You are on page 1of 3

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი

მეორე შუალედური გამოცდა

საგამოცდო მასალა დაყოფილია სამ ჯგუფად. რომელ ჯგუფში ხართ თქვენ,


განისაზღვრება ალფავიტის მიხედვით, თქვენი გვარით. გთხოვთ, გასცეთ პასუხი
თქვენი ჯგუფის კითხვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ სტუდენტმა
არ გასცა პასუხი კითხვებს.

პირველი ჯგუფი („ა“-დან-„ლ“-ს ჩათვლით)

1. 2016 წლის 1 იანვარს სიგურიამ და ბურუნდიამ დადეს ხელშეკრულება


წერილების გაცვლის გზით. ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ ძალაში
შესვლის დღიდან ის იმოქმედებს 3 წელი. 2019 წლის 31 დეკემბერს სიგურიამ
განაცხადა, რომ დღეიდან ის არ შეასრულებს ხელშეკრულებას, რადგან
ხელშეკრულება ეწინააღმდეგება სიგურიას კონსტიტუციის 35-ე მუხლს.
გთხოვთ მისცეთ სამართლებრივი შეფასება აღწერილ სიტუაციას

2. გთხოვთ, ჩამოწეროთ საერთაშორისო ხელშეკრულების დადების სტადიები და


აღწეროთ ხელშეკრულების დადების პროცედურები

3. გთხოვთ აღწეროთ საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის შესახებ


ვენის 1969 წლის კონვენციითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
რეჟიმი დათქმასთან დაკავშირებით

მეორე ჯგუფი („მ“-დან-„ქ“-ს ჩათვლით)


1. საქართველოს მთავრობის სახელით 2003 წლის 1 აპრილს ხელი მოეწერა
ორმხრივ ხელშეკრულებას ორმაგი მოქალაქეობის შესახებ. ხელშეკრულება,
რომლის მოქმედების ვადაა 10 წელი, ითვალისწინებს დროებით გამოყენებას,
რატიფიცირებამდე. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ხელშეკრულება
წარუდგინა საქართველოს პარლამენტს 2003 წლის 15 აპრილს. ხელშეკრულება
ძალაში შევიდა 2005 წლის 13 დეკემბერს. 2006 წლის 1 სექტემბერს
უფლებამოსილმა ორგანომ სარჩელი შეიტანა საკონსტიტუტიციო სასამართლოში
ხელშეკრულების არაკონსტიტუციურობის შესახებ. 2007 წლის 27 ივნისს
საკონსტიტუტციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი, არაკონსტიტუციურად
გამოაცხადა ხელშეკრულება და შეატყობინა ხელშეკრულების მეორე მხარეს
ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.
გთხოვთ მისცეთ სამართლებრივი შეფასება აღწერილ სიტუაციას .

2. გთხოვთ აღწეროთ საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის შესახებ


ვენის 1969 წლის კონვენციითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
რეჟიმი საერთაშორისო ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით

3. გთხოვთ აღწერით საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის შესახებ


ვენის 1969 წლის კონვენციით დადგენილი საერთაშორისო ხელშეკრულების
მიმართ დათქმის გაკეთების წესი და პროცედურა.

მესამე ჯგუფი („ღ“-დან-„ჰ“-ს ჩათვლით)

1. რურიტანიის დედაქალაქში გურიტანიამ და რურიტანიამ გამართეს


მოლაპარაკება ხელშეკრულების დასადებად. გურიტანიის დელეგაციას
ხელმძღვანელობდა გურიტანიის ელჩი ზამბას სამეფოში, რომელსაც არ
წარუდგენია რურიტანიისათვის უფლებამოსილების საბუთი. რურიტანიის
დელეგაციას ხელმძღვანელობდა პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც ასევე
არ წარუდგენია გურიტანიისათვის უფლებამოსილების საბუთი. ეს უკანასკნელი
აცხადებს, რომ თუ გურიტანიის ელჩი არ წარმოადგენდა ასეთ საბუთს,
საერთაშორისო სამართალი მას ანიჭებს უფლებას, არ წარუდგინოს
უფლებამოსილების საბუთი გურიტანიას.
გთხოვთ მისცეთ სამართლებრივი შეფასება აღწერილ სიტუაციას .
2. გთხოვთ აღწეროთ საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის შესახებ
ვენის 1969 წლის კონვენციით გათვალისწინებული რეჟიმი საერთაშორისო
ხელშეკრულების რეგისტრაციასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

3. გთხოვთ აღწეროთ საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის შესახებ


1969 წლის წლის კონვენციით და საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებათა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
პროცედურა საერთაშორისო ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით .

You might also like