You are on page 1of 2

1) ადამიანის ძირითადი (მნიშვნელობის მიხედვით) საკვებია ცილა,

განსაკუთრებით საჭირო -ცხოველური ცილა.


2)მცენარეული საკვები(ბოსტნეული, ბაღჩეული, მარცვლეული,პარკოსნები) ასევე
ძალზე მნიშვნელოვანია. საკვების ღირებულება რომ არ დაიკარგოს,
აუცილებელია მომზადების წესის დაცვა.სასურველია მოიძიოთ კულინარული
დამუშავების წესები კონკრეტულ საკვებ პროდუქტთან მიმართებაში , შეისწავლოთ
და დაამკვიდროთ თქვენს სამზარეულოში, შეასწავლოთ თქვენი ოჯახის წევრებს.
3) კვების საათობრივი რეჟიმი გულისხმობს კვებათა შორის 3,5 საათიან
ინტერვალს, რომლის ათვლაც იწყება გაღვიძებიდან დაახლოებით ნახევარ
საათში.
4)კვების რეჟიმი აუცილებლად უნდა იყოს სინქრონიზებული ძილთან-ბოლო
კვებიდან 2-2,5 საათში აუცილებელია დაძინება, სასურველია არა უგვიანეს 23
საათისა. თუ დაძინება ვერ ხერხდება, მაგალითად,მგზავრობის ან სხვა
ფორსმაჟორის გამო, მაშინ კვება გრძელდება იგივე ინტერვალებით ღამის
საათებშიც.
5)ხილი უნდა მიირთვათ საუზმის ან ლანჩის შემდეგ 2 საათში.ხილით კვება კვებად
არ ითვლება!
6)საუზმე არის კვებათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი როგორც შემადგენლობის ,
ისე კალორაჟის თვალსაზრისით. მაგალითისთვის, საუზმის კლასიკურ ვარიანტად
ითვლება ე.წ. ინგლისური საუზმე-ომლეტი ბეკონით. დადგენილია,რომ საუზმის
გამოტოვება უმრავლეს დაავადებათა განვითარების წყაროა.
7) 3-ჯერადი კვება (8-22 საათიან ინტერვალში) არის გარდაუვლად
აუცილებელი,მაგრამ არა იდეალური. ეს შეიძლება იყოს იშვიათი მოვლენა ,
განსაკუთრებით ორსულობის დროს. ძირითადად უნდა დაინერგოს 4-ჯერადი კვება
დროის იგივე მონაკვეთში.
8) ტკბილი( შაქრიანი, თაფლიანი ) პროდუქტების მიღება მშიერზე ძალზე
არასასურველია. ჯობს ცილოვანი პროდუქტი, რომელიც შესაძლებელია იყოს
მარცვლეულ- ბოსტნეულის თანხლებით.
9) 0 -პროცენტიანი ცხიმის შემცველობით რძის პროდუქტების გამოყენება არ არის
რეკომენდებული, ჯობს მაგ.,5-6 პროცენტიანი ხაჭო(სანტინო), მაწონი,რძე და
არაჟანი მინიმალური ან საშუალო ცხიმიანობით, გააჩნია რა რაოდენობით ენერგია
დახარჯეთ ან უნდა დახარჯოთ, სიცხეა თუ სიცივე.
10)მარცვლეული პროდუქტები უნდა გამოიყენოთ დაუმუშავებული ან მცირედ
დამუშავებული. მაგ., ჰერკულესი შეიძლება შედარებით იშვიათად გამოიყენოთ ,
ისიც მსხვილად დაღერღილი, მაგრამ უმჯობესია მიიღოთ შვრია დაუღერღავი ან
დაცეხვილი. ასევეა ხორბალიც, მაგ., კორკოტი კარგია- თეთრი რაფინირებული
ფქვილი არ ვარგა. იგივეა წიწიბურას შემთხვევაშიც.
11)შაქრის მაგიერობას შეასრულებს ხილი და ჩირი. მათი გამოყენება შეიძლება
ფაფებთან, რძის პროდუქტებთან ერთად, დაახლოებით ისე, როგორც ეს
წარმოდგენილია მიუსლებში,ოღონდ მარცვლის კომპონენტი არ უნდა იყოს
რაფინირებული . აქვე უნდა ვახსენოთ თხილეულიც, რომელთა ჩართვა ამ
ნარევებში ძალზე კარგია და უმჯობესია, ვიდრე მათი ცალკე , მაგ., ლანჩის სახით
მიღება. ლანჩის სრულფასოვანი სახით მიღება მეტად მარგებელია, ვიდრე მისი
ჩანაცვლება ხილით, ჩირით ან თხილეულით.
12)ხილის/ბოსტნეულის წვენი,ე.წ. ფრეში. ჯობს მივიღოთ წყალგარეული ,თანაც იმ
რაოდენობის პროდუქტიდან, რამდენის მირთმევასაც შეძლებდით.
13)სახამებლით მდიდარი ბოსტნეული და ბაღჩეული უნდა მივიღოთ მინიმალური
თერმული დამუშავებით(დადუღვრა,მოწალვა, შეწითლება ტაფაზე აბურთავებით
„ჩინურად“, გრილზე, „ფოლგაში“, ორთქლში),ისე, რომ მაქსიმალურად
შეინარჩუნონ საწყისი საგემოვნო და ფიზიკური თვისებები. მაგ,. ბორშჩი 2-3 წთ-იანი
წამოდუღებით .მიღებული კერძი არ უნდა შეინახოთ და მოამზადოთ იმდენი ,
რამდენსაც ერთ მიღებაზე მიირთმევთ.
14)ხორცპროდუქტებიდან ცხიმიანი შეიძლება იყოს მხოლოდ თევზი. კერძი,
მაგალითად ჩაშუშული და მისი მსგავსი, სასურველია მომზადდეს ნახარშის გარეშე ,
ცხიმების გამოყენებისაგან მაქსიმალურად თავის არიდებით .
15)ძალიან ცხელი სახით საკვებისა და სასმელის მიღება არ არის რეკომენდებული.
16) ე.წ. ტყუილი სუფები და ბულიონები არ ვარგა! კარგია ხაში, კონკრეტულ
შემთხვევებში მიზანშეწონილია საქონლის ბრტყელი ძვლის( სისხლის დაკარგვის
მერე) ან წიწილის(გაცივების დროს) ბულიონი.
17) ძილის წინ მისაღები საკვები არ უნდა იყოს მძიმედ მოსანელებელი და ბევრი.
არჩევენ რძის პროდუქტებს-მაწონს, არატკბილ კეფირს, აირანს, ხაჭოს.
ჭარბწონიანებსა და მსუქნებში შესაძლებელია თევზი ან ფრინველის მკერდი .

You might also like