You are on page 1of 3

როგორ გამოიკვლევდი კოვიდ პანდემიას

ანთროპოლოგიურად?
დასაწყისში, მანამ, სანამ ვისაუბრებ იმაზე თუ როგორ გამოვიკვლევდი კოვიდ
პანდემიას ანთროპოლოგიურად. ვფიქრობ ,თემის მეტი თვალსაჩინოებისთვის
უმჯობესი იქნება ყურადღება გავამახვილო თვითონ ანთროპოლოგიაზე-როგორც
მეცნიერების დამოუკიდებელ დარგზე , მის ინტერესსა და ზოგადად კოვიდ 19 ის
შესახებ არსებულ საინტერესო ცნობებზე.

ანთროპოლოგია არის დისციპლინა, რომელიც გამოირჩევა ადამიანური ყოფის


შესახებ დაუსრულებელი ცნობისმიყვარეობით. მისი მთავარი ინტერესი არის
ადამიანი. იგი ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს როგორიცაა თუ როდის, სად და
რატომ წარმოიშვნენ ადამიანები დედამიწაზე და რა ცვლილებები განიიცადა
უძველესმა ადამიანმა დღემდე .იგი აგრეთვე დაინტერესებულია თუ რატომ და
როგორ იცვლება ადამიანთა წეს-ჩვეულებები სხვადასხვა დროსა და სივრცეში. რაც
შეეხება კოვიდ პანდემიას, როგორც მოგეხსენებათ 2019 წლის ბოლოდან
მოყოლებული ვირუსი გლობალურად გავრცელდა და გამოიწვია კორონავირუსის
პანდემია, რომელმაც შეძლო მოეცვა მთელი მსოფლიო. 2020 წელს ჯანდაცვის
მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია საზოგადოებრივი ჯანდაცვის
საერთაშრისო საფრთხედ , მოგვიანებით კი პანდემიად გამოაცხადა. ამით მსურს
ხაზი გავუსვა ამ პანდემიის მასშტაბურობას. როგორც ხედავთ ვირუსმა მოახერხა
შეეცვალა მსოფილიო დღის წესრიგი. ამ თემის გლობალურობიდან გამომდინარე კი
ანთროპოლოგია ნამდვილად არის მეცნიერების ის დარგი, რომელიც
დაინტერესებულია ამ თემის შესწავლით. მე კი ამ ნაშრომის მეშვეობით მინდა
აღვწერო თუ როგორ გამოვიკვლევდი ანთროპოლოგიურად კოვიდ პანდემიას.
დამეთანხმებით , საინტერესოა ადამიანის ცხოვრების შესწავლა პოსტკოვიდურ
ეტაპზე.

პანდემიის ანთროპოლოგიურ ჭრილში განხილვისას ჩემთვის მნიშვნელოვანია იმ


საერთო სურათის ცვლილებაზე დაკვირვება, რომელიც მოჰყვა კოვიდ 19. თამამად
შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამდე და მის შემდგომი ცხოვრება ერთმანეთისგან
რადიკალუად განსხვავებულია. ამ ყოველივეს მეტი თვალსაჩნოებისათვის მე
ანთროპოლიგიური კვლევის ფარგლებში გადავწყვიტე პანდემიის პირობებში
არსებულ ცვლილებებზე დაკვირვება და მათი განხილვა.

