You are on page 1of 4

სტუდენტი - მარიამ ელბაქიძე

პროფესორი - არჩილ შეყლაშვილი

საგანი - სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი 1 - მოძღვრება დანაშაულზე.

შუალედური გამოცდა

აღდგენა

(კაზუსები)

(მესამე ვარიანტი)

კაზუსი 1

A თავის თანამშრომელ B-თან ერთად რესტორანში ქეიფობდა. ერთი საათის შემდეგ,


როდესაც ორივე მათგანი საკმაოდ ნასვამი იყო, მწვავე კამათი მოუვიდათ, რაც მალე
ხელჩართულ ჩხუბი გადაიზარდა. A-მ შეატყო, რომ მასზე ფიზიკურად ბევრად
ძლიერ მეტოქეს ვერ გაუმკლავდებოდა და მოულოდნელად ქურთუკის ჯიბეში
დამალული პისტოლეტი ამოიღო, რომლის დანახვაზეც შეშინებული B კარისკენ
გაიქცა. A-მ გაისროლა მისი მიმართულებით, მაგრამ B-ს ააცდინა ტყვია და მოარტყა
ოფიციანტ C-ს, რომელმაც სწორედ იმ მომენტში A-ს წინ შემთხვევით გაიარა. C-მ
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.

მიეცით სისხლისსამართლებრივი შეფასება A-ს ქმედებას.

ამოხსნა

A არის დანაშაულის სუბიექტი ხოლო B არის დანაშაულის ობიექტი - A-მ განახორციელა


განძრახ პირდაპირი მკვლელობის მცდელობა B-ს მიმართ, ქმედება არის მოქმედებით
განხორციელებული , მიზეზობრივი არის სახეზე , სახეზე არაა არცერთი ფაქტორი
რომელიც გამორიცხავს მართლწინააღმდეგობას და ბრალს A- ს მოტივი სწორედ - B-
სთვის მინიმუმ ჯანმრთველობის მძიმე დაზიანების მიყენება იყო. კაზუსი საჭიროებს
აცდენილი ისრის პრინციპის გამოყენებას როდესაც ტყვია არა C-სთვის იყო
მიმართებული არამედ B სთვის, თუმცა პირიქით განხორციელდა შედეგი.

აღნიშნული ქმედება დასჯადია და დაისჯება სსკ 19-108 განზრახ მკვლელობის


მცდელობა და სსკ 124 ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.
კაზუსი2

ნასვამი A თავისი ავტომანქანით სახლში მიდიოდა. მას მართვის მოწმობა არ ჰქონდა,


მაგრამ საკმაოდ კარგად მართავდა საჭეს და თავისი გამოცდილების იმედზე იყო. იგი
დასაშვები 90 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა, როდესაც საპირისპირო მხრიდან მომავალი
მანქანის მძღოლმა მოძრაობის წესები დაარღვია და სხვა ზოლში გადმოვიდა. A-მ
დაამუხრუჭა, მაგრამ შეჯახება ვერ აიცილა, რის შედეგადაც მეორე მანქანის მძღოლმა
B-მ სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. იმ საფუძვლით, რომ მართვის მოწმობისა
არქონისა და ნასვამობის გამო ადმინისტრაციული წესით არ დაჯარიმებულიყო, A
სასწრაფოდ გაეცალა ავარიის ადგილს. ორი საათის შემდეგ დაშავებული B
გარდაცვლილი იპოვეს. მოგვიანებით ექპერტიზამ დაადგინა, რომ, თუ B-ს
დროულად აღმოუჩენდნენ სამედიცინო დახმარებას, მისთვის სიცოცხლის
შენარჩუნება შესაძლებელი იქნებოდა. ასევე გაირკვა ისიც, რომ თავის მხრივ B-ც
ნასვამი მართავდა ავტომანქანას.

შეაფასეთ A-ს ქმედება სისხლისსამართლებრივი კუთხით.

ამოხსნა

A არის დანაშაულის სუბიექტი ხოლო B არის დანაშაულის ობიექტ-

A-მ გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა

მიუხედავად იმისა რომ არ დაურღვევია საგზაო მოძრაობის წესები

იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში და მართავდა ავტომობილს მართვის


მოწმობის გარეშე მიუხედავად იმისა რომ საგზაო შემთხვევა არ იყო მისი ბრალი
როგორც კაზუსიდან ირკვევა მაინც მის დაუდებრობამ გამოიწვია ადამიანის
სიცოცხლის მოსპობა, - არ გვაქვს სახეზე არცერთი ისეთი ქმედება რომელიც
გამორიცხავს მართლწინააღმდეგობას. ასევე არ იკვეთება ბრალის საპატიებელი
გარემოება.

ქმედება დასჯადია და დაისჯება გაუფრთხილებლობით სსკ 129მუხლი- მძიმე


ჯანრმთველობის მიყენებისთვის სსკ 117 მუხლი ასევე განსაცდელში
მიტოვებისთვის. სსკ 128
კაზუსი 3

საკუთარ აგარაკზე დასასვენებლად მყოფ A-ს ღამის 3 საათზე ეზოდან ხმაური


შემოესმა. A საწოლიდან წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და დაინახა, რომ 2 უცნობი
პირი მისი ახალი ავტომანქანის დაქოქვას და, სავარაუდოდ, მოპარვას ცდილობდა. A-
მ მაშინვე მოიმარჯვა თავისი რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და
უცნობების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. ფაქტობრივი გარემოებებიდან
გამომდინარე დადგინდა, რომ მის მიერ განხორციელებული გასროლის შედეგად
ერთი პირი თავის არეში დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა,
ხოლო მეორემ მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა.

ამოხსნა

დანაშაულის სუბიექტი არის A ხოლო დანაშაულის ობიექტია ქურდები. - დადგა


შედეგი გარდაიცვალა 1უცნობი პირი რომელიც სავარაუდოდ მანქანის მოპარვას
აპირებდა.

მიუხედავად იმისა რომ მანქანას პარავდნენ თუ უტეხავდნენ A-ს, მას მაინც არ


ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება უნდა დაერეკა
პოლიციისათვის.

ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება ექნებოდა უკიდურესი


აუცილებლობისას როცა თავის გადარჩენისთვის სხვა გზა არ ექნებოდა.

ქმედება არის განზრახ პირდაპირი ქმედებით ჩადენილი.

არ არის არცერთი ის გარემოება რომელიც გამორიცხავს მართლწინააღმდეგობას და


ბრალს.

ორი უცნობის მიმართ A-მ განახორციელა განზრახ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება


რამაც ერთი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

ქმედება დასჯადია და დაისჯება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს


გადაცილებით. A დაისჯება და საქმე დაკვალიფიცირდება-სსკ მუხლი 113-ის
მიხედვით. რომელიც გულისხმობს ''მკვლელობას აუცილებელი მოგერიების
ფარგლების გადაცილებით" ასევე სსკ მუხლი 122-ის მიხედვით. რომელიც
გულისხმობს ''ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას აუცილებელი
მოგერიების ფარგლების გადაცილებით''.

You might also like