You are on page 1of 5

1)ინდოეთ-პაკისტნის კონფლიქტი-დაპირისპირება ინდოეთსა და პაკისტანს

შორის,გრძელდება მათი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან,1947წლიდან


დღემდე.კონფლიქტის მთავარი მიზეზი ქაშმირის გარშემო არსებული დავა გახდა.
1947-1949 წლების ომში ინდოეთმა დაამყარა თავისი კონტროლი აღნიშნული
ტერიტორიის 2/3-ზე,დარჩენილი კი პაკისტანის ხელში გადავიდა.
2)ქაშმირი-ინდოსტანის ნახევარკუნძულის ჩრდილი-დასავლეთით მდებარე
სადავო ტერიტორია.ჰიმალაის მთებში მდებარე ისტორიული სამთავრო.ქაშმირის
გაყოფა არ არის ოფიციალურ დონეზე დადასტურებული,იგი წარმოადგენს
დაძაბულობის კერას მის მფლობელ ქვეყნებს,განსაკუთრებით კი ინდოეთსა და
პაკისტანს შორის.
ქაშმირს ჩრდილოეთიდან ავღანეთი,აღმოსავლეთიდან ჩინეთი,სამხრეთიდან
ინდოეთი და დასავლეთიდან პაკისტანი ესაზღვრება.
3)კონფლიქტის პერიოდში გაიმართა სამი დიდი ომი:
ინდოეთ-პაკისტანის პირველი ომი (ქაშმირის პირველი ომი;1947-1949წწ)
ინდოეთ-პაკისტანის მეორე ომი(ქაშმირის მეორე ომი;1965წწ)
ინდოეთ-პაკისტანის მესამე ომი(1971წ)-დაკავშირებულია ბანგლადეშის
დამოუკიდებლობისათვის ომთან
4) 1984 წლიდან მიმდინარეობს პატარა სასაზღვრო კონფლიქტი სიაჩენის
მყინვარის მიმდებარე ტერიტორიაზე.აღნიშნული კონფლიქტი
განსაკუთრებულოია,რადგან მოწინააღმდეგეებმა უდიდესი დანაკარგი ნახეს არა
ერთმანეთთან ბრძოლით,არამედ მკაცრი კლიმატური პირობების გამო.2003
წლიდან სიაჩენში მოქმედებს ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

5) პირველი ომი
ინდოეთ-პაკისტანის პირველი ომი-შეიარაღებული კონფლიქტი ინდოეთსა და
პაკისტანს შორის.მიმდინატეობდა 1947 წლის 24 ოქტომბრიდან 1948წლის 31
დეკემბრამდე.კონფლიქტი წარმოიშვა ბრიტანეთის ინდოეთის გაყოფის
შემდეგ.კონფლიქტის მიზეზი გახდა ჯამუ და ქაშმირის შტატის კუთვნილის შესახებ
დავა.შტატში სჭარბობდა მუსულმანური მოსახლეობა,რის გამოც იგი პაკისტანის
შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო,თუმცა მმართველმა ზედაფენამ,რომელიც
შედგებოდა ინდუსებისა და მაჰარაჯებისაგან,მიიღო გადაწყვეტილება ინდოეთთან
შეერთების შესახებ.

6) წინარე ისტორია
1815 წლამდე ჯამო და ქაშმირის შტატი შედგებოდან 15 მცირე სამთავროსგან,მათი
ნაწილი მდებარეობდა ავღანეთის ემირის კონტროლის ქვეშ.ინდურ სამთავროებს
მართავდნენ რაჯჰუტის თავადები,რომლებიც დიდ მოგოლთა ვასალები იყვნენ
იმპერატორ აქბარის დროს.დიდ მოგოლთა იმპერიის დაცემის შემდეგ და
გურქების თავდასხმის შედეგად მთიანი სამთავროები გადავიდა რანჯიტ სინგჰის
კონტროლის ქვეშ.
ინგლის-სიქების პირველი ომი(1845-1846წწ) მიმდინარეობდა ქაშმირში
გამაგრებულ სიქებსა და ოსტინდოეთის კამპანიას შორის.1846წლის ლაჰორის
ხელშეკრულების მიხედვით სიქებმა 1,2 მლნ რუპიის სანაცვლოდ დატოვეს
ოლქები მდინარეებს ბისსა და სატლეჯს შორის.ოსტ-ინდოეთის კომპანიამ ვერ
შეძლო სწრაფად გადაეხადა სიქებისთვის აღნიშნული თანხა ამიტომ სიქების
მთავარმა გულაბ-სიგჰმა დაიკავა ქაშმირი.იგი გახდა კვლავ ჩამოყალიბებული
ჯამუსა და ქაშმირის სამთავროს პირველი მაჰარაჯა.გულაბმა დაარსა
დინასტია,რომელიც მართავდა სამთავროს,სანამ ინდოეთმა არ გამოაცხადა
დამოუკიდებლობა.

