You are on page 1of 5

ლანა ნებაძე

1. ელექტრონული ხელშეკრულება

ინტერნეტის განვიტარებამ საჭირო გახადა ეკონომიკური და სამართლებრივი


ინსტიტუტების ადაპტირება ახალ ტექნოლოგიებთან. სამწუხაროდ, დღესდღეობით არც
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და არც სხვა ეროვნული საკანონმდებლო აქქტი არ
შეიცავს „დისტანციურად დადებული ხელშეკრულების“ მარეგულირებელ დებულებებს.

თუმცა სამოქალაქო კოდექსში გვაქვს ერთი ასეთი ჩანაწერი, რომელიც მხარეთ ამიერ
ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების შეთანხმეას ეხება. ამ ჩანაწერის მიხედვით
ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხარეთა მიერ „წერილების ურთიერთგაცვლა“. მასში
შეგვიძლია მოვიაზროთ, როგორც ჩვეულებრივი, ისე ელ-ფოსტის საშუალებით წერილების
ურთიერთგაცვლა. თუმცა უკეთესი იქნებოდა აღნიშNული საკითხი საკანონმდებლო დონეზე
დეტალურად იყოს მოწესრიგებული.

1997 წლის 20 მაისის დირექტივამ ელექტრონული საშუალებების გამოყენებით დადებული


ხელშეკრულები საკანონმდებლო დონეზე მოაწესრიგა. თუმცა „ელექტრონული გარიგების“
ლეგალური დეფინიცია მაინც არ არსებობს. ელექტრონული ფორმა ევროკავშირის
სახელმწიფოებში ერთგვაროვანი მიდგომის დამკვიდრების მიზნით შემუშავებული
დირექტივების მეშვეობით ჩამოყალიბდა და იგი როგორც წესი ენაცვლება წერილობით
ფორმას, თუ საპირისპირო არ არის კანონმდებლის უშუალო ნება.

ხელშეკრულების დასადებად აუცილებელია ორი თანამთხვევადი ნების გამოვლენა –


ოფერტისა და აქცეპტის – არსებობა. სადავო არ არის, რომ ახალი ტექნოლოგიების
განვითარებასთან ერთად, აუცილებელია ოფერტისა და აქცეპტის მისადაგება შეცვლილი
გარემოებებისადმი, რათა არ წამოიქმნას სიძნელეები და მხარეებმა შეძლონ მისი შემდგომი
გამოყენება ეფექტურად მომავალშიც.

ელექტრონული ფორმით დადებული ხელშეკრულების რამდენიმე სახე არსებობს. ესენია:


ელექტრონული ფოსტის საშუალებით დადებული ხელშეკრულება, ინტერნეტ ვებ-გვერდის
მეშვეობით დადებული ხელშეკრულება და სოციალური მედიის გამოყენებით დადებული
ხელშეკრულება. აღიარებულია, რომ ელექტრონული საშუალებების გამოყენებით
დადებული ხელშეკრულება სრულად პასუხობს გარიგების მარტივი წერილობითი
ფორმისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. ელ-ხელშეკრულება აუმჯობესებს ვაჭრობის დონეს
და ზრდის ეკონომიკას.

