You are on page 1of 2

როგორ გამოვიყენოთ დრო გონივრულად

ალბათ ბევრჯერ გითქვამს საკუთარი თავისთვის: ,,ნეტავ, მეტი დრო მქონდეს“, ,,რატომ ვერ
ვასწრებ? დრო ნებისმიერი ადამიანის ძირითადი რესურსია . დღე -ღამეში 24 საათი - ეს არის
ის, რაც ყველას თანაბრად გვეძლევა, თუმცა, ყველა სხვადასხვაგვარად იყენებს და
ანაწილებს მას. დრო მუდამ მიდის და ამ ფაქტს ვერ გავექცევით. შენ მას ვერ გააკონტროლებ ,
მაგრამ შეგიძლია გააკონტროლო, თუ რა დროს დახარჯავ ამა თუ იმ საქმეზე და აქტივობაზე .
თუ შენ სწორად ანაწილებ დროს, მაშინ ცხოვრების ერთ-ერთი რთული პრობლემა
გადაჭრილი გაქვს. დროის სწორად გადანაწილებისას გეუფლება გრძნობა , რომ დღის
განმავლობაში ყველაფერს აკონტროლებ, სწორედ ეს გრძნობა ახდენს გავლენას და
ამცირებს სტრესს და შფოთვას. ასევე, გრჩება თავისუფალი დრო, რომელსაც შენს ნებაზე
გაატარებ.

დროის მართვის საკითხი კაცობრიობას ახლა განსაკუთრებით აწუხებს, რადგან


ტექნოლოგიებმა და მრავალფეროვანმა არჩევანმა გვაიძულა, ოპტიმალურად გავანაწილოთ
ის. ამიტომაც აქამდე ნაფიქრისა და ნააზრევის წყალობით უკვე არსებობს სხვადასხვა
მეთოდი დროის სწორად გადანაწილებისთვის.

1) ეიზენჰაუერის მეთოდი, რომელიც საქმეს 4 ჯგუფად ყოფს:

1) მნიშვნელოვანი და გადაუდებელი (მსგავსი დავალება დაუყოვნებლივ უნდა


შეასრულოთ)

2) მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადაუდებელი (ასეთი დავალების გადადება


შეიძლება, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეთ მისი შესრულების წინასწარი დრო )

3) გადაუდებელი, მაგრამ არა მნიშვნელოვანი (ასეთ დავალებებს მცირე გავლენა აქვს


თქვენს წარმატებებზე. ამიტომაც სასურველია რომ მსგავსი დავალებები დელეგირდეს
ან შემცირდეს)

4) არც გადაუდებელი და არც მნიშვნელოვანი (ლოგიკურია რომ ასეთი დავალებებს


არ აქვს მნიშვნელობა, ამიტომაც წაშალეთ ისინი თქვენი სიიდან)

ამ მეთოდის გათვალისწინებით, შენ არასდროს დაგრჩება მნიშვნელოვანი , შეუსრულებელი


საქმე და დროსაც კარგად გადაანაწილებ.

2) დროის შეზღუდვა

ამოცანების შესრულებისთვის დროის შეზღუდვების დაწესება დაგეხმარება , იყო უფრო


კონცენტრირებული და ეფექტური კონკრეტულ დავალებაზე. უბრალოდ დახედე საათს და
თქვი, რომ ,, ამ დროისთვის ეს დავალება დასრულებული უნდა მქონდეს“. ამით გაიზრდება
შანსი, რომ იმ დროისთვის მართლაც დაასრულებ შენს საქმეს.

3) შესვენებები
როდესაც აკეთებ ბევრ საქმეს შესვენების გარეშე, რთულია დარჩე მიზანზე ფოკუსირებული
და მოტივირებული. შესვენება საქმეების შუალედებში გადაჭრის ამ პრობლემას . საუკეთესო
საშუალებები ამისთვის მედიტაცია ან გასეირნებაა .

4) პრიორიტეტების განსაზღვრა

არასასიამოვნო გრძნობაა, როცა გიწევს თქვა „არა“ ტელეფონზე და გართობაზე, ნებისმიერ


რამეზე, რაც შენი საქმისგან ყურადღებას გიფანტავს. სამწუხაროდ , სხვანაირად მიზანს ვერ
მიაღწევ. თუკი ის, რაც საქმისგან გაცდენს, მნიშვნელოვანია , ყოველთვის შეძლებ მისთვის
დროის გამონახვას ისე, რომ შენი საქმე არ გაფუჭდეს. ხოლო თუ ასე არ ფიქრობ, უბრალოდ
თქვი ,,არა“. მოგიწევს ისწავლო უარის თქმა წამიერ სიამოვნებაზე და სწორად განსაზღვრო
პრიორიტეტები.

5) ორგანიზება

ბოლო და უმთავრესი საკითხი, რაზეც მთელი დროის მენეჯმენტი დგას, არის დროის სწორი
ორგანიზება. მაგალითად დილით ნაადრევად გაღვიძება და დღის დაგეგმვა , გასაკეთებელი
საქმის ჩამოწერა და გადანაწილება უკვე ნახსენები პრინციპების მიხედვით . ეს ყველაფერი
დაგეხმარება, გადაჭრა დროის მართვასთან დაკავშირებული პრობლემები .

დროის მართვა რთულია, თუმცა შეუძლებელი არაფერია. სწორად განსაზღვრული მიზანი და


მისკენ კარგად დაგეგმილი სვლა კი დროის ეფექტურად გამოყენების წინაპირობაა .

You might also like