You are on page 1of 9

ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი

ქვიზი (4 ქულა)

სახელი გვარი:

ჯგუფი:

კაზუსი:

დიდი დიღმის მცხოვრებმა ნუგზარ ორბელაძემ 2009 წელს მთავრობის მიერ გამოცხადებული
პროექტის „რაც შენია-შენიას“ ფარგლებში მოისურვა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. იგი იმავე წელს
თვითნებურად ჰიპერმარკეტ გუდვილის მიმდებარედ დაეუფლა და მავრთულით შემოღობა მიწა. რის
შემდეგაც მან მიმართა საჯარო რეესტრის ერვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით
(იხ. დანართი 1). მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში ნუგზარის საკუთრებად დარეგისტრირდა (იხ.
დანართი 2).

2017 წელს ჰიპერმარკეტ გუდვილს მიმართა დიდი დიღმის მაცხოვრებელმა თამარ ჯორჯაძემ
და შესთავაზა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შესყიდვა. (იხ. დანართი 3) ჰიპერმარკეტი
დაინტერესდა თამარის შეთავაზებით, თუმცაღა საჯარო რეესტრში მონაცემების გადამოწმებისას
აღმოჩნდა, რომ ის მიწის ნაკვეთი რომლის შესყიდვასაც თამარი სთავაზობდა მათ, სამართლებრივად
ნუგზარ ორბელაძის საკუთრება იყო (იხ. დანართი 4). თამარი გააკვირვა ამ პასუხმა, რამეთუ მან
იცოდა, რომ ნაკვეთი მას მამამ დაუტოვა ანდერძით. თუმცა, თამარს ჯერ საჯარო რეესტრში მიწა არ
ჰქონდა დარეგისტრირებული.
თამარი ახალი დაბრუნებული იყო იტალიიდან, და საქმის ვითარებაში გარკვევისთანავე
მოისურვა სარეგისტრაციო აქტების გასაჩივრება და მიმართა საჯარო რეესტრს ეროვნულ სააგენტოს
(იხ. დანართი 5). საჯარო რეესტრს არანაირი პასუხი არ გაუცია თამარისათვის.
თამარი შეეხმიანა ნუგზარსაც, და კატეგორიულად მოსთხოვა მას უძრავი ნივთის უკანონო
მფლობელობიდან დაბრუნება. ნუგზარმა თამარს განუცხადა, რომ მანამ სანამ თამარი გადაკარგული
იყო შორეულ იტალიაში, მან რეგისტრაციაშიც გაატარა უძრავი ნივთი, აიღო კრედიტი ბანკიდან,
რითიც, ბოსტანი და სათბური მოაწყო მასზე. შესაბამისად ნუგზარი დარწმუნებული იყო რომ ის
კანონიერი მესაკუთრეა და მას კანონიერი ნდობა ჰქონდა გამოცემული სარეგისტრაციო
გადაწყვეტილების მიმართ.

 გთხოვთ აღწეროთ აღნიშნულ შემთხვევაში როგორ უნდა დაიცვას თამარმა უფლება?


 რომელ ორგანოს უნდა მიმართოს მან? (უწყებრივი ქვემდებარეობა)
 თქვენი აზრით უნდა გაუქმდეს თუ არა რეგისტრაცია?
 აქვს თუ არა ნუგზარს კანონიერი ნდობა გამოცემული აქტის მიმართ? არის ის
კეთილსინდისიერი შემძენი?
 სამართლის რომელ დარგს უნდა მივაკუთვნოთ აღნიშნული დავა?
 სასამართლოს რომელი კოლეგიის განსჯადია ზემოაღნიშნული დავა?
დანართი 1

სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს

მოქალაქე ნუგზარ ორბელაძის

(მცხ. დიდი დიღმის დასახლება, პეტრიწის ქუჩა #5 )

განცხადება

გაცნობებთ, რომ თბილისში დიდი დიღმის დასახლებაში, გუდვილის მიმდებარე


ტერიტორიაზე, კერძოდ ფარნავაზ მეფის გამზ. N3, 2000 წლიდან ვფლობ მიწის ნაკვეთს
ფართობით 1663 კვ.მ. მფლობელობის ფაქტს დაადასტურებენ ჩემი მეზობლები ნანა და
გიორგი აბაშიძეები.

გთხოვთ საკუთრების უფლება დამირეგისტრიროთ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე.

დანართი:

1. პირადობის მოწმობა
2. მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი
3. მეზობლების ხელწერილი

პატივისცემით,

ნ. ორბელაძე

11.12.2009 წ.
ხელწერილი
ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, ნანა აბაშიძე და გიორგი აბაშიძე ვადასტურებთ, რომ
ჩვენი მეზობელი ნუგზარ ორბელაძე ფაქტობრივად ფლობს მიწის ნაკვეთს ფარნავაზ მეფის
N3-ში. ნუგზარი 2000 წლიდან ფლობს ამ მიწის ნაკვეთს და გასულ წლებში ამუშავებდა მას
სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის.

