You are on page 1of 2

სასწავლო კურსის ხელმძღვანელი: ირაკლი დვალიძე,

სამართლის დოქტორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის


ასოცირებული პროფესორი
I ვარიანტი

სასწავლო კურსის სახელწოდება: სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი.

ნაშრომი უნდა შესრულედეს თქვენთვის დარიგებული შეფასების სისტემაში დადგენილი


მოთხოვნების მიხედვით. კაზუსი არ გადაწეროთ. თქვენს სამუშაო ფურცელზე: ა) დააწერეთ
თქვენი სახელი და გვარი; ბ) დააწერეთ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის სახელი და გვარი; გ)
პასუხამდე მხოლოდ ვარიანტის და კაზუსის ნომრები გადაიტანეთ.

სს კოდექსის გამოყენება შესაძლებელია. გამოცდის ხანგრძლივობა: 3 საათი. ნაშრომი უნდა


ჩააბაროთ გამოცდის დასრულებისთანავე გონივრულ ვადაში.

მოცემული კაზუსების ამოხსნისას კვალიფიკაცია დაასაბუთეთ. კაზუსები შეფასდება 5-5


ქულით (2 ქულა კვალიფიკაცია, 3 ქულა დასაბუთება).

#1
ნ-ს სურდა დ-ს მოკვლა, თუმცა გამბედაობა არ ყოფნიდა. მას უსიამოვნება ჰქონდა მ-სთან და
ყველანაირად სურდა მისი გამწარება. ამ მიზნის განსახორციელებლად მან ღამით ცრუ
განგაში ატეხა და ყვირილით შესძახა მ-ს, თითქოს მდინარის ნაპირზე მგელი იყო. მ-მ
რეალურად მიიღო ეს განგაში და ნ-ს მითითებით იმ ადგილისკენ გაისროლა, სადაც დ.
მოდიოდა, თუმცა მ-ს ეგონა, რომ მგელს ესროლა. უეცარი სროლის შედეგად დ.
გარდაიცვალა.
მიეცით შესაბამისი სისხლისსამართლებრივი შეფასება ნ-ს მოქმედებას.

#2
უკრაინის ნავსადგურში მყოფ გემზე, რომელიც მართლზომიერად ატარებდა საქართველოს
სახელმწიფო ალამს, სომხეთის მოქალაქემ შურისძიების მოტივით მოკლა უნგრელი. იგი
დაკავეს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს მუშაკებმა.
გავრცელდება დამნაშავეზე საქართველოს სისხლისსამართლებრივი იურისდიქცია?

#3
თ. თავს დაესხა ვ-ს მოსაკლავად. მეგობარმა ქალმა შესძახა ვ-ს მოეკლა თ. და ერთხელ და
სამუდამოდ მოეშორებინა თავიდან. ვ-ს არ სურდა თევზაძის მოკვლა და უნდოდა გაქცევით
ეშველა თავისთვის, რადგან ამის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა ბოლო მომენტში მან მაინც
დაუჯერა მეგობარ ქალს და თ. მოკლა.
უნდა დაისაჯოს ვ-ს მეგობარი ქალი მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის?

#4
ჯ-მ მკვლელობის განზრახვით ესროლა ტყვია მ-ს. მელაძე გადარჩა, თუმცა ჯ-მ მეორე ტყვია
აღარ ესროლა, რადგან დაზარალებულმა სიცოცხლის სანაცვლოდ სოლიდური თანხა
შესთავაზა. მ-ს ჭრილობის შედეგად ჯანმრთელობა მძიმედ დაუზიანდა.
დააკვალიფიცირეთ ჯ-ს მოქმედება.
სასწავლო კურსის ხელმძღვანელი: ირაკლი დვალიძე,
სამართლის დოქტორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის
ასოცირებული პროფესორი
#5
ტელევიზორების ქარხნის მუშამ გადაწყვიტა ქარხნის კუთვნილი ტელევიზორის გაყიდვა.
რისთვისაც მან, ერთი კვირის განმავლობაში, ყოველ დღე დაიწყო ტელევიზორის ნაწილების
გამოტანა, რათა შემდეგ აეწყო და მისი რეალიზაცია მოეხდინა.
აღნიშნული ქმედება დანაშაულის სიმრავლის ნაირსახეობაა თუ ერთიანი დანაშაულის?
გაცემული პასუხის შემდეგ გადმოეცით შესაბამისი დანაშაულის სიმრავლის ან ერთიანი
დანაშაულის ნაირსახეობის დახასიათება.

#6
მამამ თავისი 8 წლის ბავშვი მეგობართან წვეულებაზე წაიყვანა, სადაც ბავშვმა ძვირფასი
ნივთების დამტვრევა დაიწყო, რითაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიაყენა
მასპინძელს. მამა ბავშვის ასეთ მოქმედებას დიდი სიამოვნებით შესცქეროდა.
დასჯადია მამის ქმედება?

#7
ბ-მ გადაწყვიტა ტ-ს იახტის აფეთქება. ასაფეთქებელი მოწყობილობის ფითილისთვის
ცეცხლის მოკიდების შემდეგ, მას დაენანა ტ-ს ქონება, გადაიფიქრა მისი აფეთქება და
ფითილის ჩასაქრობად უკან მობრუნდა, მაგრამ ტექნიკური წუნის გამო ფითილი
უკვე ჩამქრალი დახვდა.
აქვს ადგილი დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებას?

#8
ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა ა-მ დაინახა, რომ მისი თანასოფლელის საცხოვრებელ სახლს
ცეცხლი გაუჩნდა. მან ცეცხლმოკიდებული სახლიდან არ გამოიყვანა ლოგინად ჩავარდნილი
ავადმყოფი ქალი, რომელიც განსაცდელში იმყოფებოდა და შველას ითხოვდა. მას ჰქონდა ამ
ქალის გადარჩენის რეალური შესაძლებლობა. ასევე იცოდა, რომ საკუთარი სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის გარეშე, თავისი მოქმედებით შეეძლო გადაერჩინა
იგი. უბედური შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა.
როგორ შეფასდება ა-ს ქმედება?

You might also like