You are on page 1of 3

მუხლი 101.

პირდაპირი დაკითხვა
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის მიხედვით 1. პირდაპირ
დაკითხვას აწარმოებს მხარე, რომელმაც დასაკითხი მოწმე გამოიძახა.
2. პირდაპირი დაკითხვისას დაუშვებელია პასუხის მიმანიშნებელი შეკითხვების დასმა.
მხარეს უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობა მიმანიშნებელი შეკითხვის განრიდების
ან/და ასეთი შეკითხვისა და მასზე პასუხის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ.
3. შეკითხვის (შეკითხვების) დასასმელად და დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად
სხდომის თავმჯდომარე მხარეს (მოწმეს) განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
თუ შეკითხვაში იმას ეხება პროკურორი, რაზეც მოწმემ უკვე ჩვენებაში ისაუბრა ეს
მიმანიშნებელ კომპონენტად აღარ ჩაითვლება, შესაბამისად პროკურორის არგუმენტი
სწორია სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს პროტესტი.

მუხლი 102. სხდომის თაავმჯდომარე


სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით 1. სხდომის
თავმჯდომარე ბრალდების მხარეს უფლებას აძლევს, წარადგინოს ბრალდების შესავალი
სიტყვა. ამის შემდეგ ადვოკატსა და ბრალდებულს ეძლევათ უფლება, წარადგინონ დაცვის
შესავალი სიტყვა.
2. სხდომის თავმჯდომარე მხარეს შესავალი სიტყვის წარსადგენად განუსაზღვრავს
გონივრულ ვადას.
პირველი ნაწილის შესაბამისად ბრალდებულსაც ეძლევა შესავალი სიტყვის წარდგენის
უფლება. შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორია.

მუხლი 103. ჯვარედინი დაკითხვა


სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 245-ე მუხლის მიხედვით 1. ჯვარედინ
დაკითხვას აწარმოებს მხარე, რომელსაც დასაკითხი მოწმე არ გამოუძახებია.
2. ჯვარედინი დაკითხვისას დასაშვებია პასუხის მიმანიშნებელი შეკითხვების დასმა.
3. შეკითხვის (შეკითხვების) დასასმელად და დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად
სხდომის თავმჯდომარე მხარეს (მოწმეს) განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით გამოყენებული უნდა იქნეს მიმანიშნებელი
შეკითხვები და ჯვარედინი დაკითხვის დროს არ უდნა იქნეს გამოყენებული ღია
დაბოლოების კითხვები. შეაბამისად სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა ადვოკატის
აცილება კითხვებთან ფორმულირებასთან მიმართებში.
მუხლი 104.უფლებამოსილების დაყენება
სისხლის სამართლის აპროცესო კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხამად რაც
ითვალისწინებს   ნაფიც მსაჯულთა შერჩევა, აცილება და თვითაცილებას,
განმარტებულია როგორც:
 
1. მხარე უფლებამოსილია დააყენოს შუამდგომლობა ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის
აცილების შესახებ, რომელიც შეიძლება იყოს დასაბუთებული ან დაუსაბუთებელი. მხარეს
უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობები განუსაზღვრელი რაოდენობის დასაბუთებული
აცილების შესახებ და განსაზღვრული რაოდენობის დაუსაბუთებელი აცილების შესახებ.
მხარეები პირველად აყენებენ შუამდგომლობებს დასაბუთებული აცილების შესახებ, ხოლო
შემდეგ − შუამდგომლობებს დაუსაბუთებელი აცილების შესახებ. თითოეული სახის
აცილების უფლებას მხარეები ახორციელებენ სათითაოდ და მორიგეობით: ჯერ −
ბრალდების მხარე, ხოლო შემდეგ − დაცვის მხარე.შესაბამისად სასამართლოს მიერ
მხარეების ერთობლივი მოთხოვნის დაკმაყოფილება რომ ჯერ მომხდარიყო
დაუსაბუთებელი აცილებების დაყენება შემდგომ კი დასაბუთებული აცილებების არასორია
ზემოთ აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე.

მუხლი 105.ფაბულა
ფაბულის მიხედვით დაცვის მხარე შესავალ სიტყვაში იყენებდა კონკრეტულ ფაქტებს და
მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის საპროცეს ოკოდექსის 242-ე მუხლის პირველი
ნაწილის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევა იწყება  მხარეების მიერ შესავალი
სიტყვების წარდგენის შემდეგ. შესაბამისად ბრალდების მხარის პროტესტი იმის შესახებ
დაცვის მხარე გამოუკვლევი მტკიცებულებების წარდგენას ახდენდა სწორია, ხოლო
მოსამართლის მითითება იმაზე რომ შსესავალი სიტყვის დროს პროტესტის დაყენება არ
შეიძლება არასწორია რადან შესავალი სიტყვის დროს მხარეებს პროტესტის დაყენების
უფლება აქვთ.

მუხლი 106.შესავალი სიტყვა


შესავალი სიტყვის წარმოთქმის დროს შესაძლებელია გამოყენებული იყოს
ნივთმტტკიცება მის მტკიცებულბად დაშვებამდეც კი. ეს შესაძლოა იყოს დიაგრამა ფოტო ან
თუნდაც რუკა რომელიც შესავალი სიტყვის კონტექსტში ჯდება.მოცემულ შემთხვევაში
მტკიცებულებას წარმოადგენდა შმთხვვის ადგილის ნახაზი რომელიც უდავო
მტკიცებულებას წარმოადგენდა, შესაბაისად მხარეს შეეძლო ნახაზის გამოყენება. 248-ე
მუხლის მიხედვით მხარეს უფლება აქვს სხდომის თავმჯდომარის თანხმობით მოახდინოს
საქმეში არსსებული მტკიცებულების სხდომაზე დემონსტრირება, შესაბამისად ბრალდების
მხარის პროტესტი იმ ნაწილში,სადაც მიუთითებს რომ დაცვის მხარე ვალდებული იყო
მტკიცებულების დემონსტირებამდე სხდომის თავმჯდომარისგან ნებართვა მიეღო
სწორია.აქედან გამომდინარე სასამართლომ ამ ნაწილში პროტესტი უნდა დაააკმაყოფილოს,
მაგრამ არუნად დააკმაყოფილოს ნახაზის წარმოდგენასთან დაკავშირებულ ნაწილში.

მუხლი 107. ბრალდების მხარე


საქართველოს სისხლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის პირელი ნაწილის ბ)ნაწილის
მიხედვით გამოძიების სტადიაზე როგორც ბრალდების მხარის, ისე დაცვის მხარის
შუამდგომლობით გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით
მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება დაიკითხოს პირი, თუ: იგი დიდი ხნით
ტოვებს საქართველოს. თუმცა ფაბულის მიხედვით ირკვვა რომ გარემოებების ცვლილების
გამო მოწმემ ვეღარ დატოვა ქვეყანა. 118-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით არ დაიკითხება
ის მოწმე, რომელიც დასაკითხად ვერ გამოცხადდება სასამართლოში ამ კოდექსის 114-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების
არსებობის გამო. ამ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ქვეყნდება პირის
წინასასამართლო ჩვენება. შესაბამისად ვინაიდან მოწმემ ვერ დატოვა ქვეყანა და
იმყოფებოდა საქაართველოში იგი უნდა დაკითხულიყო საქართველოში. აქედან
გამომდინარე სასამართლომ არუნდა დააკმაყოფილოს ბრალდების მხარის მოთხოვნა
დაკითხვის ოქმის გამოქვეყნების თაობაზე.

მუხლი 108. ბრალდებულის დაკითხვა

You might also like