, რომ რეგიონალური
საერთაშორისო ორგანიზაცია მოიცავდეს მთელ კონტინენტს ან რეგიონს, ის
შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე კონტინენტის ან კონტინენტის რამდენიმე ნაწილში
მტებარი სახელმწიფოებს. გაეროს წესდების თანახმად, დასაშვებია „რეგიონალურ
შეთანხმებათა ან ორგანოების შექმნა გარკვეულ გეოგრაფიულ რაიონში მშვიდობისა
და უშიშროების დაცვის მიზნით“. ეს ორგანიზაციები გაეროს წესდების შესაბამისად
უნდა მოქმედებდნენ. ასეთ ორგანიზაციების წევრები უნდა ცდილოდნენ, რომ
თავისი დავები რეგიონალური ორგანიზაციების მეშვეობით გადაწყვიტონ, და
მხოლოდ ყველა სხვა საშუალების ამოწურვის შემდეგ ესა თუ ის დავა გადაეცეს
გაეროს უშიშროების საბჭოს, თუ მანამდე საბჭომ არ ჩათვალა საჭიროდ კონფლიქტში
ჩარევა. რეგიონალურ ორგანიზაციას უფლება არა აქვს გამოიყენოს შეიარაღებული

5
ძალა, თუ ამას უშიშროების საბჭო არ მოითხოვს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ
ორგანიზაციის წევრები სხვა სახელმწიფოს შიარაღებული აგრესიის ობიექტები
გახდებიან, მათ უფლება აქვთ ორგანიზაციის მთელი ძალიები გამოიყენონ
აგრესორის უკუსაგდებად, რის შესახებაც ატყობინებენ უშიშროების საბჭოს. ასეთ
ორგანიზაციათა რიცხვს მიეკუთვნებიან ნატო, ამერიკის სახელმწიფოთა
ორგანიზაცია, აფრიკის ერთიანობის ორგანიზაცია, არაბულ სახელმწიფოთა ლიგა,
ევროპის კავშირი, ევროპის საბჭო. მშვიდობისა, ხალხთა უშიშროებისა და ადამიანის
უფლებათა დაცვის ორგანიზაციების გარდა არსებობს ეკონომიკური ხასიათის
საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციებიც (მაგალითად, შავი ზღვის
ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია).

 კლასიფიკაცია საქმიანობის სფეროს მიხედვით:

საერთაშორისო ორგანიზაციები ერთმანეთისგან განასხვავებენ საქმიანობის


სფეროს მიხედვითაც.
ზოგადი საერთაშორისო ორგანიზაცია არის უნივერსალური ან რეგიონალური
საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოთა
საერთაშორისო თანამეგობრობისათვის კომპლექსური ფართომასშტაბიანი
თანამშრომლობისათვის ხელის შეწყობას, მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების
დაცვას, ეკონომიკური, კულტურული და სხვა სახის ურთიერთბების განვითარებას
(მაგალითად, გაერო, არაბული სახელმწიფოების ლიგა და ა. შ.).
სპეციალური საერთაშორისო ორგანიზაცია არის უნივერსალური ან
რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოთა შორის
გარკვეული სახის თანამშრომლობას ემსახურება. მაგალითად, ოცამდე
უნივერსალური ორგანიზაცია მოქმედებს გაეროში სპეციალიზებული
დაწესებულების სახით (მაგალითად, იუნესკო, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია,
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი და ა. შ.). სპეციალური
საერთაშორისო ორგანიზაციების რიცხვს მიეკუთვნება ევროპის საბჭო, შავი ზღვის
ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია.

 კლასიფიკაცია წევრების მიღების წესის მიხედვით:

6
არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც, კლასიფიკაცია წევრების მიღების
წესის მიხედვით, გაიგივებულია მონაწილეთა წრის მიხედვით კლასიფიკაციასთან. ამ
იდეის მომხრენი თვლიან, რომ „უნივერსალური“ ორგანიზაცია იგივეა რაც „ღია“
ორგანიზაცია, ხოლო „რეგიონალური“ – „დახურული“.
მეორე მოსაზრების მომხრენი აღნიშნული ორი ნიშნით კლასიფიკაციას
მიჯნავენ ერთმანეთისგან და აღნიშნავენ, რომ განსხვავებაა, ერთი მხრივ,
„უნივერსალურსა“ და „ღიას“ შორის, მეორე მხრივ, კი „რეგიონალურსა“ და
„დახურულს“ შორის.
განსხვავება ძირითადად შემდეგშია: იმისდა მიხედვით, თუ რა მასშტაბისაა
ორგანიზაციის მონაწილეთა წრე, ორგანიზაცია შესაძლოა იყოს „უნივერსალური“ ან
„რეგიონალური“. ვინაიდან „უნივერსალური“ ორგანიზაცია თავისი არსიდან
გამომდინარე უნდა მოიცავდეს მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს, ხოლო მსგავსი
ორგანიზაცია არც წარსულში და არც ახლანდელ რეალობაში არ გვხვდება,
შემოღებულია „უნივერსალურთან მიახლოებული“ ორგანიზაციის ცნება.
ფაქტობრივად, ეს უკანასკნელი იმ ორგანიზაციათა ხორცშესხმაა, რომელსაც ჩვენ
დღეს „უნივესალურს“ ვუწოდებთ (მაგალითად, გაერო). რაც შეეხება რეგიონალურ
ორგანიზაციებს, მათი წევრთა წრე ლიმიტირებულია და შეუძლებელია ამა თუ იმ
სახელმწიფოს თავისუფლად გაწევრიანება თუ იგი არ აკმაყოფილებს სპეციალურად
განსაზღვრულ კრიტერიუმებს (მაგალითად, რომელიმე გეოგრაფიულ რეგიონში
მდებარეობა, კონკრეტული პირობების არსებობა/არარსებობა და ა. შ.). იმისდა
მიხედვით, თუ რა წესით ხდება ორგანიზაციაში წევრების მიღება, განასხვავებენ
„ღია“ და „დახურულ“ ორგანიზაციებს. „ღია“ საერთაშორისო ორგანიზაციების კარი
ღიაა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ამ
ორგანიზაციის მიერ დადგენილ წესებს (მაგალითად, გაერო, ევროპის საბჭო და ა. შ.).
მაშასადამე, „ღია“ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება თავისუფალია. რაც
შეეხება „დახურულ“ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათში გაწევრიანება, როგორც
წესი, რთული და ხანგრძლივი პროცესების გავლასთანაა დაკავშირებული
(მაგალითად, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია, ჩრდილო-
ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია და ა. შ.). ამასთანავე, „დახურულ“

7
საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება წარმოებს ამ ორგანიზაციის
თავდაპირველი დამფუძნებლების მოწვევის მიხედვით.

 კლასიფიკაცია კომპეტენციის მიხედვით:

საერთაშორისო ორგანიზაციების უფლებამოსილებები წარმოადგენს მათი


საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად შესაძლებელია
უფლებამოსილებათა (კომპეტენციათა) მიხედვით კლასიფიკაცია: მინიჭებული
(დადგენილი, განსაზღვრული), ნაგულისხმევი (იმანენტური) და თანდაყოლილი
კომპეტენციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებად.
მინიჭებული უფლებამოსილების მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებს
მხოლოდ და მხოლოდ ის უფლება-მოვალეობები აქვთ, რომლებსაც მათ წესდება
ანიჭებთ თავიანთი დანიშნულების განსახორციელებლად. მინიჭებული
კომპეტენცია, მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს
მათ ორგანოებს შეძლიათ აკეთნ მხოლოდ ის, რისი უფლებამოსილებითაც არიან
აღჭურვილნი. ასე მაგალითად, Ecowas-ის ორგანოებმა უნდა შეასრულონ თავიანთი
ფუნქციები და უნდა იმოქმედონ იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომლებიც მათ
წესდებითა და თანდართული ოქმებით აქვთ მინიჭებული. FAO-ს ქმედუნარიანობა
შემოიფარგლება მისთვის დამფუძნებელი დოკუმენტის მიერ მიცემული
უფლებამოსილებით; OAS-ის წესდება კი ამბობს, რომ აფრიკული სახელმწიფოების
ორგანიზაციის მუდმივ საბჭოს OAS-ის გენერალურ ასამბლეას მოეთხოვება
განახორციელოს თავისი უფლებამოსილება წესდების დებულებების შესაბამისად.
ნაგულისხმევი უფლებამოსილების პრინციპის თანახმად, საერთაშორისო
ორგაინზაცია არ უნდა იყოს შეზღუდული იმ უფლებამოსილებებით, რომლებიც
შექმნისას მას მიენიჭა წესდებით. პირიქით, მას უნდა მიეცეს გარკვეული
უფლებამოსილებანი, რომლებიც მართალია პირდაპირი ფორმით არ არის
მინიჭებული, მაგრამ იგულისხმება. მათ მეორენაირად იმანენტურ
უფლებამოსილებებსაც უწოდებენ (implied competence). ნაგულისხმევი კომპეტენციის
მქონე ორგანიზაციის მაგალითია ERTA.
თანდაყოლილი უფლებამოსილებების მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებად
კლასიფიცირება სათავეს იღებს გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, როდესაც ფ.

