You are on page 1of 1

შპს „ჯუჯა“ 2010 წლის 3 ნომერბერს დაფუძნდა.

მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ხის


სათამაშოების წარმოება.

2010 წელს შპს შეიძინა დანადგარები 10 000 ლარად და იჯარით აიღო შენობა ყოველთვიურად
1000 ლარად. შპს-მ ასევე შეიძინა 10 000 ლარის მარაგები, თუმცა 2010 წელს „ჯუჯას“
ფუნქციონირება (სათამაშოების წარმოება) არ დაუწყია.

2011 წელს შპს შეიძინა 50 000 ლარის მასალები, გარდა აღნიშნულისა, მომწოდებლმა „ჯუჯას“
უსასყიდლოდ გადასცა 3 000 ლარის მასალები.

შპს-ს სახელფასო ხარჯმა 2011 წელს 20 000 ლარი შეადგინა.

შპს „ჯუჯამ“ 2011 წლის 1 ივლისს აიღო 20 000 ლარი ხუთწლიანი სესხი წლიურ 40%-ში.

შპს-მ 5 000 ლარის ღირებულების (საბაზრო ფასით) სათამაშოები უსასყიდლოდ მიაწოდა


უპატრონო ბავშვთა სახლებს. გარდა აღნიშნულისა, 2011 წელს შპს-მ სულ გაყიდა 80 000 ლარის
(საბაზრო ფასით) სათამაშოები. წლის ბოლოს შპს-ს საბოლოო მარაგებში დარჩა 30 000 ლარის
მარაგები.

გამოთვალეთ, შპს „ჯუჯას“ 2011 წლის დასაბეგრი მოგება და მოგების გადასახადი.

You might also like