You are on page 1of 4

სილაბუსი

აკადემიური წელი 2020/2021 სემესტრი IV

ECO204003
კოდი დასახელება მაკროეკონომიკა

4 (112 საათი)
საკონტაქტო საათი 31,5 საათი:
• ლექცია 14 საათი
ტიპი ძირითადი ECTS კრედიტი • სემინარი 14 საათი
• შუალედური გამოცდა 2 საათი
• ფინალური გამოცდა 1,5 საათი
დამოუკიდებელი მუშაობა 80,5 საათი

ენა ქართული აუდიტორია

ბადრი გელიტაშვილი, ელექტრონული b.gelitashvili@freeuni.edu.ge


ლექტორები
ზაზა გელაშვილი ფოსტა z.gelashvili@freeuni.edu.ge

კონსულტაცია ინდივიდუალურად სტუდენტთან შეთანხმებით დანიშნულ დროს

აღწერა

ამ კურსში განიხილება სხვადასხვა მაკროეკონომიკური ცვლადები და ძირითადი კავშირები მათ შორის, ასევე
ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორების ანალიზი, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის
ინსტრუმენტები, მათი გავლენა ეკონომიკაზე და მათი ცოდნის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები
როგორც ფირმების მენეჯერებისათვის, ასევე სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში დასაქმებულთათვის.

პრერეკვიზიტი

ეკონომიკის საფუძვლები

სწავლის მიზანი

კურსის მიზანია, სტუდენტებს შეასწავლოს მაკროეკონომიკური კატეგორიებით აზროვნება, რაც გულისხმობს


სხვადასხვა მაკროეკონომიკური ცვლადების ურთიერთდამოკიდებულების შესწავლას და მათ დაკავშირებას
რეალურ ეკონომიკურ მოვლენებთან.

სწავლის შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტები:
• იცნობენ სხვადასხვა მაკროეკონომიკურ ცვლადს და იაზრებენ ძირითად კავშირებს მათ შორის;
• იცნობენ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებს და აცნობიერებენ მათს გავლენას
ეკონომიკაზე;
• აანალიზებენ და აფასებენ ამა თუ იმ ეკონომიკური ერთეულის (ქვეყნის, რეგიონის და ა.შ.) ეკონომიკურ
მდგომარეობას ძირითადი მაკროეკონომიკური ცვლადების გამოყენებით;
• დასაბუთებულად მსჯელობენ შემდეგი ტიპის პრობლემურ კითხვებზე: როგორ უნდა განისაზღვროს
ინფლაცია, უმუშევრობის დონე, ეკონომიკური ზრდის ტემპი და სხვა აგრეგირებული სიდიდეები ამა თუ
იმ ქვეყნისათვის? რატომაა სამუშაოს მოძებნა განსაკუთრებით რთული ეკონომიკური კრიზისის დროს?
რატომ ჩამორჩება თვალშისაცემად ცალკეული ქვეყნების საშუალო შემოსავალი სხვა ქვეყნების ანალოგიურ
მაჩვენებელს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი მათ, შესაძლოა, ერთნაირიც კი ჰქონდათ უფრო
ადრეულ პერიოდში? რა არის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი და რა მიზეზებით ხდება მისი წარმოქმნა?
• აანალიზებენ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებს;
• საკუთარ მოსაზრებებს უზიარებენ დაინტერესებული პირებს;
• თავიანთი საქმიანობის საჭიროებებიდან გამომდინარე, იახლებენ საკუთარს ცოდნას;
• მაკროეკონომიკურ თემებზე არგუმენტირებულ დასკვნას აყალიბებენ.
სწავლების და სწავლის მეთოდები
• ვერბალური მეთოდი
• წიგნზე მუშაობის მეთოდი
• ანალიზის მეთოდი
• დისკუსია
• ახსნა-განმარტებითი მეთოდი

შეფასების სისტემა
სტუდენტის ცოდნა ფასდება შუალედური და დასკვნითი შეფასებებით. საგანი ითვლება ჩაბარებულად მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური შეფასებისა და დასკვნითი შეფასებისათვის
განსაზღვრული მინიმალური ზღვრები და მიიღო დადებითი შეფასება თითოეულ მათგანში.

შუალედური შეფასებების ჯამის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 12 ქულა.


დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 12 ქულა.