7) ინდოეთის გაყოფა
ბრიტანეთის სიუზერენიტეტის დასრულებამ ინდოეთის სამთავროებს უფლება
დაუტოვა თავად აერჩიათ შეერთებოდნენ ინდუისტურ ინდოეთს ან
ჩამოყალიბებულ მუსულმანურ პაკისტანს,ან საერთოს გამოეცხადებინათ
დამოუკიდებლობა. ჯერ კიდევ ბრიტანეთის ჯარების გასვლამდე ჯამუსა და
ქაშმირის სამთავროები პაკისტანსა და ინდოეთს გავლენით იძულებული გახდნენ
დათანხმებოდნენ ორიდან ერთ სახელმწიფოსთან გაერთიანებას. მტკივნეული
გადწყვეტილების ნაცვლად ქაშმირის მაჰარაჯამ ჰარი-სინგჰმა გადაწყვიტა
დამოუკიდებლობის გამოცხადება.
1947წლის 21 ოქტომბერს დაიწყო პაკისტანელი პუშტუნების
ნახევრადგასამხედროებული დანაყოფების შეჭრა ქაშმირში. რამდენიმე დღის
შემდეგ აიღეს დედაქალაქი სრინაგარი და მაჰარაჯა ჰარი-სინგჰმა
დასახმარებლად მიმართა ინდოეთს.ინდოეთი დაეხმარებოდა იმ პირობით თუკი
ქაშმირი შეუერთდებოდა ინდოეთს.მაჰარაჯა დათანხმდა და ინდოეთის მთავრობა
27 ოქტომბერს გამოაცხადა სამთავროს ინდოეთთან მიერთება.ინდოეთის ჯარები
გაიგზავნა ქაშმირში.
პაკისტანმა გამოაცხადა,რომ მაჰარაჯას არ ჰქონდა უფლება გამოეძახებინა
ინდოეთის არმია,რადგან ის არ იყო მემკვიდრე მმართველი,არამედ
ბრიტანელების მიერ დანიშნული.პაკისტანმა გადაწყვიტა საპასუხო ზომების
მიღება,მაგრამ პაკისტანის ქვეითი ჯარების შტაბის უფროსმა გენერალმა სერ
დუგლას გრეისმა უარი თქვა ქაშმირში ჯარების გაგზავნაზე,უარი თქვა პაკისტანის
გენერალ-გუბერნატორის მუჰამედ ალი ჯინას ბრძანების შესრულებაზე.გრეისმა
დაუმორჩილებლობის ფაქტი გაამართლა იმით,რომ ქაშმირში მდებარე ინდოეთის
ძალებმა თავის დროზე ფიცი დადეს ბრიტანეთის მეფის ჯორჯ VI-ის ერთგულებაზე
და არ შეეძლო კონფლიქტი ინდოეთის ძალებთან.პაკისტანმა საბოლოოდ მაინც
გაგზავნა ჯარები ქაშმირში,მაგრამ ამ დროისათვის ქაშმირის 2/3 დაკავებული
ჰქონდა ინდოეთს.მხოლოდ გილგიტი და ბალტისტანი დაიკავეს პაკისტანელებმა
და მიუერთეს პაკისტანს.

