You are on page 1of 3

ნახვა არაბთა მეფისგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა

86) ნახეს უცხო მეომარი, რომელიც იჯდა წყლის პირას და გულმდუღარედ


ტიროდა.
87) ბეწვიანი სამოსი ეცვა, ვეფხვის ტყავისგან შეკერილი. თავზედაც ვეფხვის
ტყავის
ქუდი ეხურა. ხელით შეჭედილი მათრახი ჰქონდა.
88) როსტევნმა უცხო ჭაბუკის ამბის გაგება ისურვა და მსახური მიუგზავნა.
89) მონა მივიდა, მაგრამ კარგა ხანს სიტყვაც ვერ შეჰბედა. მწუხარე ფიქრებით
დაპყრობილ რაინდს, თავდახრილი რომ იჯდა და გულმდუღარედ სტიროდა.
90) მონამ საბოლოოდ მხნეობა მოიკრიბა და მოახსენა მეფის ნაბძანები. მოყმეს
სიტყვაც არ გაუგონია, თითქოს სმენა დაკარგულიყო.
91) მახლობლად დაბანაკებული ლაშქრის ხმაურსაც ვერ გრძნობდა.
გულამოსკვნილი
სისხლის ცრემლებს აფრქვევდა.
92) მსახურმა კიდევ ერთხელ მოახსენა მეფის ბრძანება, მაგრამ იგი არ უსმენდა და
შეუჩერებლად ტიროდა.
93) მსახური გაწბილებული დაბრუნდა და როსტევანს მოახსენა: ეტყობა მას თქვენი
არ უნდა, ვერ გავაგონე ვერაფერი ამიტომაც შემაგვიანდა.
94) მეფეს გაუკვირდა და თან გაწყრა. მხლებლებთაგან 12 რჩეული მეომარი იხმო
და
უბრძანა, უცხო მოყმე აქ მომგვარეთო.
95) მეომრები უცხო მოყმისკენ გაემართნენ. შეიქმნა იარაღის ჩხარუნი და
შეკრთა მტირალი მეომარი.
96) ცრემლიანი თვალები შეიმშრალა და მიიხედ-მოიხედა. ლაშქარიც, რომ
დაინახა
ცხენს მოახტა. მძლავრი მკლავებით ცხენი სხვა მხარეს მიაბრუნა და გაეშურა.
97) შესაპყრობლად, რომ დაედევნენ მაშინ კი შავი დღე დააყენა მეომრებს. ზოგი
ისე დახოცა, რომ თავის შველის საშუალებაც არ მისცა, ზოგს კი რამდენიმეჯერ
გადაჰკრა მათრახი.
98) როსტევანი და ავთანდილი ცხენებზე შესხდნენ უცხო მოყმეს გამოუდგნენ
გამწარებულნი, ის კი თამამად და ამყად მიდიოდა.
100/101) რომ შენიშნა თვით მეფე დაედევნა, მის ცხენს მათრახი ჰკრა და იმავე
წამს დაიკარგა, არ უნახავს ჩვენს თვალს ან იმას გავდა, რომ მიწაში
ჩავარდნილიყო ან ზეცაში აფრენილიყო.
102) ლაშქარი მკვდებს დასტიროდა. მეფეს სიხარული მწუხარებად შეეცვალა
ბრძანა: ღმერთს ჩემი სიხარული, ბედნიერება მობეზრებია, მაგრამ თუ ეს
მისი ნებაა, მე უძლური ვარ.
103) ეს თქვა და დაღვრემილი გამობრუნდა უკან. გართობა ასპარეზობა მოიშალა,
სადღა იყო ლხინი და ტკბილი ჟღერა.
104) სასახლეში დაბრუნებისთანავე მეფემ განსავენებლად დარბაზს მიემერთა
ერთადერთი ავთანდილი შეიყვანა.
105) თინათინმა მამამის უგუნობა, რომ გაიგო, მისი საძინნებლისკენ გაემართა.
იკითხა, ხომ არ სძინავსო? მოახსენეს მოწყენილი ზისო.
106) ავთანდილი ახლავს მხოლოდ. თინათინს მოწყენის მიზეზებიც უთხრეს, უცხო
მოყმის ამბავი. თინათინი აღარ შევიდა, უკან გამობრუნება არჩია.
107/108/109) გავიდა ხანი როსტევანს ასული მოენატრა. ბრძანა აქ მომიყვანეთო.
შეუთვალა: მოდი დარდი გამიქვრეო. გეტყვი რაც მანაღვლებს.
თინათინი
მამასთან მივიდა. მეფემ ასული გვერდით დაისვა და სათუთად
უალერსა
და თან უსაყვედურა. ნუთუ მოსაწვევის გარეშე არ უნდა მომინახულოო.
110) მეფეო, მიუგო თინათინმა. თქვენი მოწყენა თუ ვინმემ გაიგოს ვინ გაბედავს,
რომ
მოვიდეს, რაც არ უნდა მამაცი იყოს.
111) რამდენადაც შეწუხებული ვიყო, შენი სიახლოვე მაინც მახარებს და სევდას
მიქრობს, უთხრა როსტევანმა. მჯერა, მიზეზს რო გაიგებ, შენც აღარ
გამამტყუნებ.
112) მეც რატომ გადავეკიდე უჩვეულოს და გასაკვირალ მოყმეს. მისმა შუქმა
გაანათლა სამყარო და ხმელეთის კიდე. რის გამო ტიროდა არ ვიცოდი.
113/114/115) შესაყრობელი მეომრები დავადევნე, მაგრამ ეშმაკივით დამეკარგა,
ისიც
არ ვიცი ცხადი იყო თუ მომეჩვენა. უეჭველი ღმერთს მოვძულდი. ჩემი
მხიარულება დადნა და ბოლოს ბედნიერება ჩამამწარა. დღეიდან
ვერავინ
ვერ გამაბედნიერებს.
116) მეფეო ან ღმერთს ან ბედს რატომ ენდური? უთხრა თინათინმა
117) მე ამას არ ვარჩევ: მეფე ხარ, რომელიც სიტყვით ვერ აღიწერება გააგზავნე
კაცი,
ყველა მხარეს, მისი ამბის გასაგებად. მალე შეიტყობ ის ადამიანია თუ ბოროტი
სული.
118) როსტევანს ქალიშვილის სიტყვა მოეწონა და უთხრა: დაგიჯერ, იმას ვიზამ რაც
მითხარი.
119) მოიყვანეს კაცი, გაგზავნეს ქვეყნის ოთხივე მხარეს. უბრძანეს: წადით,
მოძებნეთ
ის მოყმე. მისწერეთ წერილი სადაც ვერ მიწვდებით.
120) კაცები წავიდნენ, იარეს მთელი წელი ეძებდნენ, მაგრამ ვერ იპოვეს.
121) მონებმა უთხრეს: მეფეო, ხმელეთიც მოვიარეთ, მაგრამ ის მოყმე ვერ ვიპოვეთ
მისი მნახველიც კი ვერ ვიპოვეთ.
122) მეფემ თქვა: მართალი იყო ჩემი ასული. ეშმაკი იყო მოლანდება. ჩემი მტრად
წამოსული ზეციდან.
123) ეს თქვა და სიხარულით გართობა ამრავლა, მომღერალი და ჯამბაზი
მოიწვიეს.
ბევრი ადამიანი სასხლეში მოიპატიჟა.

You might also like