You are on page 1of 4

სასწავლო კურსის ხელმძღვანელი: ირაკლი დვალიძე,

სამართლის დოქტორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის


ასოცირებული პროფესორი

სტუდენტის სახელი და გვარი:

სამუშაო (სასემინარო) ჯგუფის ხელმძღვანელის სახელი და გვარი:

III ვარიანტი
სასწავლო კურსის სახელწოდება: სისხლის სამართლის კერძო ნაწილი II (დანაშაულის სხვა
სახეები).

ნაშრომი უნდა შესრულდეს თქვენთვის დარიგებული შეფასების სისტემაში დადგენილი


მოთხოვნების მიხედვით. თქვენს სამუშაო ფურცელზე: ა) დაწერეთ თქვენი სახელი და გვარი
როგორც ფაილის შიგნით, ისე გარედან; ბ) ფაილის შიგნით დაწერეთ სამუშაო ჯგუფის
ხელმძღვანელის სახელი და გვარი.

გამოცდის ხანგრძლივობა: 3 საათი. ნაშრომი უნდა ჩააბაროთ გამოცდის დასრულებისთანავე


(ე.ი. 14.00 საათზე).

მოცემული კაზუსების ამოხსნისას კვალიფიკაცია დაასაბუთეთ. კაზუსები შეფასდება 5-5


ქულით (2 ქულა კვალიფიკაცია, 3 ქულა დასაბუთება).

საგამოცდო ნაწერი უნდა გადაუგზავნით თქვენი სამუშაო (სასემინარო) ჯგუფების


ხელმძღვანელს ელ.ფოსტაზე:

ა) ლევან ზაკალაშვილი levanizakalashvili@yahoo.com

ბ) ცოტნე ცერცვაძე c.cercvadze@yahoo.com

№1
ბადრიმ დისკოთეკაზე თექვსმეტი წლის ნინოს დაღლილობის მოსახსნელად და ხასიათის
ასამაღლებლად ნარკოტიკული საშუალება ლიზერგიდის (ლსდ) მოხმარება შესთავაზა. მან
დაარწმუნა ნინო, რომ ლიზერგიდი (ლსდ) საკმაოდ იაფია და არ იწვევს შეჩვევას, ხოლო
დისკოთეკის კლიენტთა უმრავლესობა ამ ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარს. ნინომ
ბადრის საუბრის შემდეგ, მისგანვე აიღო აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და
მოიხმარა.
დასჯადია ბადრის მოქმედება?
სასწავლო კურსის ხელმძღვანელი: ირაკლი დვალიძე,
სამართლის დოქტორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის
ასოცირებული პროფესორი
№2
მოქალაქემ პროკურორს ინფორმაცია მიაწოდა, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი
სამინისტროს მოხელეს სასიყვარულო და სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა თავის
თანამშრომელ გოგონასთან, რომლისგანაც ქრთამი აიღო და მუშაობა დააწყებინა.
პროკურორი შეხვდა აღნიშნულ მოხელეს და ოცი ათასი ლარი მოსთხოვდა და თუ არ
მისცემდა აღნიშნულ თანხას, მის მეუღლეს ყველაფერს ეტყოდა და ქრთამის აღებისთვის მის
წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნას დაიწყებდა.
დასჯადია პროკურორის მოქმედება?

№3
ბადრიმ საკუთარ ეზოში გახსნა საბურავების მაღაზია. საბურავებით იგი სამი წლის
განმავლობაში ვაჭრობდა. გამოძიებით დადგინდა, რომ რეგისტრაციის გარეშე
განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობით სახელმწიფომ თხუთმეტი ათასი ლარის ზიანი
მიიღო, ხოლო თვით ბადრის მიერ შემოსავლის სახით მიღებულმა თანხამ ორმოცდაათი
ათასი ლარი შეადგინა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბადრიმ ერთ-ერთ შპს
„მაგისტრალს“ ჩინეთში დამზადებული საბურავები მიჰყიდა, როგორც იაპონიაში
დამზადებული. აღნიშნული საბურავები ხარისხით მკვეთრად ჩამორჩებოდა იაპონიაში
დამზადებულ ორგინალ საბურავებს. ამგვარი მოქმედებით „მაგისტრალმა“ 5000 ლარის
ზიანი განიცადა.
როგორ დაკვალიფიცირდება ბადრის მოქმედება?

