You are on page 1of 3

საჯარო მმართველობა არსი და აუცილებლობა

სულხან-საბა ორბელიანი თავის ლექსიკონში ტერმინ „მართვას“ განმარტავს,


როგორც რაიმე „მრუდის“ გასწორებას. ცივილიზაციის ახალ და უახლესს
ისტორიაში ამ ტერმინს სულ სხვა ახსნა გააჩნია.
ზოგი მართვას ბრძანებისა და კონტროლის მექანიზმებთან, აქცენტის
კონსულტაციებისა და მოლაპარაკებებზე გადატანასთან აიგივებს. სხვა ავტორები
ამას „ადმინისტრირების დონის კლებასა“ და თავისუფალი ბაზრისთვის
უპირატესობის მინიჭებას უკავშირებენ. იმისთვის, რომ სწორად გავიგოთ მართვის
მნიშვნელობა და არსობრივი დატვირთვა, მართებული იქნება „მართვის“ და
„მმართველობის“ ტერმინების თანაფარდობის გარკვევა. ზემოთ მოტანილი
განმარტებებშიც ჩანს, რომ მართვა არის ბუნების (ბიოლოგიური, სოციალური,
პოლიტიკური, იურიდიული, ტექნიკური) ორგანიზებული სისტემის ელემენტი,
ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს მათი განსაზღვრული სტრუქტურის
შენარჩუნებას, საქმიანი რეჟიმის დაცვას, საქმიანობის პროგრამისა და მიზნების
რეალიზაციას.
ამგვარად, შეიძლება ტერმინების „მართვა“ და „მმართველობის“ იდენტურ
მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. თუმცა, აქვე აღსანიშნავია,რომ როდესაც ტერმინ
მართვას ვიყენებთ რომელიმე სფეროში (პოლიტიკურ, სოციალურ და ტექნიკურ)
უმჯობესია ტერმინ მმართველობის გამოყენება, რადგან ტერმინი „მართვა“
შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ფართო გეგება, ხოლო „მმართველობა“
შესაბამისად სფეროების უფრო ვიწრო გაგებით აღვიქვათ. ამგვარად, მართვა
უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე მმართველობა. მართვაში საზოგადოებრივი
ცხოვრების წარმართვის სხვადასხვა საშუალება მოიაზრება. ამდენად
მმართველობა მართვის მხოლოდ ერთი ინსტიტუტთგანია და მართვა
მმართველობის გარეშე შეუძლებელია.
მმართველობის მთავარი ბერკეტებია: ბაზრის არსებობა, იერარქიული დაყოფა,
კომუნიკაციური სისტემები.
ზოგადად მართვა შრომის საზოგადოებრივი დანაწილებისა და კოოპერაციის
საფუძველზე აღმოცენდა. ყველა საზოგადოებრივი, კოლექტიური შრომა,
რომელიც შედარებით დიდი მასშტაბით წარმოებს, მეტად თუ ნაკლებად
მმართველობას საჭიროებს.
უძველესი დროიდან საზოგადოებაში ყალიბდება მმართველობის ორი
მექანიზმი: სტიქიური და კანონზომიერი, შეგნებული. სტიქიური თავისი არსითა
და ბუნებით ავტომატურია და არ მოითხოვს ადამიანის ჩარევას. ასეთია,
მაგალითად კაპიტალისტური ბაზარი, რომელიც სტიქიურად არეგულირებს
ზოგიერთ ეკონომიკურ პროცესს. ხოლო მმართველობის შეგნებული ფაქტორი
ცვლილებებს განიცდის საზოგადოების განვითარებასთან ერთად. ყოველ
საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ფორმაციას შეესაბამება მისთვის
დამახასიათებელი მმართველობა. პირველყოფილ თემურ საზოგადოებაში
მმართველობა ვლინდება ტრადიციებში, ადათ-წესებში და ჩვეულებებში, ხოლო
თანემედროვე პირობებში მმართველობამ მიიღო მეცნიერული შინაარსი.
კაცობრიობის განვითარებასთან ერთად, თანდათანობით ყალიბდებოდა
მმართველობის სპეციფიკური საზოგადოებრივი ინსტიტუტები. მმართველობის
თეორიებში გამოიყოფა ორი ძირითადი სკოლა- „მეცნიერული მენეჯმენტი“,
რომლის ფუძემდებელია ფ. ტეილორი და „ადამიანური დამოკიდებულების“
სკოლა, რომლის ავტორებია: ე.მელო და ფ. როტლისბერტერი.
სოციალისტები და მარქსისტები გამოყოფენ მმართველობის რამოდენიმე
თავისებურებებს:
1.მართვის პროცესი მოიცავს აბსოლიტურად მთელ საზოგადოებას
2. მმართველობის მიზანი და სოციალური შინაარსი განსაზღვრულია
სოციალიზმის ძირითადი ეკონომიკური კანონის მოთხოვნით
3.საზოგადოებრივი საკუთრება განაპირობებს მმართველობის
სახელმწიფოებრივ ხასიათს
თანამედროვე პირობებში მნიშვნელოვნად იზრდება მეცნიერული
მმართველობის შესაძლებლობები, ამავე დროს სახელმწიფო მმართველობა
გულისხმობს სახელმწიფო პროგრამების შესრულებასა და ხელმძღვანელობას.
საჯარო მმართველობის სუბიექტის უფლებამოსილი პირები ანუ საჯარო
ადმინისტრატორები ფუნქციონირებენ ხელისუფლების ყველა დონეზე-
სახელმწიფოს შიდა სტრუქტურებში და საერთაშორისო ასპარეზზეც.
