You are on page 1of 5

____________________________________________________________________________

იმ შემთხვევაში, თუ გაწუხებთ თანმდევი დაავადებები ან იღებთ რაიმე სახის წამალს, თითოეული


პროდუქტის მოხმარებაზე მიმართეთ მკურნალ ექიმს!

1 კვირიანი რაციონი

პირველი 7 დღის განმავლობაში:


პირველი ჭამა (საუზმე) - დილის 12:00 საათზე
მეორე ჭამა (ძირითადი კერძი) - 20:00 საათზე
(თქვენ შეგიძლიათ გადაანაცვლოთ კვების დროები, მხოლოდ იმ დათქმით, რომ შუალედი ბოლოსა
და პირველ კვებას შორის უნდა იყოს 16 საათი)

პირველი კვირის​ განმავლობაში კეტოზში შესასვლელად საუკეთესო საშუალებაა ჩვენი გუნდის მიერ
შემუშავებული მარათონი. აქედან გამომდინარე გთავაზობთ მის მენიუს. ​თუ გაკრვეული მიზეზების
გამო, მარათონის მენიუთი კვებას ვერ იწყებთ, შეგიძლიათ დიეტა დაიწყოთ ბოლოში ჩამოთვლილი
პროდუქტებით.

აუცილებელი პროდუქტები:
კარაქი 82% ნაღების
ზეითუნის ზეთი 0.500 მლ extra virgin olive oil
ზეთისხილი 300-500გრ - 10-15 ცალი შეგიძლიათ მიირთვათ ყოველ დღე
აუცილებლად გამოიყენეთ კერძებში მარილი

1 და 2 დღე
პირველი კვება:
● 2-3კვერცხი - შემწვარი 1 სუფრის კოვზ კარაქში
● პაშტეტი - 50გრ
● ნახევარი გაფცქვნილი კიტრი ან 50 გრ ისპანახის დამატება ომლეტში.

მეორე კვება:
● 200 მლ ხორცის ან ქათმის ბულიონი/სუპი, არტალა, ხაშლამა, ჩიხირთმა, ჩაქაფული,
ფრიკადელკებიანი სუპი, ჩახოხბილი, ჩქმერული.
● 100-200 გრ მოხარშული ხორცი ან სადილში გამოიყენეთ თუ ბულიონი მიირთვით.
● სალათი: 50-100გრ სალათის ფურცელი
● 1 მცირე ზომის გაფცქვნილი კიტრით, ზეითუნის ზეთი 2 სუფრის კოვზი დასხმული / ან
მაიონეზი.
● 10-15 ცალი ზეთისხილი
● 0.5 ლიტრი გაზგასული მინერალური წყალი.
● წყალი და უშაქრო ჩაი ყავა დაშვებულია
____________________________________________________________________________
3-4 დღე
პირველი კვება:
● 2-3 შემწვარი კვერცხი კარაქში ან
● მოხარშული ძროხის ან ღორის ხორცი, ენა, ორაგული ან პაშტეტი
მეორე კვება (აირჩიეთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი კერძი):
● კეტო ცეზარი კეტო მაიონეზით, ცხიმიანი ქათმითა და ბეკონით
● კეტო ტუნას/ზღვის პროდუქტების სალათი კვერცხით და მაიონეზით
● კეტო სალათი ღორის ხორცით/ქათმის ღვიძლებით/ ქათმის ფრთებიღ და მაიონეზით
● ტოლმა ბრინჯის გარეშე კომბოსტოთი, ფხალში ან ვაზის ფოთოლში

მე-5 დღე
პირველი კვება:
● 2-3 კვერცხი შემწვარი კარაქში, ბეკონი, კიტრი-პომიდვრის სალათი.
მეორე კვება:
● 400გრ ნებისმიერი ხორცი/ფრინველი/თევზი/ზღვის პროდუქტი/სუბ პროდუქტი მოხარშული ან
შემწვარი.
● შეგიძლიათ მოირთვათ მწვანილი და კეტო მაიონეზი

