You are on page 1of 1

№: 

1000783912/7 თარიღი: 11.03.2022 წ.

ქსენია მაიოროვას
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის
სამსახურის წარმოებაშია ქსენია მაიოროვას (დაბ.: 16.08.1985 წ.) 2022 წლის 10 მარტის №:
1000783912 განცხადება საქართველოში  ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის
ნებართვის გაცემის თაობაზე.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ წარმოსადგენია
უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლებისმქონე
მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული
თანხა, რომლის ოდენობაც, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის
ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში
განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე
ნაკლები.
"საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და
გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1
სექტემბრის № 520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე­7 მუხლის შესაბამისად ქსენია
მაიოროვამ უზრუნველყოს ხარვეზით დადგენილი დოკუმენტის წარმოდგენა სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოში 2022 წლის 18 მარტის ჩათვლით.
ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის
შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილია
მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.
ინფორმაცია განთავსდეს ინტერნეტგვერდზე: sda.gov.ge

მოქალაქეობისა და მიგრაციის
სამსახურის უფროსის /მაკა პიმ/
მოადგილის მ.შ.

დოკუმენტი არის ელექტრონული. ორიგინალი ელექტრონული დოკუმენტი ხელმისაწვდომია


ვებ გვერდზე http://sda.gov.ge. აღნიშნული ვებ გვერდიდან (http://sda.gov.ge) დოკუმენტის
ჩამოტვირთვა შესაძლებელია ნომრით: DCM0149763907. ელექტრონული დოკუმენტის ანაბეჭდი
წარმოადგენს მის ასლს

You might also like