საჯარო მართვის პროცესი მრავალპლანიანი და მრავალწახნაგოვანია და
ყოველივე ეს გადანაწილებულია საჯარო მმართველობის სუბიექტის ფარგლებში
დასაქმებულ ადამინებზე. აღსანიშნავია,რომ საჯარო მართვის კომპეტენციაში და
შინაარსში მთავრი რგოლია სახელმწიფოს სამსახურისადმი ვალდებულებები.
საჯარო ადმინისტრატორი(მენეჯერი) ვალდებული არის სხვა მოვალეობებთან
ერთად ანგარიში გაუწიოს საზოგადოების ინტერესების გამომხატველ და
დამცველ პირების მიმართ (ესენია: არჩევითი ოფიციალური პირები,
საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ამომრჩევლები და საზოგადოების
წევრები). მმართველობა ხელმძღვანელობას ან სხვათა კონტროლს გულისხმობს.
ამდენად, იგი იმ მექანიზმებს მოიცავს, რომელთა მნიშვნელობით წესრიგის
შენარჩუნება ხდება. მისი მთავარი ფუნქცია კოლექტიური გადაწყვეტილების
მიღება და აღსრულებაა. სწორედ ამიტომ მისი არსი უკავშირდება საჯარო
ურთიერთქმედებებს, საჯარო მმართველობას სამი მთავარი ფუნქცია აკისრია:
1.საკანონმდებლო (კანონშემოქმედება ან კანონთა შექმნა)
2.აღმსრულებელი არსებული კანონების აღსრულება
3.სასამართლო
მმართველიბის აღნიშნული ფუნქციები განსზღვრავენ მის საჯარო ფენომენის
არსსა და სტატუსს.
ამგვრად, საჯარო მმართველობა დადგენული წესრიგის უზრუნველყოფის
მექანიზმია და მისი მთავარი თვისება- კოლექტიური გადაწყვეტილების მიღებისა
და აღსრულების უნარია. ამავე დროს აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიტიკური
სისტემა არა მხოლოდ მმართველობის მექანიზმებს და სახელმწიფო ინსტიტუტებს
გულისხმობს, არამედ იმ სტრუქტურებს და პირობებსაც, რომელთა მეშვეობით
სახელმწიფო ურთიერთობს საზოგადოებასთან. საზოგადოებრივ-პოლიტიკური
პროცესების, ადამიანთა ორგანიზაციული მოწყობისა და რეგულარების
საჭიროება პირდაპირ განსაზღვრავს საჯარო-პოლიტიკური მმართველობის
აუცილებლობას. აღნიშნული პარადიგმის ობიექტურობა და მართებულობა
განპირობებულია პოლიტიკის არსით და სტრუქტურულ-ფუნქციონალური
დანიშნულებით.
ნებისმიერ სახელმწიფოში საზოგადოება, ხალხი შედგება მრავალი სოციალური,
ეთნიკური, რელიგიური, კორპორატიული ჯგუფებისგან, რომლებსაც გააჩნიათ
თავისი საკუთარი, კერძო და კოლექტიური ინტერესები. მათი ცივილიზებული
თანაარსებობის უალტერნატივო საშუალება არის საზოგადოების
ხელისუფლებრივი ორგანიზაცია. ადამიანთაურთიერთობას კი განსაზღვარვს
პოლიტიკა. პოლიტიკა ურთიერთობატა რეგულატორად გვევლინება და
ხორციელდება სკარო მმართველობის საშუალებით. ამდენად, პოლიტიკური
მართვა არის პოლიტიკური ხელისუფლების მიერ საჯარო მმართველობითი
ფუნქციების ეფექტური განხორციელბა.
საჯარო-პოლიტიკურ მმართველობას ახასიათებს საყოველთაო ხასიათი. იგი
განსაზღვარს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს მმართველობის
შინაარსს, მის ხასიათს, დანიშნულებას და ფორმას.
საჯარო-პოლიტიკური მმართველობის პროცესი მოიცავს მთელ საზოგადოებას,
ზოგადად საზოგადოებრივ ურთიერთობებს. ამდენად, საჯარო-პოლიტიკური
მმართველობის პროცესი გამოირჩევა მთელი რიგი სპეციფიკურობით და
თავისებურებებით, და ეს თავისთავად ხასიათდება გარკვეული სირთულეებით და
წინააღმდეგოგბებით. საჯარო-პოლიტიკური მმართველობის ერთ-ერთი
თავისებურებაა თავისი შემოქმედებითი ხასიათი. საჯარო-პოლიტიკური
მმართველობის პროცესში ძირითადია საზოგადოების ევოლუციის სტარტეგიული
და ოპტიმალური წარმართვის მიზნით ტაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და
შემდგომში განხორციელება. იმისთვის,რომ საჯარო-პოლიტიკური მმართველობა
იყოს ეფექტური, მის დაგეგმარებაში აუცილებლად უნდა იყოს
გათვალისწინებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი------ საზოგადოების
მოთხვნილებათა შესატყვისი ზპგადპროგრამული მიმართულების შემუშავება.
ამგვარად, საჯარო მმართველობა არის ხელისუფლების ძირითადი ფუნქცია და
აქედან გამომდინარე პოლიტიკური ხელისუფლება არის საჯარო მმართველობის
სუბიქეტი, ხოლო მმართველობის ობიექტია საზოგადოება, ხალხი, პოლიტიკური
ურთიერთობები .

You might also like