ომის პერიოდები
პირველი ეტაპი:შეჭრის დასწყისი
პაკისტანმა სამთავროს ჩრდილოეთი ნაწილი თავის ტერიტორიად გამოაცხადა
აზად ჯამუ-ქაშმირის სახელწოდებით და იქ განათავსა თავისი ჯარები.პაკისტანის
ჯარები განათავსა სასაზღვრო რაიონებში მუზაფარაბადთან და დომელიასთან .
თავდაპირველი შეჭრის მიზანი იყო პაკისტანია ჯარის მიერ კონტროლის
დამყარება ქაშმირის ხეობაზე,სახელმწიფოს საზაფხულო დედაქალაქ სრინაგარის
ჩათვლით, მაგრამ იმის ნაცვლად,რომ სრინაგარისკენ გადაადგილებულიყვნენ
პაკისტანის ძალები დარჩნენ სასზღვრო რეგიონის დაპყრობილ ქალაქებში და
დაიწყეს მათი ძარცვა.

მეორე ეტაპი:ინდოეთის ოპერაცის ქაშმირის ხეობაში


კონფლიქტში ინდოეთის ჩართვის შემდეგ მათი ძალები და ტექნიკა
გადაადგილდა სრინაგარის რაიონში და ალყის შემდეგ დაამარცხა მუსულმანური
ლაშქარი ქალაქის გარეუბანში.დამარცხების შემდეგ გაიქცნენ ქალაქ
ბარამბულასა და ურისაკენ სადაც იყვნენ გაფანტულები. თუმცა, ქალაქ პუნჩთან
ახლოს მდებარე ხეობაში,ქაშმირის ჯარები მუსლიმებმა დაბლოკეს.
გილგიტში ადგილობრივმა ლაშქარმა მხარი დაუჭირა პაკისტანის შეჭრას და
დაამყარეს კონტროლი ქაშმირის ჩრდილოეთ ნაწილზე. ქალაქ ჩიტრალის
მუსულმანური ჯარიც,რომელსაც სათავეში ადგილობრივი მმართველი მეხთარი
ედგა, პაკისტანელებს შეუერთდა.

მესამე ეტაპი:პუნჩის განბლოკვის მცდელობა


ინდოეთის ძალებმა შეწყვიტეს მუსულმანთა ძალების დევნა ურისა და ბარამულის
მიმართულებით და გამოყვეს ძალები ქაშმირის ჯარებისაგან
გათავისუფლებისათვის. ინდოეთის ძალების მეორე ნაწილი გაემართა
კოტლისაკენ და დაიკავა ქალაქი,თუმცა მალე იძულებული გახდა დაეტოვებინა
იგი,რადგან არ ჰქონდა მისი დაბრუნების შესაძლებლობა.იმავდროულად ქალაქი
მირპური დაიკავა მუსულმანთა ლაშქარმა 1947წლის 25 ნოემბერს.

მეოთხე ეტაპი: ჯანგერის დაცემა და ნაოშერუსა და ურზე


ტომების ჯარმა დაიპყრო ჯანგერი. შემდეგ ისინი უშედეგოდ დესხნენ თავს ნაოშერს
და მიიტანეს რამდენიმე წარუმატებელი დარტყმა ქალაქ ურზე. მას შემდეგ რაც
რეგიონში ინდური ძალები გამოჩნდა, ფრონტის ხაზი გახდა სტაბილური.

მეხუთე ეტაპი: „ოპერაცია ვიჯაი“ — კონტრშეტევა


ჯანგერზე
ინდოეთის ჯარებმა დაიწყეს კონტრთავდასხმა სამხრეთით ჯანგერზე და
რაჯაურიზე დარტყმის მიზნით. ქაშმირის ხეობაში ტომების ლაშქარმა განაგრძო
თავდასხმა ურის გარნიზონზე. ჩრდილოეთით გილგიტის ლაშქარმა დაიკავა
სკარდუ.

მეექვსე ეტაპი: ინდოელების გაზაფხულის თავდასხმა


ჯანგერთან ინდოელები წააწყდნენ მუსულმანთა ჯარის მკაცრ წინააღმდეგობას,
რომელსაც არაოფიციალურად შეუერთდნენ პაკისტანის რეგულარული ძალები.
ქაშმირის ხეობაში ინდოელებმა დაიბრუნეს ტიტვალი, მაგრამ გილგიტის
ლაშქარმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ჰიმალაის მთისწინეთში , სადაც
ალყა შემოარტყეს ლეხს, დაიპყრეს კარგილი და დაამარცხა ინდოეთის ძალები
სკარდუსთან.