მე-6 დღე
პირველი კვება:
● ბულიონი/ნახარში + 150 გრ ხორცი
მეორე კვება (აირჩიეთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი კერძი):
● კეტო ცეზარი კეტო მაიონეზით, ცხიმიანი ქათმითა და ბეკონით
● კეტო ტუნას/ზღვის პროდუქტების სალათი კვერცხით და მაიონეზით
● კეტო სალათი ღორის ხორცით/ქათმის ღვიძლებით/ ქათმის ფრთებიღ და მაიონეზით

მე-7 დღე
პირველი კვება
● კვერცხი ბეკონით და 10ც ზეთისხილი.
მეორე კვება (აირჩიეთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი კერძი):
● მწვანე ლობიო კვერცხით კარაქში შემწვარი
● ისპანახი შემწცარი რამე ხოეცით მწვანილით კარაქში
● ჩქმერული კარაქში (რძისა და ნაღების გარეშე)
● ჩახოხბილი
● ჩაქაფული

სურვილისა და შესაძლებლობის შემთხვევაში, ​ ე-14 დღეს, მთელი დღე თავს იკავებთ ჭამისგან,
იღებთ მხოლოდ წყალს, რამდენსაც გინდათ.
ინტერვალური შიმშილის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თქვენი წონის
კლებაზე.
____________________________________________________________________________

შეგიძლიათ 3-4 კვირის განმავლობაში იკვებოთ 16 საათიანი ინტერვალური მარხვით და შემდეგ


დაიწყოთ 18 საათიანი, ანუ ჭამოთ დილის 12:00 საათზე და მეორე ჭამა საღამოს 18:00 საათზე.

კეტო დიეტის დროს ჩვენი რაციონი უნდა შეიცავდეს ძალიან მცირე რაოდენობის ნახშირწყლებს
(რაციონის 5-10%-მდე), საშუალო რაოდენობით ცილებს (25-30%) და ცხიმებს (70%) შემცველობით.
შესაბამისად, უნდა გაითვალისწინოთ ეს კერძების არჩევისას და დანამატების სახით მაქსიმალურად
ხშირად გამოიყენეთ კარაქი, სალა, ზეითუნის ზეთი და ხვა ცხიმიანი საკვები ან დანამატი.
ასევე ეწვიეთ ბმულს > ​პროდუქტების კლასიფიკაცია

თუ ეჭვი გეპარებათ რომელიმე პროდუქტის კეტომეგობრულობაში, გადახედეთ ​ამ პოსტს​ ან


დაპოსტეთ ჯგუფში. გახსოვდეთ, რომ თუნდაც 1 პროდუქტის დამატება, რომელიც გამოირჩევა
მაღალი ნახშირწყლების შემცველობით, ამოგაგდებთ კეტოზიდან (დაახლოებით 1 ან 2 დღით).
*მეორე-მესამე კვირიდან რეკომენდებულია ნიგვზისა და ქართული თხილის მიღება ჭამის დროს,
რათა არ განვითარდეს ყაბზობა.
*ინტერვალური შიმშილის დროს, ჭამებს შორის დასაშვებია მხოლოდ წყლის მიღება (ჩვეულებრივი
ან მინერალური), უშაქრო ჩაისა და ყავის.
*ხშირად გამოიყენეთ კარაქი პროდუქტების შესაწვავად და არა ხმოლოდ, ასევე, შეგიძლიათ
ჩააგდოთ ყავაშიც.
*თუ არ გიყვართ ავოკადო, ჩაანაცვლეთ სხვა კეტომეგობრული ბოსტნეულით, თუმცა,
გაითვალისწინეთ, რომ კეტო დიეტის დროს ავოკადო არის საუკეთესო ბოსტნეული.
*ქვემოთ მოცემულ უმრავლესობა კერძებში შესაძლებელია ხორცეულის გადათამაშება. აგ: თუ არ
გიყვართ ღორის ხორცი, ჩაანაცვლოთ საქონლის ან ქათმის ხორცით და ა.შ.
*რძის პროდუქტებთან დაკავშირებით გადახედეთ ​ამ სტატიას

დიეტის გასაგრძელებლად, შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი ქვემოთ მოცემული


