You are on page 1of 26

ERP სისტემების

მიმოხილვა
რა არის ERP სისტემა?

Enterprise Resource Planning (ERP)არის პროგრამული


უზრუნველყოფა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს
კომპანიებს მართონ თავიანთი ბიზნესის ძირითადი ოპერაციები,
როგორიცაა ფინანსები, გაყიდვები, შესყიდვები, ადამიანური
რესურსები და სხვა. ERP სისტეები გამოიყენება:
• პროცესების ავტომატიზაციისთვის
• მონაცემების შეგროვებისთვის,
• მონაცემების შენახვისთვის
• მონაცემების ინტეგრირებისთვის
რატომ ERP?

ხშირ შემთხვევაში კომაპიის ოპერაციები აღირიცხება სხვადასხვა


სისტემებში, რომელიც არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული.
ესეთებია:

ბუღალტრული აღრიცხვის
სისტემები
მარაგებისა და ძირითადი
საშუალებების აღრიცხვის
სისტემები,
ექსელი და ა.შ.

ბევრი კომპანია, ზრდასთან ერთად აცნობიერებს, რომ საჭიროა გარკვეული


ტიპის ერთიანი აღრიცხვის სისტემა. სწორედ ასეთ დროს კომპანიები
მიმართავენ ERP სისტემების დანერგვას.
რა არის ERP სისტემის მიზანი?

ERP-ის მიზანია უზრუნველყოს ორგანიზაციის ბიზნეს ოპერაციების


ერთიანი, ინტეგრირებული ხედვა და გააუმჯობესოს ეფექტურობა და
გადაწყვეტილების მიღება.
ERP პროგრამული უზრუნველყოფა არის სრულად ინტეგრირებული.
ის ავტომატურად აკავშირებს კომპანის სხვადასხვა ბიზნეს
პროცესებს, იძლევა ბიზნეს პროცესების ერთიენი ხედვის
შესაძლებლობას და რეალურ დროში აწვდის ინფორმაციას
ავტორიზებულ მომხმარებლებს სხვადასხვა დეპარტამენტში.
როგორ შეიქმნა ERP ?
ERP-ის შექმნის ისტორია იწყება მარაგების მართვის სისტემით - Inventory
Management & Control. 1960-იან წლებში საწარმოო ინდუსტრიები დადგნენ
გამოწვევის წინაშე, რომელიც დაკავშირებული იყო მარაგების მართვასთან. მათ
სჭირდებოდათ სისტემა, რომელიც დაეხმარებოდა მოთხოვნების და მარაგების
დონის მართვაში. სწორედ მოთხოვნიდან გამომდინარე შეიქმნა მარაგების მართვის
სისტემა.
ERP-ის ისტორიის შემდეგი ეტაპი იყო Material Requirements Planning (MRP),
რომელიც უზრუნველყოფდა წარმოების პროცესში მასალემის მოთხოვნა/
მიწოდების დაგეგვმას.
შემდეგი საფეხური იყო MRP ის განვითარება და Manufacturing Resources Planning
MRP II ის შექმნა, რომელის უზრუნველყოფდა სრული საწარმოო პროცესის მართავს.
სწორედ MRP II დაედო საფუძვლად ERP ს ისტემების შექმნას, რომელიც არა
მხოლოდ საწარმოო პროცესის არამედ ბიზნესის სხვა პროცესების მართვას
უზრუნველყოფს.
რა ტიპის ERP სისტემები არსებობს?
არსებობს ERP სისტემების რამდენიმე ტიპი, რომელთაგან თითოეული შექმნილია
სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების სპეციფიკური საჭიროებების
დასაკმაყოფილებლად. ERP სისტემების ზოგიერთი გავრცელებული ტიპი მოიცავს:
On-Premise ERP-ეს სისტემები ინსტალირდება და მუშაობს ორგანიზაციის საკუთარ
სერვერებზე და IT ინფრასტრუქტურაზე. ორგანიზაციებს აქვთ სრული კონტროლი სისტემასა
და მონაცემებზე, მაგრამ ასევე უნდა მართონ სისტემა თავად, მათ შორის ტექნიკური
მომსახურება და განახლებები.
Cloud-based ERP-ეს სისტემები განთავსებულია დისტანციურ სერვერებზე და
ხელმისაწვდომია ინტერნეტით. ორგანიზაციებს არ უწევთ ტექნიკისა და
პროგრამული უზრუნველყოფის შენარჩუნება და მხარდაჭერა, თუმცა მათ ასევე არ
აქვთ იმდენი კონტროლი სისტემაზე. ღრუბელზე დაფუძნებული ERP
გადაწყვეტილებები ასევე ცნობილია როგორც SaaS (პროგრამული უზრუნველყოფა
როგორც სერვისი) ERP.
არსებობს ასევე ჰიბრიდული გადაწვეტილებები სადაც კონბინირებულად გამოიყენება On-
Premise და Cloud-based ERP სისტემები. ამ შემთხვევაში ნაწილი მოდულების ან ინფორმაციის
განთვსებულია საკუთარ, ნაწილი კი დისტანციურ სერვერზე.
მოდიფიკაციის ხელმისაწვდომობის მიხედვით განასხვავებენ:
Open source ERP -ღია კოდის ERP სისტემები თავისუფლად
ხელმისაწვდომია მოდიფიკაციისთვის. ისინი შეიძლება იყოს უფრო
მოქნილი და კონფიგურირებადი, ვიდრე საკუთრების ERP სისტემები,
თუმცა დანერგვის დროს შეიძლება მოითხოვონ მეტი ტექნიკური
მხარდაჭერა.
Proprietary ERP -საკუთრების ERP სისტემები ეკუთვნის მის მწარმოებელს
და იყიდება კომერციული პროდუქტების სახით, გამოყენების
ლიცენზირების საფასურით და პერსონალიზაციის შეზღუდვით. მასში
შეზღუდულია რაიმე სახის კოდის ცვლილება. ასეთი ERP სისტემები
ნაკლებად მოქნილია და შესაძლებელია რომ მისმა ფუნქციონალმა
ბოლომდე არ დაფაროს კომპანიის საჭიროებები.
ფუნქციონალის მიხედვით განასხვავებენ:

Enterprise-level ERP - შექმნილია დიდი ორგანიზაციების ყოვლისმომცველი


მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ამ სისტემებს შეუძლიათ გააერთიანონ და
მართონ ბიზნეს პროცესების და ფუნქციების ფართო სპექტრი საწარმოს სხვადასხვა
განყოფილებებსა და ლოკაციებზე.
Industry-specific ERP -ეს სისტემები განკუთვნილია კონკრეტული
ინდუსტრიებისთვის, როგორიცაა წარმოება, ჯანდაცვა, საცალო ვაჭრობა და
ა.შ. ისინი მოიცავს ინდუსტრიის სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებულ
ფინქციონალს და შექმნილია ამ კონკრეტული ინდუსტრიის უნიკალური
მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
Small Business ERP -ეს სისტემები განკუთვნილია მცირე და საშუალო
ბიზნესისთვის და, როგორც წესი, აქვთ მოდულების ნაკლები რაოდენობა და
ნაკლებად მრავალფეროვანი ფუნქციონალით ხასიათდება, ვიდრე საწარმოს
დონის ERP სისტემები.
რა ინფრომაციას ინახავს და ამუშავებს ERP?

ეს არის პროცესებისა და ინფორმაციის ჩამონათვალი, რომელიც


განსხვავებულია სხვადასხა ტიპის კომპანიისთვის. ERP სისტემაში
გროვდება ისეთი ინფორმაცია და სრულდება ისეთი ოპერაცები,
რომლებიც აუცილებელია ოპერაციული კონტროლისა და მართვის
გადაწყვეტილების მისაღებად. ERP სისტემაში ერთიანდება
კომაპნიის ბისნესს პროცესებისა და ფუნქციების აღრიცხვა.
რა არის ბიზნეს ფუნქცია

ბიზნეს ფუნქცია გულისხმობს კონკრეტულ


საქმიანობას ან პროცესების ერთობლიობას,
რომელიც ხორციელდება ორგანიზაციაში მისი
მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად. ეს
ფუნქციები, როგორც წესი, ორგანიზებულია
განყოფილებებად კომპანიის შიგნით და
პასუხისმგებელია კონკრეტულ ამოცანებზე.
ბიზნეს ფუნქციების მაგალითებია მარკეტინგი,
გაყიდვები, ფინანსები, ოპერაციები და
მომხმარებელთა მომსახურება. თითოეული
ფუნქცია გადამწყვეტ როლს ასრულებს
ორგანიზაციის საერთო ფუნქციონირებასა და
წარმატებაში და ისინი ხშირად კავშირში არიან
ერთმანეთთან კომპანიის საერთო მისიისა და
სტრატეგიის მხარდასაჭერად.
რა არის ბიზნეს პროცესი

ბიზნესის პროცესი არის ბიზნეს


ფუნქციის შემადგენელი დაწილი ეს
არის იმ ოპერაციების ერთობლიობა,
რომლის უწყვეტობაც კომპანიის
წარმატებას განაპირობებს.
სხვადასხვა ორგანიზაციის
შემთხვევაში პროცესები
განსხვავდება, თუმცა პროცესის
ძირითადი შემადგენელი ნაწილები
შეიძლება მსგავსი იყოს. მაგალითად,
ვაჭრობის დარგში მომუშავე
ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი
ბიზნეს პროცესებია - გაყიდვების
პროცესი, მარაგების დაგეგმვის და
მართვის პროცესი და მარაგების
შესყიდვის პროცესი ა.შ.
რა ბიზნეს პროცესების აღრიცხვა ხდება ERP - ში ?

