You are on page 1of 5

ელექტრონული ფოსტის საშუალებით დადებული ხელშეკრულება

ელექტრონული ფოსტა წარმოადგენს წერილის ციფრულ ანალოგს. იგი შეიძლება, გამოყენებული


იქნას შეთავაზებისათვის ან თანხმობისათვის. ასევე რეკლამისათვის. ელექტრონული მეილი
იგზავნება და მიიღება ისევე, როგორც რეალური მეილი. ელექტრონული ფოსტა მატერიალური
ფორმის წერილის ელექტრონული ეკვივალენტია. მიუხედავად მისი სისწრაფისა, იგი მყისიერი არ
არის და სრულად შეესაბამდება ჩვეულებრივი ფოსტის გაგზავნისთვის არსებულ წესებს. მარტივი
მაგალითი მოვიყვანოთ, რომ უკეთ გავიგოთ, მისი მუშაობის სტრუქტურა. მაგ: მხარეები ჯერ
დაბეჭდავენ ელ-დოკუმენტს, შემდეგ მას მატერიალური სახით ხელს მოაწერენ, დაასკანარებენ და
ხელმოწერილს უგზავნიან მეორე მხარეს. ამ დროს ელ-ფოსტა ე.წ „გამტარ“ ფუნქციას ასრულებს.
მეორე შემთხვევაა თავად ელ-ფოსტით ხელშეკრულების დადება, ანუ ელ-ფოსტით გაგზავნილი
ტექსტი, წერილი. თუმცა ამ უკანასკნელის დროს საკამათოა, არის თუ არა წერილობითი ფორმა
დაცული და შესაძლებელია თუ არა იგი სასამართლოში მტკიცებულების სახით იქნეს წარდგენილი.
შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ რომ ელ-ფოსტა სეიძლება იყოს, როგორც ფორმალური, ისე
არაფორმალური ურთიერთობის საშუალება. სასამართლო რეკომედაციებში არსებული ჩანაწერების
მიხედვით ელ-ფოსტა ჩვეულებრივი საფოსტო მომსახურების ჩამნაცვლებლად შეგვიძლია
მოვიაზროთ. ამ დროს მნიშვნელოვაბია განისაზღვროს თუ როდის ჩაითვალა ნება გამოვლენილად,
როდის ჩაითვლება ხელშეკრულება დადებულად. როგორც წესია ხელშეკრულება დადებულად
ითვლება, როცა ოფერტი მიღებული იქნება აქცეპტანტის მიერ. ელექტრონული ფოსტით
გამოვლენილი ნება არათანმყოფ პირთან გამოვლენილ ნებად უნდა მივიჩნიოთ. ერთ ერთი პრობლემაა
სევე ის თუ როდის ითვლება წერილი გაგზავნილად და როდის აღწევს იგი ადრესატამდე. ამაზე ერთი
აზრი არ არსებობს. ნაწილის აზზრით გაგზავნილად ითვლება, როცა გამგზავნი გაგზავნის მას, ხოლო
მეორე მხრივ როცა წერილი გაგზავნილად ითვლება, როცა მიმრებთან მიდის იგი.

საიტერესოა საქ-ოს უზენაესი სასამართლოს გადაწყტვეტილება ელ-ფოსტით დადებულ გარიგების


იურიდიული ძალის მინიჭებასთან დაკავშირებით. საქმე ეხებოდა ელ-ფოსტთ სამსახურის
შეთავაზებას და მასზე თანხმობას. სასამრთლომ აღნიშნა რომ მხარეები ყველა არსებით დეტალზე
შეთანხმდნენ, როგორიცაა თანამდებობა, ხელფასი, სამუშაო გააკვეთი, სამუშაოს დაწყების დრო,
სამუშაოს შესრულების ადგილი და სხვა. შესაბამისად დაიდო წერილობითი ხელშეკრულება.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, ელექტრონული ფოსტის საშუალებით დადებული ხელშეკრულება
წერილობითი ხელშეკრულების სახესხვაობად უნდა განვიხილოთ.

 ვებ-გვერის საშუალებით დადებული ხელშეკრულება

ვებ-ფორმულარის მეშვეობით გარიგების დადება ხდება ვებ-გვერდზე მოცემული ფორმულარის


შევსებით ან ვებ-გვერდზე თანხმობის ღილაკის დაჭერით. ვებ-ფორმულარს ოფერტზე მოწვევის სახე
აქვს, ვაინაიდან მასში ზოგადი ხასიათის ინფორმაციაა მოცემული. ფორმულარის შევსება კი ოფერტს
წარმოადგენს, რომელსაც ვებ-გვერდი აქცეპტით პასუხობს.

ზოგიერთი ვებ-გვერდი მომხმარებლის რეგისტრაციას საჭიროებს, რის შემდეგაც უკვე მისთვის


ხელშეკრულების ყველა პირობა ამომწურავადაა მოცემული. ამიტომ მისთვის შეთავაზებული და მის
ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია უკვე ოფერტად მიჩნევა, ხოლო ღილაკზე თითის დაჭერა
თანხმობად, აქცეპტად.

You might also like