You are on page 1of 3

სასწავლო კურსის ხელმძღვანელი: ირაკლი დვალიძე,

სამართლის დოქტორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის


ასოცირებული პროფესორი

I ვარიანტი

სასწავლო კურსის სახელწოდება: სისხლის სამართლის კერძო ნაწილი II (დანაშაულის სხვა


სახეები).

ნაშრომი უნდა შესრულდეს თქვენთვის დარიგებული შეფასების სისტემაში დადგენილი


მოთხოვნების მიხედვით. კაზუსი არ გადაწეროთ. პასუხამდე მხოლოდ ვარიანტის და კაზუსის
ნომრები გადაიტანეთ.

სს კოდექსის გამოყენება შესაძლებელია. გამოცდის ხანგრძლივობა: 2 საათი. ნაშრომი უნდა


ჩააბაროთ გამოცდის დასრულებისთანავე გონივრულ ვადაში.

მოცემული კაზუსების ამოხსნისას კვალიფიკაცია დაასაბუთეთ. კაზუსები შეფასდება 5-5


ქულით (2 ქულა კვალიფიკაცია, 3 ქულა დასაბუთება).

#1
ელენემ განიზრახა მისი თანამგზავრის, მატარებლის კუპეში მყოფი ნინოს ხელჩანთისა და
ორიათასლარიანი ქურქის დაუფლება. განზრახვის რეალიზაციისთვის ელენემ ნინოს ყავაში
მომწამლავი ნივთიერება ჩაუსხა, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი
დაზიანების და გონების დაკარგვის გამოწვევა შეეძლო. მოწამლული ყავის დალევის შემდეგ
ნინომ გონება დაკარგა. ამასთან, მას ჯანმრთელობა მსუბუქად დაუზიანდა. ამით ისარგებლა
ელენემ და მომდევნო სადგურზე ხელჩანთისა და ძვიფასი ქურქის თანხლებით
მატარებლიდან ჩამოვიდა.
დააკვალიფიცირეთ ელენეს მოქმედება.

#2
დავითმა განიზრახა ბადრის ხუთასლარიანი პიჯაკის თეატრალური წარმოდგენის დროს
გატაცება. მიზნის მისაღწევად მან ბადრის შარვლის ჯიბიდან პიჯაკის სანომრე ჟეტონი
ფარულად ამოაცალა, რათა მეგანჯინესგან ბადრის პიჯაკი მიეღო. დავითმა გასახდელ
ოთახში მეგანჯინეს მიაწოდა ჟეტონი, ხოლო მისგან პიჯაკი მიიღო. გადაცემული პიჯაკი
დავითმა მისაკუთრების მიზნით სახლში წაიღო.
დააკვალიფიცირეთ დავითის ქმედება.
სასწავლო კურსის ხელმძღვანელი: ირაკლი დვალიძე,
სამართლის დოქტორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის
ასოცირებული პროფესორი

#3
ალკოჰოლური სასმელისგან შეზარხოშებულ გელას და ნიკას ქეიფისას სასმელი
შემოაკლდათ. გელამ გადაწყვიტა სასმელი მაღაზიიდან ამოეტანა, სადაც მისი მეზობელი
გამყიდველად მუშაობდა. მაღაზიაში ჩასულმა გელამ სთხოვა გამყიდველს სამი ბოთლი
ღვინო მიეცა, რომლის საფასურს უახლოეს დღეებში გადაიხდიდა. გამყიველისგან მან უარი
მიიღო. გაბრაზებული გელა დაემუქრა, რომ თუ ღვინოს უფასოდ არ მისცემდა, მის მაღაზიას
გადაწვავდა. გამყიდველს შეეშინდა და ყვირილი დაიწყო. გელა შემთხვევის ადგილზე
დააკავეს საპატრულო პოლიციის ოფიცრებმა.
დააკვალიფიცირეთ გელას მოქმედება.

#4
ტარიელმა ყაჩაღური თავდასხმით დაუფლებული ძვირადღირებული ტელევიზორი და
სარეცხი მანქანა მის მეგობარ იოსებთან მიიტანა. იოსებმა იცოდა, რომ ეს ნივთები
დანაშაულის ჩადენით იყო დაუფლებული, თუმცა არ იცოდა რომელი დანაშაულის ჩადენით
დაეუფლა ტარიელი ამ ნივთებს. იოსები თავიდან წინააღმდეგი იყო ეს ნივთები სახლში
დაეტოვებინა, მაგრამ ცოტა ხნის საუბრის შემდეგ იგი დათანხმდა ამ ნივთების დატოვებაზე
იმ პირობით, თუ იგი აღნიშნული ნივთებით სარგებლობის ნებას დართავდა. მართლაც,
იოსები ამ ნივთებით წარმატებით სარგებლობდა. ექვსი თვის შემდეგ იოსები პოლიციამ
დააკავა.
დასჯადია იოსების ქმედება?
სასწავლო კურსის ხელმძღვანელი: ირაკლი დვალიძე,
სამართლის დოქტორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის
ასოცირებული პროფესორი

#5
კობას სურდა სახლის რემონტი დაესრულებინა, რისთვის კრედიტი ესაჭიროებოდა. მან
სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე შექმნა შპს „რიონი“. შექმნილი მძიმე
ეკონომიკური მდგომარეობის გამო, კობამ განიზრახა ბანკიდან კრედიტი აეღო. კობამ ბანკს
მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ინფორმაცია მიაწოდა. გამოძიებით
დადგინდა, რომ კობას განზრახული ჰქონდა კრედიტი დათქმულ დროში დაებრუნებინა
ბანკისთვის. ასევე დადგინდა, რომ მისმა მოქმედებამ სახელმწიფო და საზოგადოებრივი
ინტერესებისათვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დააკვალიფიცირეთ კობას ქმედება.

#6
კარლომ ათიათასლარიანი ოქროს სამკაულის ქურდობის ჩასადენად წააქეზა ანტონი, ხოლო
ანტონმა ქურდობის ნაცვლად ჩაიდინა ყაჩაღობა და დაეუფლა ათი ათას ლარს. სასამართლომ
კარლო გაათავისუფლა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ხოლო ანტონი
დამნაშავედ სცნო დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ყაჩაღობის ჩადენაში.
მართებულია სასამართლოს გადაწყვეტილება?

You might also like