მეშვიდე ეტაპი: „ოპერაცია გულაბი“


ინდოელები განაგრძობდნენ თავდასხმას ქაშმირის ხეობაში ჩრდილოეთის
მიმართულებით, რათა დაეპყროთ კერანი და გურეზის ხეობა. აქვე ისინი თავს
დაესხნენ ქალაქ ტიტვალს. ქაშმირის არმიამ შეძლო ქალაქ სკარდუს დაცვა
გილგიტის ლაშქრისაგან, მაგრამ აგვისტოში ჩიტრალის ჯარმა მატა -ულ -მულკის
სარდლობით ალყა შემოარტყა სკარდუს და არტილერიის დახმარებით დაიპყრო
იგი.

მერვე ეტაპი: „ოპერაცია ბიზონი“


მუსულმანების მიერ პუჩის ბლოკადა გრძელდებოდა. 77-ე საპარაშუტო დივიზიამ
მიიტანა წარუმატებელი იერიში ზოჯი-ლის უღელტეხილზე. 24 ნოემბერს
ინდოელებმა მაინც მოახერხეს უღელტეხილის აღება და საბოლოოდ სკარდუ
გაათავისუფლეს ალყისაგან.

მეცხრე ეტაპი: პუნჩის ბლოკადის დასასრული


ინდოელები ამ დროისათვის უკვე ფლობდნენ უპირატესობას ყველა სექტორში.
პუნჩი, როგორც იქნა გაათავისუფლეს ერთწლიანი ალყისაგან. გილგიტის ძალები
ჰიმალაის მთისწინეთში ასევე გაანადგურეს.

მეათე ეტაპი:ცეცხლის შეწყვეტა


გაეროს რეზოლუციის თანახმად,1949 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა
შეთანხმება. 27 ივნისს ინდოეთი და პაკისტანი ხელს აწერს შეთანხმებას ცეცხლის
შეწყვეტის შესახებ. ქაშმირის 60% გადავიდა ინდოეთის კონტროლის ქვეშ,ხოლო
40% დაექვემდებარა პაკისტანს.

როდის და რატომ განახლდა კონფლიქტი?


შეარაღებული დაპირისპირება ინდოეთსა და პაკისტანს შორის 26 თებერვალს
განახლდა. ქაშმირის რეგიონის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილზე
ინდოეთის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს. ეს ნაბიჯი ოფიციალურმა დელიმ
განმარტა, როგორც ტერორისტული დაჯგუფება „ჯაიშ-ე-მუჰამედის“ საწვრთნელ
ბაზაზე თავდასხმა, რომელიც საბოლოოდ საჰაერო ბრძოლად გადაიქცა.
ტერორისტთა ეს ჯგუფი ქაშმირის რეგიონის ინდოეთის მიერ კონტროლირებადი
ნაწილის (ჯამუ და ქაშმირი) დამოუკიდებლობას მოითხოვს. სწორედ „ჯაიშ-ე-
მუჰამედის“ წევრებმა აიღეს პასუხისმგებლობა მიმდინარე წლის 14 თებერვლას
მომხდარ აფეთქებაზე, რომლის დროსაც თვითმკვლელმა ტერორისტმა პულვამის
რაიონში თავი აიფეთქა და 40-ზე მეტი ინდოელი ჯარისკაცი იმსხვერპლა. ამ
ტერორისტულ დაჯგუფებას ალ-ქაიდასთან აქვს კავშირი და ჯამუ და ქაშმირში
არსებულ სამხედრო ბაზებს თავს რეგულარულად ესხმის. ინდოეთის
ხელისუფლების განმარტებით, ეს იყო არა თავდასხმა პაკისტანზე, არამედ
თავდაცვა.
თავის მხრივ, ოფიციალური ისლამაბადი პულვამის აფეთქებასთან ნებისმიერ კავშირს
კატეგორიულად უარყოფს. პაკისტანი აცხადებს, რომ მზად არის, ტერორისტული
დაჯგუფება „ჯაიშ-ე-მუჰამედის“ წინააღმდეგ ზომები მიიღოს, თუ პულვამის თავდასხმაში
მისი წევრების მონაწილეობა დადასტურდება. ისლამაბადი ასევე უარყოფს , რომ ის
ტერორისტებს ქაშმირში ან სხვა ნებისმიერ ადგილზე რაიმე სახით უჭერს მხარს .

You might also like