აღნიშნულს ვადასტურებთ ხელმოწერით.

ნანა აბაშიძე:

გორგი აბაშიძე:

10.12.2009

დანართი 2

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო


სსიპ -

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

გადაწყვეტილება N1455 (24.12.2009)


რეგისტრაციის შესახებ

  სარეგისტრაციო სამსახურის წარედგინა განცხადება (No. 882013087000; 12 დეკემბერი


2009 წელი); განმცხადებელი: ნუგზარ ორბელაძე, მისამართი: თბილისი, დიდი დიღომი
პეტრიწის N5). განცხადებით მოთხოვნილია საკუთრების უფლების რეგისტრაცია
არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე, მდებარე, თბილისი, დიდი დიღმის დასახლება, ფარნავაზ
მეფის N3, ფართობი 1663 კვადრატული მეტრი.
   განცხადებაზე თანდართულია:

1. დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი


2. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი
3. მეზობლების ხელწერილი.

"საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული იქნა


გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.

გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება


გასაჩივრდეს სასამართლოში.

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

ქ. ყარაულაშვილი

დანართი 3

შპს - სუპერმარკეტ გუდვილის

დირექტორს
მოქალაქე ნანა ჯორჯაძის

(მცხ. დიდი დიღმის დასახლება,

გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა N34 )

განცხადება

გაცნობებთ, რომ თბილისში დიდი დიღმის დასახლებაში, გუდვილის მიმდებარე


ტერიტორიაზე, კერძოდ ფარნავაზ მეფის გამზ. N3, ვფლობ მიწის ნაკვეთს, რომელიც
მემკვიდრეობით გადმომცა მამაჩემმა. სურვილი მაქვს რომ ნასყიდობის ან იჯარის გზით
გადმოვცე ეს მიწის ნაკვეთი სუპერმარკეტ გუდვილს.

დანართი:

1. უძრავი ნივთის ფოტო სურათები.

პატივისცემით,

თამარ ჯორჯაძე

11.11.20017 წ.

დანართი 4

მოქალაქე ნანა ჯორჯაძეს

(მცხ. დიდი დიღმის დასახლება,

გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა N34 )


შპს - სუპერმარკეტ გუდვილის

დირექტორის

წერილი

გაცნობებთ, რომ გავეცანით თქვენ განცხადებას, რომლითაც გვთავაზობდით


თბილისში დიდი დიღმის დასახლებაში, გუდვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ
ფარნავაზ მეფის გამზ. N3-ში, მდებარე მიწის ნაკვეთის ნასყიდობის წესით ან იჯარის წესით
გადმოცემას.

კომპანიის იურიდიულმა სამსახურმა გადაამოწმა, რომ თბილისში ფარნავაზ მეფის N3


-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის ნუგზარ ორბელაძე. შესაბამისად კონტრაქტი
უნდა გაფრომდეს სწორედ მესაკუთრესთან ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელთან
(სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე)

პატივისცემით,

კომპანია გუდვილის

დირექტორი

15.11.20017 წ.

დანართი 5

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს

მოქალაქე თამარ ჯორჯაძის

(მცხ. თბილისი დიდი დიღომი,


გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა 34)

განცხადება

მოგახსენებთ, რომ 2017 წელს ჩამოვედი იტალიიდან რის შემდეგაც მოვისურვე მამის
მიერ მემკვიდრეობით დატოვებული მიწის ნაკვეთის განკარგვა. თუმცა შევიტყვე რომ ჩემ
მიერ მიღებული მიწის ნაკვეთი ვინმე ნუგზარ ორბელაძეს დაურეგისტრირებია.

მიმაჩნია, რომ საჯარო რეესტრი ზედრელედ მოეპყრო ადმინისტრაციულ წარმოებას


და არ შეასრულად მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობა სრულყოფილად და
ობიექტურად გამოეკვლია საქმე.

მე მაქვს სამკვიდრო მოწმობა, მამის ანდერძი, არქივში კი ინახება დოკუმენტაცია, რომ


ამჟამად სადავო მიწის ნაკვეთი მამაჩემს, როგორც განათლების სამინისტროს მუშაკს გადაეცა,
როგორც ბაღი (მებაღეობა). არქივში უნდა იყოს მებაღის წიგნაკიცა და შესაბამისი
დოკუმენტებიც.

აღნიშნულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ რეგისტრაცია უკანონო და უნდა


გაუქმდეს.

პატივისცემით,

თამარ ჯორჯაძე

10.01.2018 წ.

მიწის ნაკვეთის ფოტო

You might also like