გადაბარებაზე გასვლის წესი და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები იხილეთ ბაკალავრიატის


დებულებაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსის


პლაგიატსა და აკადემიურ თაღლითობასთან დაკავშირებული მე-5 მუხლის ყველა ქვეპუნქტის დარღვევის
შემთხვევაში სტუდენტს საგანში უფორმდება F შეფასება და იღებს წერილობით გაფრთხილებას.

შუალედური შეფასების კომპონენტები


კომპონენტი 1-2. თითოეული ქვიზი, რომლის წონაა 30 ქულა, შეამოწმებს სტუდენტთა მიერ ეტაპობრივად შეძენილ
ცოდნასა და უნარებს. სტუდენტს მიეცემა 4-5 საკითხი წერილობითი პასუხების გასაცემად. თითოეული საკითხი
შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: არგუმენტაციის ლოგიკა და სტრუქტურა, კურსის ფარგლებში გავლილი
თეორიული მასალის გამოყენება. თითოეული კრიტერიუმი ფასდება 0-დან 3 ქულამდე შემდეგ პრინციპებზე
დაყრდნობით:
არგუმენტაციის ლოგიკა და სტრუქტურა (წონა კომპონენტის ჯამურ შეფასებაში 40%):
3 - არგუმენტები გამართულია ლოგიკურად, განვრცობილია მსჯელობა და ასაბუთებს თეზისს, რომელიც
გამოთქმულია სტუდენტის მიერ;
2 - არგუმენტები ლოგიკური და თანმიმდევრულია, მაგრამ არ არის საკმარისი, ცხადი და გასაგები დასკვნების
გასაკეთებლად;
1 - არგუმენტები მოკლებულია ლოგიკურ სიცხადეს;
0 - არგუმენტი საერთოდ არ არის მოყვანილი.
კურსის ფარგლებში გავლილი თეორიული მასალის გამოყენება, (წონა კომპონენტის ჯამურ შეფასებაში 60%):
3 - სტუდენტი სიღრმისეულად იცნობს მთელ გავლილ მასალას;
2 - სტუდენტი გაეცნო მასალას, მაგრამ არა სიღრმისეულად ან ნაწილობრივ;
1 - სტუდენტი სრულყოფილად არ გაცნობია გავლილ მასალას;
0 - სტუდენტი საერთოდ არ იცნობს მასალას.

დასკვნითი შეფასება
კომპონენტი 3. საბოლოო წერითი გამოცდა, რომლის წონაა 40 ქულა, მოიცავს არანაკლებ 4 საკითხს. თითოეული
საკითხი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: არგუმენტაციის ლოგიკა და სტრუქტურა, კურსის ფარგლებში
გავლილი თეორიული მასალის გამოყენება. თითოეული კრიტერიუმი ფასდება 0-დან 3 ქულამდე შემდეგ
პრინციპებზე დაყრდნობით:
არგუმენტაციის ლოგიკა და სტრუქტურა (წონა კომპონენტის ჯამურ შეფასებაში 40%):
3 - არგუმენტები გამართულია ლოგიკურად, განვრცობილია მსჯელობა და ასაბუთებს თეზისს, რომელიც
გამოთქმულია სტუდენტის მიერ;
2 - არგუმენტები ლოგიკური და თანმიმდევრულია, მაგრამ არ არის საკმარისი, ცხადი და გასაგები დასკვნების
გასაკეთებლად;
1 - არგუმენტები მოკლებულია ლოგიკურ სიცხადეს;
0 - არგუმენტი საერთოდ არ არის მოყვანილი.
კურსის ფარგლებში გავლილი თეორიული მასალის გამოყენება, (წონა კომპონენტის ჯამურ შეფასებაში 60%):
3 - სტუდენტი სიღრმისეულად იცნობს მთელ გავლილ მასალას;
2 - სტუდენტი გაეცნო მასალას, მაგრამ არა სიღრმისეულად ან ნაწილობრივ;
2
1 - სტუდენტი სრულყოფილად არ გაცნობია გავლილ მასალას;
0 - სტუდენტი საერთოდ არ იცნობს მასალას.