 ელექტრონული ფოსტის საშუალებით დადებული ხელშეკრულება

ელექტრონული ფოსტა წარმოადგენს წერილის ციფრულ ანალოგს. იგი შეიძლება,


გამოყენებული იქნას შეთავაზებისათვის ან თანხმობისათვის. ასევე რეკლამისათვის.
ელექტრონული მეილი იგზავნება და მიიღება ისევე, როგორც რეალური მეილი.
ელექტრონული ფოსტა მატერიალური ფორმის წერილის ელექტრონული ეკვივალენტია.
მიუხედავად მისი სისწრაფისა, იგი მყისიერი არ არის და სრულად შეესაბამდება
ჩვეულებრივი ფოსტის გაგზავნისთვის არსებულ წესებს. მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ,
რომ უკეთ გავიგოთ, მისი მუშაობის სტრუქტურა. მაგ: მხარეები ჯერ დაბეჭდავენ ელ-
დოკუმენტს, შემდეგ მას მატერიალური სახით ხელს მოაწერენ, დაასკანარებენ და
ხელმოწერილს უგზავნიან მეორე მხარეს. ამ დროს ელ-ფოსტა ე.წ „გამტარ“ ფუნქციას
ასრულებს. მეორე შემთხვევაა თავად ელ-ფოსტით ხელშეკრულების დადება, ანუ ელ-
ფოსტით გაგზავნილი ტექსტი, წერილი. თუმცა ამ უკანასკნელის დროს საკამათოა, არის თუ
არა წერილობითი ფორმა დაცული და შესაძლებელია თუ არა იგი სასამართლოში
მტკიცებულების სახით იქნეს წარდგენილი. შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ რომ ელ-ფოსტა
სეიძლება იყოს, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური ურთიერთობის საშუალება.
სასამართლო რეკომედაციებში არსებული ჩანაწერების მიხედვით ელ-ფოსტა ჩვეულებრივი
საფოსტო მომსახურების ჩამნაცვლებლად შეგვიძლია მოვიაზროთ. ამ დროს მნიშვნელოვაბია
განისაზღვროს თუ როდის ჩაითვალა ნება გამოვლენილად, როდის ჩაითვლება
ხელშეკრულება დადებულად. როგორც წესია ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა
ოფერტი მიღებული იქნება აქცეპტანტის მიერ. ელექტრონული ფოსტით გამოვლენილი ნება
არათანმყოფ პირთან გამოვლენილ ნებად უნდა მივიჩნიოთ. ერთ ერთი პრობლემაა სევე ის
თუ როდის ითვლება წერილი გაგზავნილად და როდის აღწევს იგი ადრესატამდე. ამაზე
ერთი აზრი არსებობს. ნაწილის აზზრით გაგზავნილად ითვლება, როცა გამგზავნი გაგზავნის
მას, ხოლო მეორე მხრივ როცა წერილი გაგზავნილად ითვლება, როცა მიმრებთან მიდის იგი.

საიტერესოა საქ-ოს უზენაესი სასამართლოს გადაწყტვეტილება ელ-ფოსტით დადებულ


გარიგების იურიდიულის ძალის მინიჭებასთან დაკავშირებით. საქმე ეხებოდა ელ-ფოსტთ
სამსახურის შეთავაზებას და მასზე თანხმობას. სასამრთლომ აღნიშნა რომ მხარეები ყველა
არსებით დეტალზე შეთანხმდნენ, როგორიცაა თანამდებობა, ხელფასი, სამუშაო გააკვეთი,
სამუშაოს დაწყების დრო, სამუშაოს შესრულების ადგილი და სხვა. შესაბამისად დაიდო
წერილობითი ხელშეკრულება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ელექტრონული ფოსტის
საშუალებით დადებული ხელშეკრულება წერილობითი ხელშეკრულების სახესხვაობად
უნდა განვიხილოთ.

 ვებ-გვერის საშუალებით დადებული ხელშეკრულება

ვებ-ფორმულარის მეშვეობით გარიგების დადება ხდება ვებ-გვერდზე მოცემული


ფორმულარის შევსებით ან ვებ-გვერდზე თანხმობის ღილაკის დაჭერით. ვებ-ფორმულარს
ოფერტზე მოწვევის სახე აქვს, ვაინაიდან მასში ზოგადი ხასიათის ინფორმაციაა მოცემული.
ფორმულარის შევსება კი ოფერტს წარმოადგენს, რომელსაც ვებ-გვერდი აქცეპტით პასუხობს.

ხოგიერთი ვებ-გვერდი მომხმარებლის რეგისტრაციას საჭიროებს, რის შემდეგაც უკვე


მისთვის ხელშეკრულების ყველა პირობა ამომწურავადაა მოცემული. ამიტომ მისთვის
შეთავაზებული და მის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია უკვე ოფერტად მიჩნევა,
ხოლო ღილაკზე თითის დაჭერა თანხმობად, აქცეპტად.

