You are on page 1of 4

საქართველოს ტერიტორიული მოწყობა

სახელმწიფოს ტერიტორიულ მოწყობაში იგულისხმება მისი


პოლიტიკურ-ადმინისტრაციული დაყოფა ცალკეულ
ერთეულებად,ტერიტორიული ორგანიზაცია ახასიათებს მის შინაგან
დაყოფას,ტერიტორიული ნაწილების სამართლებრივ
მდგომარეობას,ერთმანეთთან ურთიერთობას და მიმართებას
სახელისუფლო ორგანოებთან.განასხვავებენ ტერიტორიული მოწყობის
ფორმით უნიტარულ და ფედერაციულ სახელმწიფოებს.უნიტარული
სახელმწიფო შედგება ადმინისტრაციული ან პოოლიტიკურ-
ადმინისტრაციული ერთეულებისგან.ფედერაციული სახელმწიფოს
ერთეულები სახელმწიფოს მსგავსი წარმონაქმნებია,სუვერენიტეტის
გარეშე.
1. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-
1921)ტერიტორიული მოწყობა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის
კონსტიტუციით საქართველო არის თავისუფალი,დამოუკიდებელი და
განუყოფელი სახელმწიფო.ტერიტორიული მოწყობის დროს
საქართველოსთვის მიუღებლად მიიჩნიეს ფედერალიზმი რამდნიმე
მიზეზის გამო;საქართველო ტერიტორიულად პატარა იყო,ფედერარულ
მოწყობას გამორიცხავდა იტორიულ-კულტურული
ტრადიცია,ფედერალიზმი მიურებელი იყო ქვეყნის ეკონომიკური და
პოლიტიკურიმდგომარეობის გამო.
ტერიტორიული ერთეულებით საქართველო იყოფოდა
მაზრებად.მაზრები რუსული მმართველობის პერიოდში იყო
შექმნილი,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
დეცენტრალიზებული უნიტარული რესპუბლიკა იყო.
2.საბჭოთა საქართველოს ტერიტორიული მოწყობა
საბჭოთა პერიოდში საქართველო დაიყო რაიონებად.ასევე მის
შემადგენლობაში შეიქმნა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკები და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
1.აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკა
საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის პერიოდში 1921 წლის 4 მარტს
გამოცხადდა აფხაზეთის სოციალისტური რესპუბლიკა.1921 წლის 28
დეკემბერს თბილისში ხელი მოეწერა სამოკავშირეო ხელშეკრულებას
რომლის მიხედვითაც აფხაზეთი საბჭოთა საქართველო შემადგენლობაში
შევიდა.აფხაზეთის როგორც საქართველოს შემადგენლობაში
ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსი დადასტურდა საბჭოთა
კავშირის და აფხაზეთის კონსტიტუციებში.
2.აჭარის ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკა.
1921 წლის თებერვალ-მარტის ომის დროს თურქეთი შეეცადა ბათუმის
მიტაცებას.,მაგრამ საქართველოს ჯარმა 18-20 მარტის ბრძოლების
შედეგად განდევნა თურქები ბათუმიდა.ბათუმის თურქების მიერ
დამყრობა არც რუსეთს აწყობდა ამიტომ ტერიტორია
საბჭოთა .საქართველოს შეუნარჩუნა თურქეთთან მოლაპარაკებების
დროს.1922 წელს ყარსის ხელშეკრულებით თურქეთი საქართველოს
უთმობდა სუვერენიტეტს ბათუმზე იმ პირობით რომ ამ მხარეს
ავტონომია მიენიჭებოდა.921 წლის 6 ივლის დეკრეტით საბჭოთა
ხელისუფლებამ გამოაცხადა აჭარის ავტონომია.
3.სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
რუსეთის კომპარტიის კავკასიის ბიუროს გადაწყვეტილებით 1922 წლის
22 აპრილს გამოცხადდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის
შექმნა.სამხრეთ ოსეთის ოქლის ტერიტორიაზე თვითნებურად მოექცა
ქართველებით დასახლებული რაიუონები.
საბჭოთა საქართველოს ტერიტორიული მოწყობა 1980წლბშ
საბჭოთა მმართველობის ბოლოსთვის 989 წელს საქართველოში იყო ორი
ავტონომიური რესპუბლიკა,ერთი ავტონომიური ოლქი,69
რაიონი.აქედან ოთხი ქალაქი;ჭიათურა,ტყიბული,წყალტუბო და გაგრა
საბჭოებზე დამოკიდებულ ტერიტორიებად ითვლებოდა და რაიონის
სტატუსი ოფიციალურად არ ჰქონდა.ცალკე ერთეულებად ითვლებოდა
ქალაქები;თბილისი,ქუთაისი,სოხუმი,ბათუმი,გორი,ფოთი,ზუგდიდი და
ტყვარჩელი.4488 სოფელი გაერთიანებული იყო 942 სასოფლო საბჭოში.
საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საკითხი
პოსტსაბჭოთა პერიოდში.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს ტერიტორიული
მოწყობის საკითხის გადაწყვეტა გაართულა აფხაზეთის და სამხრეთ
ოსეთის ავტონომიურ ოლქში სეპარატისტული რეჟიმების
ჩამოყალიბება,რაშიც გადამწყვეტი როლი გარეშე ძალის ჯერ სსრკ
ხელისუფლების შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერამ
შეასრულა.
1990 წლის 11 დეკემბერს საბჭომ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური
ოლქი.
საქართველოს ტერიტორიული მოწყობა თანამედროვე ეტაპზე
საქართველო დაყოფილია მუნიციპალიტეტებად,რომელთა საზღვრები
ემთხვევა ძველ სარაიონო დაყოფას,მუნიციპალიტეტები ერთიანებიან
მხარეებად რომლებშიც დანიშნულია პრეზიდენტის
რწმუნებულები.შექმნილია მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი
ქალაქები.კონსტიტიციურად აღუარებულია აჭარის და აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკების არსებობა.ორივეს გააჩნია საკუთარი
კონსტიტუცია კანონმდებლობა და სიმბოლოები.

დღევანდელი მდგომარეობით საქართველო შეიძლება განისაზღვროს


როგორც დეცენტრალიზებული ასიმეტრიული უნიტარული
სახელმწიფო.
საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია ქვეყნის ტერიტორიული
მთლიანობის შესახებ
სახელმწიფოს ტერიტორიის გაცემა დანაწილება და გაყიდვა
შეუძლებელია.სახელმწიფოს ტერიტორიის გაფართოება ან სადავო
საზღვრების შესწორება შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობითობის
წესით.
საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია ქვეყნის ტერიტორიული
მთლიანობის შესახებ
საქართველო არის დამოუკიდებელი ერთიანი გა განუყოფელი
სახელმწიფო,რაც დადასტურებულია 1991 წლის 9 აპრილის
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის
აქტით.

საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21


დეკემბრის მდგომარეობით.საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა
და სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობა დადასტურებულია
საქართველოს კონსტიტუციით და კანონით.აღიარებულია
სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების
მიერ.

You might also like