You are on page 1of 10

დევიაცია

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის,


სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის,
სპეციალობა ფსიქოლოგიის საბაკალავრო სწავლების
II წლის სტუდენტები
ნონა ნადირაძე
ქეთევან ყაყიტაშვილი
11.12.2017
რა არის დევიაცია?

დევიაცია პრობლებული ქცევაა. ეს არის ქცევა, რომელიც


სცილდება საზოგადოებრივად დაკანონებულ
ღირებულებებსა და ნორმებს. ამ ნორმების მიმართ
უპატივცემულობა და მათგან გადახვევა იქნება დევიაცია.
დევიაცია თავს იჩენს კრმინალურ აქტებში, ადამიანის
არანორმატიულ სექსუალურ ორიენტაციაშ, აგრეთვე
ფსიქიკურად დაავადებულის და ნარკოტიკის
მომხმარებელის ქცევაში. დევიაცია ასევე სიტუაციური და
კონტექსტუალურია.
დევიაციის გამომწვევი მიზეზები.
განვიხილოთ ოთხი თეორია, სადაც დამულია კითხვა: „რა
აიძულებს ადამიანს მოიქცეს დევიაციურად?“
დაძაბულობის თეორიის თანახმად ზოგიერთი ადამიანი ვერ
აღწევს თავის მიზნებს ნებართული ხერხებით, რაც მასში ქმნის
დაძაბულობას, რომლის მოსახსნელადაც ის მიზნის მისაღწევად
კანონსაწინააღმდეგო ხერხებს მიმართავს.
დიფერენცირებული კავშირის თეორიის თანახმად, ადამიანები,
საზოგადოდ, იოლად ითვისებენ სოციალურ ნორმებს. თუ მათ
გარშემო გამეფებულია დანაშაულისადმი შემწყნარებლობის
ნორმები, ისინი ან ნორმებს ითავისებენ და შესაბამისად იქცევიან;
კონტროლის თეორიის თანახმად ადამიანი თავისი ბუნებით
მიდრეკილია დევიაციური აქტებისადმი, მაგრამ თავს იკავებს,
რადგან საზოგადოებასთან არის მიბმული, ხოლო საზოგადოება
თავის მხრივ აკონტროლებს მას და დევიაციისაგან იცავს.
დევიაციის მეს თეორიის თანახმად მოზარდთა დაბალი
თვითშეფასება განაპირობებს დევიაციას. ამ მოსაზრებისთვის
დევიაცია თვითშეფასების ამაღლების ინსტრუმენტია.
დევიაციის მე-ს თეორიის კრიტიკა

დევიაციის მე-ს თეორია გააკირიტიკეს მკვლევარებმა, ვინც


თვითუარყოფასა და დევიაციურ ქცევას შორის ემპირიული
კავშირი ვერ დაადასტურა. მეტიც, დევიაცია და მაღალი
თვითშეფასება ხშირად ერთად გვხვდება. მაგრამ ასეც რომ იყოს,
ეს თეორია მაინც სრულიად ვერ აგიხსნის დევიაციურ ქცევას,
რადგან დაბალი თვითშეფასების მქონე არა ყოველი მოზარდი
სჩადის დევიაციურ აქტებს.
ეტიკეტების თეორია დევიაციას პრინციპულად განსხვავებული
კუთხით განიხილავს. ეტიკეტების თეორია საზოგადოებრივ
პროცესთა გაგებაში კლასობრივ თვალსაზრისს იზიარებს და
მიიჩნევს, რომ ძალაუფლების მქონე მდიდარი ხალხი ამ ეტიკეტს
უუფლებო და ღარიბი ხალხის მიმართ იყენებს. საკითხის ასე
დასმა განპირობებულია იმით, რომ ადამიანები დევიაციურ
აქტებს სჩადიან ყოველ ნაბიჯზე, მაგრამ არა ყოველი ასეთი აქტი
მიიჩნევა დევიაციად და არც ამგვარი აქტის ჩამდენი დევიანტად.
დევიანტად ეტიკეტირების პროცესი თავის მხრივ შემდგომ
დევიანტურ ქცევას წარმოშობს, ანუ მოქმედდება
ეგრედწოდებული თვითქმნადი წინასწარმეტყველების
მექანიზმი.
დევიანტად ეტიკეტირებას ხშირად თან ახლავს საკუთარ
უბედურებაში მსხვერპლისავე დადანაშაულება.

You might also like