შეფასების შკალა
პროცენტული რიცხვითი ექვივალენტი 4.0
შეფასება აღწერა
ინტერვალი ბალიან შკალაში
A ფრიადი 91 – 100 3.39 – 4.0
B ძალიან კარგი 81 – 90 2.78 – 3.38
C საშუალო 71 – 80 2.17 – 2.77
D დამაკმაყოფილებელი 61 – 70 1.56 – 2.16
E საკმარისი 51 – 60 1.0 – 1.55
FX ვერ ჩააბარა (ხელახლა ჩაბარების უფლება) 41 – 50 0
F ჩაიჭრა (საგანი ახლიდან შესასწავლი) 0 - 40 0

აუცილებელი მასალები

Gwartney, Stroup, Sobel, Macpherson – Understanding Macroeconomics, 16th edition, 2018.

კალენდარული გეგმა

კვირა მეცადინ. თემა დავალება


ლექცია Taking the Nation’s Economic Pulse Chapter 7
1 პრაქტიკული Chapter problems and Cases Selected Problems and
Exercises
ლექცია Economic Fluctuations, Unemployment, and Inflation Chapter 8
2 პრაქტიკული Chapter problems and Cases Selected Problems and
Exercises
ლექცია An Introduction to Basic Macroeconomic Markets Chapter 9
3 პრაქტიკული Chapter problems and Cases Selected Problems and
Exercises
ლექცია Dynamic Change, Economic Fluctuations, and the AD– Chapter 10
AS Model
4
პრაქტიკული Chapter problems and Cases Selected Problems and
Exercises
ლექცია Fiscal Policy: The Keynesian View and Historical Chapter 11
Perspective
5
პრაქტიკული Chapter problems and Cases Selected Problems and
Exercises
ლექცია Fiscal Policy: Incentives, and Secondary Effects Chapter 12
6 პრაქტიკული Chapter problems and Cases Selected Problems and
Exercises
ლექცია Money and the Banking System Chapter 13
7 პრაქტიკული Chapter problems and Cases Selected Problems and
Exercises
ლექცია Modern Macroeconomics and Monetary Policy Chapter 14
8 პრაქტიკული Chapter problems and Cases Selected Problems and
Exercises
ლექცია Stabilization Policy, Growth, Institutions Chapter 15
9 პრაქტიკული Chapter problems and Cases Selected Problems and
Exercises
ლექცია Creating an Environment for Growth and Prosperity Chapter 16
10 პრაქტიკული Chapter problems and Cases Selected Problems and
Exercises

3
ლექცია Institutions, Policies, and Cross-Country Differences in Chapter 17
Income and Growth
11
პრაქტიკული Chapter problems and Cases Selected Problems and
Exercises
ლექცია International Finance and the Foreign Exchange Chapter 19
Market
12
პრაქტიკული Chapter problems and Cases Selected Problems and
Exercises
ლექცია Lessons from the Great Depression Special Topic 6
13
პრაქტიკული დისკუსია მოცემულ თემაზე თემის მომზადება
ლექცია Lessons from the Japanese Experience Special Topic 7
14
პრაქტიკული დისკუსია მოცემულ თემაზე თემის მომზადება
დასკვნითი გამოცდა

დამატებითი მოთხოვნები
1. შუალედური ქვიზის აღდგენა არ მოხდება.
2. მეცადინეობების მსვლელობისას მობილური ტელეფონები იქონიონ გამორთულ მდგომარეობაში;
3. აკრძალულია ნოუთბუქების, პლანშეტების, სმარტფონების გამოყენება სათანადო ნებართვის გარეშე;
4. თუ სტუდენტს რომელიმე ქვიზის შეფასების გაგების შემდეგ გაუჩნდება ეჭვი, რომ მისი შეფასება არ შეესაბამება
მის მოლოდინს, მას შეუძლია, ემისზე ქულების განთავსებიდან 3 დღის ვადაში წერილობით (ელ.ფოსტით)
მიმართოს ლექტორს, სადაც ის აუხსნის დაეჭვების საფუძველს და სთხოვს ლექტორს ნაწერის ხელახლა
გადახედვას. ლექტორი კიდევ ერთხელ გადაამოწმებს ამ სტუდენტის ნაშრომს და აცნობებს სტუდენტს, თუ
რამდენად საფუძვლიანი იყო მისი პრეტენზია და შეიცვალა თუ არა მისი შეფასება. საჭიროების შემთხვევაში,
შესაძლებელი იქნება სტუდენტის მიერ ნაშრომის ნახვაც და ლექტორთან ერთად შეცდომების განხილვა.

You might also like