 ხელშეკრულების დადება სოციალურ მედიაში

ოციალურ მედიაში ხელშეკრულების დადებაში სოციალური მედიასაშუალების დახმარებით


შეთანხმებას მიღწევა იგულისხმება. ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულება იდება სოციალური
მედიასაშუალების მომხმარებლებს შორის, ძირითადად, Messenger-ით პირდაპირი
მიმოწერით. სოციალური მედიით ხელშეკრულების დადება შეგვია=ძლია გავუთანაბროთ
ელ-ფოსტით დადებულ ხელშეკრულებას. სოც. მედიაში ხელშეკრულების დადების
რამდენიმე სახე შეიძლება გამოვყოთ. მაგალითად 1- ხელშეკრულების დადება მიმოწერის და
მსჯელობის საფუძველზე - როცა მხარეები არსებით პირობებზე მიმოწერისას თანხმდებიან.
2-ხელშეკრულების დადება სიმბოლეოების ან „ემოჯის“ გამოყენებით - ემოჯი კონტრაჰენტის
პოზიციას შეიძ₾ება გამოხატავდეს. გამონაკლისია როცა კანონი პირდაპირ ითვალისწინებს
ხელშეკრულების სპეციალურ ფორმას, ან მხარეები შეთანხმდნენ სპეციალურ ფორმაზე. მაგ:
ისრაელში სასამართლომ პოტენციურ დამქირავებელს ზიანის ანაზღაურება დააკისრა,
ვინაიდან მან გამქირავებელს შეტყობინებისა და ემოჯების მიწერის საშუალებით შეუქმნა
იმის შთაბეჭდილება რომ ბინას ქირაობდა და მოგვიანებით უარი უთხრა. 3- ჩეთ-ბოტების
მოქმედებით ხელშეკრულების დადება - ჩეთ-ბოტი ავტომატური პასუხია, რომელსაც
მიმწერს პასუხობს. უნდა გამოვყოთ 2 შემთხვევა. როცა პასუხია - მადლობა
შეტყობინებითვის, ჩვენ მალე გიპასუხებთ - იგი ვერ ჩაითვლება ხელშეკრულების დადებად,
აქცეპტად. მაგრამ თუკი პასუხია - თქვენი თხოვნა მირებულია და შესრულდება - იგი უკვე
აქცეპტია და ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება.

2. ელექტრონიული ხელმოწერა

ელექტრონული ფორმით დადებული გარიგებების რაოდენობა იზრდება ინტერნეტის


განვითარებასთან ერთად, შესაბამისად დღის წესრიგში დგება ამ გარიგებების ნამდვილობა
და მისი შემსრულებლის იდენტიფიცირება. მხარეთა იდენტიფიკაცია გარიგების ორივე
მხარისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან გარიგებას მათთვის კონკრეტულ ვალდებულებებს
წარმოშობს. იდენტიფიკაციის ერთ ერთი უძველესი საშუალება ხელმოწერაა. რომელიც
კაცობრიობის განვითარებასთან ერთად ვითარრდებოდა. თავდაპირველად სახელისა და
გვარის უნიკალურ მოხაზულოას იყენებდნე, მოგვიანებით სახელისა და გვარის გვერდით
გაჩნდა გერბები და მათი ტვიფრებით ბეჭდები. არსებობდა აზრი რომ ასეთი ხელმოწერის
გაყალბება რთული ან შეუძლებელი იყო.

დროთა განმავლობაში შეიქმნა ციფრული დოკუმენტები, რომელთა გაყალბებაც საკმაოდ


მარტივი იყო. ამიტომ საჭირო გახდა ისეთი ხელმოწერა, რომლის გაყალბება შეუძლებელი
იქნეოდა და რომელიც დოკუმენტის ავთენტიკურობას ეჭქვეშ არ დააყენებდა. შეიქმნა
ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც არის გარკვეული კრიპტოგრაფიული ალგორითმების
მუშაობის შედეგი. დღეისათვის ელ-ხელმოწერებისათვის იყენებენ „ასიმეტრიული
კრიპტოგრაფიის“ მეთოდს, ასევე „ბრმა ხელმოწერის“, და „მულტიხელმოწერის“ მეთოდებს.

იმისათვის რომ, ელ. საშუალებებით დადებული ხელშეკრულება გაუთანაბრდეს


წერილობით დადებულ ხელშეკრულებებს, აუცილებელია მათი ხელმოწერა. შესაბამისად
ხელმოწერაც ელ. საშუალებით უნდა მოხდეს. დღესდღეობით ელ-ხელმოწერის ნრავალი
განმარტება არსებობს, მაგრამ მათ მაინც ერთი რამ აერთიანებს - გარკვეული ინფორმაცია,
რომელიც ელ-დოკუმენტის ნაწილია და ლოგიკურად უკავშირდება მას. ელ-დოკუმენტებს
და ელ-ხელმოწერებს საქ-ში აწესრიგებს 2017 წელს მირებული ახალი კანონი
„ელექტრონული დოკუმენტებისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“. ამ
კანონის მიხედვით ელ-დოკუმენტი არის ელექტრონული ფორმით შენახული ტექსტობრივი,
ხმოვანი, ვიზუალური ან აუდიოვიზუალური ინფორმაციის ერთობლიობა. ამავე კანონის
მიხედვით ელ-დოკუმენტის ყველა ეგზემპლარი არის ორიგინალი და არ შეიძლება ჰქონდეს
ასლი. მისი ამონაბეჭდი კი არის ასლი, რომელიც სათანადო წესით უნდა იყოს
დამოწმებული.

