You are on page 1of 2

რა უყვარს ტვინს?

ტვინი მუდამ აქტიური, ჩართული ორგანოა. მოუხედავად იმისა, რომ ის სხეულის მასის მხოლოდ
2% იკავებს, ტვინი მოიხმარს მთელი ენერგიის 20%!
სიკვდილიც ტვინის სიკვდილით ისაზღვრება – ადამიანი მაშინ არის ოფიციალურად მკვდარი, როცა
დადგინდება ტვინის შეუქცევადი სიკვდილი.

გავუფრთხილდეთ სამყაროს ამ ყველაზე საოცარ ქმნილებას, თორემ ვერ ვიქნებით ვერც


ჯანმრთელები და ვერც ბედნიერები.

მას ძირითადად სჭირდება 3 რამ:

1️⃣ საკმარისი ძილი, რომ დღის განმავლობაში წარმოქმნილი და დაგროვილი ნაგავი გამოვიდეს
გლიმფატური სისტემით ტვინიდან;

2️⃣ საკმარისი სითხე, დაბალანსებული კვება (განსაკუთრებით თხილეული, ომეგა-3 და ბოჭკოთი


მდიდარი საკვები, ანუ ბოსტნეული) და არანაირი ალკოჰოლი;

3️⃣ რეგულარული მოძრაობა, იდეალურ ვარიანტში ბუნებაში. კვირაში სამჯერ 45 წუთი ფეხით
სიარული უკვე დიდი საქმეა.

ხანდახან სარკესთან თუ მიხვალთ და ეტყვით თავს, რომ ძალიან ლამაზი, ჭკვიანი და გემრიელი
ხართ, მთლად სასწაული.

ხო, ღიმილი არ დაგავიწყდეთ!

ნამდვილი, გულიანი ღიმილის დროს, როდესაც თვალებიც იღიმიან და არა მხოლოდ პირი) სახის
კუნთების კონფიგურაციით კოდი მისდის ტვინს, რომ

ყველაფერი წესრიგშია.
ამის შედეგად კი კარგ ხასიათზე მოსული ტვინი სასიამოვნო რაღაც-რუღაცეებით გვაჯილდოვებს.

მოკლედ, ჩართეთ ფსიქოჰიგიენის ეს მარტივი და ეფექტური წესები რუტინაში და ნახავთ, როგორ


გაუსწორდება ტვინს.

ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!

You might also like