№4
ღამით სამსახურიდან შინისკენ მიმავალმა გიორგიმ დაინახა პოლიციელი დავითი, რომელიც
მას საგამოძიებო მოქმედებისას, კერძოდ, დაკითხვისას აწამებდა. გიორგიმ გადაწყვიტა შური
ეძია დავითზე. მან მოკვლის განზრახვით დანა ჩაარტყა დავითს კისერში და მოკლა. გიორგი
მოკლული დავითის ტაბელურ ცეცხლსასროლ იარაღს დაეუფლა და მიიმალა. გიორგიმ
აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი მეორე დღეს მეგობარს საჩუქრად გადასცა.
დააკვალიფიცირეთ გიორგი მოქმედება.
სასწავლო კურსის ხელმძღვანელი: ირაკლი დვალიძე,
სამართლის დოქტორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის
ასოცირებული პროფესორი
№5
ელენემ მიმართა ჯანმრთელობის დაცვის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის
სამინისტროში სპეციალურად შექმნილ განყოფილებას, რომელიც დევნილ პირთა აღრიცხვას,
დევნილის მოწმობებისა და ხუთასი ლარის ოდენობით სახელმწიფო დახმარების გაცემას
აწარმოებდა. ელენე არ იყო დევნილი. ამ განყოფილების უფროსი ფრიდონი მისი ნათესავი
იყო და სთხოვა მის სახელზე დევნილის მოწმობა გაეცა, რითაც თანხის მიღებას შეძლებდა.
გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე ამავე განყოფილებიდან, უფროსის ფრიდონის
მითითების საფუძველზე, ელენემ ხუთასლარიანი დახმარება მიიღო.
დასჯადია ფრიკდონის ქმედება?

№6
საქართველოს მოქალაქეობის არმქონე გენადიმ საქართველოს ერთ-ერთ პოლიტიკური
თანამდებობის პირის სადარბაზოში ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟა, რადგან
აღნიშნული პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები
ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ინტერესებს. აფეთქება განხორციელდა, თუმცა აღნიშნული
პოლიტიკური თანამდებობის პირი სიკვდილს გადაურჩა.
დასჯადია გენადის მოქმედება?

№7
ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ორი პირი შეიჭრა ბანკ „ევროპაში“და ბანკის
თანამშრომლებს სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ბანკში არსებული ფულის გადაცემა
მოსთხოვა. სამართალდამცავი ორგონების დროული მოქმედების შედეგად დამნაშავეებმა
ბანკიდან გაქცევა ვერ მოახერხეს, თუმცა ბოროტმოქმედებმა ბანკის თანამშრომლები
შეიპყრეს და სამართალდამცავი ორგონოების ხელმძღვანელობას ავტომობილი მოსთხოვეს,
რათა ავტომანქანით უსაფრთხოდ გასულიყვნენ თბილისიდან. მოთხოვნის
შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავეები, ბანკის აფეთქებით იმუქრებოდნენ.
რომელიმე ტერორისტული დანაშაულია ჩადენილი?
სასწავლო კურსის ხელმძღვანელი: ირაკლი დვალიძე,
სამართლის დოქტორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის
ასოცირებული პროფესორი

№8
ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობისთვის შემთხვევის ადგილზე დააკავეს სანდრო.
პროკურორმა სანდროს შესთავაზა, რომ თუ იგი ნელის სახლიდან ოქროს სამკაულებს (11000
ლარის ღირებულების) ფარულად გამოიტანდა, ამ ნივთების სანაცვლოდ გამოძიებას
წარმოებით შეწყვეტდა, ხოლო სამკაულების ღირებულების ოც პროცენტს მას გადასცემდა.
დასჯადია პროკურორის მოქმედება?

You might also like