საქ-ში ელ-დოკუმენტბრუნვა განსაკუთრებით დიდია იუსტიციის სისტემაში, სადაც უძრავი


ქონების ამონაწერებით მომხმარებლები დიდი ხანია სარგებლობენ. დაინტერესებულ პირს
ამონაწერის მირების მოთხოვნა ვებ-გვერდის საშუალებით შეუძლია, ასევე მისი მირება
ელექტრონულად შეუძლია.

ამავე კანონმა ელექტრონული ხელმოწერა განმარტა როგორც, ელექტრონულ მონაცემთა


ერთობლიობა, რომელიც ლოგიკურად უკავშირდება ელ-დოკუმენტს და მის ხელმოსაწერად
გამოიყენება. ასევე მოაწესრიგა ელ- შტამპის ცნება, რაც გულისხმობს ელ-მონაცემთა
ერთობლიობას, რომელიც ლოგიკურად უკავშირდება დოკუმენტს და მის მთლიანობას და
სისწორეს ადასტურებს. კანონი ითვალისწინებს ელ. ხელმოწერისა და ელ. შტამპის
სერთიფიკატსაც, რომელიც ხელმოწერისა და შტამპის მონაცემებს ხელმომწერთან
აკავშირებს.

კანონმა განსაზღვარა ელ-ხელმოწერის რამდენიმე სახე, ესენია: განვითარებული ელ-


ხელმოწერა, კვალიფიციული ელ-ხელმოწერა და ციფრული ელ-ხელმოწერა. განვიხილოთ
თითოეული.

განვითარებული ელ.ხელმოწერა - უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხობნებს:

- მხოლოდ ხელმოწერასთა იყოს დაკავშირებული


- ხელმომწერის დადგენა შეიძლებოდეს
- ხელმოწერილ მონაცემებთან იყოს დაკავშირებული, ისე რომ ცვლილება შეიძლებელი
იყოს, და
- ხელმომწერს მისი ერთპიროვნული კონტროლი შეეძლოს.
კვალიფიციური ელ.ხელმოწერა სრულდება კვალიფიციური ელ. ხელმოწერის
სერთიფიკატის საფუძველზე, რომელსაც გასცესმ კვალიფიციური სანდო მომსახურების
მიმწოდებელი. სერთიფიკატი უნდა მოიცავდეს:

 აღნიშვნას, რომ იგი გაცემულია, როგორც ხელმოწერის/შტამპის სერთიფიკატი


 მომსახურების მიმწოდებლის იდენტიფიკაციის მონაცემებს
 სერთიფიკატის მოქმედების ვადას
 სერთიფიკატის საიდენტიფიკაციო ნომერს.

ზემოხსენებულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ელექტრონული შტამპიც.

აღსანიშნავია ისიც რომ შესაძლებელია ხელმოწერის/შტამპის სერთიფიკატის დროებითი


შეჩერება, გაუქმება და აღდგენა. ეს კი აუცილებლდა უნდა აღინიშნოს და ხელმისაწვდომი
გახადოს სანდო კვალიფიციური მომსახურების მიმწოდებელმა. შეჩერება შესაძლებელია
სერთიფიკატის მფლობელის მოტხოვნით, ასევე საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნით,
კანონმდებლობით და მომსახურების მიმწოდებლის შინაგანაწესის საფუძველზე. გაუქმება
შესაძლებელია სერთიფიკატის მფლობელის მოთხოვნით, შეჩერებიდან 10 დღის გასვლის
შემდეგ, კანონის საფუძველზე, მომსახურების მიმწოდებლის შინაგანაწესის საფუძველზე.

კვალიფიციური სანდო მომსახურების ხედამხედველობას ციფრული მმართველობის


სააგენტი ახორციელებს 2020 წლიდან.

ციფრული ხელმოწერა - ყველაზე სანდო ხელმოწერაა და წყვილი გასაღების გამოყენებას


ეფუძნება. კერძოდ დოკუმენტის ტექსტისა და ხელმომწერი პირის პირადი კოდის შერევით.
იგი მიიჩნევა მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძაის
მქონედ.

ელ.ხელმოწერის ერთ-ერთ და უმნიშვნელოვანეს ნაკლს წარმოადგენს, ის რომ იგი


საკანონმდებლო დონეზე არაა რეგულირებული და მისთვის იურიდიული ძალის
მინიჭებისათვის საჭიროა მხარეთა შეთანხმება.

გისურვებთ წარმატებებს!

You might also like