 მარაგების მართვა
 შესყიდვები
 გაყიდვები
 ფინანსური აღრიცხვა
 ადამიანური რესურსების
მართვა
 წარმოება
 საწყობის ოპერაციების
მართვა
მარაგების მართვა

 მარაგების ნაშთების
ანალიზი სხვადასხვა
განზონილებების ჭრილში
 მარაგების შევსების
სტანდარტიზაცია
 მარაგების კონტროლი
ბარკოდების და სერიული
ნომრების მიხედვით
შესყიდვები

 მომწოდებლების
სრულყოფილი ცნობარის
წარმოება
 მომწოდებლის ფასების
აღრიცხვა
 ოპტიმალური ფასის შერჩევა
სხვადასხვა მომწოდებლის
მიერ მოწოდებული ფასებიდან
 საქონლის მიღების ვადების
კონტროლი
 გადახდის მეთოდების და
ვადების სტანდარტიზაცია
გაყიდვები
 კლიენტების ცნობარის
წარმოება
 გასაყიდი ფასების კონტროლი
კლიენტის ჯგუფების მიხედვით
 მიწოდების ვადების კონტროლი
 გადახდის მეთოდების და
ვადების სტანდარტიზაცია
 დებიტორული დავალიანებების
ვადაგადაცილებების
კონტროლი
ფინანსური აღრიცხვა

 აქტივებისა და პასივების
მართვა
 ბუღალრტული ჩანაწერების
წარმოება
 გადასახადების
დაანგარიშება
 ფინანსური უწყისების
წარმოება
 ფინასური ანგარიშგებების
გენერირება
ადამიანური რესურსების მართვა

 პერსონალის შერჩევა
 თანამშრომლის
კვალიფიკაციისა და
უნარების მართვა
 თანამშრომლის საკარდო
ჩანაწერების წარმოება
 თანამშრომლის განრიგის,
ნამუშევარი დროისა და
გაცდენების მართვა
 ხელფასების და სხვა
განაცემი/დაქვითვების
დაანგარიშება
წარმოება

 საწარმოო პროცესის
კონტროლი
 საწარმოო რესურსის
განრიგის, ნამუშევარი
დროისა და მოცენის
დროის აღრიცხვა
 საწარმოო ხარჯების
კონტროლი
საწყობების მართვა

 საწყობის ოპერაციების
კონტროლი
 საწყობზე პასუხისმგებელი
პირების განსაზღვრა
 საწყობების დაყოფა
ლოკაციების მიხედვით
 საწყობებს შორის
დადაადგილების
კონტროლი
 მარაგების ნაშთების
კონტროლი კონკრეტული
საწყობების მიხედვით
როგორ ეხმარება ERP ბიზნესს?
გარდა იმისა რომ ERP სისტემები ერთიან საინფორმაციო ბაზაში
აქცევს კომპანიის ძირითად ოპერაციებს, ისინი უზრუნველყოფენ:

 ოპერაციების კონტროლს  მომხმარებლების


 ძირითადი ოპერაციების უფლებების მართვას
ავტომატიზაციას  მონაცემების ანალიზს
 ოპერაციების ასახვას  სრულყოფილი ფინანსური
რეალურ დროში
აღრიცხვას
 მონაცემების სანდოობას
სტანდარტების
 დეპარტამენტებს შორის შესაბამისად
კოლაბორაციის
 სანდო ბისნესს
გაუმჯობესებას
 ერთიანი მონაცემების ანალიტიკას
გამოყენებას  სწორი და დროული
ბიზნესს
გადაწყვეტილებების
რა არის ERP - ის უპირატესობები:
 ბიზნესის პროცესის
ეფექტურობა
 პლატფორმა ბიზნეს პროცესის
სტანდარტიზაციისთვის
 მონაცემების
ხელმისაწვდომობა
 კატალიზატორი ბიზნესის
ინოვაციისთვის
 მობილური მოწყობილობების
გამოყენება
 სისტემის მომხმარებელთა
უფლებების მართვა
 სხვა სისტემებთან ინტეგრაცია
რა არის ERP - ის ნაკლოვანებები
 ERP - ის დანერგვის
სირთულე
 მაღალი მოთხოვნები IT
ინფრასტრუქტურის
მიმართ
 მაღალი ფასი
 ERP არ ფარავს კომპანიის
ყველა მოთხოვნას
 მონაცემების დაცვის
რისკი
წამყვანი ERP სისტემები

 SAP
 Microsoft
 Oracle
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like