კოვიდ 19 როგორც უკვე ბევრჯერ აღვნიშნე შეეხო ყველაფერს, მათ შორის


განათლების სისტემას. მოულოდნელად მსოფლიო აღმოჩნდა დიდი პრობლემის
წინაშე , რადგან სკოლაში, ბაღში თუ სხვა ნებისმიერ საგანმანათლელო სივრცეში
ყოფნა საშიში აღმოჩნდა ახალგაზრდებისათვის. ამიტომაც აუცილებელი გახდა
ახალი, მეტად ეფექტური სისტემის დანერგვა, და მართლაც ,პანდემიის პირობებში
მსოფლიო გადავიდა ონლაინ პლათფორმების გამოყენებაზე. საქართველოს
მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, შეიქმნა ახალი საგანმანათლებლო ტელეარხი-
„პირველი-არხი განათლება“. განათლების სამინისტროსა და პირველი არხის
ერთობლივი პროექტის „ტელე სკოლის“ ფარგლებში კი შეიქმნა მოსწავლეთათვის
განკუთვნილი ტელე გაკვეთილები. აღსანიშნავია ისიც ,რომ ტელე გაკვეთილები
მოიცავდა როგორც ქართულ აგრეთვე სომხურ და აზერბაიჯანულ სექტორს. აგრეთვე
უნივერსიტეტები ძირითადად გადავიდნენ ონლაინ და ჰიბრიდულ სწავლებაზე,
რასაც ,რა საკვირველია ,აქვს თავისი უპირატესობები და ნაკვლოვანებები. ონლაინ
სწავლებისათვის იდეალური აღმოჩნდა მაიქროსოფთ თიმსის და ზუმის
პროგრამები, რომელთაც დისტანციურად განათლების მიღების საშუალება მისცეს
ახალგაზრდებს.

პანდემიის პირობებში, განათლებასთან ერთად დიდი ცვლილებები იყო დასაქმების


სექტორშიც. ლოქდაუნის პერიოდში ცოტა თუ იყო ისეთი ადამიანი, ვინც
პირვანდელად ახერხებდა მუშაობას. კოვიდის გამო, აუცილებელი გახდა
დასაქმებული ადამიანებისათვის რაღაც ალტერნატიული სივრცის მოძებნა, რათა
რაღაც პერიოდით მაინც შეძლებოდა მათ სახლიდან გაუსვლელად მუშოაბა. რა თქმა
უნდა, ამ შემთხვევაშიც ონლაინ მუშოაბ აღმოჩნდა იდეალური ვარიანტი. ამ თემის
განხილვა საინტერესო არის შშმ პირთა დასაქმების კუთხითაც. მაგალითდ, 2014
წლის მდგომარეობით, საქართველოში 15 წლის და უფროსი ასაკის შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე 96 102 პირიდან დაქირავებით დასაქმებული იყო მხოლოდ
4.8% – 4 571 პირი. რაც დამეთანხმებით საკმაოდ ცუდი შედეგია. კოვიდის
პირობებში გამომდინარე იქიდან, რომ დაინერგა ონლაინ მუშაობის ტენდენცია,
შეგვიძლია ვთქვათ რომ ამან მეტად კომფორტული და ხელისშემწყობი გახადა შშმ
პირთა დასაქმება.

განსაკუტრებით საინერესოა ანთროპოლოგებისათვის იმაზე დაკვირვება თუ როგორ


შეცვალა ადამიანი პანდემიამ, რა ახალი უნარ-ჩვევები ჩამოუყალიბა მას. კოვიდის
პირობებში ადამიანი დადგა ახალი, სრულიად სხვაგვარი რეალობის წინაშე , რამაც
რა თქმა უნდა, გავლენა მოახდენდა როგორც მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე,
აგრეთვე შეუცვალა მას შეხედულებები და დამოკიდებულებები მრავალი რამის
მიმართ. მაგალითად დღეს ადამიანებმა მაქსიმალურად შეზღუდეს ერთმანეთთან
პირადი, აქტიური კონტაქი, ახლა მეტად იშვიათად იმართება დიდი ქორწილები,
კორპორატიული საღამოები თუ დაბადების დღეები.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ კოვიდ პანდემია აღმოჩნდა 21 საუკუნის


უდიდესი გამოწვევა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო. ადამიანმა დაივიწყა ბევრი
ძველი ჩვევა და სამაგიეროდ გამოიმუშავა ახალი. ამ ყოველივემ ანთროპოლოგებს
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და შრომატევადი საქმე გაუჩინა. მათთვის დღეს
ადამიანი გახდა ისეთი საინტერესო დაკვირვების საგანი, როგორც არასდროს.
ბიბლიოგრაფია

COVID-19. (2020, February 11). ვიკიპედია, თავისუფალი

ენციკლოპედია. https://ka.wikipedia.org/wiki/COVID-19

Ember, C. R., Ember, M., & Peregrine, P. N. (2006). Anthropology. Prentice Hall.

Flash Design Studio. (n.d.). შშმ პირთა დასაქმების საკითხებზე კვლევა ჩატარდა.

MOH. https://www.moh.gov.ge/news/3112/

You might also like