You are on page 1of 3

რიტმიკა

სტუდენტი-სალომე დავითაძე

1. რიტმიკა ეს არის ფიზიკურ ვარჯიშთა სისტემა, რომლის მიზანია რიტმის


გრძნობის გამომუშავება, ასევე მისი განმარტება შეიძლება შემდეგნაირად, რომ
ის არის ადამიანის რიტმული არზრდისათვის საჭირო ფიზიკურ ვარჯიშთა
ერთობლიობა. თუ ჩვენ გვსურს სულისა და სხეულის ჰარმონიისაკენ
მივისწრაფვოდეთ, ვზრუნავდეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და მუდამ კარგად
გამოვიყურებოდეთ მაშინ რიტმიკა ჩვენი ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ.
თავად რიტმული ვარჯიშები აგებულია ისე, რომ ორგანიზმს მოუტანოს
მაქსიმალური დადებითი შედეგი.ჯანმრთელი რომ ვიყოთ, ჯანსაღი სხეული
უნდა გვქონდეს. ხოლო ჯანსაღი სხეული რომ გვქონდეს, მისი მუდმივი
მოთელვაა საჭირო, რისთვისაც დღეში თუნდაც ერთი საათი აუცილებლად
უნდა დაუთმოთ რიტმულ ვარჯიშს. სხეულის მოსათელად გამოგვადგება
ვარჯიშის, ტანვარჯიშის, დინამიკური მედიტაციის ნებისმიერი სახეობა და
სპორტი. ყველაზე ეფექტურად მიიჩნევა ვარჯიშების შესრულება მაჟორული
მუსიკის თანხლებით, რადგან ამ დროს ფიზიკურ სხეულთან მუშაობასთან
ერთად ენერგეტიკული სხეულიც იმუხტება. ადამიანისთვის კარგი განწყობის
შესაქმნელად უკეთესი იქნება თუ ის მისი სხეულისთვის სასურველ ვარჯიშებს
სასიამოვნო სიმღერების ფონზე შეასრულებს. თვითონ მაჟორული მუსიკა ესააა
ენერგიული, ხალისიანი, აქტიური და შემართებითი მუსიკა.
2. რიტმიკაში ცეკვა და ვარჯიში ძალიან სასარგებლოა მომეცადინის როგორც
ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური განვითარების თვალსაზრისით, რადგან
რიტმული მოძრაობები, ვარჯიში, ცეკვა პირველ რიგში ორგანიზებულობასა
და დისციპლინას აჩვევს. მომეცადინეებს უვითარებს კარგ მანერებს,
არტისტულობას, უყალიბებს ლიდერის თვისებებს, ავითარებს ფანტაზიას,
ხელს უწყობს შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას და რაც ყველაზე
მთავარია, უარყოფითი ემოციისა და დაგროვილი ენერგიისაგან
იმისათვის, რომ რიტმული მოძრაობების შემსრულებელმა შეძლოს ცეკვისა და
მუსიკის ხასიათის აღქმა, თავდაპირველად უნდა შეისწავლოს ცალკეული
ილეთები და მათი საჭიროებები. შემდეგ დაიმახსოვროს და შეასრულოს
ილეთების საფუძველზე დადგმული მცირე კომპოზიციები. იმისათვის, რომ
მონაწილემ მოიხსნას ფიზიკური თუ შინაგანი ხასიათის დაძაბულობა,
გააღვივოს თავისი ფანტაზიისა და ინტერპრეტაციის უნარი, სწავლების
პერიოდში შესაძლოა დაევალოს იმპროვიზაციული დავალებები და თემატური
ცეკვა თამაშობები, რომელიც კი არ დაძაბავს, არამედ მოადუნებს, დაამშვიდებს
და ერთგვარად დაასვენებს კიდეც მომეცადინესს. თუმცა მნიშვნელოვანია ისიც
რომ ფიზიკური დატვირთვები არ სცილდებოდეს სიამოვნების ფარგლებს.
რიტმიკის ძირითადი გამოვლინებებიდან ერთერთია ცეკვა — ის ტანის
რიტმული მოძრაობა ან მდგომარეობაა, რომელიც ჩვეულებრივ მუსიკის
თანხლებით სრულდება. საცეკვაო ხელოვნება ხალხური შემოქმედების ერთ-
ერთი უძველესი გამოვლინებაა.
3. ფიზიკური განვითარებისათვის ,გართობისა თუ დასვენებისათვის
აუცილებელია იატაკზე და დარბაზის სივრცეში სპეციალური ვარჯიშების
შესრულება. რიტმის, მოქნილობის, კოორდინაციის განვითარებისთვის
საჭიროა გაკეთდეს რიტმიკის ვარჯიშები და გაწელვები. იმისათვის, რომ მან
შეძლოს ცეკვისა და მუსიკის ხასიათის აღქმა, თავდაპირველად უნდა
შეისწავლოს ცალკეული ილეთები და მათი საჭიროებები. შემდეგ
დაიმახსოვროს და შეასრულოს ილეთების საფუძველზე დადგმული მცირე
კომპოზიციები. იმისათვის, რომ მონაწილემ მოიხსნას ფიზიკური თუ შინაგანი
ხასიათის დაძაბულობა, გააღვივოს თავისი ფანტაზიისა და ინტერპრეტაციის
უნარი, სწავლების პერიოდში შესაძლოა დაევალოს იმპროვიზაციული