პროდუქტებიდან:

საუზმეები:
(უშაქრო ჩაის და ყავის მირთმევა შეგიძლიათ ნებისმიერ კერძთან, ყავას შეგიძლიათ დაუმატოთ
ნაღები)

1. ომლეტი ზეითუნის ზეთში (Extra virgin olive oil) შემწვარი (კვერცხი, ბულგალური წიწაკა, ყველი,
ბეკონი) + კარაქი
2. ბეკონი / სალა, ყველი და სალათი (ინგრედიენტები: ზეითუნის ზეთი, კიტრი, პომიდორი, სალათის
ფურცელი, შეგიძლიათ ჩაამატოთ სხვა კეტოფრენდლი ბოსტნეული, სურვილისამებრ)
3. ყველით, კიტრი-პომიდვრის სალათი და მოხარშული 2 კვერცხი.
4.ბეკონი / სალა, ყველი და სალათი (ინგრედიენტები: ზეითუნის ზეთი, კიტრი, პომიდორი, სალათის
ფურცელი, შეგიძლიათ ჩაამატოთ სხვა კეტოფრენდლი ბოსტნეული, სურვილისამებრ)
5. ​კეტო ბურიტო კვერცხით​, ძეხვით, ავოკადოთი ( შეიძლება ​კეტო მაიონეიზით​ ან ​არაჟანი​თ ) ,
ასევე, შეგიძლიათ ჩაამატოთ ყველი
____________________________________________________________________________
6. ავოკადოს კეტო-სენდვიჩი: ​კეტო-პური​, ბეკონი, ავოკადო და ყველი
7. ყაბაყი ან სატაცური გადახვეული ბეკონში ან სალაში, შემწვარი ზეითუნის ზეთში ან კარაქში
9. მოხარშული კვერცხის გული შენელებული კეტო მაიონეიზით ან არაჟანით და კარაქში ქათმის
ფილესთან ერთად(მოხარშვის შემდეგ, კვერცხი გაჭერით 2 ნაწილად, გული ამოიღეთ, აურიეთ
გულები, კეტო მაიონეზი/ არაჟანი, კარაქი, მოაყარეთ მარილი და ეს მასა ისევ ჩადეთ კვერცხის
ცილაში)
10. ბროკოლის და ქათმის სალათი (შემწვარი ქათამი, მოხარშული ბროკოლი, ცოტა ხახვი,
დაამატეთ პატარა პომიდვრები სურვილისამებრ და შეგიძლიათ გაუკეთოთ კეტო ​მაიონეზის ​სოუსი,
ნიორით, მდოგვითა და პილპილით)
11. სულგუნში გახვეული ბეკონი ან სალა შემწვარი ტაფაზე
12. სხვა კერძთან ერთად დესერტის სახით: ხაჭო და არაჟანი არეული ჟოლოსთან ან მოცვთან
ერთად.
13. გამომცხვარი ბროკოლი ყველთან ერთად (გახეხილი ბროკოლი, კვერცხი, გახეხილი ყველი,
პილპილი, ნიორი, აურიეთ, შედგით ღუმელში, ცოტა რომ გამოცვხება, გამოიღეთ და ზემოდან
დაამატეთ გახეხილი ყველი, ისევ შედგით და აცხვეთ სანამ ყველი ოდნავ არ მოიბრაწება) ვიდეო
იხილეთ ​ამ ბმულზე​, ბოლოში.
14. ავოკადო ორაგულთან ერთად არაჟნის სოუსით ( ავოკადო გაფრცქვენით, ამოაცალეთ გული, მის
ადგილას ჩადეთ არაჟნის სოუსი მარილითა და ნიორით შეკაზმული და ზემოდან შემოალაგეთ უმი
ორაგული)
15. მოხარშული/შემწვარი კვერცხი და ზეითუნის ზეთში შემწვარი ორაგული (ან სხვა ცხიმიანი თევზი
16. ლორი ავოკადოსთან და ბოსტნეულთან ერთად
17. პომიდორი მოცარელასთან ერთად + კარაქში შემწვარი კვერცხი და ბეკონი/სალა
18. კეტომეგობრული ბოსტნეული მოთუშული კვერცხთან ერთად
19. ​ყვავილოვანი კომბოსტო კვერცხში მოთუშული