8
სეიერსტედმა წამოაყენა ახალი კონცეფცია. მისი აზრით, ორგანიზაციებს,
დაარსებისთანავე უნდა ჰქონოდათ თანდაყოლილი უფლებამოსილებანი ყველა იმ
ქმედებების განსახორციელებლად, რისი განხორციელებაც მათ ესაჭიროებოდათ
თავიანთი მიზნების მისაღწევად, არა ორგანიზაციული უფლებამოსილების რაიმე
კონკრეტული წყაროს წყალობით, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ მათი საერთო
დამახასიათებელი თვისება არის ორგანიზაციად ყოფნა. იმდენად რამდენადაც
ქმედებები არ იკრძალება ორგანიზაციის დამფუძნებელი დოკუმენტების მიერ, ისინი
უნდა ჩაითვალოს იურიდიული ძალის მქონედ.

 კლასიფიკაცია იურიდიული ბუნების მიხედვით:

მთავრობათაშორის და სუპრანაციონალურ ორგანიზაციებს შორის არსებული


განსხვავება გამომდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციების იურიდიული
ბუნების მიხედვით კლასიფიკაციიდან. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით,
არსებობს მხოლოდ ერთი სუპერნაციონალური ორგანიზაცია - ევროპის კავშირი.
შესაბამისად, წარმოუდგენელია ტერმინ „სუპერნაციონალური ორგანიზაციის“
განმარტება ევროკავშირის გარეშე.
თუკი სხვა ორგანიზაციებს შევადარებთ, ევროკავშირს გააჩნია რამდენიმე
მახასიათებელი, რომელიც მთლიანობაში, მას სხვა ორგანიზაციებისაგან
განასხვავებს: 1. ევროკავშირის ხელშეკრულებების თანახმად, გადაწყვეტილებები,
რომელთა შესრულებაც სავალდებულო იქნება, წევრი სახელმწიფოებისთვის
მიღებულ უნდა იქნას ხმათა უმრავლესობით. შესაბამისად, ზოგჯერ, შესაძლოა წევრ
სახელმწიფოს შეიძლება მოუწიოს ისეთი სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელსაც
ის თავად ეწინააღმდეგებოდეს. 2. ხსენებული გადაწყვეტილებების შედეგია
ევროკავშირის სამართალი, რომელსაც უპირატესობა გააჩნია წინააღმდეგობაში
მოსულ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობასთან, განურჩევლად იმისა, თუ რას
ითვალისწინებს საშინაო კანონმდებლობა და რომელი კანონი მიიღეს უფრო ადრე.
3. ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კანონები შესაძლოა ეფექტური იყოს წევრი
სახელმწიფოს საკანონმდებლო სისტემაში. შესაბამისად, ევროკავშირის
კანონმდებლობა შესაძლოა გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ ერთი წევრი
სახელმწიფოს მიერ მეორე წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ, არამედ, წევრი

9
სახელმწიფოს მოქალაქის მიერ მისი საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ, ან ასევე,
პირადი ხასიათის ურთიერთობებში დამსაქმებლებთან ან სხვა სახის
ურთიერთობებში. ამ გაგებით, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა
მათი დამოუკიდებლობის ნაწილი ევროკავშირს გადასცეს. სწორედ ამ იდეას
ეფუძნება ევროკავშირი, მისი ყველა პირდაპირი გაგებით - იგი თავის წევრ-
სახელმწიფოებზე მაღლა დგას (აქედან გამომდინარეობს ტერმინი
„სუპერნაციონალური“).

10

You might also like