დავალებები და თემატური ცეკვა თამაშობები, რომელიც კი არ დაძაბავს,
არამედ მოადუნებს, დაამშვიდებს და ერთგვარად დაასვენებს კიდეც
მომეცადინესს. ამრიგად, დასვენებისა და გართობისათვის, ერთფეროვნების
თავიდან ასაცილებლად რიტმიკა საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ყველას
ხელეწიფება, იგი გაცილებით ეფექტურია წელიწადის იმ დროს, როცა
შესაძლებელია რიტმიკის ორგანიზება ბუნებაში, რომელიც ერთი-ორად
ზრდის გართობისა და დასვენების ეფექტს. თუმცა მნიშვნელოვანია ისიც რომ
ფიზიკური დატვირთვები არ სცილდებოდეს სიამოვნების ფარგლებს.
4. რიტმიკა ეს არის ფიზიკურ ვარჯიშთა სისტემა, რომლის მიზანია რიტმის
გრძნობის გამომუშავება, ასევე მისი განმარტება შეიძლება შემდეგნაირად, რომ
ის არის ადამიანის რიტმული არზრდისათვის საჭირო ფიზიკურ ვარჯიშთა
ერთობლიობა. რიტმიკის ფართო გავრცელება წარმოადგენს მოძრაობით
აქტივობაში თანამედროვე სოციუმის მოთხოვნებისა და მისი ჯანმრთელი
ცხოვრებისაკენ სწრაფვის ანარეკლს. სამეცნიერო კვლევებით დამტკიცებულია,
რომ მოძრაობითი აქტივობის ხანგრძლივი შეზღუდვა ანუ ჰიპოდინამია,
წარმოადგენს ორგანიზმის დამარღვეველ ანტიფიზიოლოგიურ ფაქტორს.
შესაბამისად თანამედროვე ცივილიზაციის მიღწევები, რომელიც გვიქმნის
კომფორტს, სწირავენ ადამიანს არა მარტო მუდმივი „კუნთოვან
შიმშილისათვის“, არამედ ასევე ხელს უწყობენ ორგანიზმის ცხოველქმედების
შესუსტებას და ჯანმრთელობის გაუარესებას. განვითარების თანამედროვე
ეტაპზე რიტმიკა სულ უფრო აქტიურად ინერგება არა მარტო ფიზიკურ
გამაჯანსაღებელ პრაქტიკაში, არამედ ფიზიკური კულტურის სპეციალისტების
პროფესიონალური მომზადების სფეროში. თუმცა ამ მიმართულებით
აღინიშნება გარკვეული სირთულეები. არც თუ დიდი ხანია, რაც სიტყვა
რიტმიკა ჩვენს რეალობაში შემოვიდა და დღითიდღე პოპულარული ხდება.
ზოგიერთისთვის ის ყოველდღიური ცხოვრების წესია, ზოგიერთისათვის
სასურველი მიზნის მისაღწევი საშუალება, ბევრისათვის კი ჯერ კიდევ უცხო
და გაუგებარი. რიტმიკა ისეთი ადამიანების ცხოვრების განუყოფელ წესად
იქცა, რომლებიც სულისა და სხეულის ჰარმონიისაკენ ისწრაფვიან, ზრუნავენ
თავის ჯანმრთელობაზე და სურვილი აქვთ მუდამ კარგად გამოიყურებოდნენ.
5. თამაშის დროს პროცესში ჩართულია როგორც სულიერი ასევე ემოციური
მხარე. ასეთ დროს მოსწავლეს შეუძლია თვითონ აკონტროლოს საკუთარი
შესაძლებლობები ,თუ დაიღლება დაისვენოს , დროებით შეჩერდეს ან
გააგრძელოს თამაში ნაკლები დატვირთვით. თუმცა იმის გამო რომ ხშირ
შემთხვევაში ის გატაცებულია თამაშით ვერ აკონტროლებს ძალებს,
ზედმეტად აფასებს შესაძლებლობებს და ეს ყოველივე ორგანიზმის გადაღლას
იწვევს. ასეთ დროს პედაგოგმა უნდა აკონტროლოს მოსწავლეთა
დატვირთვისა და დასვენების რეჟიმი. პედაგოგს თამაშის პროცესში შეუძლია
ბავშვის დაღლილობა შეამჩნიოს შემდეგი ნიშნებით: ლოყების გაწითლებით,
ოფლის დენით, გაფერმკრთალებით, სუნთქვის გახშირებით, ქოშინით,
გადაჭარბებული აღგზნებადობით, ინტერესის დაკარგვით, ზედმეტი
ნერვიულობით და წესების ხშირი დარღვევით. თამაშის დასრულების დროს
დარღვევების გამოსავლენად მოსწავლეები ისე უნდა გავამწკრივოთ რომ ყველა
მათგანი ყველასთვის გასაგები იყოს განხილვა მოწყობის შემდეგ რომ
მოსწავლეების ხმაური არ გამოვიწვიოთ შედეგი თავიდანვე არ უნდა
გამოვაცხადოთ. ჯერ უნდა განვიხილოთ ის შეცდომები რაც დაუშვეს
მოთამაშეებმა და გუნდებმა თამაში დროს, შემდეგ წახალისების მიზნით უნდა
გამოვავლინოთ საუკეთესო მოთამაშეები ყველა გუნდიდან. მხოლოდ ამის
შემდეგ აცხადებს მასწავლებელი შედეგს . შემდეგ მოსწავლეები ალაგებენ
ინვენტარს, მასწავლებელმა ისევ უნდა მოაწყოს მოსწავლეები და
ორგანიზებულად გაიყვანოს მოედნიდან.

You might also like