ძირითადი კერძები:

1. ქათმის, ღორის ან საქონლის ხორცი შემწვარი ზეითუნის ზეთში (Eextra virgin oil) და მოთუშული
ბოსტნეული (ნებისმიერი კეტომეგობრული ბოსტნეული, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ​ამ სიით​)
2. ზეითუნის ზეთში შემწვარი ქათმის, ღორის ან საქონლის ხორცი სოკოსა, ნაღებისა და კარაქის
სოუსში
3. შეგიძლიათ მიაყოლეთ თხილი
4. მოხარშული საქნოლის ხორცი - იგივე ხაშლამა მწვანილებია და სუნელებით კარაქთან ერთად
(კარაქი უნდა დაადნეს ზემოდან და მაქსიმალურად დიდი რაოდენობის).
5. ორაგული შემწვარი სალათთან ერთად (ნებისმიერი კეტომეგობრული ბოსტნეული, შეგიძლიათ
იხელმძღვანელოთ ​ამ სიით​)
6. ტუნას სალათი
7. ​კვერცხის ნამცვხარი​ სალათთან ერთად (ნებისმიერი კეტომეგობრული ბოსტნეული, შეგიძლიათ
იხელმძღვანელოთ ​ამ სიით​)
8. ტოლმა ვაზის ფოთოლში არაჟნით (ტოლმის შიგთავსი მხოლოდ შენელებული ფარში(საქონლის ან
ღორის), ბრინჯს არ ვუმატებთ) არაჟნითა და კარაქით
9. ჩაქაფული
____________________________________________________________________________
10. ქათმის ბულიონი და მოხარშული ქათამი
11. კალმახი შემწვარი და ​კეტომეგობრული ბოსტნეული​ გრილზე (ან ტაფაზე)
12. ქაშაყი შემწვარი ზეითუნის ზეთში (ფქვილის გარეშე – ხორბლის, სიმინდის, ბრინჯის და სხვა
მაღალი ნახშირწყლების ფქვილს არ ვიყენებთ, ვიყენებთ ძირითადად ნუშისა და ქოქოსის ფქვილს)
და ავოკადოს სალათი (ინგრედიენტები: ავოკადო, ზეითუნის ზეთი, კიტრი, პომიდორი, სალათის
ფურცელი)
13. გამომცხვარი ან შემწვარი ხორცი ყველით, კარაქითა და მწვანილით.
14. სალათა ზღვის პროდუქტებისგან (კრევეტები, კალმარი, ზეითუნის ზეთი, კიტრი, ავოკადო, ყველი
20 გრ, მოხარშული კვერცხი)
15. ისპანახის ფხალი ნიგვზითა და ცხიმით
16. ​ღორის ჩალაღაჯი ნაღების და ყველის სოუსში
17. უხა და სალათი ბოსტნეულით (ნებისმიერი კეტომეგობრული ბოსტნეული, შეგიძლიათ
იხელმძღვანელოთ ​ამ სიით​)
18. ​ხორცის ხვეულა​ ბეკონში
19. კუჭმაჭი კიტრი-პომიდვრის სალათთან ერთად (ანებისმიერი კეტომეგობრული ბოსტნეულის
სალათი, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ​ამ სიით​)
20.კუპატი კეტო მაიონეიზის ან არაჟნის სოუსთან (შენელებული აჯიკით და ნივრით) და
სალათი(ნებისმიერი კეტომეგობრული ბოსტნეული, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ​ამ სიით​)
21. მადამბოვარი (კარტოფილს ვანაცვლებთ ყაბაყით) და დიდი რაოდენობით ციხმით
22. კარაქში შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო კეტო მაიონეზის სოუსით (რეცეპტისთვის გადადით
აქ​: ზეთი ჩაანაცვლეთ კარაქით)
23. ქამა სოკო (შემწვარი კარაქში) ყველით
24. სოკოს სალათი

You might also like